ბავშვობიდან, 3-4 წლიდან მსუქანი ვარ. თავიდან 10 კილოგრამი მქონდა ზედმეტი და ამის გამო 6 წლიდან ექიმებთან დამატარებდნენ. მე კიდევ მიყვარდა შოკოლადი და ამის გამო ძალიან ხშირად დედის ჩანთიდან ფული ამიღია და ჩუმად შოკოლადი მიყიდია. დრო გადიოდა, მე ვერ/არ ვიკლებდი და ნებისყოფა მიფუჭდებოდა. ექიმს ექიმი ემატებოდა, გამოკვლევას გამოკვლევა და დახარჯულ თანხას კიდევ ასობით ლარი.
ჩემი ნებისყოფა ყველაზე დიდხანს 2 წლის წინ მეყო, ისიც 5 თვე და ოცი კლოგრამი დავიკელი. დიდი ხანია ჩამოწერილი მაქვს რატომ მინდა რომ გამხდარი ვიყო.
1. ჩავიცვა ის რაც მინდა <3 მოკლე იუბკები, შორტები, საროჩკები, ლამაზები და ყოველი ახალი რაღაცის ყიდვისას ის არ მაწუხებდეს ვაი თუ გაზომვისას არ ჩამეტიოს, ან მუცელი ცუდად გამოჩნდესთქო.
2. მგზავრობისას ძალიან უხერხულად ვარ ხოლმე. მგონია ვაწუხებ ვინმეს დგომის დროსაც კი. + ამას, ყოველ დილით უნივერსიტეტისკენ მიმავალ ავტუბუსში გამხდრის ასვლა/ჩამოსვლა გაცილებით ადვილი იქნება ვიდრე თითქმის 100 კილოსი.
3.მიუხედავად იმისა, რომ relationship_ების რაოდენობას არ ვუჩივი, მაინც მაქვს რაღაც კომპლექსის მსგავსი. ნუ, კაკ მინიმუმ მინდა რომ ვინც მომეწონება იმან ჩემზე არ იფიქროს რას გავსო. ან მხოლოდ “რა საყვარელი ხარ” ფრაზით არ შემოიფარგლოს.
4.საბედნიეროდ ზღვაზე ან აუზზე “კუპალნიკებით” გასვლის კომპლექსი არ მაქვს. მაგრამ მაინც მიტყდება როცა ყველა მე მიყურებს.
5. აღარ მითხრან რომ გახდები რა ლამაზი გოგო იქნებიო და მარიამს (ჩემს დას) ასი თავით აჯობებო. სარკეში ჩაიხედე რა კარგი ნაკვთები გაქვს და სიმსუქნის გამო რას ჰგევხარო.
6.დედაჩემმა აღარ შემახსენოს, რომ ათასობით ლარი აქვს დახარჩული ჩემს ექიმებთან როცა გამოკვლევებზე მივყავდი და როცა რამდენიმე კვირა ვიცავდი დიეტას. ექიმებზე + წამლებზე. (საბედნიეროდ არაფერი დარღვევა არ მაქვს)
7. სექსის დროს გამხდარი ადამიანი ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს ვიდრე მსუქანი, ალბათ. გაცილებით მოქნილი და ყველა პოზის შემსრულებელი, + უფრო სექსუალი.
8. აღარ მითხრან, რომ მსუქანი ადამიანები კეთილები არიანო და შენ რამ გაგაბოროტაო.
9. უბრალოდ მგონია რომ გამხდარს ყველაფერი უხდება!
ჩემს სურვილს მონდომებაც დაემატა. 1 თვე გავიდა რაც ვარჯიში + დიეტა დავიწყე და შედეგით ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ. დავიკელი ბევრი სანტიმენტრი და 5.4 კგ : ) 42 ზომა შარვლიდან 38-ზე ჩამოვედი, და ვგრძნობ რომ კიდევ უფრო პატარა მინდა, თორემ მომბეზრდა მუდმივად შარვლის აწევა. ფეისბუქზე ფოტოს დადებისას მეუბნებიან რომ გავხდი და ეს ყველაზე მეტად სახეზე მეტყობა. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ და მინდა რომ კიდევ უფრო მეტს მივაღწიო!

