Category Archives: ნიჭიერი

ნიჭიერი facebook-ზე

სპეციალურად რომ იყიდი ყავას, თან განსხვავებულს, სუხარს და ხალათში გახვეული მოკალათდები ტელევიზორის წინ ლეპტოპით ხელში ე.ი ნიჭიერი იწყება. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს გადაცემა ერთადერთია რის გამოც ტელევიზორს ვუყურებ. საერთოდაც, ნიჭიერი და გაზაფხული უკვე ერთმანეთთან ასოცირდება და უერთმანეთოდ ვერც წარმომიდგენია.

ყოველთვის როცა ნიჭიერი მთავრდება იმედგაცრუებულ ვრჩები. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არასდროს ვარ კმაყოფილი გამარჯვებულით, მეორეც, საკმაოდ დიდი სანახაობა მაკლდება და ის ორი საათი ნამდვილად არ არის დაკარგული დრო, ჩემთვის.

გუშინაც, მოკალათებული და ფეისბუქზე შემართული ველოდებოდი ნიჭიერს და მოლოდინმაც არ დააყოვნა.

როდესაც ეთერში ნიჭიერია ყოველთვის მაინტერესებს რა ხდება ფეისბუქზე, ემთხვევა თუ არა ჩემი და ჩემი friend-ების აზრი, მაინტერესებს სახელდახელოდ შექმნილი მემეები და ა.შ.

 

ძალიან დიდი აჟიოტაჟი და “ხმაური” გამოიწვია ფეისბუქზე დუტას მიერ ნათქვამმა ფრაზამ, რომ IT ვინდოუსის გადასაყენებლად არ იყო მოსულიო. დარწმუნებული ვარ ეს ფრაზა შემთვევით არ უთქვამს და ძალიან ბევრისთვის IT მართლა ვინდოუსის გადამყენებელთან ასოცირდება და რთულია გაერკვნენ იმ ათასობით კოდებში და ეშმაკისეულ მაქინაციებში რასაც პროგრამისტები აკეთებენ.

შემდეგი ერთ-ერთი ასე თუ ისე ხმაურიანი გამოსვლა ფეისბუქზე ინდოელების ცეკვას მოჰყვა. არ მგონია ყველა მათგანი ქსენოფობი იყოს, მაგრამ, ალბათ ბევრი დამეთანხმებით რომ მათი ცეკვა არ იყო ის ცეკვა რომელიც იმსახურებდა ნიჭიერის შემდეგ ტურში გადასვლას. გასაგებია რომ სტუმრები არიან, რომ ქარული ისწავლეს, რომ პაპათა წესია სტუმარს პატივი სცე, დაუფასო შრომა და გარჯა, მაგრამ როდესაც საქმე სცენას და შოუს ეხება იქ ყველა, სტუმარიც და აქაურიც, თანასწორნი არიან და არ შეიძლება ჩამოსულებისთვის პრივილეგიის მინიჭება მხოლოდ ეროვნების გამო.

კიდევ ერთი ფაქტი, რაც არასდროს მესმის ეს არის სრულიად უნიჭო ადამიანების იმედი რომ მათ ნიჭი აქვთ რამის, მაგალითად სიმღერის.

როგორც აღმოჩნდა ნიჭიერში ჯადოქრების რიცხვმა იმატა. პირველივე გადაცემაში სცენაზე მალფოი და შემდეგ ჰარი პოტერი წარსდგენ. სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ ვიცოდი თუ ვინმე მალფოი მეთექვსმეტე საუკუნეში არსებობდა და საოცარი ჯადოქარი ყოფილა, აი ისეთი, მერლინი რომ იყო უწინ. რატომღაც იმაშიც ეჭვი მეპარება რომ დრაკო მალფოი ჰარი პოტერში პატენტია. სამაგიეროდ ნამდვილი პატენტი გუშინ საღამოს სცენაზე იდგა ჰარი პოტერის როლში. სიმართლე გითხრათ პირველად რომ დავინახე მეგონა შელოცვებს მოჰყვებოდა, ან ვინგარდიუმ ლევიოუსა (რონიმ რომ ძლივს ისწავლა ის შელოცვა) დაამუღამა და გეგა-სოფო-ვანოს ჰაერში აწევას აპირებდა, მაგრამ, უცბად ჰარი პოტერი აცეკვდა. დღემდე ვერ მივმხვდარვარ რაში დასჭირდა ცეკვისთვის ჰარის სახელი. იქნებ იმისთვის რომ ყურადღება მიექცია?

ყველაზე “aaawwww” -ებიანი გამოსვლა პატარა ანას ეკუთვნოდა. მე როგორც წესი ბავშვებს ნიჭიერის სცენაზე არ ვწყალობ. არ მიმაჩნია ნიჭიერებად ლექსის თქმა, ყველა ბავშვი ამბობს, რაიმეს მღერა, ყველა მღერის უკვე, ცეკვა – ყველა ცეკვავს თუ დაჰყავთ შესაბამის წრეებზე. მაშინ რა გახდა საბაბი იმისა რომ ანა მეორე ეტაპზე გადასულიყო? ის რომ თბილია? რომ საოცრად გაუხარდა სოფოს ნახვა? ის რომ იმაზე გაცილებით მეტს საუბრობს (მართალია საყვარლად) ვიდრე სხვა ნებისმიერი მისი ასაკის? სიმართლე გითხრათ არ ვიცი, უფრო სწორად, ალბათ ყველა ეს ფაქტორი, ყველაზე მეტად კი ” ვაიმე რა საყვარელი ბავშვია, სუფთა პრინცესა” მოქმედებდა.

მაგრამ, ანას გამოსვლას ფეისბუქზე მოჰყვა ძველი ვიდეოების იუთუბიდან ამოჩხრეკვა და კუდების გამობმა, რომ ვითომ ჩვენ ქართველებს ყველაფრის გადაღება და გადმოკოპირება გვიყვარს. არა, არ გეწინააღმდეგებით, გვიყვარს, მაგრამ ყველაფერში მაინც და მაინც ამას რატომ ხედავთ? ყველა ერშია პატარა, ქერა, მეტიჩარა გოგო, რომელიც თავისი ლექსით ცდილობს ნიჭიერის სტატუსი მოიპოვოს? მერე? მასე ის მომღერლები, მოცეკვავეები, და ათასი მაიმუნობის გამკეთებლებიც copy/paste-ს ამბავია, არა? ყოველშემთხვევაში მე ნამდვილად არ მგონია რომ მისი ნომერი სპეციალურად წინასწარ დადგმული იყო.

როგორც უკვე აღვნიშნე, ანას გამოსვლას ყველაზე დიდი “ხმაური” მოჰყვა. აშეარებდნენ სოფოს და ანას ჩახუტების ფოტოს და ათას გულის ამაჩუყებენ ფრაზებს აწერდნენ. მაგრამ, ჩემი 1100+ ფრენდიდან, ერთი ყველაზე კრეატიული და განსხვავებული აღმოჩნდა:

ნიჭიერის მესამე სეზონი დაიწყო! და აქვე მადლობა მას მადლობა  რომ TSU-ს მგონი ერთადერთი ნათელი წერთილი თსუ ART-ი დამანახა და მომასმენია :)

ნიჭირისგან ყველა სხვადასხვა რამეს ელოდება, ჩემი ძმა კი სტრიპტიზიორს, რომელსაც რეკლამაში მოჰკრა თვალი. საინტერესოა თქვენ რას ელოდებით?

ნომინაციები

გადავწყვიტე, რომ დღეს ნიჭიერის მეოთხე ნახევარფინალისტები სხვადასხვა ნომინაციებში განვამწესო ^^
მაშ ასე ძვირფასო მკითხველებო და გადამკითხველებო ნომინაციაში ყველაზე შეცვლილი და სხვის “ტყავში” მორგებული ანსაბლი. წარდგენილნი არიან:
1.ჯგუფი ვორტექსი
2.მოცეკვავე ჯგუფი აფრიკიდან
3.ტანმოვარჯიშე გოგონათა ჯგუფი.

