Archive for February, 2012
აგრარული უნივერსიტეტი
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on February 28, 2012
პირველად როდესაც აგრარულ უნივერსიტეტს ვეწვიე 2010 წლის პირველი ივლისი იყო. ეროვნულ გამოცდებს ვაბარებდი და ოთხივე გამოცდის ჩასაბარებლად დილის 8-საათზე იქ გამამწესეს. პირველად და მაშინ ვფიქრობდი, რომ უკანასკნელად მივადექი სასოფლო უნივერსიტეტის ჭიშკარს. ჩამონგრეული და გაპარტახებული, ფანჯრის ნაწილები ალაგ-ალაგ ჩამტვრეული, კედლები გაბზარული და საშინელი აუდიტორიები. საშინელსუნიანი ტუალეტები, სადაც ზევიდან ღმერთმა უწყის რისი წყალი ჩამოდიოდა. აუდიტორიები სადაც კარები ჩამოღებული ან დაგრეხილი იყო, იატაკი სადაც პარკეტი აყრილი და უკეთეს ვარიანტში კისერს მოიტეხდი. და ამ ყველაფერს ემატებოდა უნივერსიტეტის საშინელი ადგილმდებარეობა. არ ვიცოდი რითი წავსულიყავი ან მოვსულიყავი უკან და ამ ყველაფრის წყალობით 4 დღეში ტაქსში 40 ლარი დავხარჯე. ნუ ჰო, იყო გამოყოფილი ავტობუსები რომლებიც დიდუბის მეტროდან გადიოდა, მაგრამ მიმიქარავს 21 ნომერი ავტობუსი ნებისმიერ პიკის საათის დროს ისეთი ჭედვა იყო. ჩემს პატარა ცხვირსაც ვერ შევაკვეხებდი.
ეროვნული გამოცდების შემდეგ აგერ უკვე ლამის ორი წელი გავიდა. სასოფლო უნივერსიტეტი აგრარულ უნივერსიტეტად გადაიქცა და იქაურობაც გარემონტდაო და უნივერსიტეტის სახე მიიღოო ჭორები დადიოდა. მაგრამ გაგონილს საკუთარი თვალით ნანახი სჯობსო და შაბათს რამდენიმე ბლოგერი აგრარულ უნივერსიტეტს ვეწვიეთ. ჯერ იყო და პირველივე აღფრთოვანება შესასვლელში აღმომხდა. სულ სხვანაირი დავტოვე და სულ სხვა დამხვდა.
ნელ-ნელა პირველ სართულს ავუყევით, მეორეს, მესამეს. ყველაფერი შეცვლილი იყო, კი არა და ყველაფერი შეცვლილია. ლაბორატორიები – რომლებიც არსად მინახავს ჯერ, და თანაც თითო ლაბორატორიაში 30-40 კაცზე 1 მიკროსკოპი და რამდენიმე სინჯარა არ იყო განკუთვნილი. თითოეულ მოსწავლეს თავისი სამუშაო მაგიდა და სინჯარ-მიკროსკოპ-ბაქტერიები აქვს.
ფაქტობრივად რასაც სწავლობ თეორიაში, იმის პრაქტიკაში იქვე გახორციელება შეგიძლია. ისწავლე ბაქტერიები? გამოიღე მაცივრიდან და ჩახედე მიკროსკოპში. ისწავლე მინი აფეთქების მოწყობა? აიღე მაგნიუმი და კიდევ რაღაცები და ააფეთქე, ოღონდ ფრთხილად. ჩვენი იქ ყოფნის დროს აფეთქება არა მაგრამ ნაპერწკლების გაყრევინება და ბაქტერიების მიკროსკოპით დათვალიერება კი მოვახერხეთ.
გარდა ქიმია-ფიზიკის საოცარი აუდიტორიებისა იყო ტექნიკური მხარის აუდიტორიები, რაშიც ისევე კარგად ვერკვევი როგორც ქიმია-ფიზიკაში და შესაბამისად ბევრი ვერაფერი გავიგე იქ ყოფნის განმავლობაში, გარდა იმისა რომ 3D პრინტერით აღფრთოვანებული დავრჩი. სხვათაშორის შეგიძლიათ საკუთარი ხელიც ამოჩარხოთ, ოღონდ ამისთვის დაგჭირდებათ ჯერ ხელის მოჭრა, მერე კარგად გახმობა და უძრავ მდგომარეობაში მისი ყოფნა.
