უცნობი ქალის წერილი

“მარტი გიჟობის თვე” – აბიტურიენტობის დროს მასწავლებელმა ეს თემა მომცა დასაწერად. სწორედ ამ მოთხრობაში გავიგე პირველად შტეფან ცვაიგის ერთ–ერთი თხზულება “უცნობი ქალის წერილი”. ერთი გავიფიქრე საინტერესო იქნება წავიკითხავთქო,ეგ იყო და ეგ. წელს უკვე ჩემი დაა აბიტურიენტი, მასაც მისცა იგივე თემა და ჩემგან განსხვავებით ჩემი და დაინტერესდა “უცნობი ქალის წერილით”.მიდგა მოდგა და წიგნი ვერ იშოვა. აქ უკვე მეც ჩავერთე, ერთი დასტატუსება ფეიქბუქზე საკმარისი იყო და მეორე დღეს ჯგუფელმა წიგნიც მომიტანა.

დილით ადრე გამეღვიძა, წვიმდა. ლიმნიანი ჩაი, “უცნობი ქალის წერილი” და მზად ვარ რაღაც შთამბეჭდავის წასაკითხათ. ვისთვისაც არ უნდა მეკითხა ძალიან, ძალიან მაგარი ნაწარმოებია,რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხო, საერთოდაც, სირცხვილია რომ არ მაქვს წაკითხული.

კითხვა დავიწყე ძალიან კარგი განწყობით, მზად ვიყავი დაგრუზვისთვის და გულის დასათუთქად, როგორც ჩემმა დამ თქვა. პირველი,მეორე, მესამე გვერდი და მივხვდი,რომ ეს ის არ იყო რასაც ველოდებოდი. ერთ ჩვეულებრივ სასიყვარულო ისტორიას ჰგავდა, რომელიც უხვად ჰყრია ინტერნეტში თუ რეალურ ცხოვრებაში. ნელ–ნელა იმასაც მივხვდი რომ ის, რასაც მწერალი აღწერდა ყოვლად შეუძლებელი და სრულიად უაზრო გრძნობა იყო.

ის, რასაც უცნობი ქალი, ჯერ კიდევ 13 წლის გოგონა განიცდიდა არ შეიძლებოდა სიყვარული ყოფილიყო. სიყვარული არ ტანჯავს ადამიანს, არ აუბედურებს. თვითონ ნაწარმოებშია ნათქვამი:

“13 წლის გოგო, მხოლოდ შენი აჩემებით და შენით ვცხოვრობდი…”

დიახ, რომანტიკულო გოგონებო და თქვენ, ვისაც ეს სიყვარული გეგონათ, ეს უბრალოდ აჩემებაა. ისეთი, მე რომ ვიცი ხოლმე. უბრალოდ მე მალე მივლის, ამ ქალს კი სიცოცხლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. ეს არ იყო  ის ერთადერთი და ჭეშმარიტი გრძნობა სიყვარულს, რომ ეძახიან, ის უბრალოდ გამოცანა და მიუწვდომელი “ნივთი” იყო, რომლისკენაც ასე ისწრაფოდა უცნობი ქალი:

“გესმის თუ არა,საყვარელო, რა საოცრება, რა მომხიბლავი გამოცანა იყავი ჩემთვის…”

 

იქნებ, საწადელი და ოცნება რომ აესრულებინა სულაც აღარ ჩაეთვალა ეს გრძნობა სიყვარულად. მაშინ უბრალოდ იგრძნობდა,რომ მიზანს მიაღწია, დაიკმაყოფილა სურვილი და ამით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. შეუძლებლად მიმაჩნია შეგიყვარდეს ადამიანი, რომელსაც არ იცნობ. ადამიანის გაცნობა კი  შორიდან არც თუ ისე ადვილია. მისი საქციელი და მისი გრძნობები უფრო ფანატიზმს გაქვდა. ისეთს თინი, რომ მაიკლ ჯექსონის მიმართ განიცდის. “სიმპტომები” ერთი და იგივე:

“ვცხოვრობდი მხოლოდ შენით,ვყიდულობდი ყველა შენს წიგნს, შენს სახელს გაზეთში,რომ შევხვდებოდი, ეს ჩემთვის დღესასწაული იყო”.

თინიც ასე არაა? თუ არ ყიდულობს, ლეპტოპს ავსებს  მაიკლ ჯექსონის სიმღერებით, კონცერტებით. ყიდულობს და კითხულობს  ყველაფერს სადაც მის შესახებ იწერება. მეტსაც გეტყვით, თინი აგროვებს მაიკლის სურათებს და ეთაყვანება ჩუმათ. მაიკლიც მიუწვდომელია თინისთვის. ეხლა მითუმეტეს.

“უცნობი ქალის” გრძნობა ჩემთვის მიუღებელია. ის მონა იყო მწერლისა, ადამიანისა რომელსაც არ იცნობდა. ეთაყვანებოდა და აღმერთებდა ადამიანს,რომელსაც არცერთხელ უგრძნობინებია მისთვის სითბო. მთელი წერილის განმავლობაში ბევრჯერ არის ნახსენები ფრაზა: “არასდროს გაგამტყუნებ არა, ყოველთვის ვიქნები შენი მადლიერი”. ამდენჯერ “არ გამტყუნებ” ძალიან ცუდად მხვდებოდა და ბოლოს იმ დასკვნამდეც მივედი, რომ ამტყუნებდა. დიახაც ამტყუნებდა და ბრალს სდებდა იმაში, რომ ვერცერთხელ ვერ იცნო, ვერ ხვდებოდა ვინ უგზავნიდა თეთრ ვარდებს ყოველ დაბადების დღეზე, უსაყვედურა და შეურაცყოფად მიიღო “სიამოვნებისთვის” გადახდილი თანხა, არა და ის ხომ სწორედ ქუჩის მეძავივით მოიქცა (როგორც თვითონ აღნიშა). ის იყო მონა, გრძნობის მონა:

“მონური სიყვარულით და ერთგულებით მიყვარდი…”

მისი ცხოვრება წესით უკეთესი უნდა გამხდარიყო შვილის დაბადების შემდეგ. შვილისა რომელიც, იმ ერთადერთისგან ეყოლა, რომელიც მისთვის არსებობდა. სინამდვილეში შვილიც მწერალთან გააიგივა. ზრდიდა მისნაირად, შვილში საყვარელ მამაკაცს ხედავდა. მისთვის არ არსებობდა შვილი და დედობრივი გრძნობა. ის ერთდორულად მონა გახდა ორი მამაკაცისა შვილისა და მწერლისა.

