ლუდის გახსენებისას ტანში ყოველთვის სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის. ისტორიკოსების მტკიცებით ლუდი 8000 წლის წინათ გაჩნდა. ლეგენდის თანახმად, გულმავიწყ მცხობელს პურის ცომი მზეზე დარჩა, ცომი თხევადი გახდა და ამჟავდა. შეცბუნებულმა მცხობელმა უცნაური მასა გასინჯა და მოეწონა – ასე იწყება ლუდის ისტორია. ლუდის დამზადების პიონერებად შუმერები, სირიელები, ასურელები, ეგვიპტელები და ბაბილონელები ითვლებიან.
თუმცა, ნებისმიერ ბოთლზე წარწერა “ლუდი” არ ნიშნავს რომ ბოთლში ჩასხმული სითხე იმ გემოს ატარებს რასაც უნდა ატარებდეს კარგი ლუდი, ისეთს “მერე რა რომ ზამთარია ლუდი მაინც მაგარია” რომ უნდა იყოს.
რა განაპირობებს იმას რომ ლუდსახარშ ნატახტარს ჰქონდეს პრეტენზია ერქვას ერთ-ერთი კარგი ლუდისის სახელი? 1.უნიკალური წყალი; 2.თანამედროვე ტექნოლოგია; 3.მაღალი ხარისხი; და 4.კვალიფიციური კადრი.
როგორც იცით ლუდსახარში ნატახტარი ქართული ლუდის ბაზრის 65%-ზე მეტი წილის მფლობელია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ლუდის სამ ბრენდს (ნატახტარი, 3D [ტრიდე] და ეფესი), სამ ქვებრენდს (ნატახტარი კასრის, ნატახტარი ქარვა და ნატახტარი ექსტრა). თუმცა ლუდსახარში ამიერიდან საზოგადოებაში სრულიად განსხვავებული დიზაინით და ლოგოთი გამოჩნდება. გარდა დიზაინისა ლუდ ნატახტარს შეეცვალა გემოც, იგი მზადდება 100% ალაოთი, რაც მოგეხსენებათ ლუდისთვის რაოდენ მნიშვნელოვანია. ნებისმიერი რამის ცვლილება, მითუმეტეს სასიკეთოთ საკმაოდ სასიამოვნოა, ვინაიდან ადრე თუ გვიან ყველაფერი მოსაბეზრებელია.
ამ ახალი ამბის აღსანიშნავად დღეს ივენთ ჰოლში ივენთი გაიმართა, სადაც რამდენიმე ბლოგერი ვიყავით დაპატიჟებულები და მოგვეცა შანსი გაგვესინჯა როგორც ძველი, ისე ახალი ლუდი ახალ ბოთლში და გინდ დამიჯერეთ გინდ არა, განსხვავება იგრძნობა, თანაც საკმაოდ სასიამოვნო განსხვავებაა.
საღამოს უძღვებოდნენ უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი თიკა და ვანო
მონაწილეობდნენ და ჩვენს ხასიათზე ზრუნავდნენ: მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, თაკო გაჩელიჩაძე, ზაურ შავგულიძე, გიორგი სუხიტაშვილი, მარი პავლიაშვილი, თამთა ცხვიტავა, დავით ილურიძის ბენდი – ხათუნა ჯალაღონია და მაკა გამყრელიძე და რა თქმა უნდა tbilisi BIG band!
გარდა სასიამოვნო და ხშირ შემთხვევაში საცეკვაო მუსიკისა იყო გათამაშებებიც. ე.წ ლოტოს წესით. მოსაწვევებზე ეწერა ნომრები, ჩემი #5 მოსაწვევი აღმოჩნდა. თიკა ან ვანო ამოიღებდა ნომერს და იმ ნომრის შესაფერისი მოსაწვევის პატრონს წილად ხვდებოდა ან 100 ბოთლი ახალი ნატახტარი, ან მაცივარი სავსე ლუდით და ა.შ. სასიამოვნო და მაცდუნებელი პრიზებია და სამწუხაროდ არცერთხელ არ გამიმართლა.
