გლდანი

ბევრისთვის გლდანი პროვინციასთან ასოცირდება. ალბათ დამკვიდრებული ხუმრობების და ”ღადაობების” ბრალია. არა და მე ძალიანაც მომწონს. მართალია ხშირად ცოტა უცნაური ხალხიც შეიმჩნევა, მაგრამ აბა ვის უბანში არ არიან უცნაურები? გარშემო სულ კორპუსებია. შუაში ერთი გზა ჩამოედინება და მთლიანი უბანი იყოფა მიკროებად. ამბობენ მერვეს იქით მამალი აღარ ყივისოოო, სამაგიეროდ კარგ ტბას აკეტებენო. ხო და თბილისის ზღვაზე ”გაზაგვრა” აღარ მოუწევთ. ადგილი ნორმალურია,სიტუაცია – არაუშავს რა, ხალხი – როგორც ყველგან. მაგრამ გლდანელები არაფრით არ არიან განსხვავებულები. მე პირადად ეს უკანასკნელები მირცევნია ბევრ ”ვეიქელს”. ხალხზე ალბათ ბევრს იმიტომ ”ღადაობენ” რომ უმეტესობა სოფლიდან ჩამოსული მოსახლეობაა. თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი რომ ”სოფლელი” ხალხი ბევრად უფრო კარგი პიროვნებაა ვიდრე თბილისელი.

გლდანის დისნეილენდი, იგივე ვარდების რევოლუციის პარკი, საქვეყნოდ ცნობილია და ბევრს სასაცილოდაც არ ყოფნის. არა და რას ერჩიან? მშვენიერი პარკია გაშენებული, 2-15 წლამდე ბავშვი არაჩვეულებრივად გაერთობა. თუმცა არც უფრო დიდი ასაკის ხალხი მოიწყენს. ბარის პონტში გაკეთებულია რაღაც, სადც დასვენება, უკანალის ჩამოდება და ენის მოქავებას შეძლებთ. ფეხბურთის ციებ-ცხელების დროს დამონტაჟებულია უდიდესი მონიტორი და პარკის ყველა წერტილიდან შეძლებთ ფეხბურთის ყურებას, მოსმენას მაინც.

ნახევარი გლდანი ალბათ სწორედ ამ პარკში სეირნობს და ამიტომ სავარაუდოა რომ ყველანაირი ხასიათის,გარეგნობის,საქციელის ადამიანებს გადააწყდეთ და ნუ გაგიკვირდებათ განსხვავებული საქციელები. კარგად, რომ მოძებნოთ თქვენს უბანშიც იქნებიან ”მსგავსები”. ერთი კია, ნებისმიერ გლდანელს რომ ჰკითხოთ სად ცხოვრობო, გიპასუხებს პარკის წინო…

ხო და კიდევ ვერ გამირკვევია, რატომ არის გლდანი ცუდი უბანი? ან ვარკეთილი? ან თემქა? ბოლო ორი არ ამითვისებია ჯერ და ამიტომ ვერც ვერაფერს დავწერ.

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by ♥ Summer ♥ on June 19, 2010 - 18:01

    უბნებზე გართულება არასდროს მქონია, საერთოდ ადამიანი უბნიოს მიხედვით არ უნდა შეაფასო. სხვას თუ გარეუბნის გამო სოფლელს უწოდებ ეს პირველ რიგში შენ გეთვლება სოფლელობაში. ისე მე ვაკელი ვარ , და ჩემი ესეთი მოსაზრების გამო ხშირად მეუბნებიან ხოლმე არ გეტყობა ვაკეში რო ცხოვრობო… რა ვუყოთ, სტერეოტიპების ბრალია, ესეც.

  2. #2 by Marr on June 19, 2010 - 18:13

    შენ ცოცხალი გლდანელი გინახავს ქალბატონო?
    ისე პარკზე სულაც არ არიან ეგრე ჩაციკლულები. მე რომ ვეკითხები სად ცხოვრობ-მეთქი, ახმეტელზეო მეუბნებიან :D ისე ბევრი კარგი ადგილია გლდანში საცხოვრებლად.
    ეგ პარკი კიდე სულ არ მომწონს, არ არის გამწვანებული, უდაბნოსავითაა. ისევ მშობლიური თემქა მირჩევნია :D

  3. #3 by kevana on June 19, 2010 - 18:26

    არ ვანიჭებ უბნებს განსაკუთრებულ მნიშნველობას,
    ერთია, მეშინია არ დავიკარგო ხოლმე :(
    გლდანში იშვიათად ვარ ნამყოფი, ვარკეთილშიც, თემქა და ვაზისუბანში არასდროს ვყოფილვარ და მგონი დავიკარგები :დ :დ :დ

