როგორ გავხდეთ სასურველი

არსებობს რამდენიმე “საიდუმლო” იმისა თუ როგორ ვიქცეთ მამაკაცებისთვის სასურველ ქალად. თუმცა, მე მაინც მიმაჩნია რომ ყველა მამაკაცის და ყველა ქალბატონის ერთ ქვაბში მოქცევა და “საიდუმლოს” ყველასათვის მისადაგება ცოტა უხერხულია, თუნდაც იქიდან გამომდინარე რომ ყველა ინდივიდუალურია და გემოვნებაც შესაბამისად ინდივიდუალური აქვთ.

თუმცა კაცების უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ქალი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას და ჰქონდეს:

  • ე.წ გიტარისებური ტანი;
  • კარგი მკერდი – რომელშიც ზოგი ფორმას, ზოგი ზომას გულისხმობს;
  • სწორი ფეხები;
  • ბარკლები, სადაც ხელს “გემრიელად” მოჰკიდებენ.

თუმცა, შესაძლებელია ქალი აკმაყოფილებდეს ზემოთჩამოთვლილ ყველა პირობას, მაგრამ რაღაც-რაღაც მიზეზების და გამო ვერ იქცეს სასურველად და იმ ერთადერთად. გარდა ლამაზი და ჩამოსხმილი სხეულისა, სასურველია ქალს ჰქონდეს ცოტა ტვინი, აზროვნების უნარი, იუმორის გრძნობა და ის თვისებები რითითაც საპირისპირო სქესს მოხიბლავს.

რთულია იმსჯელო იმაზე თუ როგორი უნდა იყო, რომ გახდე ვინმესთვის სასურველი. როდესაც გადაწყვეტთ, რომ თქვენი მიზნისთვის იყოთ სასურველი ალბათ დაგჭირდებათ იმ “მიზნის” პირველრიგში კარგად შეცნობა. უნდა იცოდეთ რა უყვარს, რა სიამოვნებს, როგორ რეაგირებს ამა თუ იმ ქცევებზე და ა.შ. უნდა იცოდეთ როდის როგორ ხასიათზე, როდის რა უნდა და თქვენც შესაბამისად იმოქმედოთ.

კარგი როდესაც გაქვთ კარგი ტანი, ცოტა ტვინი მაინც, აზროვნების უნარი, საზოგადოებაში სესაბამისად მოქცევის შნო და სხვა ფრიად დადებითი თვისებები. თუმცა, სულ მაინც იდეალთან მიახლოებულიც რომ იყოთ შესაძლებელია ვერ გახდეთ მისთვის სასურველი და იდეალური. მიზეზი ერთია – არ იცნობთ მას და მის ხასიათს.

საერთოდაც, მე მიმაჩნია, რომ მამაკაცისთვის თუ გსურთ იყოთ იდეალური და სასურველი ქალი, აუცილებელია ლოგინში იყოთ უკანასკნელი ბოზი და ლოგინს გარეთ საუკეთესო მეგობარი. საუკეთესო მეგობარი ხომ სწორედ ისაა ვინც ყველაზე კარგად იცნობს მეორეს, და ეს “ცნობადობა” ყველგან გამოგადგებათ.  თუმცა, შესაძლებელია ჩემმა ფორმულამაც არ გაამართლოს ყველასთან, თუნდაც იმიტომ რომ როგორც ზევით აღვნიშნე ყველა ინდივიდუალურია და ყველა ინდივიდუალურად იმსახურებს მიდგომას და ყველანაირი საიდუმლო იმისა, თუ როგორ გახდეთ სასურველნი აბსურდია!

About these ads

10 thoughts on “როგორ გავხდეთ სასურველი

  1. zichii

    ლოგინში იყოთ უკანასკნელი ბოზი და ლოგინს გარეთ საუკეთესო მეგობარი – აწწწ :დდდ

    Reply
  2. mari

    ბოლო აბზაცის მიხედვით, ე.ი. თუ კაცს ჰყავს ბოზი მეგობარი, ის მისთვის იდეალური ქალი იქნება :mrgreen: :mrgreen: :mrgreen:
    ძაან ეპიკ პოსტი იყო. იუმორის თვალით შევხედე. სხვა კუთხით კიდევ მგონი სისულელეა ამაზე მსჯელობა. ზებუნებრივი ნიჭი უნდა გქონდეს რომ ზუსტად გათვალო.

    Reply
  3. Grio

    საწოლში რაც არ უნდა მაგარი იყოს ქალი, თუ ”სწერვაა” იმას არაფერი ეშველება :)

    Reply
      1. Grio

        მეც მევასება სწერვები, მაგრამ ლოგინში ვერ ვარგიან…

  4. მარი !

    მე არ მივეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას,რომლებსაც სჯერათ,რომ მსგავსი ხერხებით კაცის დაკერვაა შესაძლებელი ^_^

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s