და გამარჯვებულია: ჯგუფი ვორტექსი!
მათი ნომერი ასე თუ ისე სანახაობრივი იყო. ცეკვის დროს შემოტანილი დედაენა, ჯვარი და საქართველოს დროშაც მშვენივრად მოუფიქრებიათ ენა მამული სარწმუნოების ანალოგიად. საინტერესო იყო ასევე პატარა ჭინკების შემოსევა და საბოლოოდ მაინც  ქართული სულის გამარჯვება. თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ მათი ნომერი იყო თვალში ნაცრის შეყრა. ნახევარფინალში გადავიდნენ თანამედროვე ცეკვებით და ფინალში გადასვლა “ენა მამული სარწმუნოებით” მოუნდათ. სცენაზე არც გრიგალი და არც ქარიშხალი ყოფილა, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

ნომინაციაში კატების მტერი წარდგენილია:
1.დაჩი თურქია
2.დაჩი თურქი
3.დაჩი თურქი

და გამარჯვებულია: დაჩი თურქია!
ის რაც სცენაზე ხდებოდა (კატის წვალება და მისი კნავილი ლაპარაკის ნაცვლად) აღსაშფოთებელი და შეშასფოთებელი იყო. დაჩის კატის ლაპარაკის იმდენად სჯეროდა, დარწმუნებული ვარ ის საცოდავი კრუტუნი სულ: “ნახეს უცხო მოყმე ვინმედ” ჩაესმოდა.

მოლაპარაკე კატა

მოლაპარაკე კატა

ნომინაციაში ყველაზე საქართველოს არანიჭიერი წარდგენილნი არიან:
1.დაჩი თურქია
2.მოცეკვავეთა ჯგუფი აფრიკიდან

და გამარჯვებულია: მოცეკვავეთა ჯგუფი აფრიკიდან!
მესმის უნდა დააფასო, რომ სრულიად უცხო ხალხი ცეკვავს ხან აჭარულს ხანაც რაჭულს. მესმის რომ უნდა ვცეთ ამ ყველაფერს პატივი, მაგრამ ამ ჯგუფის საქართველოს ნიჭიერად აღქმა გამიჭირდება რადგანაც: 1. არ არიან ქართველები. 2.არ არიან ნიჭიერები ქართულ ცეკვებში. მემგონი მათი ნომერი გაცილებით პომპენზური და სანახაობრივი იქნებოდა თავიანთ სფეროში და თავიანთ სტილში რომ ყოფილიყვნენ.

ნომინაციაში ყველაზე მოქნილნი წარდგენილნი არიან:
1.ტანმოვარჯიშე გოგონათა ჯგუფი
2.კარატისთა ჯგუფი წმინდა გიორგი

და გამარჯვებულია: ტანმოვარჯიშე გოგონათა ჯგუფი!
გარდა იმისა რომ გოგონები საოცრად მოქნილები არიან, მათ ნომერში შეინიშნებოდა თეატრალური ელემენტები ჩარლი ჩაპლინისა და კალათიანი გოგონას სახით. თუმცა ვფიქრობ რომ ნომრის უკეთესად დახვეწა შეიძლებოდა. გოგონებს აქვთ შანსი დადგან გაცილებით უკეთესი შოუ.

ნომინაციაში ხალხის რჩეული წარდგენილია ერთადერთი ჯგუფი:
1.დათიკაშვილების ოჯახი!
ხალხის რჩეული დათიკაშვილების ოჯახია. თიკოს არაჩვეულებრივი ხმა აქვს, სიმღერისას უდიდეს სიამოვნებას იღებს. მათი გამარჯვების შემდეგ როგროც მოსალოდნელი იყო ისევ  აყაყანდა ხალხი ერთი მოტივით: “ბარემ ჯეოსტარი დაარქვით ნიჭიერსო”. თქვენს (მო)თხოვნაზე 2 საკადრისი პასუხი მაქვს: 1. კეთილი ინებეთ და დაუმესიჯეთ სხვას, 2.ყველაფერი შეფარდებითია.მეოთხენახევარფინალში სწორედ დათიკაშვილების ოჯახი იმსახურებდა გამარჯვებას.

ნომინაციაში ყველაზე აფერსტი წარდგენილები არიან:
1.ირაკლი სარალიძე
2.დაჩი თურქია

და გამარჯვებულია: ირაკლი სარაძილე!

შეგიძლიათ მითხრათ  ილუზიონისტი=აფერისტსო მაგრამ, კარგი ილუზიონისტი თვალში ნაცარს ისე გვაყრის თვალს არ გვაშორებს და ჩვენც “ვბოლდებით”. ირაკლს ნომერი რბილად რომ ვთქვათ ჩავარდა! როდესაც მაყურებელს ანახებ ყუთს, ფარდას ბოლომდე არ სწევ და ამტკიცებ ჩვეულებრივი ყუთია თანაც ცარიელიო უკაცრავად და არ დავდებილდებით : ) მითუმეტეს როდესაც ნანახი გვაქვს კაცი პატარა კუბში როგორ იკეცებოდა. შესაბამისად თუ ილუზიონისტია გასწიოს ფარდები ბოლომდე! კასტინგების ნომერი ბევრად სჯობდა.

ნომინაციაში ყველაზე უცნობი ერთადერთი კანდიდატი მყავს, ირაკლი ბიბილური. მისი ნომერი არ მახსოვს კასტინგებზე და გუშინ დარბაზში ყველაზე მეტად მისით დავინტერესდი. ირაკლის ნომერი ასახავდა ადამიანის ცხოვრებას და მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რომ ის საოცრად ხანმოკლეა.არაჩვეულებრივი მსახიობია, თავის საქმის მცოდნე.

ნომინაციაში ყველაზე ხარვეზიანი ნომერი წარდგენილნი არიან:
1.ბაჩო აგულაშვილი
2.დაჩი თურქია
3.ირაკლი სარალიძე

და გამარჯვებულია ბაჩო აგულაშვილი.
ხარვეზი პრინციპში მისი ბრალი არ ყოფილა, უბრალოდ გიტარისთვის მიკროფონი დაავიწყდათ. თუმცა თვითონ ნომერიც დიდი ვერაფერი. ბაჩო უბრალოდ კარგად უკრავს.

ნომინაცია ყველაზე საშინაო დავალება წარდგენილნი არიან
1.ჯგუფი ვორტექსი
2.ტანმოვარჯიშე გოგონათა ჯგუფი
3.კარატისტთა ჯგუფი “წმინდა გიორგი”

გამარჯვებულია: კარატისტთა ჯგუფი! მარტივად ვხსნი “წმინდა გიორგის” ამ ნომინაციაში გამარჯვებას. მათი ნომერი ჰგავდა საშინაო დავალების შესრულებას. პატარ-პატარა შოუს ეფექტები იყო, მაგრამ იმდენად პატარა რომ შემჩნევა ძალიან რთულია. ამიტომ მათ ნომერს ილეთების ერთობლიობად აღვიქვამ, რომელსაც ისედაც ასრულებენ სავარჯიშო დარბაზში. უბრალოდ ამჯერად ჩართული იყო 1 წუთიანი  ცეკვა, რომელიც კარატისტებს რატომღაც არ მოუხდათ.

ნომინაციაში ყველაზე კარგი მომღერალი ალბათ ხვდებით ვინც იქნება. თეონა კოროშინაძეზე უბრალოდ არაფრის თქმა არ შემიძლია გარდა იმისა რომ არაჩვეულებრივი იყო!

ჟიურის გადაწყვეტილებით ფინალში კარატისტთა ჯგუფი “წმინდა გიორგი” გადავიდა, საქართველოს ბანკის ფავორიტი კი თეონა კოროშინაძე გახდა!

გულდაწყვეტილი გულშემატკივარი

ნიჭიერი მგონი ერთადერთი სატელევიზიო შუა რომლის გამარჯვებულიც არავის მოსწონს, ამ შემთხვევაში ნახევარფინალის გამარჯვებული. პრეტენზიები იცოცხლე, ბლომად გვაქვს, სამაგიეროდ სურვილი დავუმესიჯოთ ჩვენს ფავორიტს ნაკლები. შესაბამისად არ მესმის რატომ გამოთქვამს გამარჯვებულზე პრეტენზიას საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც 1 სმს-ც არ გაუგზავნია მისი ფავორიტის გამარჯვებისთვის? ხო, ცოტა უცნაურია როცა ვითხოვთ იმას რაც არ დაგვიმსახურებია. სამაგიეროდ იმარჯვებს ის ვისაც უმესიჯებენ, და მესამე ნახევარფინალში ხალხის რჩეული მოხუცები გახდნენ. სიმართლე გითხრათ მეც თავადო გაოგნებული დავრჩი და არაერთი სტატუსი თუ კომენტარი მივუძღვენი ამ ფაქტს, რადგან მათი ნამღერი ჩემთვის მხოლოდ სხეულში ჟრუანტელი იყო, მაგრამ არა ნიჭიერება. თუმცა ვინაიდან მე 1 სმს-ც არ გამიგზავნია ჩემი ფავოროტი, ბლექ ბალანსის მხარდასაჭერად შესაბამისად გავჩუმდი კიდეც.

