როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა?

მართვის მოწმობის აღების პრეტენზია ნებისმიერს შეუძლია ჰქონდეს. თუმცა ერთია პრეტენზია და მეორე რეალური შანსი.

იმისათვის რომ გამოცდაზე გასვლა გავბედოთ საჭიროა გადაღეჭილი გვქონდეს ან prava.drive.ge ან police.ge. მე პირადად პოლის.ჯი მირჩევნია, ამბობენ პრავა.დრაივ.ჯიზე ბევრი შეცდომააო. მაგრამ, ეგეც რომ არ იყოს police.ge ანალოგიურია იმისა რაც რუსთავში გელოდებათ.

სასურველია გამოცდის დღეს თუ ადრე გაიღვიძებთ, ასე 8-ზე მაინც და მაქსიმუმ 9-ზე რუსთავში, საპატრულოსთან იქნებით. პირდაპირ შინაგან საქმეთა მომსახურების ცენტრთან არაფერი მიდის, მაგრამ, “მარშუტკის” მძღოლს სთხოვთ და გაგიჩერებთ იქ სადაც საჭიროა. გაჩერების ადგილას ტაქსები დაგხვდებათ, რომელიც 2 ლარად აგიყვანთ. შეგიძლიათ 3 ნომერ მარშუტკას დაელოდოთ და სულ რაღაც 50 თეთრად მოხვდეთ სასურველ ადგილას. მაგრამ, ფეხითაც არაა რთული ასასვლელი. 10-15 წუთის სავალია, მზის გულზე. დილით ადრე მისვლას ის უპირატესობა გააჩნია რომ ცოტა ხალხია და რიგში დგომა შიძლება 1 საათს მოგიწიოთ, ნაცვლად იმისა რომ 4 საათი გეყურყუტათ მზის გულზე.

თუ კი უკვე მიაგენით საპატრულოს, მაშინ ის დროა წინასწარ გამზადებული ფული გადაიხადოთ იქვე არსებულ ლიბერთი ბანკში. პირველადი გადასახადი 57 ლარია. ხელმარცხნივ საგამოცდო ცენტრში გადაიღებთ ფოტოს, მისცემთ ნომერს და დაელოდებით თქვენს რიგს საგამოცდო ოთახთან. თქვენი გვარის ამოკითხვისას არ დაიბნეთ და თამამად შეაბიჯეთ, დაბრძანდით თავისუფალ კომპიუტერთან და არ დაუწყოთ ძებნა კლავიატურას და მაუსს. სენსორზეა ყველაფერი. შეიყვანთ პირად ნომერს და დაიწყებთ ტესტს. თუმცა, სანამ ტესტებზე გადავალთ, მანამდე დალტონიზმის ტესტი უნდა ჩავაბაროთ. სულ 3 კითხვაა. მოცემულია ფერადი წრე და ასევე ფერადად ჩაწერილი რიცხვი. უნდა გამოიცნოთ რა რიცხვია, რა ფერია და რა რიცხვია და რა ფერია ერთად. თუ აღნიშნულ ტესტს ჩააბარებთ მერე გადადიხართ მართვის მოწმობის ტესტზე. დალტონიზმის ტესტის ვერ ჩაბარების შემთხვევაში გიშვებენ ფსიხოზე, რომელიც რუსთავში დამატებით 20 ლარი ღირს. თბილისში 25-30. ჩავთვალოთ რომ დალტონიზმის ტესტი ჩავაბარეთ და გადავდივართ მართვის მოწმობის ტესტებზე.

პირველ რიგში არ უნდა ინერვიულოთ. თქვენთვისვე იქნება ცუდი. დაიბნევით, არასწორად უპასუხებთ, კითხვა სულ ახალი და უცნობი მოგეჩვენებათ და ა.შ. თუკი რომელიმე კითხვაზე არ გეცოდინებათ ზუსტი პასუხი გამოტოვეთ და გადადით შემდეგზე. გამოტოვებულ კითხვებს ამოგიყრით ბოლოს და მერე კარგად დაფიქრდით და ისე გაეცით პასუხი. დრო გაქვთ 30 წუთი რაც სრულიად საკმარისია, მე ვიტყოდი ბევრიც კია. დაახლოებით 5 წუთი დამჭირდა 30-ვე კითხვაზე პასუხის გასაცემად. როცა თეორიულ საკითხს ჩააბარებთ, მოკიდეთ ხელი პირადობას და კუნტრუშ-კუნტრუშით გადადით პრაქტიკულ გამოცდაზე. სადაც მინიმუმ 1-2 საათიანი ლოდინი მოგიწევთ.

