Archive for December, 2011
ძალიან უსუსური ვარ
Posted by siyvarulovna in დღიური on December 30, 2011
ძალიან უსუსური ვარ.
იმიტომ რომ საშინლად ვარ მიჯაჭვული ფეისბუქზე და ნერვები კბილებით მიჭირავს რომ თავი კედელს არ ვურტყა, ნოუთბუქს ვერ ვიმეტებ, მიყვარს ![]()
ფეისბუქზე, ვერც ვაკომენტარებ, ვერც სტატუსს ვააფდეითებ, ვერც ჩატში მოწერილებს ვნახულობ, კი არა და ვპასუხობ. ჩემთვის ღია მხოლოდ ნიუსფიდია და სხვადასხვა სიახლეები რომლებიც გრუფებში იდება. რას ჰგავს იცით? ბიჭს რომ შიშველი გოგო დაუყენოთ წინ და ვერ ეკარებოდეს, რომ ჰგონია ეხება და ამ დროს საშინელი ყვირილი ისმის რამდენიმე დღე ვერ შეეხებიო
აბა წარმოიდგინეთ, ხომ ცუდია? ხოდა ეგრე ვარ მეც :შ
კი ვიცოდი, რომ უ-ფეისბუქოდ ვერ გავძლებდი, მაგრამ რეალურად ბოლომდე არ მქონდა წარმოდგენილი. ეხლა გახსნილი მაინც მაქვს, ვუყურებ და თავს ვიმშვიდებ რომ რამდენიმე დღეც და ყველაფერი ისევ ისე იქნება, მაგრამ, აი სულ რომ გაქრეს, აორთქლდეს და აღარ იარსებოს ფეისბუქმა იმედია მაგ დღეს მე არ მოვესწრები
თორემ ჩემი და ფეისბუქის დატირება ერთად მოგიწევთ ^^ ერთი ჭიქა წაგვიქციეთ ხოლმე, რომ იქაც “მოგვივიდეს”.
მოკლედ, ჰელფ ცენტრს მივწერე “ჰეეეელფ”-მეთქი და იმედია მიშველიან :შ მე კიდევ განვაგრძობ “შორით ბნედას” :შ
2011 წელს?
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on December 26, 2011
2011 წელს? თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ უკან რომ გავიხედე და 12 თვეს გადავავლე თვალი საკმაოდ ბევრი რამ მომხდარა.
იანვარში
შეიძლება ითქვას, რომ მოწევა სწორედ იანვარში დავიწყე. იყო პერიოდები როდესაც კატეგორიულ უარს ვამბობდი სიგარეტზე, უბრალოდ არ მინდას პრინციპით მაგრამ ამ “არ მინდას” მალევე ვიკიდებდი და მორიგ 2 ლარს ძალიან იოლად ვიმეტებდი კიდევ ერთი პაჩკა სიგარეტისთვის. იანვარში საბოლოოდ შეუერთდა თეუსუ თსუს და ბედნიერმა იქ განვაგრძე სწავლა : ) იანვარში გახდა ჩემი ბლოგი ერთი წლის. იანვარში მოხდა კიდევ ის რაც იდეაში არც უნდა მომხდარიყო : )
თებერვალში
აღმოვაჩინე რომ სერიოზული ურთიერთობებს მაფრთხობს და გავურბივარ მათ. 18 თებერვალს სულაკაურის გამომცემლობამ და თბს ბანკმა ბლოგერების კრებული გამოუშვეს სათაურით “ფეისბუქმა რა ჰქმნა” და მის პრეზენტაციაზე ვიყავით საკმაოდ ბევრი. დღემდე თბილად და კარგად ვიხსენებ იმ რამოდენიმე საათს რაც თუ საიდში გავატარე <3
მარტში
მარტში დისკუსიები დაიწყო სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდში, სადაც თითქმის ყოველ პარასკევს 20-მდე ბლოგერი ვიკრიბებოდით და “საჭირ-ბოროტო” საქმეებზე ვბჭობდით. ნიჭიერიც მარტში დაიწყო და ორშაბათობით თუ სწორად მახსოვს, სქაი ბარში ვიკრიბებოდით ხოლმე და ლუდის თანხლებით ყველანი ერთად ვადევნებდით თვალს. ე.წ “to do list”-ის თემატიკით დამიწერია პოსტი, სადაც გამოთქმული სურვილები რა თქმა უნდა ვერ შევასრულე
მაგალითად: “რაც ნაკლები იცი უფრო მშვიდად გძინავსო, ხო და აღარ ვიკითხავ როდის? როგორ? რატომ? ვინ ვისთან? რამდენჯერ? რანაირად?” – ჰმ, რა თქმა უნდა დღემდე დიდი ცნობისმოყვარეობით ვსვამ მსგავს კითხვებს და პასუხებსაც რა თქმა ვიღებ ხოლმე. ამიტომაც ყოველთვის ყველაფერი ვიცი და ხანდახან საკმაოდ ნერვებს მიშლის ხოლმე ეს ფაქტი. ”ყველაზე საჭირო, ყველაზე მნიშვნელოვანი–ვიშოვო სამსახური (!!!).” – დღემდე დავეძებ, უფრო სწორად ვწუწუნებ, რომ სამსახური მინდა. “ძალიან მინდა ტატუ უკვე დიდი ხანია” – დღემდე მინდა ;დ მარტში დავწერე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და ჩემთვის ყველაზე საყვარელი პოსტი.