“შენი მეორე “მესთვის” – შენი შვილისთვის”

ამ ქალში იგრძნობა სიამაყე და ამპარტავნობა. სწორედ ამ სიამაყეს მივაწერ მის ასეთ “თავგანწირვას” ამ მწერლის მიმართ. მისთვის რაღაც მომეტში, როგორც ჩანს შეურაცხმყოფელია, რომ ვერ გახდა სასურველი მამაკაცისთვის იდეალური:

“ყველა მეტრფოდა – შენს გარდა, მხოლოდ შენს გარდა,საყვარელო…”

ვისაც არ უნდა ჰკითხო “უცნობი ქალი” იდეალური ქალია. ის ხომ სიყვარულს შეეწირა, ის ხომ სიყვარულისთვის იბრძოდა. პატიობენ სხეულით ვაჭრობას, მაშინ როდესაც სხვას მიწასთან ასწორებდნენ. არა და “მოტივაცია” ყველა მეძავს ხომ ერთნაირი აქვს? აი მაგალითად:

“ამ ქვეყნად ღატაკი ადამიანი ყოველთვის დაჩაგრული და დამცირებულია, იგი მუდამ მსხვერპლს წარმოადგენს”

იდეალური საბაბია იმისთვის,რომ სხეულით ვაჭრობა დაიწყო. მაშინ რატომ პატიობენ “უცნობ ქალს” და სხვებს მიწასთან რატომ ასწორებენ? იმიტომ რომ ის შეყვარებული ქალბატონია? შეიძლება შეყვარებული არის, მაგრამ ამავე დროს მასში ბევრი ცუდი თვისება იგრძნობა. მშობიარობის შემდგომი პერიოდი და მისი პალატაში ყოფნის აღწერა ჩემში ბევრ უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს “უცნობი ქალის” მიმართ. ის თითქოს ზევიდან დაჰყურებს ყველას, მაშინ როდესაც თვითონაც ზუსტად მათნაირია და არაფრით გამორჩეული:

“სიღატაკის მთელი საშინელება,სულიერი და ხორციელი დამცირება, სირცხვილი განვიცადე ამ პალატაში მეძავებისა და ავადმყოფების გვერდით, რომელნიც საერთო ხვედრს საერთო სიმდაბლამდე მიეყვანა”

იმედები გამიცრუვდა. რაღაც ზე–ნაწარმოებს ველოდი. წაკითხვისას რომ ჟრუანტელი გივლის, რომ გრძნობ და რომ განიცდი ყოველივეს რასაც გმირები გრძნობენ და განიცდიან.დახურვის შემდეგ ისევ ნაწარმოებს რომ უტრიალებს შენი ფიქრები და ფანტაზიას რომ იშველიებ და ფიქრს იწყებ თუ რას იზამდი შენ იმ დროს და იმ სიტუაციაში…

ეს ნაწარმოები კიდევ ბევრისთვის იქნება საყვარელი და კიდევ ბევრი იტყვის “უცნობი ქალის წერილი”–ს გახსენებაზე: “ვაიმე, რა მაგარიაა; აუცილებლად უნდა წაიკითხო;გული დაგეწვება”. სამაგიეროდ ჩემმა დამ მშვენივრად დაასრულა კითხვა: “ეგეთი სიყვარულის დედაც ვატირეო”.

, , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

  1. #1 by anna on October 30, 2010 - 20:20

    uh natia, gaixare ra … rac postis dasawyishi tqvi, egeti simartle am nawarmoebze ar momismenia. “13 წლის გოგო, მხოლოდ შენი აჩემებით და შენით ვცხოვრობდი…”

    დიახ, რომანტიკულო გოგონებო და თქვენ, ვისაც ეს სიყვარული გეგონათ, ეს უბრალოდ აჩემებაა. diaxac asea, da yvela chvenit viqmnit ocnebis princs, chvenivre bralia esa tu is chkuis dakargavmde rom gviyvardeba

  2. #2 by viko on October 30, 2010 - 20:25

    dzn sainteresod wer, survilic ki gamichnda rom wavikitxo… ici, shesadzloa shen ar gjera aseti siyvarulis, magram tuki faqtis winashe agmochndebi, aravin icis rogor moiqcevi, ar aris gamoricxuli shenc mase dzalian shegiyvardes vinme… amjamad mec shensavit vfiqrob, magram shesadzloa dadges is dge roca vigac dzalian shemiyvardeba da mec misi mona gavxdebi… tumca meechveba :D

    • #3 by siyvarulovna on October 30, 2010 - 20:32

      იცი, შეიძლება შემიყვარდეს და შეიძლება გავხდე მონა. მაგრამ, არ/ვერ შემიყვარდება ადამიანი რომელსაც არ ვიცნობ. ეგ მხოლოდ ამოჩემება იქნება, იგივე რასაც ეს ქალი გრძნობდა

  3. #4 by Dodka on October 30, 2010 - 20:36

    ლოლ

    შტეფან ცვაიგი მიჩმორდა პირდაპირ :დ

    • #5 by siyvarulovna on October 30, 2010 - 21:02

      :D :D ნუუ ჯერ სხვა ნაწარმოებებსაც გადავხედავ და მერე ვიფიქრებ მიჩმორებაზე :D
      მაგრამ, ეს ნაწარმოები ნამდვილად არ იყო გენიალური.
      15–16 წლის ასაკში ინტერნეტში ლოვე სთორებს რომ ვკითხულობდი ხოლმე იმას ჰგავდა.

