Monthly Archives: February 2011

Boys I like you ♥

არა, კაცებში არ მიმართლებს. ამ საღამოს უკვე ღრმად დავრწმუნდი ამაში.

ბიჭებთან შეხვედრა 13 წლის ასაკიდან დავიწყე და თითქმის ყველა ურთიერთობა fail იყო და ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობებით დავკმაყოფილდე. არანაირი სერიოზულობა და გაბოს თქმისა არ იყოს ბიჭი წელს ზემოთ არასდროს უნდა მიუშვა, გულთან ანუ.

ჯერ იყო და პირველი ბიჭი, რომელსაც ჩემი პირველი კოცნა ვაჩუქე 13 წლის ასაკში სექს მთხოვდა:/ ნუ გასაკვირი არაა, რომ ისტერიკა ავუტეხე, დავშორდი და 1 თვე საშინელ მდგომარეობაში ვიყავი.

შემდეგი ასე თუ ისე შედარებით სერიოზული ურთიერთობა 15 წლის ასაკში მქონდა, რომელიც ყველაზე დიდხანს 6 თვეს გაგრძელდა და ყველაზე უაზრო მიზეზით დავშორდი. მეშინოდა არ შემყვარებოდა.

შემდეგი ბიჭი რომელიც გულთან შედარებით ახლოს მივუშვი, მაგრამ არა სიყვარულამდე 17–წლის ასაკში იყო და საბოლოოდ ისე აღმოჩნდა, რომ გამომიყენა საეჭვიანებლად და წავიდა.

ამ ბოლო ურთიერთობაზე დღემდე გაჭედილი მაქვს.

ამის მერე საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი ბიჭებზე და არასდროს ვასერიოზულებ ურთიერთობას, არც რაიმე სტატუსს მოვითხოვ მათგან და არც ზედმეტ ყურადღებას. ჰო, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასე სჯობს ჩემთვის. ერთჯერადი, რამდენიმე დღიანი ურთიერთობები ყოველთვის ამართლებს.

თუმცა უკვე არც ამ ერთჯერად ურთიერთობებეში მიმართლებს. ჯერ იყო და თითქმის 1 თვის განმავლობაში ვხვდებოდი ბიჭს რომელსაც საცოლე ჰყავდა. როგორც კი გრძნობებს მიუახლოვდა ჩვენი ურთიერთობა მაშინვე გავწყვიტე კავშირი. ცოტა ხნის წინ კი ცოლიანი ბიჭი ამეტორღიალა. არა, იმდენად არ შემიტოპავს, რომ მასთანაც გამება სასიყვარულო ძაფები, უბრალოდ ერთხელ, ოდესმე დალევაზე შევთანხმდით.

უცნაური არსებები არიან მამაკაცები, რთულები. ნუ, შეიძლება ქალებზე რთულები არა, მაგრამ ჩემთვის ძალიან რთულები.ან ძალიან მარტივები და მე ვართულებ. ბოლო რამდენიმე ღამეა გაოგნებული ვიძინებ, ისეთი ბიჭები აქტიურობენ და მეფლირტავებიან, რომლებისგანაც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომლებზეც არც კი დავფიქრებულვარ მესიმპატიურებოდა თუ არა. არ ვიცი რისი ბრალია და მიკვირს, მაგრამ Boys I like you ♥

 

გაშვილება=გაყიდვა

ამ ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა იმ პატიმარ ქალთა რიცხვი, რომლებმაც უკანონოდ სცადეს შვილის გაშვილება.

გაშვილება=გაყიდვა

მსგავსი ფაქტების მომრავლებას ხელი შეუწყო ძიმე სოციალურმა პრობლემებმა და “ხალხი რას იტყვის” აზროვნებამ. მარტოდ დარჩენილი ორსული ცდილობს საგულდაგულოდ დამალოს ჯერ მუცელი და შემდეგ ნაყოფი ან გააშვილოს, ან მოკლას! და მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახში ეჩხუბებიან, სახლში აღარ შეუშვებენ, მარტო ვერ გაზრდიდა და ა.შ

რატომღაც არ მესმის, რატომ უნდა დააპატიმრო ქალი, რომელმაც საკუთარი შვილი მისცა იმ ოჯახს/ადამიანს რომელიც ბიოლოგიურ დედაზე მეტად იზრუნებს და გაუფრთხილდება ახალშობილს. ცნობისათვის საქართველოში შვილის აყვანას 1274 ოჯახი ელოდება. გასაშვილებლის სტატუსს მხოლოდ 60 ბავშვი ფლობს, აქედან 41 უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, რომლებიც, როგორც წესი, არავის მიჰყავს.