საღამოს ასრულებდა სპეციალური სტუმარი ბელგიიდან Phill DA Cunha, დიჯეი, რომელიც 12-საათისთვის შეუერთდა წვეულებას.
ასე და ამგვარად, დააგემოვნეთ ახალი ნატახტარი და რა იცით რა ხდება ^_^























#1 by krosk on January 25, 2012 - 00:54
ლუდი <3
#2 by სამურაი ჯეკი on January 25, 2012 - 11:13
MMMMM BEER
#3 by ვეკო ჩხეიძე on January 25, 2012 - 12:13
მიწის თხილი <3
#4 by zurriuss on January 25, 2012 - 13:10
მე კი გავმაზე ეგ ბედნიერება, სამაგიეროდ დღეს საღამოს რომ ფილმს ჩავუჯდები სახლში, უკვე ახალ “ნატახტარს” მოვწრუპავ :პ
#5 by გლეხის ბიჭი on January 25, 2012 - 14:27
ლუდი მაგრად მიყვარს. კასრომანია მჭირდა ერთი პერიოდი. მაგის გარეშე ვერ ვძლებდი :დ
#6 by მელომანი on January 25, 2012 - 20:18
გასინჯული არ მაქვს, სუნზე ვატყობ კაი რამე არ უნდა იყოს
ვერც გავსინჯავ რა საშინელებაა
პოსტი კაი იყო, მარა ლუდის სუნი ასდის და
#7 by siyvarulovna on January 25, 2012 - 20:21
ვაიმე რას ამბობ o.O სასწრაფოდ წადი ან ვინმე გაგზავნე მაღაზიაში და დალიე რამე აკრგი ლუდი <3<3 ძალიან მაგარი სასმელია :/
#8 by PRSchool on January 25, 2012 - 20:36
<3
#9 by Qilipa on January 25, 2012 - 20:51
ნატახტარი ყოველთვის ფსელი იყო და არამგონია რამე შეცვლილიყო ახალი ბოთლით
#10 by siyvarulovna on January 25, 2012 - 22:09
მხოლოდ ბოთლი არაა შეცვლილი
და ცადე :დ
#11 by Sxvanairy on January 25, 2012 - 21:03
piva dzalian miyvars vgijdebi..magram nataxtars ver vitannn
#12 by mrmateland on January 25, 2012 - 23:04
ახალის დიზაინი ამსტელს წააგავს ცოტათი :დ
#13 by Mr. Nomad on January 26, 2012 - 17:52
ლუდის გახსენებისას ტანში ყოველთვის სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის.
+1
მეც <3
#14 by Nanako Ust on January 26, 2012 - 22:38
ვაიმე ვაიმე ვაიმე <3333
ლუუუუუუუუუდი! <3 <3
#15 by siyvarulovna on January 26, 2012 - 22:48
შენც გიყვარს ლუდი ნანაკო? :დ
#16 by Nanako Ust on February 2, 2012 - 21:08
ნათიიი :დ
მიყვააარს?
რას ამბობ, მიყვარს კი არა…
ვგიჟდები!!! <3<3<3<3<3
#17 by მარი ! on January 26, 2012 - 23:16
მმმმმმმმმმმ <3
ლუდიიი :*
აი როგორ გითხრა ნათია ,როგორ ძალიან მიყვარს ლუდი ?
ვერ გეტყვი :დ
ეს ისეთი გრძნობააა :*
ლუდს ,რომ ვხედავ სულ ყველა მავიწყდება და უბედნიერესი ვარ მისი გემოს გასინჯვის შემდეგ :**
უზომოდ მიყვარს :*
ზაფხულში მითუმეტეს ….
უუუჰ <3 მომინდა ზაფხული :**