გრძელი თმა

გოგონების უმეტესობა გრძელ თმას ნატრობს, თანაც კარგად მოვლილს. ბიჭებსაც ხიბლავთ გრძელ თმასთან თამაში და ქალს გრძელი თმის გარეშე ვერ აღიქვავენ.

ჯანმრთელი, მოვლილი თმა ხაზს უსვამს ადამიანის სილამაზეს.ბევრი თვენგანი ალბათ სწორედ ასეთ ”უნაკლო” თმას ნატრულობს, თუმცა დამეთანხმეთ შედეგის მიღწევა არც ისე ადვილია. თმის სწორად მოვლისათვის საჭიროა მის შესახებ გარკვეული ცოდნა.

თმის ყოველი ღერი გამსხვილებული ძირით ზის ცილინდრულ ჩარღმავებაში – ფოლიკულში. როგორც მცენარე იზრდება მიწაში, ისე იზრდება თმა თავის კანში. თავზე თმის სიცოცხლის ხანგრძლივობა არის 3-4 წელი, წარბები და წამწამები კი ცოცხლობენ 150 დღეს.

ადამიანს თავზე აქვს 50 000 – 140 000 ღერი თმა. გაცვენილი თმის ადგილზე რამდენიმე თვის შესვენების შემდეგ ახალი თმა ამოდის. ერთ დღეში თმა თავზე იზრდება 0,2 – 0,4 მმ-ით. თმას შეუძლია გაიზარდოს 1,5 მ-მდე.
სისხლძარღვები და ნერვული დაბოლოებანი ახორციელებენ კავშირს თმასა და ორგანიზმს შორის.

თავის კანის ნორმალური მდგომარეობის დარღვევა (ზედმეტი სიმშრალე თუ ჭარბი ცხიმიანობა, თმის უეცარი დაცვენა, ქერტლი და სხვა) ორგანიზმში მიმდინარე ზოგად ცვლილებებზე მიუთითებს.

გახსოვდეთ, თავის კანი და თმა იკვებება იმავე საკვებით, რითაც ტვინი, გული და სხეულის თითოეული უჯრედი, თუმცა ზოგიერთი საკვები კი არ კვებავს ორგანიზმს, არამედ წამლავს სისხლს.

თავის კანისა და თმის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა მიზეზმა: (უსიცოცხლო, მოხარშულმა საკვებმა, მავნე ჩვევებმა, სისხლის მიმოქცევის მოშლამ, ნერვულმა დაძაბულობამ და სხვა. თმაზე დიდი გავლენა აქვს გარეგან ფაქტორებსაც, როგორიცაა: თმის უხეში ვარცხნა, გადახურება, სიცივე, ქიმიური შამპუნებისა და საღებავების გამოყენება.

როგორ დავივარცხნოთ თმა

თმის სწორ ვარცხნას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფეხები უნდა გავდგათ ოდნავ განზე და წინ ისე დავიხაროთ, რომ თავი გულის დონეზე დაბლა მოექცეს. ასეთ მდგომარეობაში სისხლის ნაკადი თავისუფლად მიედინება თავის კანისაკენ. წმენდს და კვებავს თმის “ნიადაგს”. თმა უნდა დავივარცხნოთ ძირებიდან ბოლოებისაკენ (გარდა ცხიმიანი თმისა). ამ დროს იწმინდება თავის კანი ჭუჭყისაგან, მკვდარი თმისა და ქერტლისაგან. გრძელ თმას თანდათანობით, ნაწილ-ნაწილ უნდა ვარცხნა. უმჯობესია სავარცხელს ჰქონდეს ბლაგვი კბილანები.
თმის ვარცხნის დროს აჯობებს ვისარგებლოთ ორგვარი სავარცხლით. თავიდან მაგარი სავარცხელი გამოვიყენოთ თავის კანის სტიმულირებისა და ქერტლისაგან გასათავისუფლებლად, შემდეგ რბილით, რომელიც ათანაბრებს თმასა და ბზინვარებას აძლევს მას.

თავის კანის მასაჟი

იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ჯანსაღი თმა, თავის კანის მასაჟი დილა-საღამოს ისეთივე აუცილებელ წესად უნდა ვაქციოთ, როგორც კბილების გახეხვა. მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას თავის კანში. სისხლი კი თავის მხრივ კვებავს ქსოვილებს და ზემოქმედებას ახდენს თმის ზრდაზე. როგორც კი იფიტება “თმის ნიადაგი”, იწყება გამელოტება.

თმის ნორმალური ზრდისათვის საჭიროა სისხლის მიმოქცევის გააქტიურება თავის კანში, ამისათვის საჭიროა თითებით მსუბუქი დარტყმები და თმის ფრთხილად მოქაჩვა განსაკუთრებით თხემისა და საფეთქლის მიდამოებში, სადაც კანი მჭიდროდ ეკვრის თავის ქალას.