გაგვიმართლა და ბატონ კახა ბენდუქიძესაც შევხვდით, რომელიც უფრო დეტალურად, მე ვიტყოდი ძალიან დეტალურად, გვიხსნიდა ყველა იმ ცვლილებას და სამომავლო გეგმას რაც აგრარულ უნივერსიტეტს ემუქრება. უპირველეს ყოვლისა უნივერსიტეტში ინგლისურსა და ელემენტარული მათემატის სწავლება დაიწყეს, გააკეთეს საგამოცდო ცენტრი რომელიც აღჭურვილია უამრავი კომპიუტერითა და დახშულია ინტერნეტისგან და ტელეფონიც კი ვერ იჭერს, ცოტა ხანში შესაძლებელი გახდება უნივერსიტეტში ყველა ფაკულტეტის სწავლება, შეიცვალა ლექტორები და სასწავლო მასალა, დამოკიდებულება დიპლომის მიმართ, უფრო ზუსტი იქნებოდა თუ ვიტყვი დამოკიდებულება დიპლომისადმი იმ სტუდენტებისა რომლებიც სასოფლოში აბარებდნენ მხოლოდ იმიტომ რომ 4 წლის მერე დიპლომი ჰქონოდათ და სანაცვლოდ არაფერი ეკეთებინათ. რაც ყველაზე საინტერესოა აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის ფასია. მისი რაოდენობა სიმბოლური 200 ლარით გაიზარდა და მთლიანად შეადგგენს 2450 ლარს.
მოკლედ, სიამოვნებით ვისწავლიდი მსგავსად გარემონტებულ და მოწყობილ უნივერსიტეტში, მაგრამ, მთავარი პრობლემა - ადგილდებარეობა ისევ ძალაშია!
How I met your mother
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on February 26, 2012
ძალიან დიდი ხანია ჩემ გარშემო დადის ხმები, რომ სერიალი How I met your mother გენიალურია.
ყურება რომ დავიწყე 1,2,3 სერია და მზად ვიყავი გამეწყვიტა და ხელი ჩამექნია, მუღამი ვერ დავუჭირე. მაგრამ საბედნიეროდ გავაგრძელე ყურება და 2 დღის წინ როდესაც უკვე ყველა გამოსულ სერიას ვუყურე საოცრად დამწყდა გული
ეხლა მომიწევს ჯდომა და ლოდინი როდის გამოვა მორიგი ახალი სერია.
რატომ მომეწონა ჰიმიმი?
- ალბათ იმიტომ რომ 1. დროის გაყვანის გენიალური საშუალებაა; 2. საკმაოდ დახვეწილი იუმორი აქვთ; 3. მსახიობებზე ვგიჟდები; და ბოლოს 4. თითოეულ სერიაში გადმოცემულია ყოველდღიური წვრილმანები და ყოველი სერია თუ არა, ყოველი მესამე მაინც რაღაცაზე დაგაფიქრებს.