რა შეიძლებაა გააკეთო ამ 1-2 საათში? დიდი ვერაფერი. წახვიდე საპატრულოში, ახვიდე მეორეზე და იქვე არსებულ კაფეში წაიხემსო, იჯდე მზის გულზე, ათვალიერო ავტობაზრობაზე გასაყიდად გამოყვანილი მანქანები, უგულშემატკივრო სხვებს, ნერვიულად მოწიოთ სიგარეტი სიგარეტზე და გამოელაპარაკო იქ მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც შენსავით ნერვიულობენ. სალაპარაკო თემა  რა თქმა უნდა ისევ მართვის მოწმობა იქნება. ასევე შესაძლებელია იქვე არსებულ მინი მოედანზე გაიაროთ 1 წრე შკოდათი ანალოგიურ მანევრებზე სულ რაღაც 5 ლარად.

როდესაც თქვენს გვარს დაიძახებენ ისევ ნუ ანერვიულდებით. მშვიდად გამოართვით პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ჩადექით რიგში. როდესაც თქვენი ჯერი მოვა გული დააბრუნეთ საგულეში და მოკალათდით სავარძელზე. გაისწორეთ სკამი, სარკეები, შეიკარით ღვედი და დაელოდეთ გამომცდელს რომ ჩართოს კომპიუტერი და დაიწყოთ გამოცდა. პრაქტიკული გამოცდა თეორიულთან შედარებით გაცილებით ადვილია, მითუმეტეს მას შემდეგ რაც კომპიუტერი იბარებს. როგორ ხდება კომპიუტერთან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება? ძალიან მარტივად. გაქვთ 100 ქულა და უნდა შეეცადოთ რომ 60-მდე არ ჩამოხვიდეთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ქულების რაოდენობა 60 იქნება, თქვენ ვერ ჩააბარებთ გამოცდას. კომპიუტერებამდე თუ ჩაგიქრებოდათ მანქანა, ან აღმართზე დაგიგორდებოდათ, ან წამოედებოდით რომელიმე ბოძს ავტომატურად გაწყვეტინებდნენ გამოცდას და გჭრიდნენ. დღეს ამ ყველაფერზე ქულა გაკლდებათ. ოღონდ საკმაოდ ბევრი ქულა, ასე რომ ყველაფრის ერთად დარღვევას ნუ გადაწყვეტთ. არ დაგავიწყდეთ რკინიგზაზე და ქვეითთა გადასასვლელზე შენელება და ფრთხილად გადასვლა. როგორც ვიცი ადრე პარკირებით სრულდებოდა პრაქტიკული გამოცდა. დღეს დღეობით გევალებათ რომ მანქანა პარკირების ადგილიდან გამოიყვანოთ და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩაბარებული, წარმატებულად. და დამიჯერეთ, როდესაც კომპიუტერი გეტყვით რომ “გილოცავთ თქვენ ჩააბარეთ გამოცდაო”, იმ უჟმური გამომცდელის ჩახუტებაც კი მოგინდებათ რომელიც არც კი გესაუბრებათ. პრინციპში, რა მაგათი ბრალია, უფლება არ აქვთ. როდესაც გამოცდას ჩააბარებთ, აირჩევთ ადგილს სად გსურთ მართვის მოწმობის აღება და დაელოდებით 5 სამუშაო დღეს და თქვენს ტელეფონზე მოსულ მესიჯს “თქვენი მართვის მოწმობა დაობეჭდაო”. მე სწორედ ლოდინის რეჟიმში ვარ.

თქვენი პრაქტიკული გამოდის ნახვა შეგეძლებათ police.ge-ზე.

About these ads

59 thoughts on “როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა?