აპრილში
იგივე განმეორდა რაც იანვარში. სამაგიეროდ ნოუთბუქი ვიყიდე, რომელიც ბევრ რამეს მირჩევნია. როგორც ჩანს სხვა არაფრით ყოფილა აპრილი გამორჩეული.
მაისში
რა უინტერესო ყოფილა მაისი.
ივნსში
პირველად ვიყავი Open air-ზე და რატომღაც მეორეჯერ წასვლის სურვილი აღარ მაქვს თუ ჩემი ხალხი და ბევრი ლუდი არ იქნება. ივნისში ჩატარდა ჯორჯიან ბლოგინგ დეიზ 2. სადაც 25-მდე ბლოგერმა წარვადგინდეთ ჩვენი პროექტები. ამ თვეში გავუკეთეთ გიორგის, ჩემს ძმას, თვალზე მორიგი ოპერაცია
ამ თვეში დამაჯარიმეს 70-ლარით , მხოლოდ იმიტომ რომ არ ვიცოდი თუ კი საკომისიო 50-თეთრი მქონდა გადასახდელი
30 ივნისს სოციალური მედიის დღე იყო, რომელიც ბოგ-ის მეშვეობით ლისი ლაუნჯში აღვნიშნეთ 50-მდე ბლოგერმა.
ივლისში
ივლისში ახალი სოციალური ქსელი google + შეიქმნა, რომელშიც დღემდე საოცარი მოწყენილობა სუფევს. ამ თვეში გაიმართა ჰარი პოტერის უკანასკნელი ნაწილის პრემიერა :შ ჩემი ოთახი გავარემონტეთ და შევცვალეთ თავიდან ბოლომდე <3
აგვისტოში
აგვისტოში ანასთან და ალუკარდთან ერთად საუკეთესო 2 კვირა გავატარე ჩემს სოფელში. აქამდე არასოდეს დამისვენია მეგობრებთან ერთად და არ ვიცოდი თუ რაოდენ სასიამოვნო და ტკბილი ყოფილა <3 მთელი აგვისტო სოფელში გავატარე. ხან მდინარეზე ვიყავი, ხანაც ზომბებს ვთამაშობდი, შიგადაშიგ ვკითხულობდი კიდეც. რაც არ უნდა მოსაწყენი და უხალისო და საშინელი იყოს დვალთა, მაინც ძალიან მიყვარს და მენატრება ხოლმე.
სექტემბერში
სექტემბერში ავიხდინე ერთ-ერთი ოცნება – მარტო ვიყავი ზღვაზე, ანნასთან ერთად. მართალია სულ 4 დღე მაგრამ ჯერჯერობით საუკეთესო 4 დღე იყო. პირველი იმიტომ, რომ მარტო ვიყავი, მეორე იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ამინდი დაემთხვა, მესამე იმიტომ რომ წლების შემდეგ ვიმგზავრე ღამის მატარებლით, რომელიც საოცრად მიყვარს. სექტემბერში მოხდა კიდევ რაღაც-რაღაცები, რომელზეც დაწერისგანაც თავს ვიკავებ : ) ალბათ სჯობს ისევ ჩემთვის შევინახო და ოდესმე ეღირსება ამ “ისტორიასაც” სინათლე.