მესმის, რომ ყველაფერი კანონიერად და სახელმწიფოსთან შეთანხმებით უნდა მოხდეს და ბოლოს, წლების შემდეგ, შვილს მონატრებულმა ოჯახმა ბავშვი სახელწიფოსგან იყიდოს. ჰო, იგივე ყიდვა არ გამოდის ბავშვთა სახლიდან აყვანა ბავშვის?

ჰო, მესმის რომ ბიოლოგიური დედა სწორედ ვერ შეაფასებს იმ ოჯახს თუ ქალს ვინც შვილი შესაძლოა იშვილოს და შეიძლება საკტარ შვილს საფრთხეც შეუქმნას მაგრამ მოკვლას ხომ სჯობს, რომ ისევ სხვას მიაშვილოს თუ მიჰყიდოს?

 

 

*საუბარი არ მაქვს იმ ქალებზე, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ რა საფრთხე ემუქრებოდათ საკუთარ შვილებს და მაინც გაყიდეს.

ადამიანიც არის და ადამიანიც

ადამიანიც არის და ადამიანიც.

მაგრამ არ მესმის რატომ უნდა გინდოდეს შენი სახელი ძირს დასცე, ხალხს თავი გალანძღინო, ვიღაცას შეეცოდო შენი უჭკუობის გამო, იყო საზიზღარი ჰომოფობი უფლის სახელს ამოფარებული და უფლის სახელით სჯიდე ხალხს. ეს ისე, ერთგარი შესავლისთვის.

ჯერ იყო და ბლოგერების ოჯახურ ჯგუფში ვინმე “გეი ბიჭი” გამოჩნდა რომელმაც განაცხადა რომ გეია, მარხულობს, ეკლესიაში დადის და საკუთარი ნებით მოინათლა 18–წლის ასაკში და თავს ვერ პატიობს 16–წლის რომ ბიჭებს ეღლაბუცებოდა. ( იხილეთ პოსტი). ხო და თურმე გეი კი არ იბადები გეი ხდები!

გავიმეორებ იგივეს რაც გეი ბიჭს კომენტარარის სახით დავუტოვე:

– როდესაც დადიხარ ეკლესიაში, მარხულობ, აბარებ აღსარებას, წაკითხული გაქვს ბიბლია, მონათლული ხარ, ეზიარები, ესწრები წირვა–ლოცვას იქ ისიც გეცოდინება რომ ეკლესიისთვის ერთ–ერთი მძიმე ცოდვა სწორედ გაუკუღმართებული სექსია და მას გმობს, სასტიკად თან და მიიჩნევს გარყვნილებად. ამიტომ, კაცი, რომელსაც იზიდავს მამრობითი სქესის ადამიანები  და ამავდროულად დადის ეკლესიაში და ოდნავ მაინც აზრზეა სოდომისა და გომორის ამბავზე არ დაიწყებს კაცთან სექს.

მივხედოთ მის გენიალურ ფრაზას: “გეი არ იბადები, გეი ხდები”. ამას ამბობენ მაშინ როდესაც უნდა გეების გარყვნილებად მონათვლა და მათი საქციელის გმობა. თუ გეი არ ხარ რა გაიძულებს დაწვე კაცთან და ტრაკში გაგირჭოს? არ მესმის რა :| პირველი გეია (თუა გეი) რომელმაც მსგავსი სისულელე თქვა.

ეს გეი ბიჭი იქით იყოს, რომელიც პოპულარობას მოწყურებული პატარა ბავშვი მგონია, მაგრამ აი ერთ–ერთმა ბლოგერმა ვითომ პიარის გამო თავზე გადაიჯვა (არ ვაბუქებ) და განაცხადა რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები ურჯულოები, ეშმაკის კერძები, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ხალხია, რომლებსაც ეშმაკი ელით გულითა სულით. (იხილეთ პოსტი). მსგავს პიარს მერჩივნა ჰომოფობის სახელი ჰქონოდა, თუ ატრაკებ ბოლომდე გაატრაკე და ნუ აბრალებ იმას რომ ბლოგის პიარი გინდა. მსგავსი დამპალი აზროვნება რომ აქვთ ახალგაზრდებს მაგის ბრალია, რომ დღეს ჭაობში ვართ და თოკიც კი არ გაქვს რომ ჩვენით ამოვცოცდეთ, ხელს ვინ გამოგიწვდის თუ ძმა ხარ რა!

