Archive for January 31st, 2012

happy 2 years

ზუსტად 2 წლის წინ პირველად გავხსენი wordpress.com იმისთვის რომ დავრეგისტრირებულიყავი, პირველად გავხსენი new post-ის ფანჯარა და პირველად დავწერე პირველი პოსტი. არ ვიცოდი რაზე უნდა მეწერა, ვისთვის ან რატომ უნდა მეწერა. მაშინ აბოტურიენტი ვიყავი და რვეულებში ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე დაწერილი თემები მოვძებნე და სიტყვა-სიტყვით გადმოვიტანე ბლოგზე. მერე ნელ-ნელა დავლაგდი. ინტერნეტ დღიური იყო და ინტერნეტ დღიურია დღემდე და მომავალშიც სწორედ ამ ჭრილში ვხედავ. მე და ჩემი აზრები, დეთს ოლ. ვწერ რაც მაწუხებს, რაზეც ვფიქრობ და რაც ჩემს თავს ხდება. ვისთვის ვწერ? ყველასთვის ვისაც უყვარს ჩემი ბლოგი, მე, ან უბრალოდ სხვისი ცხოვრების კითხვა, მერე გაჭორვა და ათასი სისულელის მოფიქრება. მეგონა ბლოგს ბლოგერების გარდა არავინ კითხულობდა, თუმცა ნელ-ნელა აღმოვაჩინე რომ ბევრი ჩემი ნაცნობი ახალ პოსტზეა დადარაჯებული.

ძალიან ბევრი პოსტია რომლის წაკითხვის დროსაც უხერხულად ვგრძნობ თავს საკუთარ თავთან, რომლებზეც მეცინება, ბევრი მომენტი მიკვირს და მაინც სათუთად ვუფრთხილდები ყველა პოსტს, ჩემი წარსულია.

2 წლის მანძილზე ბევრი რამ მოხდა და ყველაფერი ბლოგის არქივში ინანება, sweet memories <3

2 წლის მანძილზე დავწერე 470 პოსტი და დაიწერა 5,353 კომენტარი. მე-5000-ე კომენტარის ავტორს საჩუქარი ელის უკვე 1 თვეზე მეტია და პატრონი ვერ იცლის რომ წაიღოს.

top posts, top searches, most active

გოჩა მანველიძის “მგელბზე” დაწერილი პოსტი ერთადერთია რომლის წაშლის სურვილიც მაქვს და თავს ვიკავებ. გამუდმებით მხვდება კომენტარები რომლებიც თხოვულობენ მგლების ონლაინ ვერსიას, ან ეძებენ ადგილს სად შეიძლება იყიდონ. მიდის პოლემიკები, რომ მგლები ყველაზე მაგარია და რომ რეალურ ცხოვრებაზეა დაწერილი და ა.შ. დავიღალე :|

most commented posts

სტატებში კიდევ ბევრი საინტერესო რამ ხდება, მაგრამ დასასქრინად არ ღირს.

ერთი რამ ვიცი ზუსტად, ბლოგს არასოდეს გავაუქმებ : )

17 Comments

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 534 other followers