მაგალითად,
ერთ-ერთი სერია იყო მავნე ჩვევებზე. იმ ჩვევებზე, რომლებსაც ჩვენ და ის ადამიანები რომლებიც ჩვენთან ძალიან დიდ დროს ატარებენ , ვერ ხედავენ და ვერ აღიქვამენ, უბრალოდ ვერ ამჩნევენ. მაგრამ, საკმარისია ვინმემ მიგითითოს რომ ასე ნუ აკეთებ, ცუდია, მაშინვე თავში გემსხვრევა რაღაც და იწყებ იმ მავნე ჩვევის შემჩნევას. ბუნებრივია დავინტერესდი რა შეიძლება ყოფილიყო ჩემი მავნე ჩვევა და გავიკითხ-გამოვიკითხე და აღმოჩნდა რომ ის რასაც მე პირდაპირობას ვეძახი ზოგისთვის სულაც არაა პირდაპირობა და უბრალოდ უხეშობაა. მაგრამ, მაინც მგონია რომ თუ ადამიანი დებილია უნდა უთხრა რომ დებილია
ხო არ მოვატყუებ აბა :/
ერთ-ერთი სერიის შემდეგ გადმოვიღე ფურცლები, პასტა და შევუდექი წერილის წერას რომელსაც 5 წლის შემდეგ გავხსენი. მარშალი (სერიალის ერთ-ერთი გმირი) შემთხვევით აღმოაჩნეს წერილს, რომელიც დაწერა ძალიან ბევრი წლის წინ და მისწერა მომავალ თავის თავს. იმედებს ამყარებდა რომ მოუსმენდა იგივე მუსიკას რასაც წერილის წერის დროს უსმენდა, ეყოლებოდა მაღალი და ქერა ცოლი და ა.შ. მაშინვე მომინდა რომ დამეწერა მეც მსგავსი წერილი და შემენახა და არავითარ შემთხვევაში არ გამეხსნა სანამ 5 წელი არ გავიდოდა. გუშინ, ღამის 3 საათზე ვიჯექი და ვწერდი. დავწერე ის თუ რას ვგრძნობ ამ პერიოდში, რა ხდება ჩემს თავს და რისი იმედი მაქვს 5 წლის მერე. დავლუქე, ყველგან მივაწერე რომ არ უნდა გავხსნა სანამ 5 წელი არ გავა და შევინახე!
ყველაზე გულჩუყი სერია კი მაინც ის აღმოჩნდა რომელიც უკანასკნელ სიტყვებს ეხებოდა. უბრალოდ არასდროს იცი შემდეგ ერთ საათში რა მოგივა, იქნებ კვდები? და ამ დროს ის ხალხი ვინც შენ გგლოვობს იხსენებს შენს ბოლო სიტყვებს და სადაც არ უნდა იყო მერე შეიძლება შეგრცხვეს იმის გამო რომ სიკვდილის წინ შენს მიერ ნათქვამი ბოლო სიტყვა “მეზიზღები” იყო მიყვარხარს” მაგივრად (ყველაზე ბანალური და იდიოტური შედარება). ხოდა, ავდექი და იმავე ღამეს ძალიან ბევრ ადამიანს ვუთხარი რომ მიყვარს და მშვიდად წავედი დასაძინებლად.
მოკლედ, ნამდვილად ღირს ყურება
არ არის ამ სერიალის ყურება დროის ტყუილად კარგვა ^^
ჩემ გარშემო
Posted by siyvarulovna in დღიური on February 22, 2012
ერთი შეხედვით ჩემს გარშემო სრული სიმშვიდე და სიწყნარე სუფევს, მაგრამ…
დილით ყოველთვის მაღვიძებს ჩემი დის მაღვიძარა, ან მისი საათნახევრიანი ფუსფუსი რომ როგორმე გაემზადოს და ოთახიდან გავიდეს. ოთახიდან გასვლისას ძალიან ხშირად კარი ღია რჩება, რაც იწვევს დამატებითი ხმაურის შემოსვლას და ჩემს გაღიზიანებას. დილას ყველა მაღიზიანებს, იმიტომ რომ მუდმივად მეძინება. ვცდილობ სწრაფად მოვაგვარო ყველა საჭირო სადილაო საქმე (წყლის გადავლება, ბოდიალი ოთახიდან ოთახში, საუზმე) და შევიკეტო ჩემს ოთახში. ოთახში შეკეტილი 15-ოდე წუთით ვახერხებ ფეისბუქს დავხედო, ვნახო რომ იგივე ხდება რაც რამდენიმე საათის წინ სანამ დავიძინებდი და დავხურო ლეპტოპი. ასე და ამგვარად დილას შეიძლება ითქვას მარტო ვატარებ.
გარეთ, ქუჩაში ყოველთვის ბევრი ხალხია. ვცდილობ დავაკვირდე სახეებზე და დავინახო ის უჟმური გამომეტყველება რაზეც ლეგენდები დადის, არ იღიმის ქართველი ხალხი და მუდამ შავები არიანო. არადა მე სულ სხვა რამეს ვხედავ. გზად სკოლაა ხოლმე, იქიდან გამოსულ ბავშვებს და მათ მშობლებს ნამდვილად არ ეტყობათ უჟმურობა, არც შავები არიან, პირიქით ზედმეტად ფერადები არიან ზამთრის მიუხედავად და ბავშვები სიცილ-კისკისით უყვებიან სასკოლო რამდენიმე საათიან თავგადასავლებს, მშობლებიც ღიმილით პასუხობენ.
