Category Archives: ბანკეტი

ბანკეტმაც ჩაიარა…

გუშინ, 23-მაისს ბანკეტი მქონდა…

მზადება დილიდანვე დავიწყე, მაგრამ ინტერნეტი ჩამერთო და სულ გადამავიწყდა ყველაფერი. ერთი-ორი საათი კომპიუტერთან ჯდომაში დავხარჯე. 4-ზე სირბილ-სირბილით გავიქეცი ფრჩხილების გასაკეთებლად. ისეთი კაი გოგოა… მარტო ეგ შველის ჩემს უბედურ ფრჩხილებს ხოლმე. მანიკურს რომ მისმევდა მაშინ დავიწყე წუწუნი მაკიაჟი ცემით უნდა გავიკეთოთქო და მე გაგიკეთებო მიტხრა და 7-ის ნახევრისთვის დამიბარა.

მანამდე თმის გასაკეთებლად წავედი. როოგორ უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი. ბოლოს შევიჭერი და ავიპრიხე. საყვარლად გამოვიდა. ამ დროს დასცო მაგარმა წვიმაც. = (( კიდევ კაი მანქანით მომაკითხეს. ქოლგა ძლივს ვიშოვე 8-სართულიან კორპუსსში (სახლში ასეთ ნივთებს არ ვხმარობთ და გუშინ ძალიანაც ვინანე)  სულ გუბე-გუბე ჩავედი მაიკოსთან (ფრჩხილები ვინც გამიკეთა) და სასიამოვნოდ მოვეწყვე სავარძელზე. ცოტაც და ცამეძჳნებოდა, რომ მითხრა ვსო მზად ხარო… სარკეში რო ჩევიხედე გავოგნდიიიიიიი… ვერ წარმოვიდგენდი თუ მაკიაჟი ასე შემცვლიდა. ბევრი არაფერი გამიკეთებია მაგრამ რაც იყო ისიც პირველად იყო და დიდად კმაყოფილი დავრჩი შედეგით. მადლობა მაიკოს.

სახლში ფართხა-ფურთხით ავირბინე. ბებიაჩემი,თავის ქმარი,და ბებიაჩემის და კარებთან შემეგებნენ. აბა როგორ გამოიყურებიო… უკვე ნერვები მეშლებოდა. მაგვიანდებოდა და ყველა ფეხებში მედებოდა. ზუსტად 15-წუთში ჩავიცვი,ჩანთა ჩავალაგა და კარებთან ვიყავი დარჭობილი.მაგვიანდებოდა. არა და ვერ ვიტან დაგვიანებას.

როგორც იქნა მივაღწიე რესტორან ”თბილისამდე”.ბიჭები და ვიდეო და ფოტოგრაფი ქუჩაში იყვნენ გამოშლილები.ოპერატორმა ეგრევე მოიმარჯვა ვიდეო და გადაღება დაიწყოს.ცოტა არ იყოს და მეუხერხულასავით. ამდენი თვალი მიყურებს როგორ გადმოვდივარ მანქანიდან და თან ვცდილობ ფეხსაცმელებზე სწორად ვიდგე და წონასწორობა არ დავკარგო. დარწმუნებული ვარ შეწუხებული სახე მქონდა :D აი ესეთ ”ვიდზე” ვიყავი სანამ დავლევდით = ))

Continue reading

ულვაშები ”გავიპარსე”. ბანკეტისთვის მზადება ეტაპი#3

როგორც იქნა კლინიკა მედიში ჩავეწერე ეპილაციაზე = )) პირველად ვიყავი. დედაჩემტან ერთი ომი გადავიხადე, რომ იქ წასასვლელი ფული მოეცა. არ გჭირდებაო დებილი ხარო მეუბნებოდა. მაგრამ ბოლოს დამნებდა= )) დღეს ვიყავი 3-ს რო 20-აკლდა. როგორც უკვე ვტქვი პირველად ვიყავი და იქ სიტუაციამ და სისუფთავემ გამაოგნა. მოწესრიგებული და დალაგებული კლინიკააა… კოსმეტოლოგიც არაჩვეულებრივი იყო. ამიხსნა ყველაფერი და განმიმარტა.ყველაზე ცუდი ის იყო რომ სპეციალური სათვალე გამიკეთეს და ვერაფერს ვერ ვხედავდი. მარტო ვგრძნობდი რაღაც უსიამოვნოს და წითლად რომ ანათებდა იმას ვხედავდი. ხანდახან ისეთი მოულოდნელი იყო, რომ შევხტებოდი ხოლმე :D 2-3 წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა.გამაფრთხილა 15 წუთიდან 2 საატამდე შეიძლება დაგიწითლდესო,თუ მგრძნობიარე კანი გაქვს შეიძლება მეორე დღესაც გასტანოსო. მაგრამ პროცედურის დამთავრების შემდეგაც კი არ მქონდა სიწითლე. ღინღლიც კი აღარ არის ზედა ტუჩზე = )) ნუ საულვაშე ადგილზე რაა :D აუ ყველაზე ცუდი კიდევ ის იყო, რომ შეტრუსვის სუნი მომდიოდა :D

ბანკეტისთვის მზადება.ეტაპი#2

როგორც იქნა ფეხსაცმელიც ვიყიდე = )) ძალიან ბევრი ვიბოდიალე და ყველგან უაზრობები იყო. 3საათის განმავლობაში წესიერი ფეხსაცმელი ვერ ვნახე. ჭრელები და ბრჭყვიალებიანები და ”ბასანოჩკები” და ”ქოშები” იყო. რომელიც მომეწონა ყველა ”შპილკაზე” და მინუმ 12 სმ-ზე იყო. ბოლოს ძლივს ვნახე ერთი.ძალიან სადა უბრალო შავი მოჟამსოა.არც ქუსლი აქვს უშველებელი. მაგრამ 10-წთ-ზე მეტხანს მაინ ვერ გავძელი რომ ვმდგარიყავი.ნელ-ნელა უნდა შევეჩვიო და სახლში მაინც ვიარო ისე რომ კისერი არ მოვიმტვრიო.

ესეთია. სურათის ხარისხს არ ვიმჩნევთ.ცემს მობ.ს მეტი არ შეუძლია. კომპმა აურია და ციფრულიდან არ გადმოაქვს სურათები = (

პ.ს ეს პოსტი გუშინ დავწერე მაგრამ ეხლა მოვიცალე გამოსაქვეყნებლად = ))

ბანკეტისთვის მზადება. ეტაპი#1

ბანკეთისთვის ვემზადები და პირველი ეტაპი რა თქმა უნდა კაბის შერჩევა იყო. აი უამრავი ვეძებე,მოვიზომე. უამრავი საიტი გადავათვალიერე და ბოლოს როგორც იქნა ავარჩიე ერთი. უბრალო მაგრამ საკმაოდ საყვარელი და ძალიან მომწონს და უკვე მიყვარს. მაგრამ მკერავთან წასვლას ვერ მოვაბი თავი და ისევ სოფომ (ჩემმა მეგობარმა) მომკიდა ხელი და წამათრია. პლეხანოვზე, ნანა მელქაძე რომ არის, აი მაგასთან მივედი და ჩემი კაბაც ვაჩვენე.ზომები ამიღო და ”პრიმერკაზე” შაბათს 2-საათზე დამიბარა. მიხარია.თან ძალიან.ცავები ამ საქმეშიც და იმედია ზუსტად ისეთი გამოვა როგორიც მინდოდა.

<– აი ესეთი უნდა გამოვიდეს ბოლოს წესით