ოქტომბერში
ოქტომბერში სწავლა დაიწყო და პირობა დავდე რომ არც-ერთი საგანი აღარ შემეტენობდა. ვნახავთ 1 თვეში რაოდენ კარგად შევასრულე ეს პირობა, თუ შევასრულე რა თქმა უნდა
არც ეს თვე გამოირჩეოდა ღისშესანიშნავი ფაქტებით ჩემს ცხოვრებაში.
ნოემბერში
ნოემბერში ოქროს დაბადების დღე მქონდა, მთელი 20 წლის გავხდი. ერთ-ერთი ის დღეა რომლის დავიწყებაც არ მინდა. მერე რა რომ საშინელ სიტუაციაში ვიყავი : ) რაც მთავარია სასიამოვნოდ მახსენდება ბევრი რამ
დეკემბერში
დეკემბერში პირველად ვიყავი ბავშვთა სახლში. და იქიდან ძალიან დადებითი ემოციებით სავსე დავბრუნდი. მიყვარს დეკემბერი, იმიტომ რომ ახალი წელი ახლოვდება, იმიტომ რომ წინა საახალწლო დღეებში ყოველთვის ბედნიერი ვარ, საახალწლო სიმღერებს ვუსმენ, ფილმებს ვუყურებ, განვლილ წელს ვიხსენებ და იმ წვრილმანი ურთიერთობებით ვბედნიერდები რომელიც ყოველდღიურად მაქვს.
თუ ამ პოსტს დავუჯერებთ არც ისეთი კარგი წელი მქონია, შეიძლება ითქვას მორიგი 1 წელი გავიდა უსაქმოდ და უინტერესოდ. მაგრამ, უბრალოდ არ შემიძლია გადმოვცე ჩემი თითოეული დღე რომელსაც მეგობრებთან ვატარებ, ის პატარ-პატარა ამბები, რომლებიც საბოლოოდ ერთ დიდ მთლიან ისტორიას ქმნიან და მიხარია. თუნდაც ის ფაქტი, რომ წელს საკმაოდ ბევრი ადამიანი გავიცანი უკვე სასიხარულოა ჩემთვის, მათ შორის mr.nomad, გლეხის ბიჭი, niksologi, გრაფინია, ანა და მეტს ვერ ვიხსენებ :>მაგრამ, დამიჯერეთ ვინც გაგიცანით ყველანი მიყვარხართ <3 უბრალოდ ესენი კიდევ უფრო მეტად :დ
ძალიან მინდა 2012 უკეთესი წელი იყოს, ან 2011-ის მსგავსი მაინც : )
წინასწარ გილოცავთ ყველას <3
და მაინც…
Posted by siyvarulovna in დღიური on December 25, 2011
მიყვარს ახალი წელი, ახალი წლის წინა დღეები კიდევ უფრო მეტად.
მიუხედავად იმისა რომ ზუსტად 1 კვირა დარჩა ახალ წლამდე და ზოგისთვის ახალი ნაბიჯების დაწყებამდე ქალაქში ეს ყველაფერი საერთოდ არ იგრძნობა. დაწანწალებენ კოკა-კოლის მანქანები, თბს სმართ კლუბის მანქანებმაც დაიწყეს სიარული მაგრამ გარემო არ ჰქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ვიგრძნოთ ახალი წელი, თორემ კალენდრის ცნობა ყველამ იცის.
როგორ მინდა თბილისშიც მოვიდეს ისეთი ახალი წელი, როგორიც უცხოეთშია :შ განათებული, ლამაზი, მორთული და რაც მთავარია ბედნიერი ქალაქი, მომღიმარი ხალხი და არა მუდამ მოღუშული და შავებში გამოწყობილნი.
მერე რა რომ 31 დეკემბრამდე თსუ-ში ვარ და სამეცადინო თავზე საყრელად მაქვს, არც თოვლი მოდის და არც ქალაქია ლამაზი, ხალხის ბედნიერებაზე აღარაფერს ვამბობ, მე მაინც მაქვს საახალწლო განწყობა! სულ რაღაც 1 წელი დარჩა. რა მალე გადის დრო ბლინ
ყავის ჭიქით ჩავუჯექი საახალწლო ფილმებს :> მერე რა რომ პოტერი საახალწლო არ არის, სამაგიეროდ იქ ყველაზე ჯადოსნური ახალი წელია, ზუსტად ახალიწლის შესაფერისი <3 love actually-ს ვუყურე, საახალწლო სიმღერებს მოვუსმინე, წინა ახალი წელი გავიხსენე და სრულიად ბედნიერი და კმაყოფილი ვარ.