    • #4 by Marr on June 19, 2010 - 21:45

      თემქაზე ლამის მე დავიკარგო (წლებია აქ ვცხოვრობ) და შენ არ გირჩევ უკომპასოდ გამოსხვლას აქეთ :D

  4. #5 by SaLoMea_Mze on June 19, 2010 - 19:37

    gldani chemi tkiviliaa :D :D :D :D

  5. #6 by sunwaited on June 19, 2010 - 22:52

    გლდანი? : D მეორე წელია ხშირად მიწევს მანდ სიარული, მაგრამ ეგ “დისნეი-ლენდი” არ ვიცი სადაა : D ახმეტელის წინ მიწევს ძირითადად ყოფნა იმ მარტივი მიზიზის გამო, რომ მართლა ახმეტელზე ცხოვრობს ვისთანაც მივდივარ .

    ისე კი როგორც უბანი მე არ მომწონს, ხალხს ბევრს არ ვიცნობ, მაგრამ თვითონ იქაურებისგან გამიგია ბევრი რამე და დიდად არ მეხატება გულზე : D

    გლდანს ისევ ჩემი რუსთავი მირჩევნია : )))))

    • #7 by siyvarulovna on June 19, 2010 - 22:55

      მალე გაიცნობ :D
      გლდანს ჩემი დიდუბეც მირჩევნია, და რუსთავიც სხვათაშორის, მაგრამ ეგ იმას ხო არ ნიშნავს რომ ცუდია არა?

  6. #8 by Marr on June 19, 2010 - 23:08

    გლდანში კარგი ჰაერია :D
    მართლა

    • #9 by siyvarulovna on June 19, 2010 - 23:19

      ki. ფაქტიურად კურორტია :D

  7. #10 by sunwaited on June 20, 2010 - 00:08

    მალე გავიცნობ? :D არ მგონია იქ რამე საქმე მქონდეს, მსგავსი თავყრილობის ადგილები მძულს ორგანულად :D

  8. #11 by archily on June 20, 2010 - 00:14

    მე არ ვცხოვრობ პარკის წინ :D

    SaLoMea_Mze
    გაგივლის კაცო ეგ არაფერი :D

    sunwaited
    ხო შენ იქ ნამდვილად არ წამიყვანიხარ და რავი მეთითონაც არ ვარ მაგ პარკში ნამყოფი და რატომღაც არც ვგეგმავ წასვლას :D

    siyvarulovna
    მომეწონა შენი პოსტი :) :) :) :)

    მართალს ამბობ,ყველა უბანში მოინახება ყველანაირი ტიპის ადამიანი მარა მამენტ გლდანში ხანდახან ძალიან გავაძრობ ხოლმე უცხოპლანეტელებს :D

    • #12 by sunwaited on June 20, 2010 - 00:48

      აჩიკოოოო, : D შენი ლაპარაკის სტილზე ვეცემი და ვეღარ ვდგები : D :**************

  9. #13 by Katieé.Ge on June 20, 2010 - 02:19

    ეჰ, ყველა უბანი ერთი ოხერია :) მთავარია შენს გარშემო შემოკრიბო ისეთი ხალხი, როგორსაც შენ ანიჭებ უპირატესობას.

    შუა საბურთალოზე თუ დილას მამალივით ყივის ჩემი მეზობელი გოგო და ეზოში დასდევს ბავშვებს სოფლური წიოკით, გეგონება 2 ჰექტარი მიწა ჰქონდეს და არავის აღვიძებს, ეგ რა, საბურთალოზე ცხოვრების ხათრით ეპატიება?

    გლდანში რამდენიმე წელი ვცხოვრობდი, უფრო სწორად გლდანულაში, ეგ უფრო ახალი დასახლებაა (და უფრო ქართული), მაგრამ გარშემო სოფლებით გარშემორტყმული, მოსახლეობაც უფრო მეტად 80იანი წლების ბოლოს ბინათმშენებლობის ბოლო მოსარგებლეები იყვნენ და უმეტესად რაიონებიდან ჩამოსულები. ახლა ვინმე მითხრას, იქედან რომ ხალხს ვიცნობ, ისინი სხვაზე ნაკლები არიანო. მთავარია მე როგორ ხალხთან მინდა ურთიერთობა. როგორთანაც არ მინდა, ისეთები ყველგან ბევრი არიან, შუა ვერაზე და ვაკეშიც :)

    პ.ს. ჰაერი მართლა უკეთესია იქეთ. ცხვარიჭამიის ტყეებიდან ჟანგბადი მოაქვს :)

  10. #14 by dj-guro on June 20, 2010 - 17:43

    თბილისში დიდუბე ვიცი და ოკრიბა, ასე რომ ყველა უბანი ერთია ჩემთვის. ერთი ისაა, ამ დისნელიენდის სურათძე ხეებს ვერ ვხედავ და ტეხავს. რომ ადგეთ გლდანელებმა და თქვენ დარგოთ, არა?

