სმენა? – არ მაქვს.
სინდისი? – ნწ, არც ეგ.
ნამუსი? – არც ეგ უბოძებიათ ჩემთვის.
სწორედ იმიტომ რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამი უნარი არ გამაჩნია ამაყად და გაბედულად ჩავერთე ბლოგერების წამოწყებულ საახალწლო “პროექტში” ^_^
ვიდეოს გადასაღებად ბევრი ვიწვალეთ, ბევრი ვიცინეთ და ბევრი ვეჩხუბეთ თემოს. ყოველთვის როდესაც მოდიოდა ფრაზა ”Wo-oh” უტყდებოდა საშინელი სიცილი და მორიგი 5 წუთი დაწყნარებას ვუნდებოდით : )
თემუჩინს არ დაეზარა და შეკრიბა ყველა კადრს მიღმა ვიდეობი და ააწყო ^^
საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ მთელი სიცილი, დადებითი განწყობა, მომღიმარი და ენერგიული სახეები და ხმის ტემბრი ჩავაქსოვეთ იმ ვიდოებში, რომლებიც თემოს სიცილმა გააფუჭა :> და სვითს გადავუგზავნეთ უკვე გაწამებულ-გადატანჯულ-გათანგულ სახეებიანი ვიდეო ^^ მერე რა, მაინც არ მიტყდება და თამამად ვაშეარებ ფეისბუქის ვოლზე და აქ :>
ვიდეოს გადაღებისას მონაწილეობა რომ არ მიეღოთ ნანაკოს (როცა მოვუსმინე გაოცებული ვიყავი და მილიონჯერ გადავახვიე 2:28 წუთზე რომ ახლიდან მომესმინა და შემეხედა მართლა ნანაკო იყო თუ არა, საოცრად მღერის <3), ჯეისონს, ნატოშას, სვითს და თინის მართლა გამოვიდოდა ის რასაც ჩემი და ვარაუდობდა – რამდენიმე ადამიანის ყროყინი და ყმუილი :> თუმცა მაგ ყმუილს მაინც სასიამოვნო დასასრული ექნებოდა პერწკლის და სანის სახით <3
ახალი წელი გავიდა, შობაც, ჰოდა მაშინ დამდეგს გილოცავთ ამ სიმღერით, დამდეგ ახალ წელს, ძველს <3


















#1 by Mr. Nomad on January 10, 2012 - 15:35
მე პირველი ნამდვილად არ მქონია, ამიტომ ბოლო ორიდან რომელიღაცამ შემაწუხა და არ ვქენი მაი დასაძრახი საქციელი :დ
#2 by siyvarulovna on January 10, 2012 - 21:26
ჰმ, რა არის აბა დასაძრახი? ცუდი ვიდეო გამოვიდა თუ?
#3 by Chiamaria on January 10, 2012 - 15:48
ვაიმე, ნანაკო!!!
))
მეც გადავირიე, რა მაგრად მღერის ეს ბავშვი. ყოჩაღ
მშვენიერი მილოცვა გამოგსვლიათ : )
#4 by Nanako Ust on January 10, 2012 - 18:53
ძააააააალიან კარგი გამოვიდა
)) <3<3<3
ნათიიი <3 მიყვარხარ <3
#5 by siyvarulovna on January 10, 2012 - 21:26
<3
#6 by მარი ! on January 10, 2012 - 19:12
კარგი გამოვიდა
რადგან ვმღერი ყვავივით
ნათია ,მეც არ მაქვს სინდის ნამუსი ,მაგრამ არ მივიღე მონაწილეობა
#7 by siyvarulovna on January 10, 2012 - 21:26
არც მე ვმღერი უკეთ :დ
#8 by მარი ! on January 10, 2012 - 19:14
პ.ს აუ ის ბიჭი რა საკაიფოდ იცინის
#9 by siyvarulovna on January 10, 2012 - 21:27
თემუჩინია ეგ :დ
#10 by anoonymouss on January 10, 2012 - 21:38
უიმეე მეც სიცილი ამიტყDა ახლა თემოს სიცილზე
#11 by ♥ Miss.Catalan.. ♥ on January 11, 2012 - 21:26
ძალიან მომეწონა ვიდეო :დ
#12 by PaWu on January 12, 2012 - 22:21
საერთო ჯამში სასიამოვნო მოგონებებს უკავშირდება :დ:დ
#13 by ♥ Miss.Catalan.. ♥ on January 13, 2012 - 13:08
ბოლო ვიდეო ძალიან მაგარი იყო ! :დდდ