Archive for January 10th, 2012

სმენა? სინდისი? ნამუსი? – რა საქონელია ^^

სმენა? – არ მაქვს.

სინდისი? – ნწ, არც ეგ.

ნამუსი? – არც ეგ უბოძებიათ ჩემთვის.

სწორედ იმიტომ რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამი უნარი არ გამაჩნია ამაყად და გაბედულად ჩავერთე ბლოგერების წამოწყებულ საახალწლო “პროექტში” ^_^

ვიდეოს გადასაღებად ბევრი ვიწვალეთ, ბევრი ვიცინეთ და ბევრი ვეჩხუბეთ თემოს. ყოველთვის როდესაც მოდიოდა ფრაზა  ”Wo-oh” უტყდებოდა საშინელი სიცილი და მორიგი 5 წუთი დაწყნარებას ვუნდებოდით : )

თემუჩინს არ დაეზარა და შეკრიბა ყველა კადრს მიღმა ვიდეობი და ააწყო ^^

საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ მთელი სიცილი, დადებითი განწყობა, მომღიმარი და ენერგიული სახეები და ხმის ტემბრი ჩავაქსოვეთ იმ ვიდოებში, რომლებიც თემოს სიცილმა გააფუჭა :> და სვითს გადავუგზავნეთ უკვე გაწამებულ-გადატანჯულ-გათანგულ სახეებიანი ვიდეო ^^ მერე რა, მაინც არ მიტყდება და თამამად ვაშეარებ ფეისბუქის ვოლზე და აქ :>

ვიდეოს გადაღებისას მონაწილეობა რომ არ მიეღოთ ნანაკოს (როცა მოვუსმინე გაოცებული ვიყავი და მილიონჯერ გადავახვიე 2:28 წუთზე რომ ახლიდან მომესმინა და შემეხედა მართლა ნანაკო იყო თუ არა, საოცრად მღერის <3), ჯეისონს, ნატოშასსვითს და თინის მართლა გამოვიდოდა ის რასაც ჩემი და ვარაუდობდა – რამდენიმე ადამიანის ყროყინი და ყმუილი :>  თუმცა მაგ ყმუილს მაინც სასიამოვნო დასასრული ექნებოდა პერწკლის  და სანის სახით <3

ახალი წელი გავიდა, შობაც, ჰოდა მაშინ დამდეგს გილოცავთ ამ სიმღერით, დამდეგ ახალ წელს, ძველს <3

, , , , ,

13 Comments

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 534 other followers