საერთოდაც, რა შეიმასქენით ამ ორიენტაციას? მეტი საქმე არ გაქვთ? რა თქვენი საქმეა ვის ვინ ტყნავს და ვის ვინ ურჭობს. თქვენს სექსუალურ ცხოვრებას მიხედეთ და განსაჯეთ საკუთარი თავები. ბლოგის პიარის გამო სხვა ადამიანის განსჯა ახალი ტენდეციაა და ვერ ვუღებ ალღოს? მახათები დაილია? თუ რა გჭირთ ვერ გავიგე რა :|

პ.ს მე რომ ლესბოსელობა გადავწყვიტო გავხდები?

მე და ის

ეს ის ღამე იყო როდესაც აღმოვაჩინე, რომ ჯავახიშვილში კი არა თავართქილაძეში მოვხვდი და გამწარებული ვცდილობდი რაიმე ინფორმაცია გამეგო ამ უნივერსიტეტის შესახებ. როგორც გავარკვიე მათი საიტი გინდ ყოფილა გინდ არა, იქ ვერანაირ საჭირ–ბოროტო საკითხს ვერ მივაკვლიე. ბოლოს უკვე ფეისბუქზე დავიწყე ხალხის ძებნა, იქნებ ვინმე იქ სწავლობდა და მეც დამხმარებოდა და მწირი ცოდნა მაინც მიმეღო. სწორედ ამ დროს მომწერა, მე ვსწავლობ თეუსუ–შიო, გამიხარდა რომ ვიღაც მაინც აღმოჩნდა მთელი 500–კაციდან. არ ვიცი როდის ან რატომ დავიმატე მეგობრებში მაგრამ ფაქტი იყო, რომ ძალიან დამეხმარა. ყველა ნიუანსი გამაცნო, წესები თუ ადგილმდებარეობა. ბოლოს ნომრები გავცვალეთ და სწავლა რომ დაიწყებოდა ერთმანეთი უნდა გვენახა. რამდენიმე დღეში ისევ მომწერა, რა ქენი დარეგისტრირდიო? მიაგენიო? მიქო და მიდიდა მთელი თეუსუ, მაგრამ მარის თქმისა არ იყოს მიმიქარავს უიზლების სახლი შენობა ისეთ მდგომარეობაში იყო.

პირველად მაშინ დავინტერესდი ამ ადამიანის ვინაობით, როდესაც სწავლა უნდა დაწყებულიყო. ბოლო–ბოლო ნახვას ვგეგმავდი. სურათებში შევედი და მალევე გამოვედი. ვიღაც უბრალო, უგემოვნო, საშინელი ფოტოების მქონე მეგონა. სწავლა, რომ დაიწყო ნახვა ვერ მოვახერხე. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ამეტუზა მეოთხე სართულზე (სადაც იურისტები არიან. თვითონაც იურიდულზე სწავლობდა, მეორე კურსზე). გამოველაპარაკეთ ერთმანეთს და დავასკვენი, რომ ადამიანზე ფოტოებით არ უნდა იმსჯელო. მეორე დღეს მახსოვს კიდე, ჩემს აუდიტორიაში იჭყიტებოდა მე მეძებდა და ამ დროს გვერდით ვედექი (სიბრმავე თურმე თავიდანვე გქონდა და “იმას” ტყუილად ვაბრალებდი). ნელ–ნელა შესვენებზე ვნახულობდი, ვჭორაობდით ბლოგერბზე და თითქმის ყოველდღე ვეუბნებოდი ბლოგი გააკეთეთქო. პირველად მაშინ მივხვდი, რომ “ვერ იყო” როცა მითხრა შეყვარებულს რბილი “ლ”–ს გამო დავშორდიო და თან გამაფრთხილა არ დამცინოვო.