ავტობუსში, დღის განმავლობაში ვხვდები რომ საოცრად მტკიცე ნერვები მაქვს. ამაში ავტობუსი, უფრო სწორად ის ხალხი ვინც ავტობუსით მგზავრობს, მეხმარება. ავტობუსი რა თქმა უნდა სავსეა, უფრო სწორად რა თქმა უნდა 21 ნომერი ავტობუსი სავსეა. შიგნით კი რამდენიმე კატეგორიის ხალხი მხვდება.
- მოხუცები – ხალხი რომლებიც მუდმივად გამოთქვამ მწუხარებას შექმნილი სიტუაციის გამო, ეჩხუბებიან კონტროლიორებს იმის გამო რომ ბილეთი ითხოვა, ლანძღავენ მძღოლს თუ კი გაჩერებიდან გაჩერებამდე ავტობუსი უფრო და უფრო ივსება. მძღოლის პასუხზე, დარეკეთ ცხელ ხაზზე და პრეტენიები იქ განაცხადეთ, რომ რამე შეიცვალოსო, ყოველთვის აღშფოთებით ხვდებიან, როგორ თუ ეს გვაკადრესო. გარდა ამისა, რა თქმა უნდა მოხუცებს ყველა (თითქმის ყველა) ადგილს უთმობს და მათი პრეტენზიებიც იზრდება. მიუხედავად იმისა რომ სხედან, ავტობუსი გატენილია და ხალხი ცალ ფეხზე დგას, მუდმივად წუწუნებენ რომ აწუხებენ, რომ ბარემ თავზე დააჯექით, რომ გაწიეთ ჩანთა და ნუ ეხებით კურტკით, იმიტომ რომ ცივია. ყველას სათითაოდ გაგლეჯვა მინდება ხოლმე. მაგრამ ვინარჩუნებ წონასწორობას და სიმშვიდეს და ჩემს მტკიცე ნერვებს ვლოცავ.
- ბავშვები – არაერთხელ მაქვს ნათქვამი რომ ბავშვებს ვერ ვიტან. უაზრო ხუმრობები, სიცანცარე, რეპლიკები და ლექსიკა – ყველაფერი მაღიზიანებს.
- ძაააააააააან გოგჩოები – მუდმივად წუწუნებენ რომ ამდენ ხალხში თმა დაეშალათ, მათი ლუის ვიუტონის, თუ ვინ ოხრობაა, ჩანთა დაიჭმუჭნა და ფორმა დაკარგა, ზარას ზედაზე ვიღაც ბავშვმა ხელები დაადო და რა თქმა უნდა იმ ხელებს თვალებით აჭრიან.
ვარჯიშზე ყოველთვის სასიამოვნო გარემოა. სიტუაცია, ხალხი, გარემო – ყველაფერი მომწონს და მოქმედებს იმაზე რომ წყნარად და მშვიდ გარემოში ვივარჯიშო და დავიხარჯო ბოლომდე. ხანდახან მე და ანა მარტოები ვართ, ხანდახან იმდენი ხალხია რომ ადგილი არ არის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მაინც სასიამოვნოა იქ გატარებული ერთი საათი.
ვარჯიშიდან გამოსული ძირითადად სახლში ვბრუნდები და იგივე მეორდება, ავტობუსი–>სადილი ან ვახშამი–>ოთახში შეკეტვა. ოთახში რა თქმა უნდა ლეპტოპს არ ვშორდები. გახსნილი მაქვს ფეისბუქი და filmix სადაც ჰაუ აი მეთ იუ მაზერს ვუყურებ. სერიიდან სერიამდე დავხედავ ფეისბუქზე, ჩატში გაწითლებულებს ვუპასუხებ, გრუფებში აქტუალურ პოსტებზე მივაკომენტარებ, გადავხედავ ნიუსფიდს სადაც გრძელდება მოთქმა კიკვიძის ბაღზე და მოჭრილ ხეებზე და ვაგრძელებ მორიგი სერიის ყურებას.