ქუჩები თუ არა სახლი მაინც იქნება საახალწლოდ გაწყობილი ^_^ ნაძვის ხე დავდგი. მართალია არ მომწონს, ძალიან დიდია და არც ფუმფულაა :შ მაგრამ მაინც მიყვარს, ეხლა ნამდვილად ვგრძნობ რომ ახალი წელი მოდის!

ნაძვის ხის სათამაშოების ყუთები :>

უკვე აწყობილი და იდეაში დასრულებული ნაძვის ხე, კიდევ ბევრი რამ აკლია, უბრალოდ ვეღარ მოვითმინე და ფოტო გადავუღე <3
ახალი წელი იწყება, ახალი სიურპრიზებით <3
პოზიტივი
Posted by siyvarulovna in დღიური on December 24, 2011
დღეს კარგი დღე მქონდა და დღის დასასრული კიდევ უფრო კარგი.
ჯერ იყო და in my humble opinion-ზე ალისას თემაზე შექმნილი ბლოკნოტი მოვიგე :>
მერე დავჯექი და 5 სემინარის მასალა რამდენიმე საათში ვიმეცადინე, უნივერსიტეტში წავედი და იმ ნახევარიოდე საათში რომელიც გამოცდამდე მქონდა მეგობარი მოვინახულე და ორიოდე სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს. გამოცდა წარმატებულად დავწერე, ნუ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ თავში სრული დომხალი მქონდა.
დაღლილი და გაუბედურებული დიდი მოლოდინით წავედი თამთა ცხვიტავას სოლო კონცერტზე, რომელიც დახურული იყო და მხოლოდ მოსაწვევებით დაიშვებოდა ხალხი.
სანამ კონცერტი დაიწყებოდა ფოიეში ხალხი მივათვალიერ-მოვათვალიერე, დავიკავე საკუთარი ადგილი და დაველოდე კონცერტის დაწყებას. აქამდე არასოდეს ვყოფილვარ ვინმეს კონცერტზე, რატომღაც მიმაჩნდა, რომ ეკრანზე ყურება და დარბაზში ჯდომა არაფრით განსხვავდება. მაგრამ, სულ სხვა ხიბლი და გრძნობაა როცა უყურებ შემსრულებლის სახეს, გრძნობ მის ემოციებს და თითქოს გბურძგლავს კიდეც იმდენად კარგად მღერის. კარგა ხანია თავი ასე მშვიდად და სასიამოვნოთ არ მიგრძვნია 90 წუთის განმავლობაში. სიმღერებს შორის დიდ ეკრანზე ნაჩვენები იყო თამთას შრომა და ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული კონცერტამდე, სხვადასხვა კომპოზიტორები, მუსიკოსები საუბრობდნენ და ერთ ხმად აღნიშნავდნენ რომ თამთა მართლაც აღმოჩენაა და რომ მას არაჩვეულებრივი ხმა და ვოკალი აქვს :>
მისი ალბომი იანვრიდან გაყიდვაში იქნება ^^ 12 სიმღერაა ჩაწერილი და ალბომს მოჰყვება სიმღერის ტექსტები + კარაოკე ვერსია
ჰმ, ვხვდები, რომ თამთა ერთადერთია რომელზეც, როგორც მომღერალზე, მართლა გულწრფელად ვწერ და მართლა მსიამოვნებს მისი ხმა <3 დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრ ალბომს გამოუშვებს და კიდევ ბევრ კონცერტს ჩაატარებს, რომელზე დასწრების საშუალებაც გექნებათ <3
მიყვარს ასეთი პოზიტიური დღეები <3
ძილინებისათ :*
feel
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on December 21, 2011
დიდი ხანი რომ გინდა რამე დაწერო და ძლივს რომ გახსნი ნიუ ფოსთის ფანჯარას და იხსენებ თითქმის 1 თვის წინანდელ ამბებს მაგ სიტუაციაში ვარ ეხლა.