  4. #6 by tamaRa on October 30, 2010 - 20:48

    ნათ, შენ უკვე დიდი ხარ “უცნობი ქალის წერილისთვის”, თოთხმეტი წლის მეზე კი მას ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა :)

    • #7 by siyvarulovna on October 30, 2010 - 21:01

      კი, მეც ეგრე მგონია რომ დიდი ვარ და რეალურად აღვიქვი. 14 წლისას და + შეყვარებუსლ რომ დამეკითხა შეიძლება ცრემლებიც მეღვარღვარა

  5. #8 by Mari on October 30, 2010 - 20:51

    კარგი პოსტი იყო ნათ. ჰოდა, ახლა მომინდა მაგ წიგნის წაკითხვა. მაინტერესებს როგორ გავიგებ და რას ვიტყვი. თუმცა ალბათ არ ვიტყვი, მასეთი სიყვარულის დედაც-მეთქი, რადგან მგონია, რომ ყველა ადამიანს სხვადასხვანაირად უყვარს. ისიც მგონია, რომ ადამიანს ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად უყვარდება. ამოჩემებას რაც შეეხება, ამოჩემება ისეთი ძლიერი გრძნობა არ არის, რომ მთელი ცხოვრება გაგყვეს. ან ძალიან ამბიციური უნდა იყო, რომ ეგრე ამოიჩემო ვინმე. ამოჩემებას ვერ შეწირავ მთელ ცხოვრებას, თუ იმის უკან უფრო ძლიერი გრძნობა არ დგას. მოკლედ, ყველას თავისებურად უყვარს და სხვამ შეიძლება ვერ გაიგოს.

    • #9 by siyvarulovna on October 30, 2010 - 20:58

      წაიკითხე წაიკითხე :) სულ რაღაც 35–40 გვერდია და ადვილად იკითხება. ერთ ჩვეულებრივ პოსტს ჰგავს :)

  6. #10 by თინი on October 30, 2010 - 20:57

    ლოლ…ცოტა რომ გამოვალ იმ შოკიდან, რაც ამ პოსტის შინაარსით მივიღე (რომელიც მარტო არაფერშუაში მყოფი ჩემი და მაიკლის დამოკიდებულების ამ წერილთან შედარებით არ იყო გამოწვეული და სხვა მიზეზებიც აქვს :დ ), იქნება მერე მომაფიქრდეს რა გითხრა, როგორ დაგამშვიდო :დ

    • #11 by siyvarulovna on October 30, 2010 - 21:00

      :D :D :D კაი თინი, ველოდები შენს შოკიდან გასმოვლას :D
      შენ მოგწონს ეს ნაწარმოები ხო? და უეჭველი ძაან დაიგრუზე თავი დროზე ალბათ :)

  7. #12 by Katiee.Ge on October 30, 2010 - 22:36

    მე არ მახსოვს როდის წავიკითხე, სავარაუდოდ, მეც დიდი ვიყავი საკმაოდ და არა 13-14 წლის.
    არ ვიტყვი, რომ მეორედ და მესამედ წაკითხვის სურვილი მქონია ან რომ წლები გამომყვა შთაბეჭდილება და ახლაც გული მეკუმშება. ახლა შინაარსიც ბუნდოვნად მახსოვს.
    ნამდვილად იმოქმედა როცა წავიკითხე, აბსოლუტურად გავუგე იმ ქალს, ალბათ მსგავსი ყველას თუ არა, ნაწილს და ნაწილობრივ გამოგვიცნია – უცნობის გაიდეალება, მითის შექმნა და შემდეგ ამ მითით ცხოვრება. ნუ, წიგნია და უტრირებული, ცხოვრებაში თუ ვიღაცას რამდენიმე წელი მიჰყვება, წიგნის პერსონაჯს – მთელი ცხოვრება გაჰყვა ეს გრძნობა. პრინციპში, გრძნობა ყოველთვის მანამდე მიგყვება, სანამ ახალი გრძნობა არ გადაფარავს :)

    პ.ს. მე მახსოვს, რომ თარგმანი ხელოვნური მეჩვენა მაშინ. აქ ამონარიდებიც ამას ადასტურებს. ან შეიძლება ცვაიგი წერდა ასე.

    • #13 by siyvarulovna on October 30, 2010 - 22:49

      კი, ძალიან ხელოვნურად იყო. ბრტყელ–ბრტყელი ფრაზებიო რომ ამბობენ ეგრე იყო ზუსტად.
      მეც მაგას ვამბობ რომ ეს უბრალოდ უცნობის გაიდიალება იყო და ამ მითის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანის სურვილი და არა სიყვარული

  8. #14 by sunwaited on October 31, 2010 - 00:02

    თვალსა და ხელს შუა გაიზარდე )) :*

    • #15 by siyvarulovna on October 31, 2010 - 00:05

      (sun)(sun) ვერც კი მიხვდი როდის მოვასწარი ხომ? :) )

  9. #16 by თინი on October 31, 2010 - 00:08

    well,ცოტა მოვიცალე და ახლა ჩემი კომენტარი:

    “უცნობი ქალის წერილები” შარშან წავიკითხე პირველად და ძალიან იმოქმედა. რამდენიმე მომენტზე ცრემლებიც წამომივიდა. ეს ჩემი ემოციური ხასიათის ბრალია შეიძლება უბრალოდ… ან როცა შეყვარებული არ ხარ, ცოტა ძნელია გაიგო :დ აი ეხლა რომ წავიკითხო შეიძლება აღარ ავჩუყდე (არ ვარ ახლა შეყვარებული)

    ჩემი და მაიკლის შედარებას რაც შეეხება, ბოდიში მომითხოვია და epic FAIL იყო :დ პირველ რიგში იმიტომ, რომ ორ სხვადასხვა რამეს რომ ადარებ, ცოტა ტვინი უნდა დაატანო:))) ამ ქალმა არაფერი არ იცოდა პიროვნების შესახებ (მისი დაწერილი წიგნები არაფერს არ ნიშნავს). მე კიდევ ყველაფერი ვიცი :დ არაფერია ამაში საოცარი გარდა იმისა, რომ შორს არის. ნუ ახლა საერთოდ აღარ არის… ეს პირველი რაც მომივიდა თავში მიზეზად, თორემ ათიათას მიზეზს ჩამოგიწერ იმისას, რომ არშესადარებელი შეადარე:დ
    რომელი დებილი მე მნახე, რომ ბრმად შევალიო ამდენი წელი ერთსა და იმავე, როგორც შენ იტყვი “ამოჩემებას”. ამ სიტყვაზე გავღიზიანდი ზუსტად. ამოჩემება არა კვახი კიდე :დ უცნობი ქალის არ ვიცი, შეიძლება ამოჩემებული ყავდა, მაგრამ როცა ჩემზე და მაიკლზე ლაპარაკობ, ჯერ დააზუსტე ხოლმე რასთან გაქვს საქმე :დ :დ