ამის მერე მოხდა ის, რომ ბლოგიც გააკეთა, აქტიურიც გახდა და პირველად ვერის ბაღშიც მოვიდა. პირველად რომ შუბლზე კოცნა დავუპირე მისი შეშფოტებული სახე არ დამავიწყდება, რატომღაც ჩემგან სხვას ელოდა… სამაგიეროდ ეხლა როცა ვეუბნები გაკოცოთქო შუბლს მიშვერს და ელოდება როდის ვაკოცებ. ჩვენმა ყოველდღიურმა ურთიერთობამ განაპირობა ეს და დღეს ბედნიერად ვცხოვრობთ <3

მარტინ იდენი

მარტინ იდენი კაცია, რომელმაც მიაღწია იმას რაც უნდოდა და დაკარგა სიყვარული და თვით სიყვარულის რწმენაც კი. მარტინ იდენი კაცია, რომლისთვისაც მიზანი უმთავრესია. მარტინ იდენი კაცია, რომელმაც შესძლო წარმოუდგენლლად მოკლე დროში აეთვისებინა ის, და იმაზე მეტი, რაც ხალხმა წლები მოანდომა. თუმცა ღირდა კი?

ის უბრალო მუშათა კლასში აღზრდილი მეზღვაური იყო. სიარულიც მეზღვაურისა ჰქონდა. სიყვარულის ძალამ შეაძლებინა დაევიწყებინა ყველაფერი წარსულიდან და გაეზარდა უფსკრული რომელშიც თავად ჩაიკარგა. სიყვარულმა აიძულა განევითარებინა გონება და იდეოლოგიით კიდევ უფრო დაშორებოდა საყვარელ ქალს.

ცოდნამ, წიგნებმა, განათლებამ, აზროვნების უნარმა დაანახა რომ ბურჟუაზია სხვა არაფერია თუ არა ერთი დიდი ნეხვის კასრი, რომელიც მხოლოდ ფულზე და სახელზეა ორიენტირებული. სწორედ წიგნებმა აუხილა თვალი და დაანახა რომ ამ “ნეხვის კასრს” ეთაყვანებოდა. თვით საყვარელი ქალიც კი, რომლის სიყვარულმა აამაღლა მარტინის გონება ძალიან შორს დარჩა იდენისგან.

მარტინი ებრძოდა ჩამოყალიბებულ დოგმებს, აზროვნებას და იმას რაც “უნდა” და არა საჭიროა. მარტინმა ზედმეტად ბევრი იცოდა, ზედმეტად ჭკვიანი იყო და ზედმეტად ჩაუღრმავდა წუთისოფლის სიმყრალეს, ზედმეტად ბევრი გაიგო და ამ ცოდნამ შეიძლება ითქვას დაღუპა კიდეც.

არ ვიცი მომეწონა თუ არა… რაღაცნაირი წიგნია, ბევრ რამეში ვამტყუნებ ბევრშიც ვამართლებ. მისი ერთ–ერთი ნაკლი ალბათ ის იყო, რომ ზედმეტად ბევრი იცოდა.

რაც მთავარია, მან 1.ვერ ისწავლა ფულის “ყადრი” და 2.ისე მოკვდა, რომ ყველას აუსრულა დანაპირები.

პმს

პმს–პრემენსტრუალური, ანუ წინამენსტრუალური სინდრომი.

 

პმს-ი მენსტრუაციის დაწყებამდე 2-10 დღით ადრე ყველა ქალს აღენიშნება და ქრება პირველსავე დღეს ან დამთავრებისთანავე. ზოგს არანაირ დისკომფორტს უქმნის, სხვების ყოველდღიურობაში კი მნიშვნელოვანი კორექტივები შეაქვს. დადგენილია, რომ ქალები დანაშაულის უმეტესობას სწორედ ამ პერიოდში ჩადიან, სწორედ ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში პმს შემამსუბუქებელ გარემებადაც კი ითვლება.

ექიმები პმს–ის 150 სინდრომს გამოყოფენ, თუმცა მათი სხვადასხვა კომბინაცია პმს–ის 4 სხვადასხვა ფორმას შეადგენს:

1. ნერვულ–ფსიქიკური: ხასიათდება სისუსტით, გულაჩუყებით, დეპრესიით ან, პირიქით, გაღიზიანებით.
2. შესიებებით მიმდინარე ფორმა: სარძევე ჯირკვლების შესიება და ტკივილი, შესიებები, ოფლიანობა, წონაში მატება, გემოს და სურნელის შეგრძნების შეცვლა.
3. ცეფალგიური ფორმა: ვლინდება თავის ტკივილში და გულისრევით, მადის გაძლიერებით, კუჭ-ნაწლავის მუშაობის დარღვევით; ასევე შეიძლება ტკივილი გულის არეში გაჩნდეს ან დეპრესია.
4. კრიზული ფორმა: აჩქარებული გულისცემა, დაბოლოებების უგრძნობლობა და სიცივის შეგრძნება. შესაძლოა, ხშირი შარდვა, ცრემლდენა, გულმავიწყობა, უძილობა და უხასიათობა.