პირველ დეკემბერს ბოგ-მა ახალი ტიპის სერვისცენტრი, საქართველოს ბანკის ექსპრესი წარადგინა. იგი გამოირჩევა ულტრათანამედროვე დიზაინით და მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობს რადგანაც თითოეულ ოპერაციაზე გათვალისწინებულია მაქსიმუმ 5 წუთი. საქართველოს ბანკის ექსპრესის სერვისცენტრებში, მომხამრებელს დახვდება როგორც მომსახურების ზონა, სადაც მათ მოლარე-ოპერატორები გაუწევენ დახმარებას, ასევე 24 საათიანი, თვითმომსახურების ზონა. თვითმომსახურების ზონაში, მომხმარებელისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება: ინტერნეტბანკის ტერმინალი, თვითმომსახურების ტერმინალი paybox და ბანკომატი. თუმცა ზოგიერთ მომხმარებელს ურჩევნია სხვა მოემსახუროს და მის მაგივრად განახორციელოს სხვადასხვა ოპერაციები და ამისთვის დასჭირდეს ლოდინი, ვიდრე საკუთარი ინიციატივით და 5 წუთში მოაგვაროს ყველა საქმე.
ექსპრესის სერვისცენტრებში მომხმარებელი სწრაფად და მარტივად შეძლებს, სპეციალურად ექსპრესის მომხმარებლისთვის შექმნილი პროდუქტების – ექსპრესპაკეტის (რომელიც შეიცავს ახალ პროდუქტს – ექსპერსბარათს, ასევე მულტისავალუტო ანგარიშს, ინტერნეტბანკისა და sms ბანკის მომსახურებას) და ექსპრესანაბარის დარეგისტრირებას, ექსპრესკრედიტის და ექსპრესორინჯის განაცხადების შევსებას.
მოკლედ, კარგი რამეა თუ კი არ გეზარებათ თქვენით აკეთოთ თქვენი საქმეები ნაცვლად რიგში დგომისა. მე ჯერ ვერ მოვახერხე რომ მესარგებლა ახალი სერვისებით მაგრამ აუცილებლად ვისარგებლებ, დატესტვისთვის ^^
გარდა იმისა რომ გაგვაცნეს ახალი “პროდუქტი”, რამდენიმე ბლოგერს მოგვეცა შანსი დაგვეთვალიერებინა ბოგ-ის ახალი ოფისი, რომელიც ე.წ ”დომინოს” შენობაშია. აქამდე არასდროს ვყოფილვარ მაგ შენობაში და მუდამ მაინტერესებდა რა ხდებოდა შიგნით :დ სანამ საქართველოს ბანკის საკუთრება გახდებოდა მანამდე რა ხდებოდა სამწუხაროდ ვერ ვნახე, მაგრამ ის ვიცი რომ რაც ბოგ-მა იყიდა საოცრად კარგად არიან მოწყობილები. აქვთ საკუთარი ფიტნეს ოთახი რომელიც დიდი სინანულით და ცრემლებით დავტოვე, “ბუფეტი”, დიდი ვერანდა საიდანაც ლამის ნახევარი ქალაქი ჩანს, თბილი და მყუდრო კაბინეტები და კარგი სამშაო გარემო. სიამოვნებით ვიმუშავებდი მეც :>
პ.ს ესეც საახალწლო კლიპი, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მავანნი ამბობენ რომ მოპარულია, მავანნი ამბობენ რომ უკეთესიც შეიძლებოდა და ა.შ . მაგრამ მე მომწონს
ბავშვთა სახლში
Posted by siyvarulovna in დღიური on December 18, 2011
დღეს პირველად ვიყავი ბავშვთა სახლში.
ყოველთვის მინდოდა წავსულიყავი, მენახა, მაინტერესებდა, მაგრამ რატომღაც ვერასდროს ვერ ვაბამდი თავს. ეტყობა კარგად არც მომინდომებია.
სახლში ორი ძალიან დიდი სათამაშო ვნახე, ჩავდე უზარმაზარ პარკში, მოვიკიდე ზურგზე და გავუდექი გზას.