      1. prepie

        au me manqanis dadzvra michirs :s albat imitom rom tavidanve mdzime da trulad satarebel manqanaze dajdoma movindome da kide cudi maswavlebeli myavda, bidzachemi, romelsac yvelaferze nervebi eshleba da ar esmis, rogor ver unda dadzra manqana :D

      2. siyvarulovna Post author

        მამაჩემი იყო ეგეთი :დ მაგრამ ნივას ვატარებდი მშვენივრად ^_^

      3. siyvarulovna Post author

        :დდდდდდ ხო, შარშან ზაფხულში, სოფელში. ეხლა სხვა მანქანებს სევესევი ^^

      4. prepie

        awi mgoni “gruzavikis’ tarebac ar gagichirdeba :D ara, martla, nivas tu moerie ese igi sxva nebismier manqanas gaatareb

  1. ketusi.com

    გილოცავ,ნატ,მიხარია,რომ ცააბარე.
    ძალიან კარგი პოსტია,ნამდვილად გამოსადეგი <3

    Reply
  2. Gio

    Pirvelrigshi gilocav natia. Sul mwvaneze :-) Meore rigshi vityvi , jer ra advili iyo praqtika da kide uaresad gauadvilebiat. Ar sheidzleba ese :-D parkingidan gamosvla ra pontia? Shesvla iyo chem dros

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რომ შედიხარ გამოსვლა აღარ უნდა? :დ ხოდა ეგ პონტია :დ

      კი, მართლა ძალიან მარტივია. მეთვითონ დამიგორდა აღმართზე და რომ მეგონა რომ ვსო და მაინც არაფერი მითხრა მეთქი ე :დ დაჟე მანამდე გარაჟში ბოძს წავედე სარკით ^_^
      იმდენი რაღაც შემეშალა და მაინც ჩავაბარე, ხოდა მაგიტომაც ვამბობ რომ საკმაოდ გაადვილებულია პრაქტიკა.

      Reply
    2. giorgi

      ra kagad axsenit yvelaperi :) didi madloba yvelapristvis . ubralod ise ver gavige police.ge-ze ro shevdivar marto qartul enit sheidzleba swavla da me rusulad minda xom ar icit rogor unda gadavrto rusul enaze ?

      Reply
  3. karamelka

    გილოცავ! მაგრანმ იმდენი იძახე არ ინერვიულოთო რომ ჯერ არ გავდივარ ,მაგრამ უკვე საშინლად ვნერვიულობ. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის იმიტომ რომ რაც შეიძლება მალე უნდა ავიღო “პრავა” (ბილეთები ვიცი უკვე) და ეს დეტალური აღწერა კაი იყო.

    მე თელავში მომიწევს ჩაბარება და რა ცუდია აქ რომ არაა ეგ მინი მოედანი 5ლარად:( არც კაფე იქნება ჩამოსაჟდომად დამიჯერე:/

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თელავშიც არის ჩასაბარებელი? ო.ო მე მხოლოდ გორში და რუსთავში ვიცოდი.

      სავარაუდოდ მანდ შედარებით ცოტა ხალხიც იქნება, იმედია. და ამდენი ხანი ლოდინი არ მოგიწევს

      Reply
      1. karamelka

        კი არის თელავშიც,და ამბობენ აქ ადვილია უფრო ჩაბარებაო.უფრო სწორად სანამ სენსორები შემოვიდოდა მანამდე ამბობდნენ. რას ამბობ ბევრი ხალხია აქაც 4 საათამდე ელოდა ჩემი ქმარი და ისეთი გათიშული დაჯდა მერე მანქანაზე რას ჩააბარებდა:დ

      2. siyvarulovna Post author

        უი უი, აბა მაშ წარმატებები. ადვილია სენსორებით ძალიან <3

  4. tamtajaparidze

    გილოცავ, დაახლოებით ერთ თვეში, იმედია, მეც ჩაბარებული მექნება.. ეხლა ვიწყებ მზადებას )

    Reply
  5. CreaTive

    გილოცავ ძაან მაგარია ^_^ prava.drive.ge რა უბედურებაა ქართული არ იციან?