    ისე კიდევ ძალიან მიყვარს როცა ხაზს უსვამენ ჩემს ფანატიკურ სიყვარულს მაიკლთან მიმართებაში, რა პრობლემაა :დ პროსტა ვაბშე შუაში არ იყო ამ მოთხრობის სიტუაციასთან და მიკვირს, რომ ვერ გაარჩიე :) )))

    ხო მოკლედ, მგონი რაც არ დამეზარა ვთქვი, თორემ რომ არ დამეზაროს დისერტაციას დავიცავ ამ თემაზე და იქნება მერე მაინც გაიგონ რამე იმასთან დაკავშირებით, რასაც მე მაიკლთან დაკავშირებით მაქვს :დ

    პ.ს. თ-ებს მიაქციე ყურადღება ხოლმე. წასაკითხათ და ჩუმათ არასწორია, დ-ები უნდა ბოლოში :) )

    • #17 by siyvarulovna on October 31, 2010 - 00:37

      როგორ ველოდი შენს კომენტარს = )
      ხო და მივყვე…
      ხო, როცა შეყვარებული შეიძლება უფრო ემოციურად აღიქვა ეს ნაწარმოები დ ზოგადად ყველა ნაწარმოები რომელსაც სიყვარულტან აქვს მცირედი კავშირი მაინც.
      ხო და რაც შეეხება იმას,რომ ამ ქალმა არაფერი იცოდა. პირიქით ბევრი რამ იცოდა. შეიძლება იმაზე ემტიც ვიდრე შენ იცი მაიკლზე. ცხოვრობდნენ მეზობლად, ყოველდღე უთვალთვალებდა. ასე ვტქვათ “კონტროლზე ჰყავდა” აყვანილი.
      საერთოდ, შენ სიტუცია მაგალიტად მოვიყვანე. შენ ხომ გაფანატებით იყვარს მაიკლი და ცდილობ ყველაფერი მასთან დაკავშირებული იყიდო, შეაგროვო გქონდეს და ა.შ. ისიც რომ შენი მეზობელი ყოფილიყო რა იცი როორ მოიქეოდი? :| არ ვიძახი რომ შენ მას მტელ შენს ცხოვრებას შეაევდი, ამ მის გარდა არავინ იარსებებდა შენთვის. უბრალოდ ამით იმის თქმა მინდოდა,რომ ფანატიზმი და სიყვარული ერთმანეთში არ უნდა აირიოს და ჩემი აზრით ამ ქალის გრძნობა არაფერი იყო თუ არა ფანატიზმი! ვსო = ))

      • #18 by თინი on October 31, 2010 - 10:57

        უიმე ჩემი მეზობელი რომ ყოფილიყო, თვალთვალს ვერ მოვასწრებდი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დანახვისთანავე გადავყირავდებოდი და გულწასული ვეგდებოდი :დ:დ

        მე იმიტომ ვერ ვადარებ, რომ იმას სხვანაირად უყვარდა- ფიზიკური სიახლოვე ჰქონდა ბოლოსდაბოლოს. ანუ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა რა. მაგრამ ხო,მესმის რასაც ამბობ ფანატიზმტან დაკავშირებით. პროსტა ფანატიზმს ჩვეულებრივი ადამიანური (აი მინ ქალ-ვაჟური :დ) სიყვარული ახლდა…

  10. #19 by vigac on October 31, 2010 - 13:29

    ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ტენდენციაა ზოგადად როგორი იცით, როცა ადამიანი რაღცას წერს და პოსტში საკმაოდ კარგად ხსნის თვის მოსაზრებას, მერე კომენტებში ვაწყდები ”შენ გაიხარე” ”ასე ვფიქრობ” არადა არსად მინახავს არავინ ვინც ამ ნაწარმოებზე მსგავს რამეს იტყოდა, ხალხს უყვარს ტანჯვა, გოგოებს ევასებათ ასეთი სიყვარული და ვაი ვიში 13 წლის ასაკში მაინც, ცვაიგს ესმის !

    • #20 by siyvarulovna on October 31, 2010 - 16:19

      მეც არ მყავდა არავინ ნანახი ვინც ამ ნაწარმოებზე ოდნავ განსხვავებულ აზრს იტყოდა. მხოლოდ მესმოდა “ვაიმე რა მაგარია” , “აუ აქამდე როგორ არ წაგიკიტხავს” და ა.შ
      13 წლის ასაკში და + როდესაც შეყვარებული ხარ ნებისმიერი ნაწარმოები, ფილმი, სიმღერა, სურათი მოქმდებს,რომელიც სიყვარულთან ოდნავ კავშირში მაინც არის

  11. #21 by vigac on October 31, 2010 - 16:38

    ეგ კი არა ხალხს თვაილაითი ევასებათ და მგზავრებზე კვდებიან ტირილით ნათი :) ))))))

    • #22 by siyvarulovna on October 31, 2010 - 16:46

      :D :D ხალხსაც გააჩნია = )) :D თვაილაითი კიდე ხო (მე ჰარი პოტერზე ვგიჟდები) მაგრამ აი მგზავრების მოსმენაზე რამ უნდა აგატიროს ეგ არ ვიცი :D

  12. #23 by vigac on October 31, 2010 - 17:50

    სად თვალაითი და სად ჰარი :) ))) თემას გადავუხვიეთ , წარმატებებიიიი :*

  13. #24 by ნინი GEORGIA on October 31, 2010 - 18:03

    tinyze araadekvaturi shedareba iyo :lol: :D

  14. #25 by dakarguli on October 31, 2010 - 22:21

    გადავირიეეეეეეეეეეეე)))) ძალიან, ძალიან მომეწონა პოსტი. ჩემს დამოკიდებულებას ემთხვევა ნაწარმოების მიმართ, მაგრამ ამან სულ არ შემიშალა ხელი მეც იდიოტივიტ შემყვარებოდა. მაგრამ სულ არ ვაპირებ დავმცირდე(უფრო მეტად) და ვიღაცის მონად ვიქცე. თუ შენ თვითონ არ გიყვარს საკუთარი თავი, არც არავინ შეგიყვარებს. პიროვნებამ სახე არ უნდა დაკარგოს, თორემ არარაობად იქცევა. მე ვიბრძვი გადასარჩენად,…. შენმა პოსტმა ძალა მომცა) მადლობა ტკბილოოოოოოოოოოო))) :*