არსებობს ამგვარი მასაჟიც: ორივე ხელის თითებს ათავსებენ თმის ძირებში და ამოძრავებენ კანს წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ. ამგვარ მასაჟს აკეთებენ თავის ქალას ყველა უბანში.

თუ თმის ცვენა არ არის გამოწვეული ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებით, მაშინ მასაჟი ყოველთვის შედეგიანია.

თმის ჰიგიენა

ჭუჭყის გარდა თმას აბინძურებს ოფლი და ცხიმი. დაბანა არასოდეს არ ვნებს თმას.
თმასთან ერთად აუცილებელია თავის კანის გულმოდგინედ დაბანაც, რადგან თმა ამოდის კანზე მოთავსებული უწვრილესი ფორებიდან, რომლებიც ადვილად ივსება ჭუჭყითა და ქერტლით. თავის დაბანის წინ აუცილებელია მასაჟი და თმის დავარცხნა. თუ თმა ძალიან ცხიმიანია, დაბანამდე 1 საათით ადრე თავის კანზე ისვამენ ვაშლის ძმარში დასველებულ ბამბის ტამპონს.

თმის გაშრობა კი უმჯობესია ჰაერზე, მზეზე. არ არის სასურველი ელექტრო საშრობების ხშირი გამოყენება. იგი თმას მტვრევადს ხდის.

ცხიმიანი თმის მოვლა ბუნებრივი საშუალებებით

თმაზე ზედმეტი ცხიმი გამოწვეულია თავის კანში მოთავსებული ცხიმის ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობით. რაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების, ჰორმონალურმა დარღვევამ, არასწორმა კვებამ და სხვა. ცხიმიანი თმის დაბანა ძალიან ცხელი წყლით არ შეიძლება, რადგან უფრო გაძლიერდება ცხიმის ჯირკვლების მუშაობა.
თმის ცხიმიანობის მოსაშორებლად ხალხური მედიცინა მრავალ საშუალებას გვთავაზობს:
1. 1 კვერცხის გულში ურევენ 1 ჩაის კოვზ სპირტსა და 1 ჩაის კოვზ წყალს. პირველი ჩამობანის შემდეგ თავის კანში იზელენ ამ სითხეს და იჩერებენ 10 წთ. შემდეგ ჩამოიბანენ. კვერცხის გული შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ამცირებს ცხიმის გამოყოფას.
2. 1-2 კვერცხის ცილას კარგად თქვეფენ მკვრივი ქაფის წარმოქმნამდე. იზელენ თავის კანში და ტოვებენ გახმობამდე. შემდეგ იბანენ თავს ჩვეულებრივად.
3. 3 სუფრის კოვზ მუხის ქერქს ადუღებენ 1 ლ წყალში 15 წუთით. უმატებენ ჭინჭრის ნაყენს და დაბანის შემდეგ ივლებენ თავზე, თან იზელენ თმის ძირებში.
4. ლიმონის წვენით იწმენდენ თავის ცხიმიან კანს. ეს საშუალება აშრობს და აცილებს ცხიმს, ამშვიდებს ქავილს.
5. 2 ს.კ. ლიმონის წვენს ურევენ 1/2 ჭიქა არაყს და დღეგამოშვებით იწმენდენ ცხიმიან თმას.
6. ცხიმიან თმაში იზელენ ალოეს წვენს 2-3 საათით ადრე დაბანამდე.
7. დაბანამდე 1 საათით ადრე თმის ძირებში იზელენ დაფნის ფოთლების ნაყენს. შეიძლება დაფნის ფოთლების სპირტიანი ნაყენის გამოყენებაც, რომელსაც დღეგამოშვებით იზელენ თმის ძირებში.

მშრალი თმა

თმა რომელიც არ ბზინავს და ადვილად ტყდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მშრალია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი ვიტამინის ნაკლებობა ორგანიზმში (განსაკუთრებით A ვიტ.), დარღვევები ნერვულ და ენდოკრინულ სისტემაში (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას თან ახლავს სიმშრალე, თმის, წარბების, წამწამების, წვერ-ულვაშის ცვენა). ხშირად სიმშრალე გამოწვეულია შამპუნის არასწორი გამოყენებითა და ქიმიური საღებავებით.

მშრალი თმის დაბანა ხშირად არ შეიძლება (10-14 დღეში ერთხელ).