თუკი ჩემი დღის რუტინა რამემ დაარღვია და არ მიწევს იმ ყოველივეს გაკეთება და იმ გარემოში ყოფნა რაზეც ზევით ვწერე ე.ი მეგობრებთან ერთად ვარ, ვლაპარაკობ, ვჭორაობ, რაღაცას ვუსმენ, ვეწევით, ან მჭადებს ვაცხობთ და ყავა/ჩაის თანხმლებით მივირთმევთ იუოგურტებს ან ხაჭოებს ვუჭამთ ანას და just feeling that I’m happy.
იღბლიანი ნაბიჭვარი
Posted by siyvarulovna in დღიური on February 18, 2012
გამოცდებს მოვრჩი, ძირითადებს. ორშაბათიდან 29 თებერვლამდე გადაბარებები და მერე 12 მარტამდე დავისვენებ. სახლში ჯდომას მოვრჩები, გარეთ გავალ და ვისაც ვპირდები გნახავთთქო ყველას ვნახავ, ყველას გავუვლი და ქულებზე ჩემთვის ჩუმად ვინერვიულებ. არ მინდა რომ ერთ საგანზე მეტი შემეტონოს, არც ეგ ერთი მინდა პრინციპში.
სახლში ვზივარ და იმის მაგივრად რომ ვიმეცადინო how I met your mother-ს ვუყურებ, ჰარი პოტერს ვკითხულობ და ფეისბუქს ვარეფრეშებ, პარალელურად ჰაუსის და ზოი ჰარტის ახალ სერიებს ველოდები. ხომ ვამბობდი არც-ერთ სერიალს არ ვუყურებ ჰაუსის გარდა მეთქი? რატომ დავიწყე?
ვარჯიშზე დავდივარ, ხან დილით, ხან შუადღეს და ხანაც საღამოს. დილით ადრე ადგომა ყველაზე მეტად მესიკვდილება და გაღვიძებისას მხოლოდ იმაზე ვფიქრობ როდის დავბრუნდები შინ რომ დავიძინო, საღამოს წასვლაც არ მიყვარს, თუ მოვკალათდი ლოგინზე ლეპტოპით, ნაუშნიკებით და სერიალით აღარ მინდა ფეხის ოდნავ გატოკება, თუმცა საქმე საქმეა!
რამდენიმე დღის წინ, 13 თებერვალს სითი თაიმში ვიყავი, 99 დღის ფართზე და ყველაფერი გენიალურად იყო. პორნო პოეზია, დერვიშები, რეზო&ბავშვები, დათო გაბუნია-კარაოკე, ჭიქა ღვინო, ცეკვა და გარშემო ლამაზი და სასურველი ადამიანები. 99 დღის პროექტი და ანინა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულია ჩემს გარშემო, რომელიც ხელს მიწყობს დიეტაში და მოტივაციაში. გარდა ამისა, ფეიჯზე გამართულ გათამაშებაში მეორედ გამიმართლა სიცოცხლეში და ბოულინგის და ბილიარდის სათამაშო თითო-თითო საათი მოვიგე. yeap, I’m happy.
არასდროს, მაგრამ, თუმცა
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on February 14, 2012
არასდროს მყვარებია.
არასდროს აღმინიშნავს ვალენტინობის დღესასწაული.
არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი ამ დღეს მხოლოდ იმიტომ რომ 14 თებერვალია და ვალენტინობაა.
არასდროს მდომებია ვყოფილიყავი შეყვარებული და თუნდაც ერთი ყოჩივარდა მაინც ეჩუქებინა ვინმეს.
არასდროს მდომებია ეს დღე მარტოს არ აღმენიშნა, იმიტომ რომ არასდროს ვყოფილვარ მარტო, მეგობრებთან ერთად სადმე მაინც მივდიოდი.
არასდროს მდომებია ეს დღე ყოფილიყო განსაკუთრებული, მესეირნა ხელიხელჩაკიდებული იმასთან ერთად ვინც მიყვარს, ჩავხუტებოდი და მეკოცნა მთელი გრძნობით და მეგრძნობინებინა რომ მიყვარს.
