თბილისის აკვა-პარკი Vs ანტალიის აკვა-პარკი

ფეისბუქზე საკმაოდ საინტერესო დიალოგს წავაწყდი თბილისის აკვა-პარკის შესახებ:

ამ სამი კომენტარიდან ორი რამ არის მნიშვნელოვანი და ყურადღება გასამახვილებელი.

1. ფასი – 40 ლარი ვიქენდზე და 30 ლარი სამუშაო დღეებში თბილისის აკვა-პარკისთვის არის ძალიან ბევრი. თუნდაც იმიტომ, რომ იქ არ გხვდება ის პირობები, რომელშიც 40 ლარს გადაიხდიდი, ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ რამდენიმე ატრაქციონი უფუნქციოა. ჰო, შეიძლება მე რომ ვიყავი მაინც და მაინც მაშინ იყო გამორთული ის 5 თუ 6 სასრიალო, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ეხლა რაც შეეხება კომენტარს: “40 ლარი რაა, ანტალიაა?”. მქონდა ფუფუნება იმისა რომ დამესვენა ანტალიაში და იქაურ აკვა-პარკშიც შემევლო და სიამოვნებით გამცნობთ იმ ფაქტს რომ იქ 40 ლარი ნამდვილად არ გადამიხდია. სულ რაღაც 10-დოლარამდე დამიჯდა არაჩვეულებრივი ვოიაჟი.

2. შედარება თბილისის აკვა-პარკისა და ანტალიის აკვა-პარკის – როდესაც ამბობ იმას, რომ თუ ანტალიის აკვა-პარკში იხდი 40 ლარსო (როცა 2-ჯერ ნაკლებს იხდი), კეთილი ინებე და თბილისშიც გადაიხადეო, კაკ-მინიმუმ უნდა იცოდე რა ხდება თბილისში და რა ანტალიაში და გქონდეს ლოგიკური მსჯელობის უნარი. ანტალიის აკვა-პარკი 5-ჯერ დიდია, 5-ჯერ კეთილმოწყობილია და ა.შ. წარმოიდგიეთ რომ სულ მწვანეშია იქაურობა და აქა-იქ კანტიკუნტად მოსჩანს საოცრად დიდი სასრიალოები. მთელი დღის განმავლობაში ყველა სასრიალოს დალაშქვრა ძლივს მოავსწარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყო. გარდა ამისა, სასრიალოების გადაბმის ხაზები ანტალიაში იყო უმნიშვნელო და ჩამოსრიალების დროს მთელი ზურგი არ მეჩხაპნებოდა და ტკივილისგან არ ვკიოდი. სამაგიეროდ, თბილისში გადაბმის ხაზები არაჩვეულებრივად იგრძნობა. ჯაკუზი ჯაკუზობდა და მხოლოდ 3 კაცს არ იტევდა, ბასეინი ბასეინობდა, საბავშვო აუზში 30 წლის კაცები არ ისხდნენ და ა.შ.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა რომ თუნდაც 40 ლარს იხდიდე ანტალიის აკვა-პარკში გიღირს ბატონო, ხოდა, კეთილი ინებონ შექმნან ისეთი პორობები რომ ხალხს 40 და 30 ლარის გადახდა არ დაენანოთ.

პ.ს სამწუხაროდ ფოტოები ვერ ვიპოვე, მაგრამ ერთ-ერთ ფოტოს წავაწყდი ჩემს ალბომში, სადაც ჩანს გზა ერთ-ერთი ატრაქციონისკენ, რაც მოგცემთ იმის საშუალებას რომ მთლიანად აკვა-პარკი წარმოიდგინოთ.

ანტალია – ერთ-ერთი ატრაქციონისკენ მიმავალი გზა

ესეც ფოტო გუგლიდან, და დარწმუნდით რამხელა სხვაობაა. სამწუხაროდ თბილისის აკვა-პარკის ზემოდან გადაღებული ფოტო არ არსებობს. არ მეჯრა რომ ოდესღაც ანტალიაში ვსრიალებდი და რამდენიმე დღის წინ ამ ცინგლიან ატრაქციონებზე ვყვიროდი. sad story :/

თბილისის აკვა-პარკი VS ანტალიის აკვა-პარკი

About these ads

24 thoughts on “თბილისის აკვა-პარკი Vs ანტალიის აკვა-პარკი

  1. lashaworld

    აკვაპარკი კი ცუდია, ზატო წერეთელზე რო შადრევანი იყო, ეგეთი მთელ ევროპაში არაა :D

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მაგ “შადრევანის” გამო მტელი დღე წყალი არ მქონდა :მად:

      Reply
  2. Mari

    ეს არის სამარცხვინო. იმის გამო, რომ ალტერნატივა არ გაგვაჩნია, გვტენიან უხარისხო და ფასისათვის სრულიად შეუფერებელ მომსახურებას და თავს იმით იმართლებენ, რომ “ეს საქართველოა”. ეს არის მომხმარებლის უპატივცემულობა, აღმატებით ხარისხში, მარკეტინგულ სიბეცეზე კიდევ არაფერს ვამბობ. თუმცა ხალხის ბრალია ყველაფერი. არ უნდა დადიოდნენ მანდ და მერე გახდებიან იძულებულები, ან ფასი დააკლონ, ან პირობები გააუმჯობესონ.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სამაგიეროდ ზუმით არის კარგი ფასდაკლება ^^ და გამოდის 15 ლარი :>

      Reply
      1. Mari

        ზუმი ტყუილად მაქვს რა.. :D :D არასოდეს გამომიყენებია. ნუ, აკვა-პარკზე მაინც არ გამოვიყენებ :D

      2. siyvarulovna Post author

        რტომ არ გამოიყენებ? მე აუცილებლად გამოვყინებდი, იმიტომ რომ 15 ლარი უკვე კარგი ფასი გამოდის.