თმის ცვენა, ქერტლი, ბოლოჭამიები

თუ თმის ვარცხნის დროს სავარცხელზე მთელი გროვა რჩება, ეს უკვე ცვენაა. აუცილებელია მიზეზის დადგენა, რადგან ის შეიძლება მრავალი მიზეზის შედეგი იყოს: მძიმე დაავადების გადატანა, ქიმიური პრეპარატების, საღებავების გამოყენება, ნერვული გაღიზიანება, მძიმე ოპერაცია, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, მშობიარობა, ჰორმონალური დარღვევა და სხვა.

თმის ცვენის მიზეზის დადგენისა და მკურნალობის შემდეგ წყდება ცვენა და მის ადგილზე ახალი თმა ამოდის.
ქერტლი დაავადება არ არის. მუდმივად ხდება თავის კანის ზედა ფენის აქერცვლა და განახლება. ამ მკვდარ და აქერცლილ უჯრედებს უწოდებენ ქერტლს. თავის კანის ცხიმიანობის მიხედვით ქერტლი არის მშრალი და ცხიმოვანი.

ბოლოჭამიები თმის ღერის ბოლოში ჩნდება. ამ დროს ღერი წვეროდან რამდენიმედ იყოფა. თუ ასეთი დაზიანება მრავალია, თმა გარეგნულად ულამაზოდ გამოიყურება. ამის მიზეზია თმის ცუდი კვება.

სიმელოტე

თანამედროვე სტრესული და დაძაბული ცხოვრება ხელს უწყობს სიმელოტეს. მელოტ ადამიანებს ხშირად მჯდომარე ცხოვრების წესი აქვთ, არიან ნერვიულები და დარღვეული აქვთ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქცია.
დადგენილია, რომ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ხელოვნურად გამთბარ ან გაგრილებულ ბინებში, ნაადრევად მელოტდებიან. თავის კანსა და თმას სჭირდება მზის სხივები და სუფთა ჰაერი.
სიმელოტის მიზეზი შეიძლება იყოს აგრეთვე მოჭერილი ქუდის ტარება. იგი ხელს უშლის სისხლის ცირკულაციას, რადგან აწვება მთავარ სისხლძარღვებს. ამიტომ ვინც ქუდს ატარებს, სისტემატურად უნდა ჩაიტაროს თავის მასაჟი.

მშრალი თმის მოვლა-მკურნალობა ხალხური საშუალებებით

1. თქვეფენ 1 კვერცხის გულს 1 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთში, იზელენ ახლად დაბანილ თავის კანში და 1 საათის შემდეგ იბანენ. ამ საშუალებას იყენებენ ქერტლის, კანის სიმშრალისა და ბოლოჭამიების დროს.
2. თაფლს, გახეხილ ხახვს და ცოტა მცენარეულ ზეთს იზელენ თმის ძირებში. იხურავენ რეზინის ქუდს და 1 საათის შემდეგ იბანენ. შველის თმის ცვენას.
3. 1 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფოთლებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს თერმოსში, 2 საათის შემდეგ წურავენ და იზელენ თმის ძირებში.
4. თმის ძირებში იზელენ ზეითუნის ზეთში შერეულ ნივრის წვენს. 1 საათის შემდეგ იბანენ. შველის თმის ცვენას.
5. 50 გრ მშრალ ჭინჭრის ფოთლებს ათავსებენ 1 ლ ღვინის ძმარში. აჩერებენ 7-10 დღე ბნელ ადგილას. შემდეგ გადაწურავენ და ისვამენ გამელოტებულ ადგილებზე.
6. იღებენ: 1 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს, 1 ამპულა D ვიტამინს. 2 კვერცხის გულს. 1 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს ურევენ 1 ამპულა D ვიტამინს და იზელენ თმის ძირებში კანის გაწითლებამდე. იმეორებენ 3 დღის განმავლობაში. მე-4 დღეს იბანენ თავს კვერცხის გულით (2 კვერცხის გული საკმარისია). ერთი დღის შემდეგ ამ პროცედურას თავიდან იმეორებენ. ხშირად 3 გამეორების შემდეგ გამელოტებულ ადგილზე იწყება თმის ზრდა, ხშირდება და ძირები მაგრდება.
7. 2 კვერცხის გულს ურევენ 50 მლ წყალს, უმატებენ 100 მლ არაყსა და 5-8 მლ ნიშადურის სპირტს. ამ ნარევს იზელენ თმის ძირებში, ამის შემდეგ იბანენ ცხელი წყლით. წყდება თმის ცვენა და ამოვა ახალი.

კ რ ა ზ ა ნ ა ს ს პ ი რ ტ ი ა ნ ი ნ ა ყ ე ნ ი
იღებენ 10 გრ მშრალ კრაზანას ყვავილებს, ასხამენ 90 მლ არაყს (მშრალი თმისთვის), ან სპირტს (ცხიმიანი თმისათვის). აჩერებენ 1 კვირა. წურავენ და ინახავენ მინის დახურული ჭურჭლით. იწმენდენ თავის კანს კვირაში 1-2-ჯერ.

