ერთი შეხედვით ჩემს გარშემო სრული სიმშვიდე და სიწყნარე სუფევს, მაგრამ…
დილით ყოველთვის მაღვიძებს ჩემი დის მაღვიძარა, ან მისი საათნახევრიანი ფუსფუსი რომ როგორმე გაემზადოს და ოთახიდან გავიდეს. ოთახიდან გასვლისას ძალიან ხშირად კარი ღია რჩება, რაც იწვევს დამატებითი ხმაურის შემოსვლას და ჩემს გაღიზიანებას. დილას ყველა მაღიზიანებს, იმიტომ რომ მუდმივად მეძინება. ვცდილობ სწრაფად მოვაგვარო ყველა საჭირო სადილაო საქმე (წყლის გადავლება, ბოდიალი ოთახიდან ოთახში, საუზმე) და შევიკეტო ჩემს ოთახში. ოთახში შეკეტილი 15-ოდე წუთით ვახერხებ ფეისბუქს დავხედო, ვნახო რომ იგივე ხდება რაც რამდენიმე საათის წინ სანამ დავიძინებდი და დავხურო ლეპტოპი. ასე და ამგვარად დილას შეიძლება ითქვას მარტო ვატარებ.
გარეთ, ქუჩაში ყოველთვის ბევრი ხალხია. ვცდილობ დავაკვირდე სახეებზე და დავინახო ის უჟმური გამომეტყველება რაზეც ლეგენდები დადის, არ იღიმის ქართველი ხალხი და მუდამ შავები არიანო. არადა მე სულ სხვა რამეს ვხედავ. გზად სკოლაა ხოლმე, იქიდან გამოსულ ბავშვებს და მათ მშობლებს ნამდვილად არ ეტყობათ უჟმურობა, არც შავები არიან, პირიქით ზედმეტად ფერადები არიან ზამთრის მიუხედავად და ბავშვები სიცილ-კისკისით უყვებიან სასკოლო რამდენიმე საათიან თავგადასავლებს, მშობლებიც ღიმილით პასუხობენ.
ავტობუსში, დღის განმავლობაში ვხვდები რომ საოცრად მტკიცე ნერვები მაქვს. ამაში ავტობუსი, უფრო სწორად ის ხალხი ვინც ავტობუსით მგზავრობს, მეხმარება. ავტობუსი რა თქმა უნდა სავსეა, უფრო სწორად რა თქმა უნდა 21 ნომერი ავტობუსი სავსეა. შიგნით კი რამდენიმე კატეგორიის ხალხი მხვდება.
- მოხუცები – ხალხი რომლებიც მუდმივად გამოთქვამ მწუხარებას შექმნილი სიტუაციის გამო, ეჩხუბებიან კონტროლიორებს იმის გამო რომ ბილეთი ითხოვა, ლანძღავენ მძღოლს თუ კი გაჩერებიდან გაჩერებამდე ავტობუსი უფრო და უფრო ივსება. მძღოლის პასუხზე, დარეკეთ ცხელ ხაზზე და პრეტენიები იქ განაცხადეთ, რომ რამე შეიცვალოსო, ყოველთვის აღშფოთებით ხვდებიან, როგორ თუ ეს გვაკადრესო. გარდა ამისა, რა თქმა უნდა მოხუცებს ყველა (თითქმის ყველა) ადგილს უთმობს და მათი პრეტენზიებიც იზრდება. მიუხედავად იმისა რომ სხედან, ავტობუსი გატენილია და ხალხი ცალ ფეხზე დგას, მუდმივად წუწუნებენ რომ აწუხებენ, რომ ბარემ თავზე დააჯექით, რომ გაწიეთ ჩანთა და ნუ ეხებით კურტკით, იმიტომ რომ ცივია. ყველას სათითაოდ გაგლეჯვა მინდება ხოლმე. მაგრამ ვინარჩუნებ წონასწორობას და სიმშვიდეს და ჩემს მტკიცე ნერვებს ვლოცავ.
- ბავშვები – არაერთხელ მაქვს ნათქვამი რომ ბავშვებს ვერ ვიტან. უაზრო ხუმრობები, სიცანცარე, რეპლიკები და ლექსიკა – ყველაფერი მაღიზიანებს.
- ძაააააააააან გოგჩოები – მუდმივად წუწუნებენ რომ ამდენ ხალხში თმა დაეშალათ, მათი ლუის ვიუტონის, თუ ვინ ოხრობაა, ჩანთა დაიჭმუჭნა და ფორმა დაკარგა, ზარას ზედაზე ვიღაც ბავშვმა ხელები დაადო და რა თქმა უნდა იმ ხელებს თვალებით აჭრიან.
ვარჯიშზე ყოველთვის სასიამოვნო გარემოა. სიტუაცია, ხალხი, გარემო – ყველაფერი მომწონს და მოქმედებს იმაზე რომ წყნარად და მშვიდ გარემოში ვივარჯიშო და დავიხარჯო ბოლომდე. ხანდახან მე და ანა მარტოები ვართ, ხანდახან იმდენი ხალხია რომ ადგილი არ არის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა მაინც სასიამოვნოა იქ გატარებული ერთი საათი.