ბლექ ბალანსი სცენაზე პირველი იყო. კასტინგებიდან ნახევარფინალამდე უდიდესი ნახტომი გააკეთეს. ბევრად უფრო დახვეწელი, შინაარსიანი, ვიზუალიც გაცილებიც უკეთესი იყო. ჩანდა რომ წყვილს არაჩვეულებრივად უმუშავია და ის დრო რაც მათ გააჩნდათ არაჩვეულებრივად გამოიყენეს.

ჯუმბერ ნოზაძე-კაცი რომელიც კასტინგებზე ცოლს გამოეპარა და ჟიურიმ მხოლოდ ამ ფაქტის გამო გადაიყვანა. დარწმუნებლი ვიყავი, რომ ნახევარფინალში ვერ მოხვდებოდა, რადგან მასში ვერ დავინახე ევრც სტვენის ნიჭი და ვერც შოუს დადგმის ნიჭი. არც ორშაბათის ნომერი იყო აღსაფრთოვანებელი. მოკლედ, დიდი ვერაფერი. საკუთარი სტვენით შესაძლებელია იტრაბახოს საახლობლოში, ან თუნდაც ცოლთან.

ჯგუფი ბოლნელი – იგივე რეაქცია და შეფასება მაქვს რაც კასტინგებზე თუ სხვა ნახევარფინალებზე როდესაც სცენაზე ჯგუფი დგას. არ/ვერ ვთვლი ნიჭად იმის გაკეთებას რისი შესრულებაც ნებისმიერ ანსაბლს შეუძლია.

ბარმენი სანდრო. მემგონი ეს ნახევარფინალი იმ ხალხით იყო დაკომქლეტებული რომლებიც ნახევარფინალშიც არ უნდა გადასულიყვნენ, არათუ ფინალში. მისმა ნომერმა კასტინგზე სრული კრახი განიცადა, გააჩინა ცეცხლი. ორშაბათს მისი ნომერი არ აღემატებოდა ჩვეულებრივი ბარმენის ნომრისას, მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ის შოუ დადგა სცენაზე. თუმცა სანდრო მაინც გახდა ჟიურის ფავორიტი და ხალხის აგრესია დაიმსახურა. ნამდვილად არ ველოდი ჟიურის მსგავს გადაწყვეტილებას. მგონი ეს ის მომენტი იყო, როდესაც პირველად ვინატრე ფინალში მომღერალი გადაეყვანათ ან ნია კვარაცხელია ან მარიამ აკობია.

ჯგუფი our style დიდი ვერაფერი. ვერც ნომრის შინაარსი გავიგე და ვერც ვერაფერი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ კარგად ცეკვავენ. თუმცა არ იციან თავიანთი ნიჭის იმდენად კარგად გამოყენება რომ ილეთები აქციონ ერთ მთლიან ცეკვად.

ცირა კუპრაშვილი – ქალი რომელიც გადაიყვანეს მხოლოდ იმიტომ რომ ელოდნენ უფრო მეტ ინტიმს. თუმცა ამ ნომერში ის ინტიმიც დააკრგა რაც კასტინგებზე ჰქონდა. სამაგიეროდ ნახატი იყო უკეთესი.ვანომ როგორც ჩანს ვერც ამჯერად იგრძნო  ის დიადი ინტიმი და წითელ ღილაკსაც დააჭირა ხელი.

ჯგუფი თავისუფალი – სერჩი რომლითაც ძალიან ხშირად ხვდებიან ჩემს ბლოგზე. სხვათაშორის ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათ ფრანს და მგზავრებს ადარებენ და სწორადაც აუღნიშნვათ. კარგა მღერიან, კარგი ბავშვები არია, შეუძლიათ აიყოლიონ დარბაზი მაგრამ საქართველოს ბანკის მიერ მათ დასახელებასაც არ ველოდებოდი. რატომღაც მეგონა მარიამ აკობია იქნებოდა ერთ-ერთი ფინალისტი და მხოლოდ ამ ნახევარფინალზე არ გამიმართლა ჩემმა ინტუიციამ.

ბოლოს კი იგივეს ვიტყვი, თუ გულშემატკივრობთ ვიონმეს, კეთილი ინებეთ და გაიმეტეთ რამდენიმე სმს, ან თუნდაც ბევრი რომ ემრე გული არ დაგწყდეთ!!!

პოსტი პირდაპირ დარბაზიდან

22:00 სთ.
არ ვიცი დაგვიანება კურიერის დროის უგრძნობლობის ბრალია თუ არაპუნქუაოლურობის მაგრამ ფაქტია ნიჭიერი ჯერ არ დაწყებულა. დარბაზში ხალხი ისევ მიდი-მოდის. რაოდენობა ემატება და ემატება.

22:15 სთ.
როგორც ყოველთვის მშვენიერი თიკა და მხიარული ვანო გვატყობინებენ რომ ნიჭიერის მეორე ნახევარფინალი დაიწყო!

22:22 სთ.
მეორე ნახევარფინალის პირველი მონაწილეები გახლდათ ნიღბების დუეტი. კასტინგებზე მათი გამოსვლით არ ავღფრთოვანებულვარ, მეტიც, ჟიური არაკომპედენტურობაში დავადანაშაულე მათი ნახევარფინალში გადასვლის გამო. დიდს არაფერს ველოდი და არც ტაში დამიკრავს როცა იწყებდნენ. მაგრამ ჩემდა გასაოცრად და სავარაუდოდ დარბაზის გასაოცრად დუეტმა შესძლო ჩემი ჯერ გაღიმება და შემდეგ უკვე გაცინება. ვაფასებ მათ იუმორს, განსაკუთრებით გოვი VS ჩაკნორისის ეპიზოდში. გეგა ბევრი გეგას დანახვაზე დაფრთხა და წითელი X-იც აანთო.

22:29 სთ.
კვარტეტი ქუთათურები ქუთაისიდან. კასტინგებზე ისეთი სიმღერა შეასრულეს (ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას გული გაუპოს დანამა-ო), რომ მათზე ცუდის მთქმელი არ ვიყავი და სართოდ უკომენტაროდ დავტოვე. თუმცა დღევანდელი გამოსვლა არ ჩამოუარდებოდა წინას, არც აღემატებოდა. საერთოდაც მგონია რომ მსგავს ნომერს ნებისმიერი კარგი ჯგუფი შეასრულებს, რა თქმა უნდა ჯგუფის წევრენს ხმა და სმენა უნდა ჰქონდეთ.

22:35 სთ.
უხუცესთა ანსაბლი ბერმუხა ხულოდან. კასტინგებზე მოხუცების რაოდენობა იმდენად ბევრი იყო, რომ მიჭირდა მათი ნიჭის სათანადოდ აღქმა და შეფასება. სასწაულია როდესაც 80+ წლოვანების ადამიანს შეუძლია გამოვიდეს სცენაზე და იცეკოს, იყოს საოცრად ენერგიული და ამ ყველაფრით იღებდეს უდიდეს სიამოვნებას. მათი მოძრაობები, ილეთები, ცეკვის მონახაზი არ იყო დახვეწილი, თუმცა თვითონ ფაქტი ნამდვილად იმსახურებს რომ ბერმუხას თითოეულ მონაწილეს ეწოდოს ნიჭიერი.

22:56 სთ.
საჰაერო ნომრით ინესა. ინესა ჰაერში მოფარფატე პეპელასავითაა.ჰაერშიც ისევე მყარადაა  როგორც მიწაზე. ნაზი, ნატიფი მოძრაობები დარბაზის აღფრთოვანება და უდიდესი გამბედაობა.გეგაას თქმისა არ იყოს, მართლად გულდასაწყვეტია რომ საქართველოში არ არსებობს მოქმედი ცირკი სადაც ძალიან ხშირად შევძლებდით მსგავსი ნომერიც ნახვას.

