ჩემი ძმა…

გუშინ პროფილს ვუყურებდი და ერთ-ერთი ნაწილი ნოდარ ქუმარიტაშვილს ეძღვნებოდა სადაც მისი და გამოვიდა და თავის ძმაზე ისაუბრა.

მისმა ლაპარაკმა ჩემი ძმა გამახსენდა როდესაც სიკვდილის პირას იყო. სიცოცხლეს ებრძოდა და დრეს ყველაფერი კარგად არის. თვალში ლურსმანი მოარტყეს და ინფექცია იყო წასული. თითქოს თვალია და სიკვდილთან რა შუაშია, მაგრამ  თვალი ტვინთან ახლოს არის, ინფექცია იზრდებოდა და სერიოზული საფრთხე იყო. ღვთის წყალობით და უამრავი ოპერაციით კარგად არის.

არ მავიწყდება ის ზაფხული. მეობართან ვიყავი და დამიძახას შენს ძმას ლურსმანი მოარტყესო. ახლოს იყო და მალევე მივედი. ხელში ავიყვანე და თვალი ამოგლეჯილი ქონდა, ტიროდა და მეკითხებოდა დავინახავო??? არა და ეს არ მოხდებოდა იქ მყოფი ცანცარა კაცები რომ არა. აქეზებდნენ პტარა ბავშვებს და თვითონ იცინოდნენ და ერთობოდნენ. გული მერევა ყველა მათგანზე. მამაჩემმა ეგრევე თბილისში წაიყვანა. მე და ჩემი და მარტოები დავრჩით. ტელეფონიც სახლში იყოო მამაჩემის და არ ვიცოდი რა ხდებოდა და როგორ იყო. იქიდან დედაჩემი მირეკავდა ტირილით და თან იმას ვამშვიდებდი. კიდევ კაი ის ბავშვი, ვინც მოარტყა ლურსმანი, ვერ ვნახე თორემ ზუსტად ვიცი, რომ მაგრად ვცემდი. თავს ვერ ვაკონტროლებდი…

ის გრძონა რაც იმ ღამეს მქონდა კიდევ მაქვს და ვიცი რომ ვერც დავივიწყებ. მაშინ მივხვდი თუ როგორო ძალიან მყვარებია ჩემი ძმა. ხშირად ვჩუბობთ ხოლმე =)) და ვუყვირი ხოლმე, მაგრამ როცა მახსენდება რა მდგომარეობაში იყო უსაზღვრო სიყვაულს ვგრძნობ. თითქოს ძნელია დის და ძმის სიყვარულის გარჩევა, მაგრამ იმ პერიოდმა გიორგი ძალიან შემაყვარა, მინდა დავიცვა და გავურთხილდე.

About these ads

11 thoughts on “ჩემი ძმა…

  1. Here Comes The Sun

    მარტო მაშინ ვაფასებთ რამის საფრთხის წინ რომ ვართ….

    გული მომიკვდა გუშინ ქუმარიტაშვილზე რომ ვუყურებდი… გავსკდი ტირილით არადა საერთოდ იშვიათად ვტირი, მაშინაც კი როცა მე მიჭირს….

    კარგები არიან რა ჩვენი ძმები რაა…. რაც სტუუდენტი გახდა მაგის მერე სულ მენატრება…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მართლა მაშინ ვაფასებთ ყველაფერს როცა დაკარგვის საფრთხე ემუქრება

      Reply
      1. »♥» ana «♥«

        მართლაც ეგრეა გოგოებო!>… რაც მთვარია შენი ძმა ახლა კარგადაა და ისიც ჩვენსავით ყველაფერს სრულად უყურებს.. :)

  2. siyvarulovna Post author

    სრულად უყურებს ეგ ცოტა გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ რაც მთავარია თვალი შეუნარჩუნეს და ჯერ-ჯერობით პორბლემა არ ემუქრება

    Reply
  3. sunwaited

    მეც ძალიან მიყვარს ჩემი ძმა და ალბათ, ზუსტად ვგრძნობ როგორი სიყვარული გაკავშირებს მისდამი : )))

    Reply
  4. Pingback: სიყვარულოვნას ბლოგი

  5. კახი

    სამწუხარო შემთხვევაა, მიხარია რომ ყველაფერი კარგად არის. მიუხედავად იმისა რომ არ მყავს არც ძმა და არც და მაინც ვფიქრობ და ვამბობ რომ დედმამიშვილური სიყვარული ყველა სხვა გრძნობებსა და სიყვარულის მღლა დგას. მეც მინდა ძმა ან და, უფრო ძმა :)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s