ვარჯიშიდან გამოსული ძირითადად სახლში ვბრუნდები და იგივე მეორდება, ავტობუსი–>სადილი ან ვახშამი–>ოთახში შეკეტვა. ოთახში რა თქმა უნდა ლეპტოპს არ ვშორდები. გახსნილი მაქვს ფეისბუქი და filmix სადაც ჰაუ აი მეთ იუ მაზერს ვუყურებ. სერიიდან სერიამდე დავხედავ ფეისბუქზე, ჩატში გაწითლებულებს ვუპასუხებ, გრუფებში აქტუალურ პოსტებზე მივაკომენტარებ, გადავხედავ ნიუსფიდს სადაც გრძელდება მოთქმა კიკვიძის ბაღზე და მოჭრილ ხეებზე და ვაგრძელებ მორიგი სერიის ყურებას.
თუკი ჩემი დღის რუტინა რამემ დაარღვია და არ მიწევს იმ ყოველივეს გაკეთება და იმ გარემოში ყოფნა რაზეც ზევით ვწერე ე.ი მეგობრებთან ერთად ვარ, ვლაპარაკობ, ვჭორაობ, რაღაცას ვუსმენ, ვეწევით, ან მჭადებს ვაცხობთ და ყავა/ჩაის თანხმლებით მივირთმევთ იუოგურტებს ან ხაჭოებს ვუჭამთ ანას და just feeling that I’m happy.

















#1 by lashaworld on February 22, 2012 - 20:39
ძალიან მომეწონა ეს პოსტი
განსაკუთრებით “ძაააააააააან გოგჩოები”-ზე ვიცინეე
არ მესმის ბავშვებს რატომ ვერ იტან
#2 by siyvarulovna on February 22, 2012 - 20:44
ბევრს არ ესმის :დ
#3 by lashaworld on February 22, 2012 - 21:03
#4 by CreaTive on February 23, 2012 - 11:47
აუ მეც ვერ ვიტან ერთი სული მაქ გავქანდე და მთელი ძალით ამოვცხო პანჩური რო ბუასილი დაემართოთ და ის დებილური ხუმრობები შეწყვიტონ :/
#5 by CreaTive on February 23, 2012 - 11:49
და მრცხვენია ხოლმე რო ეგეთი ვიყავი
#6 by siyvarulovna on February 23, 2012 - 15:18
მე კიდევ რომ ვფიქრდები ვხვდები რომ ეგეთი არასდროს ვყოფილვარ <3
#7 by An Na on February 22, 2012 - 20:58
აწი ვერაფერს ვერ შეჭამთ :დ
გამოილია !
#8 by siyvarulovna on February 22, 2012 - 21:00
:დდდდდ ნუ ითს ოკ :დ მჭადის ფქვილი არასდროს გამოილევა <3
#9 by Butterfly on February 23, 2012 - 00:55
მჭადი არც ისე ცოტა კალორიების “მატარებელი”… სასურველია ამოიღოთ რაციონიდან
)))
#10 by იალინდა on February 23, 2012 - 10:05
საყვარელი სიყვარულოვნა
#11 by kisoki on February 23, 2012 - 14:07
^_^ მომეწონა :დ ისე შენ კი არა, მე ვარ ბავშვი და მეც კი ვერ ვიტან თანაატოლების უმრავლესობას :დ
#12 by CreaTive on February 23, 2012 - 16:13
მომილოცავს
#13 by Mari on February 23, 2012 - 17:25
“მათი ლუის ვიუტონის, თუ ვინ ოხრობაა, ჩანთა დაიჭმუჭნა…” ლოლ
ჩავბჟირდი
#14 by გლეხის ბიჭი on February 23, 2012 - 19:23
აუ, ახლა დავფიქრდი და მეც არ ვყოფილვარ ეგეთი ბავშვი :დ
კარგი რუტინა გაქ, რა გინდა, ყველაფერს ასწრებ :დ
#15 by მარი ! on February 25, 2012 - 16:12
კარგი პოსტია <3
ჩემთან ყოველდღე ერთი და იგივე ხდება
#16 by MrsMarch on February 26, 2012 - 06:06
ეს თვალში მომხვდა და არ შემიძლია არ ვთქვა : )) louis vuitton-ის არც ერთი ჩანთის პატრონი 21 ნომერ ავტობუსში ნამყოფი არაა: ))) (ნუ ზარას ზედიანები კი, ძალიან ბევრი ალბათ)
ხოდა ეს იქით იყოს, შენში იცი რა მომწონს? სიცოცხლით სავსე ხარ რაღაცნაირად, აი ერთხელ ელვისში პოსტს რომ წერდი გიყურებდი და ისეთი ანთებული იყავი რაღაცნაირად სხვათაშორის აწკაპუნებდი კლავიატურაზე, აი აი ცოცხალი ხარ და ეს მომწონს!… <3
#17 by siyvarulovna on February 26, 2012 - 14:58
აააავ <3<3
ნუ ჰო, რისიც არ უნდა იყოს ის ჩანთა :დდდ
#18 by MrsMarch on February 26, 2012 - 16:06
ხო მივხვდი რა კონტექსტითაც გამოიყენე ლუი, მაგრამ არ შემეძლო არ აღმენიშნა :დ
ფუ, ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, ბლოგებს არ ვკითხულობ ხოლმე და მერე ერთიანად მივადგები, გუშინ 1-2 საათი ვიჯექი შენ ბლოგზე: ))
#19 by siyvarulovna on February 26, 2012 - 16:16
ხო მივხვდი :დდ
მე კიდევ რიდერში მაქვს ბლოგები რომლებსაც ვკითხულობ და 2-3 დღეში ერთხელ გადავხედავ ხოლმე ^_^