- ნიჭიერი არის პროექტი სადაც იხილავთ გოგონებს ჯუნგლებიდან, რომლებიც ცდილობენ იცეკონ აჭარული.
- ნიჭიერის სცენაზე იხილავთ ხალხს “მე ამას ჩემი ფანებისთვის ვაკეთეეეეეეებ და სულ არ მაინტერესებს ჟიურიიიიიიიიი”…
- ნიჭიერი პროექტია, სადაც იხილავთ მოხუცების და ბავშვების დაუღალავ შრომას ნიჭიერის ტიტულის მოსაგებად.
- იხილავთ ჟიურის არაკომპეტენტურობას, როდესაც მეორე ტურში გადაყავთ არანიჭიერი ხალხი.
- მხოლოდ ნიჭიერის სცენაზე შეგიძლიათ იხილოთ N-რაოდენობის უნიჭო ილუზიონისტი.
- მხოლოდ აქ შეგიძლიათ იხილოთ 10–13 წლის ბავშვები, რომლებიც “გადასარევად” მღერიან და რომლებიც რა თქმა უნდა გადადიან შემდეგ ტურში. მერე რა რომ წლების მომატებასთან ერთად დაკარგავენ ხმას, სმენას და ნიჭიერებას.
- მხოლოდ ნიჭიერის სცენაზე “კაი ბიჭის” ახსნილი სიყვარული

კაი ბიჭი
როგორც იქნა ნიჭიერის პირველი შესარჩევი ტური დასრულდა. დაახლოებით 150–მდე ნიჭიერი ადამისგან უნდა დარჩეს 50 ნამდვილად ნიჭიერი ადამიანი და შემდეგ უკვე დაიწყება ნახევარფინალი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ 50ეულში არ შევა:
1. მოხუცები, რომლებიც უბრალოდ საყვარლები არიან;
2. ბავშვები, რომლლებიც უბრალოდ საყვარლები არიან;
3. “ნიჭიერები”, რომლებიც “მოდი ვცადოთ”–ს გამო გადაიყვანეს;
4. “ნიჭიერები”, რომლებიც “მოდი ნუ გავუტეხავთ”–ის გამო გადაიყვანეს.
პ.ს ნიჭიერზე წერა რატომღაც ჩვევად მექცა :/ ყოველთვის როცა პოსტს ვაფაბლიშებ ვამბობ რომ შემდეგ კვირას აღარ დავწერ. მაგრამ, ორშაბათს რომ ვუყურებ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ეს სერია როგორ დავწერო ბლოგზე





















#1 by Mari on April 12, 2011 - 14:28
რა შუაშია, მაგრამ ჰედერის შეცვლას აღარ აპირებ? წავიდა უკვე ზამთარი და თოვლი
#2 by siyvarulovna on April 12, 2011 - 16:46
ლოლ :დდ ეხლა გამახსენდა რომ ჩემს ბლოგს ჰედერიც აქვს :დ თანაც ზამთრის :დ