    • #26 by siyvarulovna on October 31, 2010 - 23:02

      იცი, როცა ესე უგუნოდ ხარ შეყვარებული, რომელი შეყვარებაც აღარ არის ვერ აკონტროლებ რას აკეთებ და შესაბამისად არც ის იცი როდის კარგავ თავს.
      ღვინისავით არის, ნასვამი რომ ხარ კარგაად ხარ, და აი უკვე თუ დათვერი გონებას კარგავ :) )
      მიხარია თუ მოგეწონა პოსტი :*

  15. #27 by kevana on November 1, 2010 - 00:20

    ძალიან მკაცრი ხარ საბრალო უცნობი ქალის მიმართ. :(
    მაშინ რა თქვან რომეომ და ჯულიეტამ? მათთვის რომ დაეცალიათ, ისინი იქორწინებდნენ და იქნებოდა კიდევ ერთი (ალბათ) ბანალური ოჯახი (ვგულისხმობ შემდგომ გაუცხოებას წყვილს შორის) … :დ

    მაშ, დატოვე ეს მომენტი ადამიანთა ცხოვრებაში, როცა რაღაც ხდება წმინდა, საკრალური, როგორა ვთქვა, ის რაც შემდეგ მთელი ცხოვრების არსი გახდება.

    ცვაიგი კი ზოგადად აღიარებულია ფსიქოლოგ მწერლად. სხვა ნაწარმოები წაიკითხე, დამიჯერე არ დაგტოვებს გულგრილს. თუნდაც “ფანტასტიკური ღამე”, “მოუთმენლობა გულისა”, “ჟოზეფ ფუშე” (თუმცა ეს ცოტა ძნელი წასაკითხია, გამომდინარე იქიდან რომ ისტორიულ პირზეა და შეიძლება მოსაწყენად მოგეჩვენოს), “24 საათი ქალიც ცხოვრებიდან” და სხვა.

    ტანჯვას რაც შეეხება, ცხოვრება საერთოდ ტანჯვაა. don’t you know?

    მოკლედ, კაი პოსტი გაქვს :დ მესმის, იმიტომ რომ შენი გადასახედიდან და გამოცდილებიდან წიგნში დასმული პრობლემა სხვანაირად ჩანს და იმედი ამიტომაც გაგიცრუვდა. ისე, როცა წიგნს კითხულობ, ასაკს მნიშვნელობა აქვს. მე მაგალითად გვიან, მოწიფულ ასაკში, წავიკითხე “კრაზანა” (ავტორი აღარ მახსოვს, ერთ უბედურ კაცზეა მოკლედ) და სულ არ მომეწონა, მაგრამ მამაჩემს თავის დროზე, ანუ მოზარდობისას, ჰქონდა წაკითხული და აღფრთოვანებული იყო.

    • #28 by siyvarulovna on November 1, 2010 - 00:27

      სხვათაშორის დღეს “24 საათი ქალის ცხოვრებიდან” წავიკითხე და მორიგი კრიტიკის დაწერა დამეზარა. “მოუთმენლობა გულისას” დავიწყებ ხვალ, და თუ ეგეც არ მომეწონა ჩავთვლი,რომ სახალხოღ აღიარებული ცვაიგი ჩემთვის არაფერია.

      • #29 by Mari on November 1, 2010 - 12:40

        შენ და შენი კრიტიკები… კაია რომ არ დაწერე. არ მსიამოვნებს კრიტიკების კითხვა, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული. თუმცა ეს პოსტი მომეწონა, რადგან არ გავდა ჩასაფრებული კრიტიკოსის ნაწერს, რომელიც თავიდანვე იმისთვის კითხულობდა, რომ მერე გაეკრიტიკებინა. შენ მხოლოდ შენი აზრი გამოთქვი აქ.

  16. #30 by mecmikvarkhar on November 1, 2010 - 14:08

    ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს და ენას, მე რუსულად მაქვს წაკითხული 13-15 წლის ასაკში, ყველაზე მეტად მოუთბენლობა გულისა მომეწონა. ხელმეორედ წაკითხვის სურვილი არ გამჩენია, ალბათ ეს იმას უნდა ნიშნავდეს რომ დიდად არ მომეწონა, თუმცა არც ასე კრიტიკულად მიწასთან გასასწორებელია :)
    მოემი თუ წაგიკითხავს? ხშირად ცვაიგს და მოემს ერთად ახსენებენ და იმიტომ გეკითხები, თუ გინდა რომ შეგძრას და დაგბურძგლოს მოემი წაიკითხე, “ამოკით” დაიწყე და რომანებით გააგრძელე :) ჩემთვის ეს არის ავტორი რომელიც ნებისმიერ დროს შემიძლია წავიკითხო ;)

  17. #31 by :))))))) on November 7, 2010 - 15:12

    dzalian nasiamovnebi davrchi minda gitxra amit shen ver warmoidgen ra gaakete exla chemtvis:)amas mec ase uyurebsi adre rom es sheveri iyo da yvalas unda waekitxa, martalia momwons magra me sxva kutxit moviwone misi es nawarmoebi, da bevrjet, mitqvam kaia, magram ara im gagebit rogorc amas xedavdmen da xedaven bevrni , ai am gagebit aris kai shen rom dawere misi aset unikaluri ganmarteba.

    • #32 by siyvarulovna on November 7, 2010 - 16:35

      და რა გავაკეთე ეგეთი?

  18. #33 by :)))))) on November 8, 2010 - 14:08

    aq davwero?