1 თვე. ზუსტად იგივე შარვალი, იგივე მაისური, იგივე ლიფი და მოკლედ, ყველაფერი იგივე, უბრალოდ 1 თვე განსხვავება
და ეს ყველაფერი ჩემი სურვილის, მონდომების და თიდანის დამსახურებაა!

















#1 by Permweri on February 12, 2012 - 22:08
წარმატებები. მე ალბათ ნებისყოფა არ მეყოფოდა :/
#2 by razmua on February 12, 2012 - 22:40
ვაა რა მაგარია .. შესუნთქული ხო არ გაქვს ????
ისე ბოულინგზეც დაკლებული იყავი შენ
#3 by siyvarulovna on February 12, 2012 - 22:48
რაზმუა :დ ბოულინგის მერე კიდევ გავხდი :დ და კი, ბოულინგზეც დაკლებული ვიყავი:პ
უბრალოდ 1 თვის შედეგი მიდნდოა დამედო და :პ
#4 by razmua on February 12, 2012 - 22:54
არა სასტიკად კარგი შედეგია ყოჩაღ. ეგრე გააგრძელე :*
#5 by akunkula on February 12, 2012 - 22:41
აშკარა შედეგია
წარმატებები ამ თვეშიც
#6 by Butterfly on February 12, 2012 - 22:43
ააუუ კაიაა ნააათ
) მასე გაააგრძელეეე
) ^.^
#7 by kisoki on February 12, 2012 - 22:43
მაგარია. თუ რამეს მოინდომებ ყველაფერი გამოვა ამ ქვეყანაზე
კიდევ დაკიდევ უფრო მეტი წარმატებები!
#8 by lashaworld on February 12, 2012 - 22:44
გუდ ლაქ
მე ყველაზე დიდი 2 დღე გავძელი
#9 by DA V ID on February 12, 2012 - 22:52
დიდი სიამოვნებით მივიერთებდი შენს კილოგრამებს
#10 by siyvarulovna on February 12, 2012 - 23:04
წაიღე :დ
#11 by მარი ამ on February 12, 2012 - 23:02
რამაგარია ^^
#12 by fiqro on February 12, 2012 - 23:36
იუბკა – ქვედაბოლო, საროჩკა – პერანგი, საცურაო კოსტუმი – კუპალნიკი. გახდომაში –წარმატებები
#13 by siyvarulovna on February 12, 2012 - 23:52
:დდდდდდდდდდდდ მადლობა :*
#14 by Ibi on February 12, 2012 - 23:48
კაცს გახდომას მოანდომებ რა :დ ისე შედეგი მართლა დიდია და ასე გააგრძელე, რადგან ეს 9 პუნქტიანი სია გააქრო :დ ისე, მეც მაგ ასაკიდან მაქვს დღემდე(12 წელია ანუ) 10–15 კილოგრამი ზედმეტი.
#15 by presgeo on February 12, 2012 - 23:56
ვაა ნათი შენ რა მაგარი ხარ ყოჩაღ და სად დაიელა ასე კარგად მეც მინდა მაწავლე რა
#16 by siyvarulovna on February 13, 2012 - 15:01
ფიტნეს ცენტრ თიდანში :დ
+ დიეტა
#17 by presgeo on February 13, 2012 - 23:57
vaa ra magria eg sadaa/
?