ზედმეტი თმის მოშორება ბუნებრივი საშუალებებით

ზოგჯერ თმა ამოდის არასასურველ ადგილას და ქალს ექმნება პრობლემა მის მოსაშორებლად. ამისთვის არსებობს მრავალი საშუალება. ხალხური მედიცინა გთავაზობთ შემდეგ რეცეპტებს:
1. წვავენ კაკლის ნაჭუჭს, მის ფერფლს წყალში ურევენ და ისვამენ თმიან ადგილას. თუ ყოველდღე გაიკეთებენ ამ საშუალებას, დაიწყება თმის ცვენა.
სასურველია კაკლის უღლების სპირტიანი ნაყენის სმაც. ამისათვის იღებენ 1 ჩაის ჭიქა კაკლის უღელს (ლებნებს შორის ფირფიტა), ასხამენ 2 ჩაის ჭიქა არაყს და აჩერებენ თავდახურულ ჭურჭელში 2 კვირით. შემდეგ წურავენ და ღებულობენ დღეში 1 სუფრის კოვზს.
2. იღებენ 3 ს.კ. ლემას და ხარშავენ 1 ჩაის ჭიქა წყალში. წურავენ და ისვამენ გასაცვენი თმის ძირებში. ნახარში ინახება წლების განმავლობაში.
3. არასასურველი თმის მოჭრა ან პინცეტით მოცილება არ შეიძლება, რადგან უფრო გახშირდება და გაიზრდება. უმჯობესია გაუფერულდეს პერეკისით, რომელსაც უმატებენ 1 წვეთ ნიშადურის სპირტს. შედარებით გრძელი ღერები კი პინცეტით უნდა დაიძრას ფოსოდან (მაგრამ არ ამოვარდეს), დღეში რამდენჯერმე ამ ადგილას იზელენ რივანოლის ხსნარს. ბეწვები თანდათან გაქრება.

About these ads

23 thoughts on “გრძელი თმა

  1. Here Comes The Sun

    მე მაქვს არაჩვეულებრივად გძელი თმა.. უი გატყუებთ შევიჭერი. :( :( (:

    კარგი პპოსტია

    Reply
  2. SaBB

    lol 0.2 milimetrit ro izrdebodes 5 dgeshi 1 santimetri 1 tveshi 6 santimetri? :D 1 tvea shevicheri da 3 santimetrit tu gaizarda kai iqneba :D

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      3–4 თვეში ერთხელ მოიჭერი ბოლოები დაახლოებით 1–2სმ, დაბანისას გადაივლე დაფნის ნახარში, დაბამამდე წაისვი ზეთი,მაიონეზი,ლიმონი,ლიქიორი ერთმანეთში არეული…. მოკლედ, უამრავი შინაურული წესი არსებობს მაგისთვის,მტავარია გინდოდეს და მოძებნი

      Reply
  3. ნათია

    უუჰ, მთელი ცხოვრება გრძელი თმა მქონდა, 1 თვის წინ შევიჭერი :( ახლა ისევ ვიზრდი. ვაღიარებ, რომ ძალიან ძნელია გრძელი თმის მოვლა, მაგრამ ლამაზია… ერთი სული მაქვს როდის გაიზრდება ისევ :)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე ერთი წელია უკვე მოკლედ მაქვს. მეზრდება ვიჭრი და ასე ^^

      Reply
  4. ooooooooooooooo

    გირჩევთ, რომ თმა დაიბანოთ საბავშვო შამპუნით, რადგან ის არა შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს, რომელიც იწვევს თავის კანის გამოშრობასა და ა.შ. მე მაქვს ძალიან გრძელი და ლამაზი თმა, რაც სწორი კვებისა და საბავშვო შამპუნის დამსახურებაა.

    Reply
  5. tt.rr.

    gamarjobat,me cximiani tma maqvs da dzalian vcvalob imitom,rom mcviva da dzalian damitxelda,tu ar avicheche tavis qala michans,mirchiet rame raaa,rogor moviqce rom axali tma amovides …..?

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        ბოლოები 3 თვეში ერთხელ მაინც შეიჭერი. ბანაობის მერე თავზე გადაივლე დაფნის ფოთლის და გვირილის ნახარში

  6. paroli11

    wow kargit didi madlobaa eseigi tavs ro daviban mere es naxarshi tavze gadavivlo kide shevizilo damorcha xoo

    Reply
  7. ვაიბი

    ეს პოსტი რომ წავიკითხე თმა დავივარცხნე ზუსტად ისე როგორც აქ ეწერა :დ <3

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s