Archive for January 25th, 2012
ლუდი და არა მხოლოდ
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on January 25, 2012
ლუდის გახსენებისას ტანში ყოველთვის სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის. ისტორიკოსების მტკიცებით ლუდი 8000 წლის წინათ გაჩნდა. ლეგენდის თანახმად, გულმავიწყ მცხობელს პურის ცომი მზეზე დარჩა, ცომი თხევადი გახდა და ამჟავდა. შეცბუნებულმა მცხობელმა უცნაური მასა გასინჯა და მოეწონა – ასე იწყება ლუდის ისტორია. ლუდის დამზადების პიონერებად შუმერები, სირიელები, ასურელები, ეგვიპტელები და ბაბილონელები ითვლებიან.
თუმცა, ნებისმიერ ბოთლზე წარწერა “ლუდი” არ ნიშნავს რომ ბოთლში ჩასხმული სითხე იმ გემოს ატარებს რასაც უნდა ატარებდეს კარგი ლუდი, ისეთს “მერე რა რომ ზამთარია ლუდი მაინც მაგარია” რომ უნდა იყოს.
რა განაპირობებს იმას რომ ლუდსახარშ ნატახტარს ჰქონდეს პრეტენზია ერქვას ერთ-ერთი კარგი ლუდისის სახელი? 1.უნიკალური წყალი; 2.თანამედროვე ტექნოლოგია; 3.მაღალი ხარისხი; და 4.კვალიფიციური კადრი.
როგორც იცით ლუდსახარში ნატახტარი ქართული ლუდის ბაზრის 65%-ზე მეტი წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის სამ ბრენდს (ნატახტარი, 3D [ტრიდე] და ეფესი), სამ ქვებრენდს (ნატახტარი კასრის, ნატახტარი ქარვა და ნატახტარი ექსტრა). თუმცა ლუდსახარში ამიერიდან საზოგადოებაში სრულიად განსხვავებული დიზაინით და ლოგოთი გამოჩნდება. გარდა დიზაინისა ლუდ ნატახტარს შეეცვალა გემოც, იგი მზადდება 100% ალაოთი, რაც მოგეხსენებათ ლუდისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია. ნებისმიერი რამის ცვლილება, მითუმეტეს სასიკეთოთ საკმაოდ სასიამოვნოა, ვინაიდან ადრე თუ გვიან ყველაფერი მოსაბეზრებელია.
ამ ახალი ამბის აღსანიშნავად დღეს ივენთ ჰოლში ივენთი გაიმართა, სადაც რამდენიმე ბლოგერი ვიყავით დაპატიჟებულები და მოგვეცა შანსი გაგვესინჯა როგორც ძველი, ისე ახალი ლუდი ახალ ბოთლში და გინდ დამიჯერეთ გინდ არა, განსხვავება იგრძნობა, თანაც საკმაოდ სასიამოვნო განსხვავებაა.
საღამოს უძღვებოდნენ უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი თიკა და ვანო
მონაწილეობდნენ და ჩვენს ხასიათზე ზრუნავდნენ: მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, თაკო გაჩელიჩაძე, ზაურ შავგულიძე, გიორგი სუხიტაშვილი, მარი პავლიაშვილი, თამთა ცხვიტავა, დავით ილურიძის ბენდი – ხათუნა ჯალაღონია და მაკა გამყრელიძე და რა თქმა უნდა tbilisi BIG band!
გარდა სასიამოვნო და ხშირ შემთხვევაში საცეკვაო მუსიკისა იყო გათამაშებებიც. ე.წ ლოტოს წესით. მოსაწვევებზე ეწერა ნომრები, ჩემი #5 მოსაწვევი აღმოჩნდა. თიკა ან ვანო ამოიღებდა ნომერს და იმ ნომრის შესაფერისი მოსაწვევის პატრონს წილად ხვდებოდა ან 100 ბოთლი ახალი ნატახტარი, ან მაცივარი სავსე ლუდით და ა.შ. სასიამოვნო და მაცდუნებელი პრიზებია და სამწუხაროდ არცერთხელ არ გამიმართლა.
საღამოს ასრულებდა სპეციალური სტუმარი ბელგიიდან Phill DA Cunha, დიჯეი, რომელიც 12-საათისთვის შეუერთდა წვეულებას.
ასე და ამგვარად, დააგემოვნეთ ახალი ნატახტარი და რა იცით რა ხდება ^_^






















ბოლო კომენტარები