    • #34 by siyvarulovna on November 8, 2010 - 14:48

      არ ითქმის აქ? :D
      დაწერე რაა

  19. #35 by netochka on December 22, 2010 - 09:45

    როცა ესა თუ ის მავანის მიერ” ნაქები “ნაწარმოები, არ მომწონებია,მიზეზი ყოველთვის ჩემშია….თქვენ კი ცდილობთ ახსნათ,რომ არაფრად ვარგოდა და ამიტომ არ მოგეწონათ,ასე არაა,უბრალოდ მზად არ ხართ მის წასაკითხად…ასაკთან ერთად იცვლება გემოვნებაც და მსოფლმხედველობაც,დღეს რაც არ მოგწონთ შეიძლება მოგეწონოთ ხვალ!
    რაც შეეხება სიყვარულს,წინდაწინ არასდროს გააკეთოთ პროგნოზი…

  20. #36 by flyingdutchman on January 29, 2011 - 17:26

    ar gewkinot da, iseti grznoba damrca rom,cvaigs ufro esmis kalebis vifre tkven-gogonebo!

    • #37 by floydpink on April 1, 2011 - 17:41

      yvelaze magari komentaria tu sadme wamikitxavs mat shoris…:*

  21. #38 by Kejeradze on February 17, 2011 - 23:58

    რამდემიმე წლის წინ წავიკითხე და მომეწონა, მაგრამ ყოველგვარი ცრემლების და მსგავსი ემოციების გარეშე დავასრულე კითხვა :)

  22. #39 by floydpink on April 1, 2011 - 17:39

    is rac am qals sicocxlis bolomde gauxangrdzlivda shen male givlis…da ertmanets adareb im qalis mudmivs da shens perioduls da me mikvirs, rom shen usasrulosa da droebitshi gansxvavebas ver xedav…da ambob rom sheni azri wignis daxurvistanave mowyda motxrobas, roca amxela komentars udzgvni mas..pativs vcems shens azrs magram ufro miswrafeba mgonia sheni ganercheode im mkitxvelebs romelmac siamovneba miigo im nawarmoebisgan romelic sxvebs namdvilad ar gavs…

    • #40 by siyvarulovna on April 1, 2011 - 23:28

      ეს ამხელა პოსტი უბრალოდ ჩემი იმედგაცრუება იყო და მეტი არაფერი. უბრალოდ იმდენად აქებდნენ და ადიდებდნენ რღაც უფრო მეტს ველოდი და ხელში არაფერი შემრჩა

  23. #41 by xatia on April 19, 2011 - 22:08

    შენ ბოლოსკენ ამბობ: “რაღაც ზე–ნაწარმოებს ველოდი. წაკითხვისას რომ ჟრუანტელი გივლის, რომ გრძნობ და რომ განიცდი ყოველივეს რასაც გმირები გრძნობენ და განიცდიან.დახურვის შემდეგ ისევ ნაწარმოებს რომ უტრიალებს შენი ფიქრები და ფანტაზიას რომ იშველიებ და ფიქრს იწყებ თუ რას იზამდი შენ იმ დროს და იმ სიტუაციაში…” და მეც მებადება კითხვა, უფრო თხოვდაა: დამისახელ ისეთი ნაწარმოებები რომლების წაკითხვისასაც შენ ეს ყველაფერი განიცადე… არ გეგონოს გამოწმებდე, არ აუბრალოდ ძალიან მინდა ასეთ წიგნის წაკითხვა. ძალიან ბევრი მაქვს წაკითხული და ასეთ რამ მხოლოდ “დიდი სახლის პატარა დიასახლისის” წაკითხვისას განვიცადეე.

    • #42 by siyvarulovna on April 19, 2011 - 22:55

      ჰარი პოტერი, როგორ გავხდი იდიოტი, ოსტატი და მარგარიტა, დევიდ კოფერფილდი….

  24. #43 by xatia on April 20, 2011 - 20:54

    ოსტატი და მარგარიტა და დევიდ კოფერფილდი წაკითხული მაქვს. ჰარი პოტერის წაკითხვას კი არ ვაპირებ, იმდენი ცუდი მსმენია ამ წიგნზე, თანაც ფილმს ნაყურები რო მაქვს და რო ვიცი რა ხდება აღარაა საინტერესო. დარჩა “როგორ გავხდი იდიოტი” პაჯისაა ეგ მგონი ხო?! წავიკითხავ ზაფხულში… : ))

    • #44 by siyvarulovna on April 23, 2011 - 19:59

      ფილმი სულ სხვაა წიგნი სულ სხვა და სანამ არ წაიკიტხავ ვერ მივხდები თუ რა კარგი ნაწარმოებიაა. ჰო, მარტენ პაჟისაა

  25. #45 by maria on May 16, 2011 - 11:10

    namdvilad ar vetanxmebi amis damwer. es rom ubralod achemeba yopiliyo mas nebismieri kacis naxva daaviwyebda mwerals magram ara mici cxovrebis ganuyopeli nawili iyo uyvarda ragac aranormaluri amoucnobi siyvarulit

  26. #46 by alexander\ on June 8, 2011 - 00:45

    დილით რო ადექი ლიმნიანი ჩაი დალიე ? დაიხვეწე ჯერ, გრამატიკა ისწავლე და დილით რო ადგები ლიმნიანი ჩაი აღარ დალიო

  27. #47 by თეკლა on June 15, 2011 - 12:17

    მნიშვნელობა არ აქვს მოგეწონათ თუ არა, ამ მოთხრობის გენიალურობა იმაშიც მჟღავნდება ასე რომ აგალაპარაკათ მასზე.

  28. #48 by თეკლა on June 15, 2011 - 12:31

    არ არსებობს ამ პატარა მოთხრობამ ადამიანს რაღაც დადებითი გრძნობები არ აღუძრას. ვფიქრობ, შენი პოსტი, რომელიც გადატვირთულია ცვაიგის კრიტიკით, მხოლოდ თავის გამოჩენის მიზნითაა დაწერილი. უბრალო მაგალითიც ავიღოთ, მე მას არ წავიკითხავდი უარყოფითი ემოციები რომ არ ყოფილიყო მის მიმართ დაწერილი. ამ პოსტით უბრალოდ ყურადღების მიქცევა გინდა და მეტი არაფერი… 19 წლის ასაკში ამ მოთხრობის წაკითხვა საკმაოოდ გვიანია. წაგეკითხა 13-14 წლის ასაკში და აი მაშინ სულ სხვაგვარად ”აჭიკჭიკდებოდი”. მე მართლა მიყვარს ცვაიგი და აბა წაიკითხე თუნდაც მისი ”ლეპორელა”, ”24 საათი ქალის ცხოვრებიდან” და ”მოუთმენლობა გულისა”. აიი მერე შეაფასე მისი გენიალურობა. და კიდე მიკვირს ხალხო თუ აქამდე ასე უყურებდით ამ ნაწარმოებს გამოგეთქვათ საკუთარი აზრი. თქვა ერთმა და აყევით ყველა. საკუთარი ”მე” უნდა გაგაჩნდეთ და ვიღაცის კრიტიკას ასე ბრმად არ უნდა ენდობოდეთ.