კოჯრის ბავშთა სახლში ავედით. ბავშვები გარეთ გველოდებოდნენ, მანქანებთან მოვიდნენ და პარკების და რაღაცების წაღებაში დაგვეხმარნენ. რატომღაც მეგონა რომ მორიდებულები, მორცხვები და უკარებები იქნებოდნენ, მაგრამ ძალიან გაოცებული დავრჩი. საკმოდ კონტაქტურები და კომუნიკაბელურები აღმოჩნდნენ და მოდიოდნენ და თავადვე გვეცნობოდნენ. ერთ-ერთი ბიჭი დღეს გიორგიც იყო, ომარიც და ნათიაც. ერთი ბავშვი ძალიან აღფრთოვანდა იმით, რომ ნათია მერქვა და შემპირდა ჩემს დას გაგაცნობო.
პეპი და სპაიდერმენი გვყავდა რომლებიც ბავშვებს ართობდნენ, კიდევ ბიჭი იყო რომელიც სახეზე სასურველ რამეებს ახატებდა. ძირითადად რატომღაც გული უნდოდათ : ) ერთმა ერთ ლოყაზე გული დაიხატა და მეორე ლოყაზე “თამუნა” დაიწერა, როგორც ჩანს მოსწონდა ის გოგო <3
სანამ პეპი და სპაიდერმენი ბავშვებს ართობდნენ მე და გლეხის ბიჭმა სხვა სართულები დავლაშქრეთ. აღმოჩნდა, რომ ბავშვები დღის განმავლობაში ხელსაქმითაც არიან დაკავებულები, არაჩვეულებრივ რაღაცებს აკეთებენ თექით, ხატავენ, თლიან ხეს და ქვას და აკეთებენ სხვადასხვა ფიგურებს. ასევე შევისეირნეთ მათ საკლასო ოთახებში. ერთ-ერთი მათგანი ფიზიკა-ქიმიის კლასი აღმოჩნდა.
საცხოვრებელი შენობა გვერდზეა, თბილა და საკმაოდ კომფორტული საწოლები აქვთ. ძალიან მხიარულები და აქტიურები არიან : )
მაგრამ, ერთი ფიქრი არ მშორდება :/ რატომ აჩენენ თუ კი უნდა მიატოვონ და მერე აღარც მოაკითხონ. ზოგს მშობლები ჰყავს, ზოგს მეურვე მაგრამ ბავშვების ნახვით არ წუხდებიან. რა უნდა ქნან ამათმა როდესაც 18 წლისები გახდებიან და იძულებულები იქნებიან დატოვონ ის ადგილი სადაც იზრდებოდნენ? ერთი კარგი რაღაც შევამჩნიე თითქმის ყველას, ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე <3
თამთა ცხვიტავა
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on December 15, 2011
რამდენიმე დღის წინ ერთი მომღერლის ისტორია მოგიყევით, რომელიც ბრავო რექოდსმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ მოყვნენ თუ როგორ შემთხვევით იპოვნეს თამთა. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც ყველასათვის აბსოლუტურად უცნობი მომღერლის პრომოუშენი შედგება დასავლეთის ქვეყნების მუსიკალურ ინდუსტრიაში დამკვიდრებული სტანდარტების და წესების შესაბამისად, რაც საქართველოში მუსიკალური ბიზნესის განვითარებას ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროექტი “ბრავო რექორდსისა” და “კავკასუს ონლაინის” პარტნიობის ფარგლებში თანამშრომლობის პირველ პროექტს წარმოადგენს.
თამთა ცხვიტავა ფართო აუდიტორიისთის, ამ ეტაპზე, ნაკლებად ცნობილი მომღერალია, მაგრამ გარწმუნებთ რომ უნიკალური შემსრულებელია და მალე მას, ყველა გაიცნობს. თამთას ხმის ტემბრი და მუსიკალური იდენტურობა სრულიად მკაფიო და ყველასგან განსხვავებულია. დღეს პრესკონფერენციაზე თამთამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა და მეც კი, რომელიც დიდი მელომანი არ გახლავართ, ვიგრძენი თამთას სიმღერით გადმოცემული ენერგია და სითბო! ვიგრძენი რომ ძალიან დიდი ნიჭის პატრონია, გამოვარჩევდი სასიამოვნო ხმითა და შესრულების მანერით. ყველაფერი აქვს თამთას იმისთვის რომ მალე ფართო აუდიტორიისთვის ძალიან საყვარელი და ერთ-ერთი სასურველი მომღერალი გახდეს. ალბათ მოგეხსენებათ თუ რა სიტუაციაა დღეს-დღეობით საქართველოს მუსიკალურ სივრცეში, იმედია თამთას გამოჩენა ხელს შეუწყობს მის განვითარებას.