ყოველ 14 თებერვალს გარეთ მზეა, და იმაზე მეტი სითბოა ვიდრე 13 თებერვალს იყო, ყოველთვის მინდებოდა გარეთ გასვლა და ბოდიალი მარტოს(!), შეყვარებული წყვილების ყურება და ბუზღუნი რომ არც-ერთ კაფეში ადგილი აღარ არის. იმის მტკიცება რომ 14 თებერვალი და ვალენტინობის დღე არ უნდა იყოს საჭირო იმისთვის რომ საყვარელ ადამიანს რაღაც აჩუქო, უთხრა რომ გიყვარს, აგრძნობინო რომ შენს ცხოვრებაში ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ნათელი წერტილია, იყო მასთან ერთად დღის განმავლობაში რამდენიმე საათი მაინც და ა.შ…
მაგრამ,
დღეს როდესაც დილით ადგომა დამეზარა, როდესაც ვუყურებდი ჩემს დას როგორ იპრანჭებოდა შეყვარებულთან წასასვლელად, როგორ ებუზღუნებოდა მამაჩემი დედაჩემს ჩვენც აღვნიშნოთ ეს დღეო, ვიგრძენი რომ საჭიროა 14 თებერვალი, 15 აპრილიც და ყველა ის დღე რომელიც სიყვარულს ეხება. კი, ყოველი დღე სიყვარულისაა და ყოველდღე უნდა უთხრა რომ გიყვარს, მაგრამ, როდესაც გრძნობ, რომ ეს დღე მხოლოდ შენთვისაა და მხოლოდ თქვენ ორისთვის ანათებს ის მზე, რომელიც გუშინ გამალებით იმალებოდა ღრუბლებში, უბრალოდ ბედნიერს გხდის და კიდევ ერთხელ გემატება რწმენა სიყვარულისა.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრის like being singl : ) უბრალოდ ამჯერად სახლში ჯდომა და ჰიმიმის ყურება მინდა. სავარჯიშოდ წასვლაც კი მეზარება.
მე, დიეტა და აერობიკა vol 2
Posted by siyvarulovna in სხვა და სხვა on February 12, 2012
ბავშვობიდან, 3-4 წლიდან მსუქანი ვარ. თავიდან 10 კილოგრამი მქონდა ზედმეტი და ამის გამო 6 წლიდან ექიმებთან დამატარებდნენ. მე კიდევ მიყვარდა შოკოლადი და ამის გამო ძალიან ხშირად დედის ჩანთიდან ფული ამიღია და ჩუმად შოკოლადი მიყიდია. დრო გადიოდა, მე ვერ/არ ვიკლებდი და ნებისყოფა მიფუჭდებოდა. ექიმს ექიმი ემატებოდა, გამოკვლევას გამოკვლევა და დახარჯულ თანხას კიდევ ასობით ლარი.
ჩემი ნებისყოფა ყველაზე დიდხანს 2 წლის წინ მეყო, ისიც 5 თვე და ოცი კლოგრამი დავიკელი. დიდი ხანია ჩამოწერილი მაქვს რატომ მინდა რომ გამხდარი ვიყო.
1. ჩავიცვა ის რაც მინდა <3 მოკლე იუბკები, შორტები, საროჩკები, ლამაზები და ყოველი ახალი რაღაცის ყიდვისას ის არ მაწუხებდეს ვაი თუ გაზომვისას არ ჩამეტიოს, ან მუცელი ცუდად გამოჩნდესთქო.
2. მგზავრობისას ძალიან უხერხულად ვარ ხოლმე. მგონია ვაწუხებ ვინმეს დგომის დროსაც კი. + ამას, ყოველ დილით უნივერსიტეტისკენ მიმავალ ავტუბუსში გამხდრის ასვლა/ჩამოსვლა გაცილებით ადვილი იქნება ვიდრე თითქმის 100 კილოსი.
3.მიუხედავად იმისა, რომ relationship_ების რაოდენობას არ ვუჩივი, მაინც მაქვს რაღაც კომპლექსის მსგავსი. ნუ, კაკ მინიმუმ მინდა რომ ვინც მომეწონება იმან ჩემზე არ იფიქროს რას გავსო. ან მხოლოდ “რა საყვარელი ხარ” ფრაზით არ შემოიფარგლოს.
4.საბედნიეროდ ზღვაზე ან აუზზე “კუპალნიკებით” გასვლის კომპლექსი არ მაქვს. მაგრამ მაინც მიტყდება როცა ყველა მე მიყურებს.