    Reply
  6. ცეტი

    ჰააააჰ, რა მაგარია, გილოცავ…
    სრულფასოვანი ადამიანი ხარ :DDD:D:D:D:

    Reply
  7. Pingback: მე და ავტოსპორტი « სიყვარულოვნას ბლოგი

    1. siyvarulovna Post author

      წარმატებები :*
      არ ინერვიულო. ვაბშემ, კარგი იქნება თუ შესვლამდე კორსიზს, დამამშვიდებელს, დალევ. ენის ქვეშ დაიდე და დაწუწნე. დაგამშივდებს და წყანად და შვიდად შეხვალ და ჩააბარებ. აი ნახე. თეორიას რომ ჩააბარებ და მერე პრაქტიკაზე გადახვალ 1-2 საათის მერე კიდევ დალიე კორსიზი და გიშველის.

      Reply
  8. ilia

    me fsiqoshi chaviweri teoria chavabare tustavshi praqtikashi chaviweri anu ukan svla 1 racaris ver gavakete davibeni:Dgorshi viyavi iqac chaviweri mara gorshi arc sedareba dzan advilia patara moedania paraa agmarti mara me dabneulobam dazabulobam chamwra 3mshabats gavdivar kide imedi maqvs chavabareb:)

    Reply
  9. barbi

    kargia,telavshi advili tu ggoniat chabareba,me tu mkitxavt yvelgan erti da igivea mtavaria icode da gamomcdelma rame ar( gagichalichos)- rasac qvia.mokled ase kargad rom vicodi teoria da praqtikac, gadavwyvite gamocdaze gasvla,torem ise arc gavidodo.yvelaze metad teoriis meshinoda miuxedavad imis rom gadagechili mqonda,praqtikis ar meshinoda.shevedi da teorias rom vabarebdi chemi gulis cema me mesmoda da 30-kitxvidan-30i swori pasuxi gaveci.gamovedi gaxarebuli ki ara shokirebuli da damatebit pasianze gavedi,vinc mamecadinebda 100-jer mitxra tyuilad yri puls kargad ki ara magrad icivo da gadio.xo da davbrundi ukan da chemi rigi rom movida ise chavjeqi shkodashi titqos chemi manqana iyo da wlebi mqonda natarebi.gamomcdeli dachyetili tvalit miyurebda da iseti mkacri saxe hqonda unda metqva nu ibgvirebimetqi,chveulebriv gavaswore sarkeebi,gvedi shevikari chavagde pirvelshi davwie ruchnoi da davdzari mshvidad ise rom manqanis motoris xma chumad mesmoda,bevrjel gamiketebia da ise vaketebdi rom vswavlobdi praqtikas ert shecdomas ar vushvebdi arc ert manevrshi..mokled praqtikaze darwmunebuli viyavi rom chavabarebdi.konusze odnav medga pexi yovel shemtxvevistvis ,zigzagebshi rom shevedi anu pirvel manevrshi,uceb vigrdzeni rom konusis pedali pexidan gamomecala da manqanam siswrapes umata,gavogndi da swrapad gavagrdzele rulis ageba,uceb manqana gacherda da chaqra.ra gaakete azrze xarmetqi?gamomcdels mivutrialdi da albat rasac qvia mivaxrchobdi ise gamovedi mdgomareobidan,araperi ar gamiketebia ejaxebodi da gavachereo,me vutxari sad vejaxebodi,tavisuplad gavidodimetqi.ver gaxval zadnit dawie da ise gadio,ara gavalmetqi davqoqe da rom unda damedzra manqana kide mitxra ver gaxval dawieo da mec davwie da avtomopasuxem gamomicxada samwuxarod tqven ver chaabaret gamocdao.isev mivutrialdi da vutxari azrze xar ra gaaketemetqi?da icit ra mitxra?gexmarebodio me vutxari ras mexmarebodi,zigzagshi konusidan pexi ar agigia da manqana gijivit garbodametqi,ara da bevri gogostvis gauketebia aseti ram da zogi verc modis azrze ratom chaichra.iseti gadmovedi manqanidan meore gamocdazec shokirebuli viyavi da sxva gamomcdels pexebze vuyurebdi rames ar miadgasmetqi garajshi damigorda da ra