თამთას პირველი ალბომი 2012 წლის იანვარში გამოვა, რომელსაც “დასაწყისი” ერქმევა.
პ.ს. ერთი სული მაქვს როდის მოვისმენ მის სოლო კონცერტს
სპილო ოთახში, last step
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on December 13, 2011
წარმოიდგინეთ რომ თქვენს ოთახში სპილო დაბაჯბაჯებს და მას ვერ ან არ ხედავთ. ამ შემთხვევაში თქვენ კარგ ვარიანტში ბრმები, ან უბრალოდ დაუკვირვებლები გამოდიხართ.
ეხლა წარმოიდგინეთ დიდი, სპილოს ხელა პრობლემა რომელიც საზოგადოებაში არსებობს და მას ასევე ვერ ან არ ხედავთ, ეს იმაზე უარესია ვიდრე სპილო ვერ შეამჩნიო, რომელიც კუთხეშია მიყუჟული. მსგავს დიდ პრობლემად შეიძლება ჩავთვალოთ შიდსი, გენდერული უთანასწორობა, ძალადობა, სიძულვილის ენა და ა.შ
კონკურსი “სპილო ოთახში” მიზნად ისახავს იმ დიდი პრობლემების აღმოჩენას და შემდეგ შეძლებისდაგვარად მოგვარებას, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს და რომლებსაც ვერ/არ ვხედავთ. კონკურსის ფარგლებში ათმა გუნდმა მოამზადა ფოტორეპორტაჟი, სტატია, სლოგანი და ფლეშმობი სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით. მომზადებული მასალები შეაფასა სპეციალურმა ჟიურიმ და დღეს გალერია კოპალაში გამარჯვებულიც გამოვლინდა.
10 დღის განმავლობაში დავესწარი რამდენიმე აქცია-ფლეშმობს და შემიძლია ვთქვა, რომ ასე თუ ისე კარგები იყო. უკეთესსზე უკეთესი არ დაილევაო და ესეა ამათი საქმეც. ალბათ უფრო მეტი მონდომება, უფრო მეტი ხალისი და დრო რომ დაეთმოთ ფლეშ-მობებისთვის გაცილებით კარგი გამოვიდოდა. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ რაც ვნახე და დავესწარი იმათგგან ყველაზე მეტად ბექა გაბადაძის გუნდის აქცია-ფლეშ მობი მომეწონა (ფოტოები). იყო სხვადასხვა აქტივობები და ძირითადად ემსახურებოდა სტერეოტიპეპის მსხვრევას.
ფოტო “რეპორტაჟიდან” გამოვარჩევდი “ომი ქალების წინააღდეგს”. ფოტოებზე ძალიან კარგად არის გადმოტანილი თემის მთავარი სათქმელი (ფოტოები). და ასევე ძალიან კარგი იყო “გზები, რომლებსაც ვერ ვირჩევთ” (ფოტოები).
სამწუხაროდ დროის უქონლობის გამო ვერ მოვახერხე ყველა ესსეს წაკითხვა, ამიტომაც მირჩევნია ამ უკანასკნელზე არაფერი ვთქვა.
რაც შეეხება სლოგანს, ამ შემთხვევაში ჩემი და ჟიურის ვარიანტები საუკეთესოს შესახებ დაემთხვა ^^ გაიმარჯვა ბექა გაბადაძის გუნდის სლოგანმა: “გაიღე წვეთი სისხლი და გაიგე შენი სტატუსი” – რომელიც იყო მოწოდება რისკ ჯგუფებისაკენ, რომ გაეკეთებინათ ანალიზი და გაეგოთ პასუხი იყვნენ თუ არა აივ დადებითები, ან უარყოფითები.