ჩემ გარშემო თუ მივიხედ–მოვიხიედავ დავასკვნი, რომ უმეტესობას პმს–ის პირველი (ნერვულ–ფსიქიკური) ფორმა აღენიშნება, რომელიც ძალიან ადვილად “იკითხება” ფეისბუქის სტატუსებში ან პირად ურთიერთობებში.როგორც წესი ამ დროს ძალიან გამაღიზიანებელია ხოლმე ქალი,  მგრამ კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ მის მდგომარეობას და არ აჰყვებით :)

რატომღაც მეგონა, რომ პმს უბრალოდ ბუნებრივი მოვლენა იყო და ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როდესაც აღმოვაჩინე, რომ პმს განკურნებადია და დაახლოებით 3–6 თვე სჭირდება.ამისათვის მხოლოდ გინეკოლოგათან ვიზიტია საჭირო.

 

პ.ს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მსგავსი სიმპტომები არ მაწუხებს ^_^

სათაურის წერისას ყოველთვის ვიჭედები

გუშინდელი დღით უკმაყოფილესი ვარ. დილით ვიფიქრე სიტყვები არ მეყოფა პოსტი რომ დავწეროთქო და მაინც ვიწყებ.

100–ბლოგერი ერთად არასდროს მინახავს. მეგონა ყველას ვიცნობდი, მეგონა ყველა ვიცოდი ვინ იყო, ყველა თუ არა უმეტესობა მაინც.

თბს ბანკმა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ბლოგერების წიგნი გამოუშვეს. გუშინ კლუბ–რესტორან two-side-ში პრეზენტაცია იყო. ყველანი ისეთი კარგები იყვნენ, ისეთი ლამაზები.. სიტყვები არ მენანებოდა ვინმე შემექო. მეორე დღეა ვამბობ რომ ლიტერატორი, ეკატერინე, პაწუ, ეკუსი ულამაზესები იყვნენ… დოდკა სექსუალური, როგორც ყოველთვის <3 ლაშარელა გაცილებით სიმპატიური აღმოჩნდა ვიდრე ფოტოებზე (მზე).

ამდენი მთვრალი ბლოგერი ერთად… ალუკარდი უსაყვარლესი, დადიოდა და ამბობდა: “გამარჯობა, მე მთვრალი ვარ”, მერე იწყებდა სიყვარულის ახსნას. ლანდიშას არ მეგონა ესეთი კარგი სიმთვრალე თუ ჰქონდა :დ მერე რა, რომ აურია და ცოტა ვერ იყო, სამაგიეროდ გიჟივით იღიმოდა/იცინოდა. ლადოს ქილიფაც არ ჩამოუვარდა სიმთვრალეში :D

ზოგი წყნარად იჯდა კუთხეში თავისთვის და წიგნს უკირკიტებდა.. ჰმ, როგორ შეიძლებოდა მსგავს ივენთზე ჯდომა და წიგნის კითხვა, ან დაგრუზვა?! მესმის უცნობები ვიყავით/იყვნენ მაგრამ დავიჯერო რთულია ხალხთან გაიხსნა, იცეკვო, დალიო თუნდაც პირველად ხედავდე იმ ადამიანს?!

მსგავსიი ივენთები თუნდაც იმიტომ მიყვარს, რომ მონატრებულ ხალხს ვნახულობ. ცოტახნით, მაგრამ მაინც ხომ ვესაუბრები ხოლმე, თუნდაც: გიორგაშვილს, ზურ.გე, სვანი,მამიდები   ვასასი და ჰექსე… :))

მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ. უმშვენიერესი საღამო/ღამე იყო. მადლობა ყველას :)

პ.ს მაინც ვერ გავიგე, მე უფრო დიდი მკერდი მაქვს თუ ანინას? :D