  3. kevana

    antalia ufro kargi chans ^^ miyvars simwvane <3

    da chventan rom egre ician, gaberili fasi da dabali xarisxi, eg dzveli ambavia :/

    Reply
  4. Mr. Nomad

    კიდევ რამდენ პოსტს უნდა ველოდეთ აკვაპაეკზე? :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მემგონი ვსო :დ
      აი, თემო დამპირდა წაგიყვანო და ვნახოთ რა სიტუაცია იქნება და იმის მიხედვით გადავწყვეტ :დ წამო შენც :დ

      Reply
    2. siyvarulovna Post author

      მემგონი ვსო :დ
      აი, თემო დამპირდა წაგიყვანო და ვნახოთ რა სიტუაცია იქნება და იმის მიხედვით გადავწყვეტ :დ წამო შენც :და

      ა, თუ შენ მუშაობ :დ

      Reply
  5. თაკოს ბლოგი

    რათქმაუნდა ანაკლიის აკვა–პარკი .. მაგრამ მე არც თბილიში ვარ ნამყოფი და სიამოვნებით წავიდოდი ორივეგან

    Reply
  6. Grio

    ნამყოფი ვარ ორივე აკვაპარკში და გეტყვით რომ ორივე თავისებურია. თუ ანტალიის კონკურენციას გავითვალისწინებთ მაშინ ნორმალურია და თბილისისას ვერ ჯობია. (ფასი არ იგულისხმევა) ათი დოლარი ტურებისთვის ღირს, როცა გარკვეული რაოდენობის ადამიანები მიდიან. ინდივიდუალურად როცა მიდიხარ მაშინ 25 ლირა ღირს. (22 ლარი) ფასები ბარში იკბინება. მაგრამ ბარი აქვთ თვითონ აუზში. მიცურავ ბართან ჩამოჯდები და მიირთვი რამდენიც საფულეს გაუხარდება. ;)

    Reply
  7. name

    თბილისი არ არის ზღვისპირა კურორტი, შესაბამისად ზღვისპირა კურორტის მასშტაბის აკვაპარკები აქ არ იქნება და ფასიც უფრო ძვირი იქნება.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არც თელავია ზღვისპირა კურორტი, მაგრამ 10 ლარი ღირს მგონი <3

      Reply
  8. zurriuss

    ძალიან კარგია, ეს რომ დაწერე. არ ვარ ნამყოფი და, ალბათ, ჩემი ხარჯებით არც წავალ ;)

    Reply
  9. nina

    თბილისის აკვა პარკზე სერიოზულად მინდა რო საჩივარი დავწერო და სანიტარული ნორმების დარღვევის გამო ვუჩივლო!!! მსგავსი ანტისანიტარია და უზრდელი თანამშრომლები მე არსად არ მინახავს!!! როგორ შეიძლება აუზზე ისე შედიოდე რო სამედიცინო შემოწმებას არ გადიოდე, და თან ტანზე წყალი არ გადაივლო და პირდაპირ ასე ჩახტე წყალში!!!! ვინმე პატრონი არ ყავს მაგ აუზს ნეტა????? !!! მარაზმია!!!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰმ, შესასვლელში წესებში წერია რომ აუზში ჩასვლამდე წყლის გადავლება სავალდებულოა. უბრალოდ ხალხი არ ივლებს და რთულია ასობით ადამიანი აკონტროლო რომ წყალი გადაივლოს. თუმცა გეთანხმები აუცილებელია.

      რაც შეეხება ექიმის შემოწმებას, როგორ წარმოგიდგენია შენ ეგ ფაქტი? ჯერ სალაროსთან არის ხოლმე უზარმაზარი რიგები და ექიმის კაბინეტთან რაღა იქნება? ო.ო

      დანარჩენის მხრივ არ შემიმჩნევია ანტისანიტარია. წყალი სუფთა, შეზლონგები სუფთა, ნაგვის ურნები სუფთა და ცელოფნით. და დღის განმავლობაში თუ ვინმე აბინძურებს იქაურობას ეგ აკვა-პარკის კი არა მომხმარებლის ბრალია. რადგანაც ბინძურები არიან თვითონ და დალმაგებლები ყოველ ერთ საათში ერთხელ ლაგებას ვერ დაიწყებენ როდესაც 1000-მდე ადამიანია დილის 10-დან საღამოს 8-მდე.

      უზრდელ თანამშრომლებზე ვერაფერს გეტყვი, არ მქონია ჯერ შეხება.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s