5. აღარ მითხრან რომ გახდები რა ლამაზი გოგო იქნებიო და მარიამს (ჩემს დას) ასი თავით აჯობებო. სარკეში ჩაიხედე რა კარგი ნაკვთები გაქვს და სიმსუქნის გამო რას ჰგევხარო.
6.დედაჩემმა აღარ შემახსენოს, რომ ათასობით ლარი აქვს დახარჩული ჩემს ექიმებთან როცა გამოკვლევებზე მივყავდი და როცა რამდენიმე კვირა ვიცავდი დიეტას. ექიმებზე + წამლებზე. (საბედნიეროდ არაფერი დარღვევა არ მაქვს)
7. სექსის დროს გამხდარი ადამიანი ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს ვიდრე მსუქანი, ალბათ. გაცილებით მოქნილი და ყველა პოზის შემსრულებელი, + უფრო სექსუალი.
8. აღარ მითხრან, რომ მსუქანი ადამიანები კეთილები არიანო და შენ რამ გაგაბოროტაო.
9. უბრალოდ მგონია რომ გამხდარს ყველაფერი უხდება!
ჩემს სურვილს მონდომებაც დაემატა. 1 თვე გავიდა რაც ვარჯიში + დიეტა დავიწყე და შედეგით ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ. დავიკელი ბევრი სანტიმენტრი და 5.4 კგ : ) 42 ზომა შარვლიდან 38-ზე ჩამოვედი, და ვგრძნობ რომ კიდევ უფრო პატარა მინდა, თორემ მომბეზრდა მუდმივად შარვლის აწევა. ფეისბუქზე ფოტოს დადებისას მეუბნებიან რომ გავხდი და ეს ყველაზე მეტად სახეზე მეტყობა. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ და მინდა რომ კიდევ უფრო მეტს მივაღწიო!

1 თვე. ზუსტად იგივე შარვალი, იგივე მაისური, იგივე ლიფი და მოკლედ, ყველაფერი იგივე, უბრალოდ 1 თვე განსხვავება
და ეს ყველაფერი ჩემი სურვილის, მონდომების და თიდანის დამსახურებაა!
როცა ტირილი გინდა
Posted by siyvarulovna in დღიური on February 10, 2012
როცა სასწაულად გაბრაზებული ხარ, ან ნაწყენი, ტირილამდე როცა ხარ მისული და მხოლოდ ერთი ადამიანი გახსენდება ვისაც მიწერ, დაელაპარაკები და დამშვიდდები. ვისთან ლაპარაკიც მხოლოდ დადებითად აისახება შენს ემოციებზე, გრძნობებზე და მხოლოდ მასთან საუბრის მერე დაგეძინება მშვიდად, მიხვდები რომ ყველაფერი არც ისე ცუდათაა და ეს მხოლოდ წუთიერი ემოციებია, მიხვდები რომ ძლიერი ხარ და მსგავსმა წვრილმანმა ბარიერებმა არ უნდა შეგაშინოს.
უცნაურია, იმიტომ რომ არც მეგობარია, არც ნაცნობი და საერთოდაც სტატუსი არ აქვს. რატომ არ მახსენდება მასეთ დროს მეგობრები? ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ ის ახერხებს დამანახოს და მაგრძნობინოს ის ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოვთვალე. და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ძალიან ცუდ რამეს ვუკეთებ ჩემს თავს. არ შეიძლება იყო ვინმეს იმედათ და ცუდად ყოფნის დროს გახსენდებოდეს ვიღაც მხოლოდ იმიტომ რომ დამშვიდება და წყნარად ძილი გინდა. ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანმა უნდა შესძლო და ცივი გონებით შეხედო ყველაფერს, იყო პრაგმანტული და ოპტიმისტი, დააწყნარო და დაამშვიდო საკუთარი თავი და იყო ძლიერი.
მაგრამ, ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი რომ სადღაც, შორს, ვიღაც არსებობს ვისაც შეუძლია კარგ ხასიათზე მოგიყვანოს. ვინც დაგელაპარაკება და მისი ნათქვამი “ყველაფერი კარგად იქნება” გაცილებით სასიამოვნოდ ჟღერს ვიდრე ნებისმიერი სხვისი.
ძილინებისათ.