    • #49 by siyvarulovna on June 15, 2011 - 20:39

      არამგონია ეს კრიტიკას აყოლილი ხალხი იყოს : )
      უბრალოდ არ დაუწერიათ თავიანთ ბლოგებზე ამ მოთხრობაზე. რაც შეეხება “ამ კრიტიკით წავის წარმოჩენას”. უბრალოდ გავიცინებ = ))) მეტს ვერ გიპასუხებ.

      კი შეიძლება 13–15 წლისას რომ წამეკითხა მეც მეღვარღვარა ცრემლები და მეც დამეჯერებინა ამქ ალის სიყვარულის, მაგრამ ეხლა გაცილებით რეალურად ვუყურებ ყველაფერს…

      24 საათი ქალის ცხოვრებიდან წავიკითხე : )) არც ეგ მომეწონა

  29. #50 by თეკლა on June 16, 2011 - 09:44

    მოდი ყველაფერს ასე შევხედოთ, მე რომ ახლა წავიკითხო ”ჯეინ ეარი” ჩავთვლი რომ არაფრის მომცემი წიგნია. ამ სიუჟეტისნაირი ბევრი ფილმია გადაღებული, რომლელიც შემეძლო წიგნის წაკითხვის მაგივრად მეყურებინა. ჩავთვლიდი რომ დრო ტყუილად დავკარგე.
    მაგრამ მაშინ, როცა წავიკითხე აღფრთოვანებული ვიყავი და გმირზე შეყვარებული.
    ყველა წიგნს აქვს წაკითხვიის დრო. ”უფლისწული და მათხოვარი” ,მარკ ტვენის, ახლა ამას ვერაფრით წაიკითხავ. ამით იმის თქმა მინდა, რომ პრობლემა შენშია და არა ცვაიგში. ცვაიგს ეს მოთხრობა ჩამოყალიბებულებისთვის არ დაუწერია. მე პირადად, უკვე 16-ის ვარ, მაგრამ დღესაც კი ძალიან მიყვარს ეს წიგნი და აუბრალოდ არ შემეძლო ეს კრიტიკა უპასუხოდ დამეტოვებინა. სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა. და კიდევ ჩემი აზრი ასეთია – შენ უბრალოდ მოგინდა დოგმატური და ტიპური არ ყოფილიყავი. შენს სხვა პოსტებსაც გადავავლე თვალი და,სიმართლე გითხრა, მომეწონა. თუმცა ყველა წიგნის მიმართ კრიტიკულად ყოფილხარ განწყობილი, რაც იმას ადასტურებს,რომ შტეფან ცვაიგიც ერთ-ერთი მათგანია და შენ უბრალოდ კრიტიკული თვალით გიყვარს ყველაფრის დანახვა.

  30. #51 by niniTo on June 16, 2011 - 19:17

    მე სხვა მოთხრობები უფრო მომეწონა, თუმცა აქ ისეთი სუფთა და გულწრფელი ემოციაა… დანახვა უნდა.
    დიახ!
    შენ ეს რომ უფრო გვიან წაიკითხო, ასე 10 წლის შემდეგ, მოგეწონება. კი კი ზუსტად ვიცი.

  31. #52 by Eliso Qobuladze on June 25, 2011 - 21:11

    ქალის ეს საქციელი არ არის მისაბაზი მაგრამ ნაწარმოები ნამდვილად მომწონს…………….

  32. #53 by ცისფიქრიანი on June 29, 2011 - 00:38

    იქნებ, საწადელი და ოცნება რომ აესრულებინა სულაც აღარ ჩაეთვალა ეს გრძნობა სიყვარულად. ==> ამის დაწერა მინდოდა და გამიხარდა, რომ იგივე აზრი გქონია. წასაკითხად კარგი და სასიამოვნოა, როცა შეყვარებული ხარ. როცა არ ხარ და საერთოდ არ გჯერა მარადიული სიყვარულის, გაგეცინება ამ ქალის ასეთ ”არაბუნებრივ” გრძნობაზე…

    არ ვიცი, რამდენად შეიძლება ქალს ჰქონდეს ასე გარეკილი ერთ მამაკაცზე, რომელიც ყურადღებასაც არ აქცევს, მაგრამ ეს კაცი მისი ქმარი რომ გამხდარიყო (საყვარელი თუნდაც), არამგონია სიუჟეტი ისევ ისეთი მონური სიყვარულით გაგრძელებულიყო…

    ადამიანს მიუწვდომელი იზიდავს.. და ცვაიგს ზემტედაც კარგი წარმოდგენა ჰქონია ქალის ერთგულებაზე :) )

  33. #54 by Ibi on June 29, 2011 - 11:24

    ჩემზე საერთოდ არ უმოქმედია წაკითხვისას. მე ვთვლი, რომ ამ ქალს ჰქოდნა უაზრო , ბავშვური აჩემება…
    მგონი, პირველ კომენტარს ვტოვებ შენთან, მაგრამ დიდი ხანია ვკითხულობ შენს ბლოგს და ძალიან მომწონს :P

    • #55 by siyvarulovna on June 29, 2011 - 13:12

      +1 მეც მაგას ვამბობ. უაზრო აჩემება იყო : ))))

      ავვ <3 მიხარია თუ მოგწონს ჩემი ბლოგი ^_^

  34. #56 by Nini on July 18, 2011 - 16:36

    gushin wavikitxe es postii da ratomgac mominda am txzulebis wakitxvaa : )) dges wavikitxee da mec zustad igives vpiqrob