#18 by siyvarulovna on February 14, 2012 - 00:08
იქნებ დალინკულზე გადასულიყავი და იქ გაგერკვია ყველაფერი? :დ
#19 by presgeo on February 14, 2012 - 01:13
ვნახე უკვე არ შეწუხდე:)
#20 by Mr. Nomad on February 13, 2012 - 01:05
ვაიმე ახლა მივხვდი რომ ძალიან დიდი ხანია არ მინახიხარ
<3
#21 by siyvarulovna on February 13, 2012 - 14:58
ჰომ, საკმაოდ ბევრი ხანი ;დ არაუშავს :> აი ცოტაც და გნახავ :*
#22 by cet on February 13, 2012 - 12:19
საერთოდ პირველად ვნახე შენი სურათი და გავოგნდი შენი ნებისყოფით ^^
ყოჩაღ
#23 by siyvarulovna on February 13, 2012 - 15:02
cet, ძველი ფოტოები უნდა ნახო შენ :დ
ეს შედერება რაც მაქვს გაკეთებული, მანდ კიდევ დაკლებული ვარ :პ
#24 by cet on February 13, 2012 - 23:29
კომპლიმენტებს იშვიათად ვამბობ, მაგრამ მართლა მიყვარს შენნაირი ნებისყოფის ხალხი ^^ <3
#25 by siyvarulovna on February 13, 2012 - 23:45
<3<3
#26 by მზესასწაული on February 13, 2012 - 13:02
გახდომას დიდი ნებისყოფა სჭირდება და ყოჩაღ შენ, აშკარად მაგარი პროგრესი გაქვს
)
უბრალოდ მარტო ვარჯიში არ შველის, ვარჯიში + დიეტა + მასაჟებს მაგარი შედეგი აქვს.
გამამკვრივებელი მასაჟები არ გიცდია?
#27 by siyvarulovna on February 13, 2012 - 15:03
მასაჟებისთვის ჯერ ფული არ მაქვს :უსერ:
მაგრამ დიეტას ვიცავ შეძლებისდაგვარად
#28 by CreaTive on February 13, 2012 - 18:32
კიდე მოითმინე რამდენიმე თვე და მაგარი გოგო დადგები
)
#29 by ნათიკო =) on February 13, 2012 - 18:41
აუ ნათი რა მაგარიააა, წარმატებებიი :*:*:*:* მეე ჯერ ერთი თვე არ არის რაც დავიწყე დიეტა, მაგრამ 7,5კგ დავიკელი, დიდად არ მეტყობა იმიტო რო სკოლის დატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვვარჯიშობ, მაგრამ კიდევ ვაგრძელებ ^_^
#30 by Thoughts of a passenger on February 13, 2012 - 18:42
http://thoughtsofapassenger.wordpress.com/ Thoughts of a passenger
#31 by marishkalia on February 13, 2012 - 19:08
mteli blogosfero shen ggulshematkivrobs!
(da ara marto) ase gaagrdzele da warmatebebi! <3
#32 by siyvarulovna on February 13, 2012 - 23:47
<3<3 მადლობა <3
#33 by ketusi.com on February 13, 2012 - 23:34
მშვენიერი შედეგია,იმედია არ ტემპს არ დააგდებ.
#34 by siyvarulovna on February 13, 2012 - 23:44
მეც მაქვს მაგის იმედი <3
#35 by :)) on February 14, 2012 - 12:49
vizulaurad getyoba,minus ramdeni kg xar? tu ariwonebi?
#36 by siyvarulovna on February 14, 2012 - 13:03
-5 გკ :პ
#37 by :)) on February 14, 2012 - 18:43
da 2 zomit dapataravdi? wow,yochag shen
#38 by siyvarulovna on February 14, 2012 - 20:18
ხო, ვარჯიშმა შეუწყო ხელი :>
#39 by აქსიომა on February 16, 2012 - 02:16
ჰო, რეალურად კარგი შედეგია! “ტაკ დერჟატ”
#40 by siyvarulovna on February 16, 2012 - 20:44
მადლობა აქსიომ <3
#41 by nanikonanita on February 25, 2012 - 23:22
Reblogged this on nanikonanita.
#42 by srulyofili on March 13, 2012 - 19:09
me gansxvavebas ver vamchnev
#43 by siyvarulovna on March 13, 2012 - 20:51
არაუშავს
კარგი ოკულისტი ვიცი ისე <3