23:05 სთ.
ქეთის და ნიკას წყვილი. კასტინგების პერიოდში ვამბობდი, რომ ბავშვები არ არიან იმდენად ნიჭიერები, რომ ნახევარფინალში იყვნენ-მეთქი. რადგან ვთვლიდი რომ სანახაობა იმდენად მწირე იქნებოდა, რომ ვერ შესძლებდნენ შოუს დადგმას. ჩემი ე.წ თეორია წუთებში ჩამეფშვნა ხელებში და ქეთიმ და ნიკამ დაამტკიცეს რომ ისინი არამარტო კარგად ცეკვავენ, არამედ არაჩვეულებრივად შეუძლიათ იმპროვიზირება.

23:12 სთ.
მომღერალი ნაძი ზახარიანი. ზოგჯერ არის ხოლმე მომენტები როდესაც შეუძლებელია ემოციის სიტყვებით გადმოცემა. მართალია არ მაქვს სმენა და არ ვარ პროფესიონალი ამ საქმეში და ვერ შევამჩნევდი ნაძის ხარვეზებს (თუ ჰქონდა რა თქმა უნდა), მაგრამ მგონი პირველად მოხდა ნიჭიერის განმავლობაში როდესაც მომღერალმა აღმაფრთოვანა და ტაშიც კი დავუკარი.

23:31 სთ.
მოცეკვავე ნინო ლეჟავა. მთელი 2 სეზონის განმავლობაში ჯერჯერობით ერთადერთი ქალი რომელმაც იცის რას ნიშნავს ეროტიკა და ამ ცოდნას არაჩვეულებრივად იყნებს თავის ნომრებში. დარბაზში მამრობითი სქესის წარმომადგენლები ფეხზე იდგნენ, უკრავდნენ ტაშს და მათ არ ჩამორჩებოდნენ ქალებიც.

23:39 სთ.
ლუკა ყარმაზანაშვილი. მახსოვს, ნახევარფინალისტებს რომ არჩევდნენ გეგამ თქმა ლუკას განვითარების საშუალება არ აქვს, მისი ნიჭი ბოლომდე და ამოწურულად ვნახეთ კასტინგებზეო. მართალია, ლუკას ნიჭი კასტინგებზე ბოლომდე ვნახეთ და მისი ნიჭი მაიმუნობის განხრით აღარ გაფართოვდება, თუმცა იმდენად მრავალფეროვანია თვითონ ლუკა, რომ რაც არ უნდა ამოწურული იყოს და აღარ შეეძლოს განვითარება, დარწმუნებული ვარ რომ ყოველი მომდევნო ნომერი წინაზე უკეთესი იქნება.

23:45 სთ.
მოშაირე ციალა მაჭარაშვილი. როგორც წესი უწმაწურ სიტყვებზე ჩემს წინა და იმის წინა თაობები საშინლად რეაგირებენ. თითოეულ წარმოთქმულ სიტყვაზე ისეთი რეაქცია აქვთ მგონია სიცოცხლის თითო წელი აკლდებათ. მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც და ქალბატონი ციალა ერთ-ერთი მათგანია. როგორი გამბედაობა გჭირდება ნიჭიერის სცენაზე გამოხვიდე და სულ სიმღერ-სიმღერით დაემუქრო თიკას უბეში ხელს ჩაგიცურებო.

00:03 სთ.
მარი ტომარაზე. მარიამი ერთ-ერთი რიგითი “ხანჩალიანი”  და “კახელიშვილია”, რომელიც მღერის კარგად, ესახება მშვენიერი მომავალი მაგრამ ჩემის აზრით არ იმსახურებს საქართველოს ნიჭიერის ტიტულს.

რატომღაც ფილარმონიაში ფეხის შედგმისას ვგრძნობდი რომ ხალხის რჩეული მარიამ ტომარაძე იქნებოდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე ფინალისტი ქეთის და ნიკას წყვილი გახდა.
საქართველოს ბანკის რჩეული კი ჯგუფი ბერმუხა.

სიმართლე გითხრათ არც ამჯერად არჩეული ფინალისტებით ვარ კმაყოფილი, მაგრამ ნიჭიერს ხალხი ირჩევს და მე ვინ მომცა უფლება მათ ნებას წინ აღვუდგე.

შემდეგ ნიჭიერამდე!

ნიჭიერი-საქველმოქმედო ღონისძიება

ნიჭიერის პირველი სეზონის დასრულებისას მივხვდი, რომ იმარჯვებს ის ვინც არ ევასებათ და მერე თითქმის ყველა აგინებს.
ნიჭიერის მეორე სეზონის პირველი ნახევარფინალის დასრულების მერეც გამახსენდა ჩემი შარშანდელი ტვინში ნათურის ანთება და მივხვდი, რომ ხალხს არ აქვს ნიჭის აღქმის უნარი.

ნიჭი – ეს არის “თვისება” რომელიც არ გააჩნია ყველა ადამიანს. რომელიც უნდა დააფასო ან ტაშით, ან შენთვის გულში, თუ ნიჭიერის სცენაზე დგას ნიჭიერი ადამიანი მაშინ ესემესებით.

შეცოდება – ეს არის “თვისება” რომელიც გააჩნია ყველა (ბოროტსაც) ადამიანს. შეცოდების გრძნობა არ არის ნიჭიერების დაფასება.

ნიჭიერი – შოუ, რომელიც აგერ უკვე მეორე სეზონია საქართველოს მასშტაბით ეძებს ნიჭიერ ადამიანებს. ცდილობს დაგანახოთ რომ ამქვეყნად არსებობს ნიჭი და ეს ნიჭი არ არის მხოლოდ სიმღერა!

წარსული – ყველას აქვს. ზოგს კარგი, ზოგს ცუდი და ზოგსაც ტრაგიკული. ცუდი და ტრაგიკული წარსული გამო არ შეიძლება ადამიანს გაუწიო დათური სამსახური (სკოლაში არ გასწავლეს ხალხო?) და ადამიანს უთხრა რომ “ნატალი შენ გადასარევად მღერი, შენ ჩვენი ქვეყნის უკვე შემდგარი ვარსკვლავი ხარ!”

მოკლედ, ჩემი აღშფოთების მიზეზი 2 მაისს შემდგარი ნიჭიერის ნახევარ ფინალია. აღშფოთების მიზეზი პრინციპში ორი მქონდა: 1. შოუ არ იყო ისეთი როგორსაც ველოდი და 2. სმს-ებით გაიმარჯვა ნატალი ვეფხვაძემ.

1. შოუ ისეთი რამ არის რამაც უნდა აღაფრთოვანოს ადამიანი. შეეძლოს თვალი მოაშორებინოს ფეისბუქს და მეორე დღეს შოუს დამდგმელის სახელი მაინც ახსოვდეს. გუშინდელი ნახევარფინალის შემდეგ მახსოვს მხოლოდ ნიცა ყიფიანი და აკროსტაილი. ნიცა ყიფიანის ნომერი მართალია მისთვის ცოტა შეუფერებელი იყო, მაგრამ ბავშვმა იმდენად კარგად გაართვა თავი, რომ საქართველოს ბანკის ფავორიტიც გახდა. თუმცა, დარჩენილი 8 ადამიანიდან არც-ერთი იყო ნიჭიერი და პრინციპში კი გახდებოდა ფავოროტი. აკროსტაილი – ჯგუფი, რომელმაც რეალურად დადგა შოუ, დაგვანა თავისი ნიჭი, დაიმსახურა ხალხის  ოვაციები და ჟიურის ფავორიტადაც დასახელდა.