პ.ს კიდევ ერთი პრობლემა რომელიც წერისას დავაფიქსირე რომ თურმე პრობლემაა, არ შემიძლია როცა მეტირება ვიტირო და ემოციები გამოვუშვა გარეთ. უბრალოდ არ შემიძლია.
მრცხვენია?
Posted by siyvarulovna in დღიური on February 6, 2012
6 თებერვალს სირცხვილის დღეაო, დაწერა ერთმა პოსტი, დათაგა 10 კაცი, იმ ათმა კიდევ 20 და უკვე საკმაოდ ბევრი დაიწერა. სცხვენიათ რომ საქართველოში დაიბადნენ, რომ ქართველები ჰქვიათ, რომ ვიღაცა ცუდად იქცევა… სხვის მაგივრად სცხვენიათ და განიცდიან და სანაცვლოდ არაფერს აკეთებენ, მხოლოდ მოსთქვამენ, წუწუნებენ რომ “ვაი”, რომ სირცხვილია.
რაც “მეც მრცხვენია” პოსტი პოსტზე წამოვიდა ვფიქრობდი რისი მრცხვენია მე და ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე. ბევრი მსჯელობის შემდეგ ფეიჯზე მე და სოფიმ დავასკვენით, რომ ან ძალიან ბედნიერი ვარ, ან აღვირახსნილი, ან კიდევ ბედნიერი აღვირახსნილი. ან სულაც “არაფეეერს არ ვნანოოოობ, ტკბილია გზააა…” (თამთა ცხვიტავა). მოკლედ, მარტივი წესი მაქვს, ის რაც იყო წარსულია და მისი გამოსწორება არ შეიძლება. შესაბამისად წუხილი, დარდი და სირცხვილი მასზე აბსურდია, ზედმეტი პრობლემების წყარო და უშედეგოა.
არ მრცხვენია, რომ 3 საგანი შემეტენა ჩემი სიზარმაცის გამო, მთავარია რომ აღარ შემეტენოს, ნუ ერთი სემესტრის განმავლობაში მაინც : )
არ მრცხვენია, რომ საშინლად უნებისყოფო ვიყავი 20 წლის განმავლობაში, მთავარია რომ ეხლა მოვიკრიბე ძალა.
არ მრცხვენია, რომ… მოკლედ, ბევრი რამის არ მრცხვენია. სამაგიეროდ ის რისიც მრცხვენია ძალიან ცოტაა და ფაქტობრივად ყოველდღიური. მაგალითად, ძალიან მცხვენია/მიტყდება ქუჩაში ნაგვის დაყრა და არც არასოდეს ვყრი, თუ კი საქმე სიგარეტის ნამწვავს არ ეხება. არც ამ უკანასკნელს ვაგდებ ნაგვის ურნის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ ხშირად არ მიწევს მსგავს ფუფუნებაში ყოფნა როდესაც ქუჩაში ვარ.
რისი მრცხვენია? იმის რომ შემიძლია 24/7-ზე ვიყო უ ს ა ქ მ უ რ ი! არ ვაკეთო არაფერი. ვიჯდე ჩემს საწერ მაგიდასთან, წინ მედგას ლეპტოპი, წყალი, ვაშლი და იყოს შუქი. ვუყურებ ყველანაირ ფილმს, წავიკითხავ უამრავ უინტერესო პოსტებს, ავსქროლავ და ჩავსქროლავ ფეისბუქს, არ ვუპასუხებ პმ-ებს თუ ძალიან არ შემაწუხეს, როდესაც ძილი მომერევა დავიძინებ და ამ უსაქმურობის ჟამს მხოლოდ იმაზე ვიფიქრებ რომ it’s ok, 2 დღე მეცადინეობა მეყოფა, ან სულაც 1 დღე, იქნება ის 1 საათი როდესაც დიდუბიდან მაღლივში მივდივარ? – ჰო, ესაა ყველაზე დიდი რაღაც რისიც მრცხვენია.
ისევ არაფერი მაფიქრდება, ალბათ იმიტომ რომ ის რისიც მრცხვენია იმდენად ყოველდღიურია რომ შევეჩვიე და ვეღარც ვგრძნობ.




























ბოლო კომენტარები