  35. #58 by keti on August 6, 2011 - 18:45

    Gamarjobat megobrebo, rac zemot moxsenebuli wavikitxe kidev ertxel davwmundi, cheshmariteba swored rom kamatshi ibadeba. Yvela tavis da sxvatashoris swor mosazrebas gamotqvams.
    Mec saokmaod patara asakshi wavikitxe “ucnobi qalis werili” da “24 saati qalis cxovrebidan”…… Am wlebis ganmavlobashi erti kitxva mawuxebs,rogor shedzlo mweralma chawvdomoda ese grmad qalis shinagan samyaros da amoekitxa,purcelze daetana is….
    Pasuxi titqos mippovia kidec…iqneb mwerals tavad surda ase yvareboda vinmes,nu tundac axireba davarqvat…udaoa rac ar unda davarqvat am qalis shegrdznebas,masshi didi grdznoba iyo chaqsovili!
    Mapatiet tavxedurad tu chaverie tqvens saubars….. Shvili mainc pirvel adgilze eyena,ara imitom rom misi sayvareli adamianis meore me iyo aramed imitom rom shvili iyo da mad deda erqva—-amis tqmis uflebas madzlevs is rom man sicocxle shewyvita ara mashin,rodesac samagiero ver igrdzno mamakacisagan aramed mashin rodesac is agar arsebobda vistvisac girda qalis sicocxle!
    Didi madloba yuradgebisatvis.

  36. #59 by taaatuuut on September 19, 2011 - 18:47

    megobrebo icit ra mainteresebs??? sul es aris es mteli nawarmoebi ??? meti ar aris ??? iqneb ushedegod vedzeb da mxolod esaaa da shemidzlia aqac wavikitxoo … ??? iqneb damexmarot da mitxrat ???

    • #60 by siyvarulovna on September 19, 2011 - 22:28

      ეეს? რას ნიშნავს ეს? ეს ნაწარმოები არაა. ესაა ჩემი აზრი ამ ნაწარმოებზე :/

  37. #61 by Gvanci Chitadze on September 24, 2011 - 15:32

    sad wavikitxo? internetshi mapovninet ra :X

    • #62 by siyvarulovna on September 24, 2011 - 15:55

      დაგუგლე და თუ ვერ ამოგიგდო მე ნამდვილად ვერ გიშველი :/

  38. #63 by :))))) on December 20, 2011 - 03:36

    Chemi azrit ,Shen es nawarmoebi sworad ver gaige : )) sxva mxridan tu shexedav , sul sxva daskvnebs gamoitan :)

  39. #65 by Marl Boro on December 22, 2011 - 04:46

    vaaa ra seriozuli saitia = ))))))))… momwons, iqneb qalis cxovrebis 24 saatic ganvixilot? am txzulebas namdvilad mirchvnia. bevri ararealuri amovikitxe da ar mjera 13 wlis gogom ise sheiyvaros adamiani rom yvelaperze uari tqvas da cxovreba miudzgvnas am siyvaruls. absurdia! ubralod mwerlis gacocxlebul gmirs unda vcet pativi da sxva kutxit unda shevxedot am txzulebas martali tqva >> :) ))))_m mere martla mogvewoneba!

    • #66 by siyvarulovna on December 22, 2011 - 14:54

      ქალის ცხოვრების 24 საათიც წავიკითხე : )
      მაგრამ, დამეზარა მისი განხილვა

  40. #67 by ნაცი on January 5, 2012 - 21:01

    ანუ, მეც რომ არ მაქვს წაკითხული სირცხვილია?
    კარგი, დღეიდან შევუდგები ძებნას და მოვიპოვებ მაგ წიგნს..!! მერე კი მეც მივუძღვნი პოსტს.. რავი, იმდენი პოსტი ვნახე მაგ ნაწარმოებზე, როოოოომმმ!!…. :) ))
    მომწონს შენი წერის სტილი.. თავისუფალია და ერთი ამოსუნთქვით იკითხებასავით ::

    • #68 by siyvarulovna on January 5, 2012 - 21:10

      არ არის სირცხვილი :დ
      წაიკითხე და მაინც და მაინც სხვების აზრს ნუ ენდობი ^^
      ისეთი წიგნია რომ ყველას თავისებურად ესმის. თავისებურად განიცდის და გრძნობს. თანაც სიტუაციას გააჩნია როგორ ხარ, თუ შეყვარებული ხარ მაშინ შეიძლება იქვითინო კიდეც და თუ სიყვარულს ჩემნაირად, სკეპტიკურად უყურებ, არაფრად მოგეჩვენება ^^

      და მადლობა რომ მოგწონს ჩემი პოსტები <3

  41. #69 by ❥ Natsy on April 14, 2012 - 16:21

    წავიკითხე, როგორც იქნა..
    ცოტა ზღაპრული მომეჩვენა, მაგრამ იმ ემოციებმა, რასაც უცნობი ქალი გრძნობდა გადაწონა ყველა “არამოსაწონებელი” ფაქტები ნაწარმოებისა.
    შეიძლება ვცდები, მაგრამ გოგონა თვითონ აღნიშნავს, რომ ეს ფანატური სიყვარული იყო, რომელსაც შეიძლება სიყვარულიც არ ქმეოდა, უბრალოდ ამ გრძნობისთვის ჯერ სახელი არ გამოუგონიათ.
    პირადად ჩემზე იმოქმედა ამ ნაწარმოებმა, მიუხედავად იმისა, რომ იყო რაღაც მომენტები, ფაქტები, როდესაც ვიფიქრე: ასეთი რამ მხოლოდ სიზმრად შეიძლება ნახო”–მეთქი.. და ასეც არის.. საერთოდ ხომ არ არის აუცილებელი მაინცდამაინც რეალიზმიტ ყოფილიყო გაჯერებული? მწერალმა მოძებდა შუალედი რეალობასა და ფანტაზიას შორის და იპოვა ოქროს ზღვარი.. სწორედ ამგვარია “უცნობი ქალის” გრძნობათა ღელვაც. :) ))

    • #70 by siyvarulovna on April 14, 2012 - 18:10

      შეიძლება 13-15 წლის ასაკში რომ წამეკითხა ჩემზეც ძალიან ემოქმედა. მაგრამ არა 19 წლისაზე :/

  42. #71 by ❥ Natsy on April 14, 2012 - 16:25

    ახლა პოსტი უნდა დავწერო.. და უფრო გასაგებად გამოვთქვამ ჩემს აზრს… :) ))

  1. წიგნები « სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 534 other followers