აკროსტაილი

აკროსტაილი

2. ნატალი ვეფხვაძის გამარჯვება. ეს ის ფაქტია, რამაც გადარია სრულია ფეისმოსახლეობა. როგორც ჩანს ქართველებში ისევ დუღს წმინდა ქართული სისხლი და მოჭარბებული ენერგია გაამარჯვებინონ მას ვისაც აქვს ტრაგიკული წარსული, სმენა და დგას ნიჭიერის სცენაზე. ხალხნო!!! სმენის და ხმის ქონა არ ნიშნავს რომ ის კარგად მღერის, ტრაგიკული წარსული არ ნიშნავს რომ ის ნიჭიერია. მე არ მესმის თქვენი და არც ხალხს

ნატალი ვეფხვაძის გამარჯვების შედეგი

შედეგი

ვერა ვერ შევეშვები ნიჭიერს

  • ნიჭიერი არის პროექტი სადაც იხილავთ გოგონებს ჯუნგლებიდან, რომლებიც ცდილობენ იცეკონ აჭარული.
ჯუნგლებში მოხვედრილი აჭარელი გოგო

ჯუნგლებში მოხვედრილი აჭარელი გოგო

  • ნიჭიერის სცენაზე იხილავთ ხალხს “მე ამას ჩემი ფანებისთვის ვაკეთეეეეეეებ და სულ არ მაინტერესებს ჟიურიიიიიიიიი”…
ყველანი მიყვარხაააააააააააართ

ყველანი მიყვარხაააააააააააართ

  • ნიჭიერი პროექტია, სადაც იხილავთ მოხუცების და ბავშვების დაუღალავ შრომას ნიჭიერის ტიტულის მოსაგებად.
  • იხილავთ ჟიურის არაკომპეტენტურობას, როდესაც მეორე ტურში გადაყავთ არანიჭიერი ხალხი.
:მოდი ვცადოთ რა იქნება შემდეგ ტურში: ხალხი

:მოდი ვცადოთ რა იქნება შემდეგ ტურში: ხალხი

  • მხოლოდ ნიჭიერის სცენაზე შეგიძლიათ იხილოთ N-რაოდენობის უნიჭო ილუზიონისტი.
უნიჭოები

უნიჭოები

  • მხოლოდ აქ შეგიძლიათ იხილოთ 10–13 წლის ბავშვები, რომლებიც “გადასარევად” მღერიან და რომლებიც რა თქმა უნდა გადადიან შემდეგ ტურში. მერე რა რომ წლების მომატებასთან ერთად დაკარგავენ ხმას, სმენას და ნიჭიერებას.
  • მხოლოდ  ნიჭიერის სცენაზე “კაი ბიჭის” ახსნილი სიყვარული
კაი ბიჭი

კაი ბიჭი

როგორც იქნა ნიჭიერის პირველი შესარჩევი ტური დასრულდა. დაახლოებით 150–მდე ნიჭიერი ადამისგან უნდა დარჩეს 50 ნამდვილად ნიჭიერი ადამიანი და შემდეგ უკვე დაიწყება ნახევარფინალი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ 50ეულში არ შევა:
1. მოხუცები, რომლებიც უბრალოდ საყვარლები არიან;
2. ბავშვები, რომლლებიც უბრალოდ საყვარლები არიან;
3. “ნიჭიერები”, რომლებიც “მოდი ვცადოთ”–ს გამო გადაიყვანეს;
4. “ნიჭიერები”, რომლებიც “მოდი ნუ გავუტეხავთ”–ის გამო გადაიყვანეს.

პ.ს ნიჭიერზე წერა რატომღაც ჩვევად მექცა :/ ყოველთვის როცა პოსტს ვაფაბლიშებ ვამბობ რომ შემდეგ კვირას აღარ დავწერ. მაგრამ, ორშაბათს რომ ვუყურებ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ეს სერია როგორ დავწერო ბლოგზე :)

ნიჭიერიც არის და ნიჭიერიც

ნიჭიერის მეხუთე სერიაზე დამტკიცდა, რომ თვითნასწავლ მოცეკვავე/მომღერლებსაც უმართლებს და არც ისე წყალწაღებულნი არიან.

როდესაც სცენაზე ქალბატონი ციალა დავინახე და შემდეგ მისი ასაკი გავიგე მხოლოდ ის გავიფიქრე მისი ტოლი ადამიანები რატომ არ რჩებიან სახლში და ხალხის სამაიმუნოდ რატომ იგდებენ თავს–მეთქი, თუმცა როგორც ჩანს ქ–ნი ციალა გამონაკლისი აღმოჩნდა და მისმა შაირებმა უკლებლივ ყველა გაამხიარულა.

დამტკიცდა, რომ ფილარმონიის სცენაზე ყველა პატარას ბედი არ სწყალობს და 4 წლის ანანო დედასთან გაუშვა ჟიურიმ.  დამტკიცდა, რომ მეგრელებს აფერისტობას ტყუილად არ აბრალებენ. იხ. დაჩი თურქიასა და ნინო მამფორიას ნომრები. პირველი ამტკიცებდა რომ კატა ჰყავს მოლაპარაკე, ხოლო მეორე კონსტერვატორიაში სხვადასხვა ტურებში გამარჯვებას იბრალებდა. თუმცა ვინ იცის, იქნებ გაიმარჯვა კიდეც ?! საქართველოში მოიძებნება 1 ადამიანი ვისაც ველური დასავლეთი უყვარს. დამტკიცდა რომ ჯექსონი ისევ ცოცხლობს ქართველების პატარა გულებში, მაგრამ მის ნაირად ცეკვა სამწუხაროდ არ გამოსდით.

ჯექსონის უიღბლო გამგრძელებლები

ჯექსონის უიღბლო გამგრძელებლები

არ ვიცი რა დამტკიცდა აფრიკელების ქართული ცეკვით, მაგრამ მე მათში ნიჭი ვერ დავინახე. შეიძლება დააფასო და გაგიხარდეს, რომ იციან ქართული ცეკვები, იციან ქართული ენა და ჩიჩეჩიჩე მეგრული მაგრამ…

ქართულის მოცეკვავე აფრიკელები

ქართულის მოცეკვავე აფრიკელები

ამ სერიის ყველაზე უცნაური, ყველაზე გაუგებარი, ყველაზე დაძაბული ყველაზე არ ვიცი კიდე რა ვთქვა ილუზიონისტი ერიკ სააკიანის ნომერი იყო. სიმართლე გითხართ არ ვიცი ნამდვილად გაუყარა თუ არა დანა კისერში და ის სისხლი ნამდვილი იყო თუ არა. არ ვიცი რას შვრებოდა როცა თავისი მანტია მოახვია მსხვერპლს მაგრამ საშინელება კი გამოვიდა.

კისერში დანაგაყრილი მსხვერპლი

კისერში დანაგაყრილი მსხვერპლი

ინდური ფილმები, რომ მოსწონდათ ვიცოდი, მაგრამ სიმღერებითაც თუ იხიბლებოდნენ ისე, რომ მათი შესრულება ეცადათ არ ვიცოდი. მაგრამ შესრულებაც არის და შესრულებაც…

“გთხოვ ამაას, ნუ გაიკეთებ წამაალს…” დღის, თვის და ალბათ მთელი წლის (სანამ ჯეოსტარი ან ნიჭიერი დაიწყება) ჰიმნი.  ნამდვილად არ ვიცი რამ აიძულა, რომ სცენაზე ეს ორიოდე წინადადება ემღერა მაგრამ ხალხმა უკვე აიტაცა.

გთხოვ ამას, ნუ გაიკეთებ წამალს...

გთხოვ ამას, ნუ გაიკეთებ წამალს...

და ბოლოს ამ სერიის აღმოჩენა მარიამ ტომარაძე, რომელმაც ჯენიფერ ჰოლიდეის ერთ–ერთი სიმღერა არაჩვეულებრივად შეასრულა. მემგონი სიმღერის მხრივ პატარა ბავშვები, ბევრად სჯობნიან დიდებს.

აქვე ჟიურის დაზეპირებული ფრაზები:

1. თქვენ გაქვთ სამი არა და სამწუხაროდ ვერ გადახვედით შემდეგ ტურში.

2. თქვენ გაქვთ სამი კი და გელოდებით შემდეგ ტურში.

3. ეს პროექტი იმისთვის შეიქმნა, რომ თქვენაირი ნიჭიერი ადამიანი/ადამიანები გვეპოვა

4. მართალი გითხართ ნაკლებად მოველოდი ასეთ ეფექტს.

5. ეს არ იყოს ის ნომერი, რომელიც იმსახურებს სამ კის.

ჩვენ ნიჭიერები ვართ!

9:30 სთ.

სადღაც ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მეტეხის 22 ნომერში ბლოგერები იკრიბებიან.
სადღაც დიდუბეში, რომელიღაცა კორპუსის რომელიღაცა ბინაში ვიმზადებ ყავას.

9:45

სქაი ბარში ბლოგერები სხდებიან, ლუდს წრუპავენ, სასუსნაოებს მიირთმევენ, ერთმანეთს ეკაიფებიან და ლაგდებიან ადგილებზე.
სადღაც დიდუბეში, რომელიღაცა კორპუსის რომელიღაცა ბინაში ვკალათდები სავარძელში, ვიფარეფ “პლედს” და ვემზადები.

9:55

ბლოგერები სქაი ბარში და მე სახლში, ბლოგერები იქ, და ბლოგერი აქ ვუყურებთ კურიერის უკანასკნელ წუთებს.