tqma unda chavicheri.mesameze isev wina praqtikis gamomcdeli iyo da gamixarda is rom vegar davinaxe vinc pirvelze chamchra.chems garda kide 18-i adamiani iqneboda da me rom piradoba mivawode im bichma qvesh dado anu piradobebis qvesh bolo viyavi da mase unda gaeketebina,maglidan im adamianebis piradobebi elaga romlebic chemze win iyvnen.velodebodi chems rigs da daaxloebit ori adamiani gavida gamocdaze da am gamomcdelma dadzra manqana da gavida sagamocdodan iqve da vifiqret albat wyali unda dalioso,da movao.iq gogoebic iyvnen da vuyvebodit ertmanets gamocdis shesaxeb da mec vutxari chemi ambavi da vurchie yuradgeba ar moedunebinat.gavixedet da ras vxedavt me pirvelad vinc chamchra is gamomcdeli ijda rultan,anu shecvales ertmaneti albat is gadaigala martla bevri xalxi iyo gamocdaze,im wutas vtqvi wavedi saxlshi metqi da wamosvla davapire rom gogoebma mitxres aq ar varto?darchi dakargav am gamocdaso da giyurebt aba ras izavo,iqneb sheni bralia da mogechvenao,me vutxari ra momechvena naxe axlac chamchrismetqi da davrchi.rogorc ki gaachera manqana moatvaliera xalxi da daminaxa,,me tvali avaride da zurgit davdeqi ar mindoda situaciis gartuleba.iqve gogo iyo da piri gavage unda metqva axla naxe me gamomidzaxebsmetqi,rom martlac chemi gvari gamoacxada da xalxi ertmanets uyurebda chven vart shenze win da shen rato gadixaro mekitxebodnen,wavedi manqanisken aba ra unda gameketebina?daviwye zigzagi,chixi garajshic shevedi subtad da gamosvlisas raxam ertxel damigorda vinc mamecadinebda man maswavla gamosvlis xerxi dagorebis gareshe da igive gavakete.anu rom shevedi da gavachere konusze da tormuzze xom davadgi pexi,shemdeg konuss orjel davaweqi tormuzidan avushvi da konusidanac avige pexi nela-nela da manqana tavisi abarotit gamovida,da sanam gazze gadavitane pexi isev gacherda da tan chaqra,eseigi momentebit isargebla da isev tormuzze damidga konusis gareshe da ra tqma unda gacherdeboda da chaqreboda.chavicheri isev,xma ar amomigia pirdapir wavedi da davubrundi gacherebis adgils da xalxi tavshi xels icemda manqanidan rom gadmovedi.gagijebulebi iyvnen ra moxdao da asakiani kaci iyo iman mitxra shvilo amxela kaci gavxdi da aseti subtad ar minaxia vinme garajshi shesuliyo,ise gamovida titqos vigacam jibidan prava amogacalao.bichebi iwevdnen shemogvakvdeba es ubedurio- me vutxari tavi daanebetmetqi da kide kargi mshvidat chaiara yvelaperma,davawynare yvela da saxlshi wamovedi,ra tqma unda bolo gamocdaze gavedi da iq ukve magrad vnerviulobdi da chavicheri.erti gavarkvie an martla magrad unda icode tareba an unda gagimartlos,rom aigo prava,aq yvela dametanxmeba rom im codnit ra codnitac gamocdaze gavdivart praqtikashi -quchashi ver vatarebt manqanis.tareba marto zadni da pirvelshi chagdeba ar aris.guli damwyda dzalian rom aseti ram moxda da ver avige prava,magram mainc avigeb da isev gaval gamocdaze.yvelas girchevt,rom tu ver gaxvalt scadot imdenjer ramdenjerac sachiro gaxdeba.yvelas warmatebebs gisurvebt.es yvelaperi imitom davwere rom gaitvaliswinot aseti ramec xdeba da es yvelaperi chems tavze gamoviare.