    • #15 by siyvarulovna on June 20, 2010 - 17:45

      ვა დიდუბელი ხარ?
      ხო ხეების პონტში ვერ არის საქმე კარგად მაგრამ ადგილიც არ არის იმ პარკში რომ სადმე სიმწვანე შემატონ

  11. #16 by SaLoMea_Mze on June 20, 2010 - 18:33

    am suratze ar vici magram ramac agmaprtovana ert dros gldanshi es iyo dzaaalian magali xeebi, mgoni alvis xeebia tu ar vici zustad romelia, mara dzaan maglebi iyo, titqmis korpusis xelebi da gavgijdi-gadavirieee :D

    • #17 by sunwaited on June 20, 2010 - 19:53

      ხო, ვიცი სალო სადაც ამბობ მაგ ხეებს : D

      შენ არა და მე კიდევ მიწევს მათი ნახვა :D :D :D

  12. #18 by mariefille on June 21, 2010 - 21:55

    გლდანი ცალკე ქალაქივითაა. გარეგნული მხარე არ მომწონს,ერთნაირი უსახური კორპუსები,თორემ მოსახლეობას არაფერს ვერჩი. უამრავი გლდანელი მეგობარი მყავს და არანაირი გასაკუთრებული ნიშნები არ ახასიათებთ :) და ბევრ სხვა უბნელზე უკეთესებიც არიან,გარეგნობითაც,ინტელექტითაც. უბნების მიხედვით გარჩევა სნობობა და საზიზღრობაა

    • #19 by siyvarulovna on June 21, 2010 - 22:20

      “უბნების მიხედვით გარჩევა სნობობა და საზიზღრობაა” – sworedac rom! getanxmebi = ))

  13. #20 by David on November 6, 2011 - 13:34

    :D :D kargad modzebnac araa sachiro yria nagavi xalxi tbilisshi qartvelebze nagavi xalxi jer ar minaxavs!!!!! matalebivit yvelgan :@

  14. #21 by Jason Evans on November 6, 2011 - 14:33

    ვარკეთილზზეე ინფორმაციები თუ გინდაა მშვენიერი წყარო ვარ მაგის გასარკვევად :დ

    • #22 by siyvarulovna on November 6, 2011 - 14:47

      :დდდდ თუ დამჭირდი მოგიხმობ :დ

      • #23 by Jason Evans on November 6, 2011 - 21:09

        შენ გელოდო ეხლაა?? :დ ? :დ ( სირი სმაილი ):დ

      • #24 by siyvarulovna on November 6, 2011 - 22:02

        ჰმ :დ თუ არც დაელოდები რა :დ

      • #25 by Jason Evans on November 6, 2011 - 22:20

        თუ არ დაგელოდები ვერ გაიგებ ვარკეთილზე ვერაფერს :დ (უკანასკნელიავრ ვინც ვარკეთილზე რამე იცის :დ )

  15. #26 by kvalonski on February 24, 2012 - 01:28

    eh gldani tavis droze saqartvelos dedaqalaqi iyo :D :D:D viva la gldani :D

  16. #27 by ;) on February 24, 2012 - 01:55

    sainteresoa,es axali jamta agmwereli gamochnda :D

  17. #28 by kvalonski on February 24, 2012 - 01:56

    shemetyo xo gldaneli ro var :D :D:D:D ????

  18. #29 by ;) on February 24, 2012 - 01:57

    nu ravici ravici..ise mag kurortis haeri mwyens xolme :D :D :D

  19. #30 by kvalonski on February 24, 2012 - 01:59

    ras ambob gogo :D gldanis haeri piriqit :D ajansagebs da amaglebs adamianshi imunitets :D gldani 51 jer jobia milans 61 jer londons 71 jer parizs da ase shemdeg ra mara yvelaze magari mainc 3MK :D aris :D

  20. #31 by ;) on February 24, 2012 - 02:02

    ar gegonos gnebdebi mara zmk umagresia :D :D :D :D

  21. #32 by kvalonski on February 24, 2012 - 02:03

    gldani mainc jobia :D bolo bolo cixe gvaq :D 8 sabjrobile winaswari izolatori :D :D :D :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 534 other followers