10:00

ორივეგან ყვირილი– იწყება! იწყება! სიჩუმე! და იწყება ნიჭიერის მეოთხე სერია

ნიჭია ის, რომ ფილარმონიის სცენის გადაწვა შეგიძლია და ჟიურს “ცეცხლოვანი კოკტეილი” დააგემოვნებინო. ნიჭიერებაა “ბელიე როზის” მღერა და დარბაზში 1 კაცის აცეკვება მაინც (ამ დროს ალბათ ბლოგერები სქაი ბარში მღეროდნენ).

აქვე პატარა ლოზუნგი:

ყველას ვისაც პირის პრუწუნი შეუძლია ნუ თვლის თავს ბიდბოქსერად

ვაგრძელებ:

ნიჭიერებაა როდესაც შეგიძლია დაუსტვინო სალამურის ხმაზე. ნიჭიერებაა როდესაც შეგიძლია იცეკვო ლათინო ამერიკული (ხალხის მოწონებული თანამედროვე ცეკვა) და ცეკვის განმავლობაში არა ერთხელ დააგდო ძირს პარტნიორი და მწარედ “დააბოლო” ჟიური, რომ მოეჩვენა.

დასაფასებელია ის ნიჭი, რომელიც ვანოს გააჩნია, კარგად სიმღერის ნიჭი! თიკოს და სოფოს გულისაჩუყების ნიჭი. აქვე პატარა შენიშვნა: სოფოს ტირილი არ უხდება, დაე სულ იცინოს!

მართალია ცუდია ჯგუფი “თავისუფალის” მიმდევრობა, რომ მგზავრებისა და ფრანის სტილს ჰგავს, მაგრამ დასაფასებელია ნიჭი რომ მათ შეუძლიათ სიმღერა, კარგად სიმღერა. დარწმუნებული ვარ თინეიჯერი გოგონები მალე აიტაცებენ: “ქალაქში სიყვარულს ელიან,ეს ქალაქი ვარდისფერია, ეს ცხოვრება…”

ნიჭია, როდესაც შეგიძლია უსმენო, უხმო და თვითდაჯერებული ჯგუფი “ფორ იუ” წარსდგება ჟიურისა და საოცრად კრიტიკული მაყურებლის წინაშე.  ნიჭია, როდესაც გოგონების ჯგუფს შეუძლია შეასრულოს დადგმა “გურული ბებია” და კილო და ინტონაცია თითქმის გურული ქალივით ჰქონდეთ (ნუ მერე რა რომ იუმორი აკლდა, ეგ სცენარისტის ბრალია). ნიჭია როდესაც ყმაწვილების ჯგუფი ცეკვავს ბრეიქდანს (დიდი ვეაფერი იმჰო), ნიჭია როცა პატარა ბიჭს შეუძლია სცენაზე იცეკვოს. ნიჭია როდესაც მთელ ქვეყანაში ხარ ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ცეკვავ აღმოსავლურ ცეკვებს და მიუხედავად იმისა რომ იცი ქართველების უმეტესობა ჰომოფობები არიან მაინც თამამად გადიხარ, იქნევ უკანალს, ცეკვავ მუცლის ცეკვას. მიუხედავად იმისა, რომ ჟიურიმ “არა” უთხრა მათი ჰომოფობებად მონათვლა უაზრობაა. უბრალოდ ლერი ცუდად ცეკვავდა და მსგავსი ნომრით გოგოსაც არ ეტყოდნენ “კის”.

აქვე მეორე ლოზუნგი:

ყველას ვისაც ტრაკის, თეძოს, ფეხის, მუცლის, ხელის და სხვა ორგანოების ქნევა შეუძლია არ არის ორიგინალური და ნიჭიერება!

დასაფასებელია ნიჭი, რომელიც დათიკაშვილების ოჯახმა გამოავლინა.დასაფასებელია ნიჭი რომელიც ბათუმელმა წყვილმა გვაჩვენა. იცოდნენ ცეკვა, ეწყობოდნენ წყვილში ერთმანეთს, ჰქონდათ არაჩვეულებრივი დადგმა და ერთი სიტყვით იცოდნენ რასაც აკეთებდნენ. ნიჭია, როდესაც გგონია რომ ბოდიარტი, როგორც ხელოვნება შენი შექმნილია და რომ საქართველოში ანალოგი არ მოიძებნება და ამ დროს ჩაცმულ ხალხზე ჯღაპნი ქართული მარადიულობის სიმბოლოს.ნიჭია როდესაც შეგიძლია თავდაყირამ გაიპარსო წვერი და ცალ მუშტზე დადგე. ნიჭია როდესაც ფოიეში არიგებ საკუთარ დისკს, გასაფორმებლად (ბექგრაუნდად) მიგყავს გოგო და მღერი რაღაც საშინელებას, კიდევ უფრო ნიჭიერი ჟიური გამოდგა, რომელიც სასწაულად ეკაიფა გულვერს. (ღამეს მთვარიან ღამეს… ალბათ ბლოგერები მღერია სქაი ბარში). ნიჭია როდესაც არ შეგიძლია სიმღერა და მაინც მღერი.

აქვე კიდევ ერთი ლოზუნგი:

იმის შესრულება, რასაც ნებისმიერი ანსაბლი აკეთებს არ შეიძლება იყოს ისეთი აღმაფრთოვანებელი, როგორც სხვა ნებისმიერი ნიჭიერება!

დასაფასებელია, როდესაც პატივს სცემ ჟიურს, საკუთარ თავს და მომზადებული გამოდიხარ ხალხის და სრულიად საქართველოს წინაშე. ამ სერიის ჩემი ფავორიტი ნია იყო. დასაფასებელია უხუცესების ცეკვა, ენერგია და სიხარული რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ სცენაზე იდგნენ. მაგრამ ჩემთვის მაინც გაუგებარია რატომ სწყალობთ ბედი მოხუცებს და ბავშვებს?!

 

ჩვენ ყველანი ნიჭიერები ვართ!!!

 

11:40

ბლოგერები იშლებიან, ნელ–ნელა ტოვებენ სქაი ბარს. ზოგი მეტროსკენ მიდის ზოგი დგას და დანარჩენს ელოდება.
მე ვდგები, ყავის ჭიქას ვრეცხავ, შევდივარ ოთახში ვიხდი და ვწვები.

ნიჭიერი

სახლში არ ვიყავი და დამავიწყდა. არა და დილიდან ველოდი.არაუშავს კეთილ ადამიანებს myvideo.ge ჩემთვის შეუქმნითა. ვზივარ და ვუყურებ, პარალელურად პოსტს ვწერ.

სანამ პოსტის წერას დავიწყებდი ფბ–ზე მეგობრების სტატუსებს გადავავლე თვალი, ზოგი გაოგნებული იყო, შოგი აჩუყებული და ზოგიც “ვაიმე რა საყვარლები არიან”  სტატუსით შემოფარგლულა.

დღეს, ნიჭიერის მეორე სეზონი იყო. ჩავრთე, მოვკალათდი სავარძელში და რაღაც გასაოგნებელის საყურებლად მოვემზადე. პრომო ისეთი ჰქონდა მოდი და ნუ გეგონება, რომ გასაოგნებელი იქნება.

პირველი მონაწილე 13 წლის გოგონა სარკისებურად საუბრობდა. ანუ უკუღმა და ჰიმნის შესრულება მოინდომა. უდავოდ ნიჭიერია! თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექტი გათვლილია ნიჭიერების აღმოჩენაზე, მაინც მთავარი მიზანი შოუს დადგმაა, ამიტომაც მას 2 არა ერგო.

შემდეგი მონაწილე იუმორისტული პაროდიების შემომთავაზებელი ახალგაზრდა იყო. საშინელებაა! დავრწმუნდი, რომ ჩვენთან იუმორს ყველა თავისებურად აღიქვამს :/ ნეტა მეგობრები არ ეუბნებიან, რომ სად მიდიხარ დაეტიე სახლშიო?!

იოგა იოგაა… ამით ხალხს ვერ გააოცებ და მტკიცე უარიც მიიღეს.

როგორც ჩანს ჟიური სუბიექტური აღმოჩნდა (კუსამ თქვა თუ ობიექტურები იქნებიან მეორე ტურში გადავალო) და კუსა ვერ გადავიდა მეორე ტურში. თუმცა შეფასებას რომ დალოდებოდა ღმერთმა იცის რა მოხდებოდა. კუსამ ჯეოსტარის ერთ–ერთი მონაწილე გამახსენა… ფანებით და “პლაკატებით” რომ მოვიდა და საკუთარ თავში დაჯერებულ იდიოტს რომ ჰგავდა. ნუ მე ეგეთი ეგ ერთი მეგონა მარტო, მაგრამ კუსაც მისი “მოგვარე” აღმოჩნდა.