    Reply
    1. თამო

      ბარბი…ბოლოსკენ მაინც მეგონა რომ ჩააბარებდი:( მაგრამ არაუშავს…იმდენი გამოცდის ჩაბარება გვიწევს ცხოვრებაში, რომ რომ ეგ არაფერია….უბრალოდ ამაზე გამიზნულად ვფიქრობთ და ვნერვიულობთ……მე შაბათს გავდივარ….იმედია მუხლებს დავიმორჩილებ და ავტომანქანიანად არ ვიკანკალებ:) გამომცდელიც”ტაპორი” სახით არ იქნება იმედია, თორემ უარესი დამემართება, შეიძლება სახე ჩამოვუღო თანამგზავრს:):):):):)

      Reply
    2. FM

      იქნება დებილი ვარ, მაგრამ კონუსს რას უწოდებთ? და კიდევ რაღაც, ერთ დაგორებაზე იჭრები რო ახლა? ან ჩაქრობაზე? და საერთოდ როგორ გავიგო რაზე ვიჭრები(ჩაქრობა,დაგორება მირტყმა ცხადია, მე რამე ისეთი მაინტერესებს, რასაც არ გვეუბნებიან არადა ჭრიან მაგაზე და უნდა ვიცოდეთ)?

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        ხაზების გადაკვეთა, ლიანდაგზე გადაჯლიგინება, გადასასვლელზე გადაჯლიგინება და ა.შ.
        და კონუსი არის ციპლენია :დ

      2. FM

        კონუსი? გადბმულობა, სცეპლენია მაინც ყოფილიყო. :D ვიხალისე.

  10. FM

    მეც გასვლას ვაპირებ, ტესტებს ვაკეტებ და ჯერ კიდევ მხვდება ახალი ბილეთები Police.ge -ზე ვერ ვნახე თვითონ ბილეთების ბაზა, ადრე სადღაც იყო, ახლა ვერ მოვძებნე, თუ დამილინკებთ კაის იზამთ. prava.drive.ge – ზე ვერ ვპოულობ ზოგიერთ ბილეთ,ს რომლებიც ms.mia-ზე ჩაბარებისას მხვდება. ჩემი რჩევა იქნება მაინც კანონმდებლობის წაკითხვა. საბოლოო ჯამში მოწმობის აღების შემდეგ კანონი დაგვჭირდება და არა ტესტები, თან ტესტების ჩაბარებაც გაგიადვილდებათ. ქართული ენა უჭირთ გეთანხმებით. ასევე მინდა გაგაფრთხილოთ რომ ზოგიერთი ბილეთი Police.ge-ზე შეცდომითა, ერთმანეთს ეწინააგმდეგება ან კანონს ეწინააღმდეგება(2 თუ 3 ვიცი). მაგათი დაზეპირება გვიწევს. კიდევ კითხვა მაქვს, თეორიულის ჩაბარებისას პასუხის გაცემისთანავე გვიჩვენებს სწორია თუ არასწორია, თუ ბოლოში ერთიანად ამბობს? რომელზე იღება პოლიცია რუსთავში იცით? 9-ზე ადრე მივიდოდი))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეგრევე გიწერს სწორია თუარასწორია. და 9-ზე იღება :დ
      და დამიჯერე, ჩაბარების მერე ყველაფერი უნდა დაივიწყო რაც ისწავლე. თბილისში სხვა წესებია :დ

      Reply
      1. FM

        მხოლოდ თბილისში ხომ არ ვატარებთ? ბოლო ბოლო ახლა სწავლობ და მთელი ცხოვრება უნდა გამოიყენო ეს ცოდნა. იქნება სხვაგან წახვიდე? რაც არ უნდა ვთქვათ “სხვანაირ წესებზე” კანონი კი უნდა იცოდე : ). გმადლობ პასუხისთვის.

  11. Nana

    თუ შეგიძლიათ მითხრათ,ყოველდღიურად ტარდება გამოცდები? და რა დროს?

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დილის 10-საათიდან საღამოს 6 საათამდე. შაბათ-კვირის გარდა. შაბათ-კვირას მხოლოდ პრაქტიკაა რამდენადაც მე ვიცი. ზუსტად ვერ გეტყვი

      Reply
  12. Pingback: პრაქტიკული რჩევები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის | კანიბალი კარამელკას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s