პროექტის გამარჯვებული გახდა მარიამ კორინთელის გუნდი. თემა – “გზები რომლებსაც ვერ ვირჩევთ”. შეგიძლიათ ნახოთ მისი სტატია, ფოტორეპორტაჟი და სლოგანი. გამარჯვებული ჯგუფის წევრებს გადაეცათ ნეთბუქები : )
პროექტში გათვალისწინებული იყო მეორე ადგილიც, რომელიც გამოვლინდა ლაიქებით და ეს გახლდათ თიკო გაბუნიას გუნდი, ჯგუფის წევრებს გადაეცათ აიპოდები : )
დაჯილდოების დასასრულს შეძლებისდაგვარად გავესაუბრე სხვადასხვა ჯგუფის წევრებს, ვინტერესდებოდი იყვნენ თუ არა კმაყოფილები და საბოლოოდ აღმოჩნდა რომ ყველანი კმაყოფილები არიან, რადგანაც გამარჯვებული გუნდი ნამდვილად იმსახურებდა მოგებას, მერე რა რომ შარშანაც მან გაიმარჯვა.
ბლოგი vs პოლიტიკა
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on December 12, 2011
რაზე უნდა წეროს ბლოგერმა?
- რაზეც გაუსწორდება.
რატომ არ წერს პოლიტიკაზე?
- ალბათ იმიტომ, რომ არ აინტერესებს.
ცუდია თუ კარგი რომ არ აინტერესებს?
- გააჩნია რომელი კუთხით შევხედავთ. ბლოგერების რამდენიმე კატეგორიაა, 13-17 წლის ბლოერები რომლებმაც ეხლა დაიწყეს წერა, 18-25 წლის და 26+ კანტიკუნტად, მაგრამ მაინც მოიძებნებიან. რთულია მოსთხოვო 13-17 წლის სკოლის მოსწავლე ბავშვს იყოს პლიტიკურად აქტიური, განიხილოს და გამოთქვას საკუთარი აზრი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რატომღაც სრულიად გამართლებულად აღვიქვამ იმ ფაქტს, რომ მომიტევეთ და ფეხებზე ჰკიდია პოლიტიკა და მისთის პრიორიტეტული ამ ეტაპზე სკოლა და გართობაა. 18-25 წლის ბლოგერებს შორის ასე თუ ისე მოიძებნება რამდენიმე ადამიანი რომელიც დაინტერესებულია პოლიტიკით. თუმცა, ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ მან აუცილებლად თავი უნდა მოიკლას და წეროს პოლიტიკაზე, რადგანაც დღეს-დღეობით საქართველოში არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია გვაქვს ამ მხრივ. მუდმივად პოლიტიკაზე წერა მოსაბეზრებელი + უინტერესო და საბოლოოდ გამოუვა ის, რასაც სკოლაში ცუდი ნიშნის მიღების დროს ვამბობდი ხოლმე: “წეროს და იკითხოს თვითონ”. ამიტომაც, როდესაც ქვეყანაში ხდება რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, დაინტერესებული პირი აუცილებლად შეწყვეტს წერას იმაზე რომ დილით ყავა დალია და საღამოს სექსი ჰქონდა და დაწერს პოლიტიკაზეც. რაც შეეხება 26+ ბლოგერებს, მათ წერა შეწყვიტეს, მაგრამ როგორც ზევით არვნიშნე კანტიკუნად მაინც მოიძებნებიან რომლებიც წერენ და რომლებზეც ანალოგიური რამის თქმა შემიძლია რაც ვთქვი 18-25 წლის ასაკის ბლოგერებზე.
მუდამ პოლიტიზირებულ ბლოგს არ წავიკითხავ : ) იმიტომ რომ მომბეზრდება, იმიტომ რომ პოლიტიკა ისედაც ყველგანაა და რახან ცუდ დღეში ვართ ამის გამო საკუთარ ინტერესებს უკან არ დავაყენებ.
პ.ს და მაშინ, როდესაც კითხულობთ რამდენიმე პოლიტურ განცხადებებს ბლოგზე და ამბობთ დაფინანსებული და შეკვეთილია ზემოდანო, ამის მერე კიდევ გიკვირთ რომ სურვილი არ აქვთ იყვნენ პოლიტიკურად აქტიური ბლოგერები? მომიტევეთ და თავშიაც ქვა გიხლიათ!
















































ბოლო კომენტარები