ნიჭიერში ასაკს მნიშვნელობა არ აქვსო და ანსაბლი “ალილო” ბათუმიდან ჩამოვიდა. ჯგუფის ბავშვების ასაკი 4–6 წელი იყო და ქართულ ცეკვებს ასრულებდნენ. ნუ დიდად ვერ ავღფრთოვანდი… ალბათ სუბიექტური ვარ, იმიტომ რომ ბავშვები 4– წლიდან უკვე აღარ მევასებიან. თანაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბავშვები განებივრებულები და მეტიჩრები იქნებიან. ენივეი, ჟიურიც აღფრთოვანებული იყო ამ “თოჯიბებით” და მაყურებელიც და მეორე ტურშიც ვიხილავთ “პატარა თოჯინების თეატრს” (ც) ვანო.

შემდეგი მონაწილეები კათარზისიდან იყვნენ. მოხუცი ბებიები და ბაბუები (პაპები) სამღერად მოვიდნენ. თურმე ისინი გასართობად ხშირად ატარებენ ხოლმე კონცერტებს და ცდა ბედის მონახევრიაო და აქაც მოვიდნენ, ან მოიყვანეს რა ვიცი. სიმღერა არ ჰქონდათ დაწყებული ვანომ და თიკომ განაცხადეს ეს ხალხი უკვე ძალიან მიყვარსო. მომკალით და არ მჯერა :| არა, იმიტომ კი არა რომ ეს მოხუცები არ მომეწონა. უბრალოდ ასე უბრალოდ სიყვარულის არ მჯერა + ამას ვერ მღეროდნენ. გული რატომ აუჩუყდათ ვერ გავიგე. იმიტომ რომ კათარზისიდან იყვნენ? იმიტომ რომ მიუხედავად ასაკისა და რთული ცხოვრებისა მაინც ჰქონდათ ნერვი ეზრუნათ საკუთარ გართობაზე? თუ იმიტომ რომ კარგად მღეროდნენ? არა არა, ეს ბოლო გამორიცხეთ არ მღეროდნენ კარგად. ვანოს სიმღერის დასრულების შემდეგ შეუყვარდა ეს ხალხი. აი გეგა ცოტა ობიექტური იყო საყვარლები ხართო… კი საყვარლები იყვნენ. სოფოს ტირილი არ გამოსდის და აღარ იტიროს ძალით რა :/ სამი “კი” მიიღეს. რატომ? ა) მოხუცები იყვნენ და გული არ ატკინეს;  ბ) ნიჭიერები იყვნენ. პასუხი თქვენთვის მომინდია.

აი ამ ჭიქით და დიდი გულით იმ კაცს გაუმარჯოს ვინც გაბედა და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დარდიმანდულის სამღერლად მოვიდა. სოსო დუშეთიდან. პრომო რომ ვნახე იმის მერე მინდოდა ამ კაცის მოსმენა <3 <3  “აბობოქრებულ ზღვაში გატარეეეებ… ” კი არა და გამოდგება ეს კაცი სუფრაზე, ალბათ ^^ ნიჭიერების კი რა მოგახსენოთ : ))  თუმცა ქართველები ხომ საოცრად კეთილი ხალხი ვართ, ხო და მისცეს შანსი და მეორე ტურშიც სულ თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთ ძახილით გადავიდა.

კვარტეტი “ქუთათური”  – ვინც მასზე ცუდი რამე თქვას გული გაუპოს დანამა! ხო და ჩუმად ვარ.

შემდეგი ცოტა არ იყოს უცნაური ჯგუფი გორიდან “ვოთერ ლილი” …  მაგრამ იმდენად კარგად იმღერეს რომ დაუფიქრებლად აღმოჩნდნენ შემდეგ ტურში.

საქართველოს ჰიპ–ჰოპის ფედერაცია სრული შემადგენლობით სცენაზე. ახალი, გასაოგნებელი, გასაგიჟებელი ვერაფერი, მაგრამ კარგები იყვნენ ხო და შემდეგ ტურშიც გადავიდნენ.

ფერიები მარიამი და ქრისტინე. ეს ფერიები სოფოსთვის თორემ ჩემთვის დები, რომლებიც მღეროდნენ და ნუ არც თუ ისე კარგად. მოდი ასე ვთქვათ ჩვეულებრივად. მაგრამ პატარებს ბედი სწყალობთ.

ცირა კუპრაშვილი, ხატავს სხეულით და მას ფუნჯი ხელში არასოდეს ჭერია.  ის ქმნის ქალისა და კაცის ინტიმს ნახატში (wtf?). სცენაზე ის პრჭყვიალა საზიზღრობა რომ გაიხადა მაყურებელთა რიგებში გოგოს ხელი ბიჭის თვალებზე დააფიქსირეთ? :დ  კაცების აღფრთოვანებული ტაში? რა დახატა არ ვიცი, მაგრამ ასე მეც მივჯღაპნი რაღაცებს ტილოზე. მერე რა რომ მისნაირი ტანი არ მაქვს. სამაგიეროდ დიდი მკერდი მაქვს და ტილოზეც მშვენივრად ვიხმარ ხელებს, ფეხებს და მხრებს და ნუ თუ საჭირო გახდა თეძოსაც. გადავიდა შემდეგ ტურში :O და იმ პირობით რომ უფრო მეტი ინტიმი იქნება დ აუფრო გახდილი. შემდეგ სეზონზე მეც ხომ არ ვცადო?

შემდეგ მონაწილეებს ცირასგან განსხვავებით არ უმართლებდათ. ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა, ნუ ცდილობდა მაინც, შრეკი მაიმუნობდა (?!). სამაგიეროდ ლუკა იჭყანებოდა, მღეროდა კიდეც, ცეკვავდა და ისა… აი ეს იყო ნიჭიერი, ცოტა უფროსი მაინც ყოფილიყო, რა კარგი ვინმეა ♥ ♥

და აი ისიც, პარკური. პრომომ იმდენად დააინტრიგა ხალხი, რომ ორშაბათს მხოლოდ იმიტომ ელოდნენ გაეგოთ რა მოუვიდა იმ საწყალს. ვანომ იმდენჯერ თქვა ვნერვიულობო, საშიშიაო რომ დათარსა. არა, მთლად ვანოსაც ნუ დავაბრალებთ. 8–თვე ცოტაა იმისთვის, რომ ესეთი ექსტრემალური რაღაცები აკეთო. ავიდა, ჩამოხტა, დაეცა და ვეღარ ადგა. სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. როგორც აღმოჩნდა, სანამ ჩამოხტებოდა თაბრუ ეხვეოდა… ნუ აი სად მიდიხარ რომ მოდიხარ… :| არაუშავს, მთავარია რომ ბიჭი კარგადაა. სამაგიეროდ პარკური აიკრძალა ნიჭიერში.

ვანი ჩხოროწყუდან. მისი ნომერი ბაგირის გაწევას მაგონებდა. 5–5 დაკუნთული ყმაწვილი ცდილობდა გაექაჩა თავისკენ და ძლიერმა გაიმარჯვა. ვანო რა შუაში იყო არ ვიცი. სამაგიროდ ჟიურის ვანომ ცადა ბედი და ჰოი სასწაული! მასაც გამოუვიდა. მერე რა რომ გეგას ხელი გაექცა ღილაკისკენ ^_^

ბოშები, რომლებიც კახეთიდან ჩამოვიდნენ და საუბრობდნენ მხოლოდ რუსულად. უკვე მეორე შემთხვევა იყო მგონი როდესაც მონაწილეს არ ესმის ქართული. ნუ, მე მაღიზიანებს. ერთი–ორი სიტყვა რომ ისწავლო ქართულად, როცა ამდენი ხალხის წინ წარდგომას აპირებ, მგონი არაფერი მოგივა.  იცეკვეს, გაერთნენ და წავიდნენ.

გურამი რომელიც კარტით ასრულებდა რაღაცებს უკომენტაროდ, მარიკა რომელიც მღეროდა, ბიჭი რომელიც უკრავდა და მღეროდა კიდეც, ნათია რომელიც ინდურს ცეკვავდა და ყველას “თქვენი დიდი ხათრი გვაქვს მაგრამ არაო”

შემდეგმა მონაწილემ, ნაძიმ, სიმართლე რომ გითხრათ გამაოცა. ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ ასე კარგად იმღერებდა. მაგრამ აი ბოლოში მუხლებზე დაცემა რაღა მეტიჩრობა იყო? ემოციებს აჰყვა ალბათ.

შემდეგი ისევ სახიფათო ნომერია, აკრობატიკა. მეგონა მსგავსი ნომრები აიკრძალა, მაგრამ ესენი მაგრები იყვნენ და დამსახურებულად გადავიდნენ მეორე ტურში.

ჟიურიზე რა უნდა ვთქვა: გეგას ინტიმი ჰყვარებია, ვანო თურმე კუნთებს მალავს, და სოფოს უთხარით რომ პირს ასე დიდზე ნუ აღებს. ვანო და თიკა ფორმაში იყვნენ, როგორც ყოველთვის.

რატომღაც უფრო განსაკუთრებუს ველოდებოდით, თუმცა რა იცი რა ხდება შემდეგ ორშაბათს?

 

ნიჭიერი

მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონის დასრულების შემდეგ ათასი მითქმა–მოთქმა იყო და აუარება ტყუილ–მართალი ჭორი დადიოდა ჟიურზე თუ გამარჯვებულზე, წელს ნიჭიერის მეორე სეზონი დაიწყო! დაიწყო, თანაც აშლანგით, ფილარმონიის გადატენილი დარბაზით და ახალი ჟიურით.

ჟიურის რიგებში ამჯერად თქვენთვის კარგად ცნობილი და უკვე მობეზრებული სოფო, მთავრობის მასხარა ვანო და უცვლელი გეგა არიან. თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მეგონა სოფო უბრალოდ მაიას ჩაანაცვლებდა და მორიგი “ვაი რა საყვარელი ხარ”, “შენ გენაცვალე” “იცი, არ მინდა, არაჩვეულებრივი იყავი, მაგრამ– არა” იქნებოდა, მაგრამ თქვენ ხომ ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვიყავი, როდესაც “არასაც” ისევე ადვილად და უწი–უწის გარეშე ამბობდა როგორც კის. ვანოს თითოეული იუმორი, რომელიც მინახავს ან თვალი მომიკრავს ტელევიზორში დადგმული და საოცრად ყალბი მეგონა. მაგრამ, რომ დავინახე რომ ჟიურის სავარძელს მოკალათებული ვანო გაცილებით უკეთ ხუმრობდა ვიდრე “ვანოს შოუში” ცოტა არ იყოს და მომეწონა კიდეც ჟიურიში მისი აღმოჩენა. გეგა უცვლელი და განუმეორებელია როგორც ყოველთვის. მოკლედ, ჟიურითი კმაყოფილი დავრჩი.

დაგვიანება უყვართ ქალებსო მაგრამ მგონი ქალებზე მეტად გადაცემებს უყვართ დაგვიანება.  არაუშავს, როდის ყოფილა აქამომდის ზუსტად დაწყებულიყო რაიმე, თუ როგორც… მოკლედ, როგორც იქნა დაიწყო. თუმცა ცოტა არ იყოს და თავიდანვე რამდენიმე “არა” მიჰყვა. აშკარად ბედი არ სწყალობდათ ჩვენს “ნიჭიერებს”.

ჯერ იყო და 37 წლის ბელა გამოვიდა. თურმე ნუ იტყვი და ცეკვის და სიმღერის თანდაყოლილი ნიჭი ჰქონია და მისი ადგილიც სცნაზე იყო. ჟიურის წინ მდგარმა “მიშელ ჯექსონის” ერთ–ერთი სიმღერა შეასრულა და დამსახურებული  3 “არა” მიიღო.

მოცეკვავე ბელა მოტრიალე მაყვალა ქობუაშვილმა ჩაანაცვლა. რომელიც მიიჩნევდა, რომ მისი ნომერი სასიკვდილოც კი იყო! და ყველა იმ კაცზე უკეთესი იყო, ვინც თავში რაღაცებს ირტყამს. მოკლედ, ამბიცია ჰქონდა, რომ გამარჯვებულიც უნდა ყოფილიყო. თუმცა ვანომ სულ ტრიალ–ტრიალით უთხრა დიდი ბოდიშით მაგრამ “არაო”.

შედმდეგ იყო ზურა იოგის ილეთებით, ცეკვა, ედუარდის სიმღერა, ცეკვის მაგვარი ილეთები და ყველგან მტკიცე 3 “არა”. ის ის იყო ხელი ჩავიქნიე, პოსტის წერა გადავიფიქრე, რომ დაკი გამოჩნდა (ჰო დონალდი), გიორგის ეძახდნენ და არაჩვეულებრივად იცეკვა. გიორგის უცნაურად ჩაცმული ახალგაზრდები მიჰყვენ. ჯგუფი ფანტომი. ჯგუფის წევრებმა შეძლეს და ინტერნეტის საშუალებით 5 თვეში დაამუშავეს მატრიცული პანტონიმა. მსგავსი რამ, ჯერ საქართველოში არ ყოფილა! თვით გეგას შექებაც კი დაიმსახურა.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფრის შემდეგ საქმე “რიხინ–რიხინით” აეწყო და გამომსვლელები ერთმანეთის მიყოლებით “კი”–ს იმსახურებდნენ. ჯერ ოჯახურ–მეგობრული კვინტეტი გამოვიდა, და მათი მიზანი – გააგებინონ ხალხს, რომ არსებობს ჯგუფი, რომელიც უკრავს ჯაზს, შესრულებულია და  3 “კიც” აქვთ. შემდეგ იყო ჯგუფი მიქსი, უკაცრავად ვორტექსი. 22 ბავშვისგან შემდეგარი ჯგუფი, რომლებიც შეგნებულად და მიზანწრაფულად მიიწევენ წარმატებისკენ და “კი”–ც დაიმსახურეს.

ყველაზე გასაოცარი და ჩემთვის კულმინაცია კაუჩუკოს კაცი იყო, რომელმაც მოახერხა და 50X50-ზე ყუთში ჩაძვრა და გამოძვრა. ნუ, ჰო ვინმეს რომ ეთქვა არც მე დავიჯერებდი.

როგორც ჩანს გადაცემის მსვლელობისას ყველაზე ემოციური 3 წუთი ნატალი ვეფხვაძეს დაეთმო. მან შესძლო და ფეხზე დააყენა მაყურებელი, ჟიური. გაამართლა დედის იმედები და გავმეორდები და ვიტყვი, რომ ეს ის მომენტი იყო როდესაც მხოლოდ ერთმა სიმღერამ შესაძლოა მთელი ცხოვრება შეცვალოს. ამაღელვებელი რამდენიმე წუთის შემდეგ სცენა ლაგოდეხიდან ჩამოსულ გოგონებს დაეთმოთ, რომლებმაც აბბას პოპური შეასრულეს და საკმაოდ წარმატებულადაც.

მერაბ სვანიშვილი კი მაგიური ნომრის ჩატარებას და დარბაზის გათიშვას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ხელში დამწვარი პატარა ხე და გასართობად სცენაზე ასული 4 ყმაწვილი შერჩა ხელთ. უცნაური კაცი კი იყო მაგრამ არ მეგონა დანარცენ გამომსვლელებზე ასე თუ იმოქმედებდა. ერთმანეთის მიყოლებით ამბობდნენ სოფო, გეგა და ვანო “არას”.

ასევე არ გაუმართლა სკოლის მოსწავლე დავითს, რომელსაც საკუთარი გამოსათვლელი ფორმულა ჰქონდა და  შეეძლო ერთნიშნა, ორნიშნა და სამნიშნა რიცხვები ზეპირად (!) გაემრავლებინე თავის თავზე. გეგა, ვანო და თიკა “კალკულატორით” ამოწმებდნენ და შეცომა მაინც ვერ უპოვეს, თუმცა შემდეგ ეტაპზე გადასვლა ვერ მოახერხა. მარტივი მიზეზით – შოუ არ დაიდგმევა ამ შენი ნიჭითო. თუმცა გადაცემა 8 წლის ნიცას ცეკვით დასრულდა. აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით პატარა, მოცუცქნულ, მორცხვ გოგოს არაჩვეულებრივად შეძლებია ჰიპ–ჰოპის ცეკვა.

შემდეგ სერიაშია კი: