Tag Archives: ფეისბუქი

რაფაელო და ჩემი სიყვარულის ისტორია

ვერასდროს წარმომედგინა თუ ჩემი სიყვარულის ისტორიას ვინმეს გავუზიარებდი, მაგრამ გუშინდელმა ვოიაჟმა თბილისი მოლში შემიცვალა აზრები. რატომაც არა, თუკი ჩემი ისტორია დაკავშირებული იქნება კიდევ ერთ დადებით მომენტთან, ჩაერთვება კონკურში და დაიმსახურებს ჟიურის მოწონებას… ^_^

მოკლედ, ყველაფერი დაიწყო ასე:  გუშინ საღამოს ჩემს დას თბილისი მოლში წავყევი, აკვიატებული ჰქონდა შარვალი უნდა ვიყიდოო, მე კიდევ ე.წ შოფინგი ყველაზე მეტად მეზარება. თუმცა, გუშინ ის გამონაკლისი დღე იყო, როდესაც მე თავი გავწირე და ჩემს დას ტანსაცმლის საყიდლად გავყევი. საერთო ჯამში, მაღაზიებში ბოდიალს თუ არ ჩავთვლით, ურიგო საღამო არ გამოდგა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რაფაელოს უზარმაზარ საჰაერო ბუშტს და   სპეციალურ სტენდს წავაწყდით თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში.

Captureროგორც აღმოჩნდა, რაფაელოს ახალი და მეტად საინტერესო კონკურსი აქვს იმათთვის, ვინც შეყვარებულია.  რაფაელოს წარმომადგენლებმა გაგვაცნეს კონკურსის პირობები, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა და მოხვდეს 11 გამარჯვებულს შორის საჭიროა რამდენიმე რამ:
1. იყოს შეყვარებული;
2. აღნიშნულ სტენდთან რაფაელოს წარმომადგენლებს გამოართვას სპეციალური წერილის ფორმა ან გახსნას ფეისბუქ გვერდზე განთავსებული აპლიკაცია.
3. მოკლედ, კონკრეტულად და კრეატიულად დაწეროს თავისი გრძნობების შესახებ;
4. წერილი მოათავსოს სპეციალურ ყუთში (თუ რა თქმა უნდა აპლიკაციას არ მიმართა).

ამასთანავე მონაწილეებს უფლება აქვთ თან წაიღონ წერილის ფორმა, შეავსონ და აქციის დასრულებამდე მოათავსონ რაფაელოს საფოსტო ყუთში. შევსებული წერილის მოთავსება საფოსტო ყუთში შესაძლებელია აქციის დასრულებამდე, 2014 წლის 2 მარტის ჩათვლით. დაიმახსოვრეთ, რომ ამ ვადაზე გვიან განთავსებული წერილები არ განიხილება.

გაითვალისწინეთ, რომ სასიყვარულო წერილი უნდა ჩამოყალიბდეს მოკლედ და მასში გამოხატული იყოს საკუთარი გრძნობები, იქნება ეს სიყვარულის ახსნა, ხელის თხოვნა, მოკლე ისტორია საკუთარ სიყვარულზე, ჩანახატი და ა.შ. წერილის სტილი შეუზღუდავია, მნიშვნელოვანია იყოს ორიგინალური, კრეატიული.  აუცილებელია იყოს რეალური და ეძღვნებოდეს რეალურ ადამიანს. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ განიხილება მხოლოდ ქართულ ენაზე დაწერილი წერილები.

პრიზები კიდევ უფრო საინტერესოა და ბრძოლა ღირს ^_^

1619349_10201581106871149_609861519_n

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მე შეყვარებული არ ვარ. შესაბამისად, ჩემს დასთან ბევრი ჯუჯღუნის შემდეგ რაფაელოს სტენდთან მისი სიყვარულის ისტორიის გადმოცემას შევეცადეთ კრეატიულად. თავიდან გვინდოდა ნახატი ყოფილიყო, მერე ვითომ ლექსი, ჩანახატზეც დავფიქრდით და ამ ფიქრის პროცესში კარგადაც გავერთეთ. საბოლოო ჯამში რაღაც გამოვიდა, მაგრამ იმას, რაც გამოვიდა ჟიურის გარდა ვერავინ ნახავს ^_^

მათთვის ვისაც თბილისი მოლში წაბოდიალება ეზარება შექმნილია სპეციალური აპლიკაცია, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე – http://on.fb.me/1oNTvwC . გახსენით აპლიკაცია, დაწერეთ წერილი და დაელოდეთ ჟიურის გადაწყვეტილებას. სასიამოვნო ფაქტია, რომ გამარჯვებულს გამოავლენს არა ლაიქები, თუ გინდათ მოწონებები დაუძახეთ, არამედ სპეციალური ჟიური. ასე, რომ ნუ მოგერიდებათ საკუთარ გრძნობებზე საუბარი ^_^

აღნიშნული კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ რაფაელოს ფეისბუქ გვერდზე, ამავე გვერდზე განთავსებულ ნოუთში ან აპლიკაციაში. 

წარმატებებს გისურვებთ თქვენც და, რა თქმა უნდა, საკუთარ თავს.  ^_^

Quarry Life Award Georgia

იყო დრო ფეისბუქ ივენთებს ყურადღებას ვაქცევდი ხოლმე, ბევრ მათგანში მონაწილეობასაც ვიღებდი და going-ს ტყუილად არ ვაწკაბებდი. ბოლო დროს ყველა ივენთზე ავტომატურად not going-ს ვაჭერ და მერე ვიწყებ მისი შინაარსის კითხვას, თუ დამაინტერესა maybe ვხვდები, თუ სადმე რამე წასასვლელია ან კონკურსია ვინარჩუნებ ძველ სტატუსს და წარბშეუხრელად ვხურავ ტაბს.

ამასწინათ მეტად საინტერესო ივენთზე მომივიდა მოწვევა –  Quarry Life Award Georgia -ს ახალი კონკურსი აქვს სტუდენტებისთვის და პრინციპში, არამარტო სტუდენტებისთვის, არამედ მკვლევარებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვისაც. პრიზი საკმაოდ სოლიდურია, 1500, 3000, 5000 ან 30 000 ევროს მოგების საშუალება აქვს ნებისმიერ ჩვენგანს. რომ წარმოვიდგინე რას გავაკეთებდი თუნდაც 1500 ევროთი (დღევანდელი კურსით 3600-ლარამდე ) გავიბადრე და დეტალურად გავეცანი კონკურსის პირობებს.

quarry life award

quarry life award

ე.ი სტუდენტებს და მკველევარებს შესაძლებლობა აქვთ გაააგზავნონ ორგვერდიანი საპროექტო წინადადება/იდეა 2014 წლის 1 მარტამდე. საპროექტო იდეა უნდა იყოს ქვემოთ მოცემული თემებიდან ერთ-ერთის შესახებ:

  • აღმოაჩინე ბიომრავალფეროვნება საბადოებზე
    მიზანი: შერჩეული საბადოს ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის დონის გაზრდა.
  • ბიომრავალფეროვნება და რეაბილიტაცია
    მიზანი: ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერის აღდგენისას  (ბუნების დაცვა, სატყეო სექტორი, სოფლის მეურნეობა, რეკრეაცია, საცხოვრებელი ადგილები …).
  • ბიომრავალფეროვნება და განათლება
    მიზანი: სოციალური ღონისძიებებისთვის კონცეფციის შემუშავება, რომელიც ორიენტირებული იქნება წიაღისეულის მოპოვებასა და ბიომრავალფეროვნებაზე (ღონისძიებები, ტურისტული ბილიკები, თანამშრომლობა სკოლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უნივერსიტეტებთან).
  • წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ბიომრავალფეროვნების მართვა
    მიზანი: კარიერის ბიომრავალფეროვნების ოპტიმიზცია წიაღისეულის მოპოვების პერიოდში.

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად. მონაწილე უნდა დარეგისტრირდეს ამ ბმულზე. გაეხსნება საკუთარი ანგარიში საიდანაც შეეძლება  გადმოტვირთოს საპროექტო წინადადების ნიმუში, აირჩიოს თემა და მიამაგროს თავის ანგარიშს.

1544395_10152205947423586_1028444360_n

გაგზავნილი იდეებიდან ხუთი საუკეთესო შეთავაზება თითოეული ქვეყნიდან შერჩეული იქნება გარემოსა და საზოგადოებისთვის ღირებულების, ინოვაციური ასპექტების, განხორციელებადობის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ მნიშვნელობის და ინტერესთა ჯგუფების ჩართულობის დონის გათვალისწინებით.

შერჩეულ პროექტთა მომზადების უზრუნველსაყოფად, ჰაიდელბერგცემენტი ფინანსურ დახმარებას გაუწევს ავტორებს 2014 წლის მარტიდან სექტემბრამდე სამუშაოებისა და კვლევის დასასრულებლად..

პროექტის საბოლოო ანგარიშები შედეგებისა და დასკვნების მიმოხილვით უნდა იქნეს წარდგენილი სექტემბრის ბოლომდე. განაცხადების დაჯილდოებისთვის განხილვისას ყურადღება მიექცევა როგორც კვლევით ანგარიშს ასევე ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე. ყველა მიღებული პროექტი ერთდროულად მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსში ეროვნული პრიზებისთვის 1,500, 3,000 და 5,000 ევროს და საერთაშორისო პრიზებისთვის 10,000 ევრო (ყოველ კატეგორიაში) და 30,000 ევრო გრან პრი საუკეთესო პროექტისთვის.

კონკურსის მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა კონკურსანტმა დაიცვას კომპანიის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სტანდარტები. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილეს ემუქრება კონკურსიდან დისკვალიფიკაცია.

Imho, საკმაოდ საინტერესო კონკურსია, ამასთანავე შრომატევადიც. ვისაც აინტერესებს საბადოების ეკოლოგიური და საგანმანათლებლო ღირებულებების ზრდა მისთვის მისწრებაა ^_^

დამატებითი კითხვებისთვის ეწვიეთ მათ ოფიციალურ გვერდს მისამართზე www.quarrylifeaward.ge ან დაუკავშირდით Quarry Life Award–ის თქვენი ქვეყნის ეროვნული კოორდინატორს quarrylifeaward.GE@heidelbergcement.com

წარმატებებს გისურვებთ!

შექმენი საკუთარი ქილა

კოკა-კოლას ახალი წამოწყების შესახებ, „გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს“, უკვე ყველამ იცის. თავიდან კითხვის ნიშნები გაჩნდა და ვერ გაიგეს რას ნიშნავდა გაუზიარე კოკა-კოლა ლაშას, ან სანდროს, ან ნათიას, თუმცა საბოლოო ჯამში მომხმარებელმა აიტაცა და მაღაზიებში ხშირად წავწყდომივარ როგორ ეძებს ვინმე თავის სახელიან კოკა-კოლას, ან მეგობრის სახელიანს ან სულაც კოკა-კოლას მამისთვის.

კოკაკოლა

ამ პერიოდისთვის დაბეჭდილია სულ 40 სახელი და სრულიად დაცულია სქესობრივი ბალანსი : ) 20 ქალის სახელია და 20 მამაკაცის. სახელები შერჩეულ იქნა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით. თუმცა, ამ სახელების გარდა ლიტრანახევრიან ბოთლებზე არის კიდევ 7 სიტყვა დაბეჭდილი: მეგობრებს, დედას, მამას, ძმას, დაიკოს, შეყვარებულს და ერთადერთს.

გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს

გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს

 

ასეა თუ ისე, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთა სახელებიც კოკა-კოლას ბოთლებზე არ იყო. სწორედ მათთვის დაიგეგმა კოკა-კოლას აქცია. ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება შეუერთდეს კოკა-კოლას ღონისძიებას, იპოვოს კოკა-კოლას სპეციალური მანქანა და კოკა-კოლას გუნდს დააწერინოს თავისი სახელი 330მლ  ქილაზე.

შექმენი საკუთარი ქილა :)

შექმენი საკუთარი ქილა :)

აღსანიშნავი ფაქტია, რომ აქცია არის ძალიან კარგად ორგანიზებული. სპეციალურ აპლიკაციაში (გადადით ლინკზე) წინასწარ არის გაწერილი გრაფიკი, სად და როდის ჩატარდება შემდეგი აქცია, ასე რომ ნებისმიერ მსურველს საკუთარი საცხოვრებელი უბნის მიხედვით შეუძლია აქციაში მონაწილეობა. აღნიშნული აქცია იმართება არა მხოლოდ თბილისში, არამედ წყნეთში, რუსთავში და ბათუმშიც.

აირჩიე სასურველი უბანი სპეციალურ აპლიკაციაში

აირჩიე სასურველი უბანი სპეციალურ აპლიკაციაში

 

კოკა-კოლის პირველი აქციას ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მეც დავესწარი. ბუშტებიანი და კოკა-კოლიანი გოგოები ხალხს საკუთარ სახელიან კოკა-კოლას სთავაზობდნენ. თავიდან ხალხი გაკვირვებული უყურებდა, ზოგს ფლეშმობი ეგონა, ზოგს უბრალოდ რაღაც დადგმა, თუმცა საბოლოო ჯამში კოკა-კოლას მანქანის მისადგომებთან ყველა ასაკის ადამიანი შეიკრიბა. ყველას სურდა რომ კოკა-კოლა დაელია ისეთი ქილიდან, რომელსაც მათი სახელი ეწერებოდა :)

კოკაკოლა

 

შექმენი საკუთარი ქილა :)

მეც გავაკეთებინე ჩემთვის კოკა-კოლა ^_^ და სიყვარულოვნა დავაწერინე. თავიდან გაიკვირვეს, მაგრამ მერე მითხრეს ზუსტად 12 სიმბოლიანიაო (მეტი არ შეიძლება) და გაგიმართლაო. 10 წუთში ჩემი კოკა-კოლა მზად იყო და სიამაყით დავყურებდი ზედ. რაღაცნაირი სასიამოვნო გრძნობაა როდესაც რაღაცას სპეციალურად შენთვის ამზადებენ.

გაუზიარე კოკა-კოლა სიყვარულოვნას ^^

გაუზიარე კოკა-კოლა სიყვარულოვნას ^^

გარდა იმისა რომ აქცია საკუთარ სახელიან ქილას გთავაზობდა, მიმდებარე ტერიტორიაზე კოკა-კოლას გოგოები კოკა-კოლებს არიგებდნენ, თანაც გიხსნიდნენ და ისე გთავაზობდნენ. ხშირად ვერ ვხსნი, ან გახსნისას ვიწუწები ხოლმე და სწორედ ამიტომ ფრიად ნასიამოვნები დავრჩი როდესაც სასიამოვნო გოგონამ გახსნილი კოკა-კოლა შემომთავაზა.

IMG_6825

 

სანამ აქცია დაიწყებოდა იქვე გამოკრულ წესებს გავეცანი. წესები იტყობინებოდა რა სახის წარწერის გაკეთება არ შეიძლება ქილაზე, ან რომელი ასაკიდან შეუძლია პირს მონაწილეობა მიიღოს აქციაში, ვისთვის უნდა დავაწეროთ კოკა-კოლას სახელი და საბოლოო ჯამში მიღებულ კოკა-კოლას რა უნდა ვუყოთ :)  ასე მაგალითად, ქილაზე არ დაიბეჭდება ისეთი სახელები რომლებიც არის – არაკანონიერი, უხამსი, შეურაცხმყოფელი, მუქარის გამომხატველი, ძალადობრივი, სკანდალური,  დისკრიმინაციული (ნებისმიერ შემთხვევაში), ასევე სახელები რომლებიც უბიძგებს ადამიანს შეუფერებელი, არაკანონიერი საქციელისკენ. ასევე არ დაიბეჭდება სახელები რომლებიც მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრებაა, ან არ წარმოადგენს თქვენს ან თქვენი მეგობრის სახელს, მაგალითად, რომელიმე ცნობილი ადამიანის სახელი. აკრძალულია ისეთი სახელის გამოყენება, რომელიც არ ემორჩილება ამ წესებს.

coca-cola

საბოლოო ჯამში სასიამოვნო ღონისძიება გამოვიდა, მეც და კიდევ უამრავი ადამიანი ფრიად ნასიამოვნები დავრჩით. თქვენც გაქვთ შანსი გააკეთოთ სასურველი წარწერა კოკა-კოლას 330მლ ქილაზე და გაუზიაროთ მეგობარს :) გადაამოწმეთ აპლიკაციაში  ან Coca-Cola–ის Facebook–ის გვერდზე, დრო და ადგილი და დახვდით კოკა-კოლის მანქანას და გუნდს თქვენს უბანში ^_^

 

 

 

Timha 28.03

გუშინ სულაკაურის გვერდს ვათვალიერებდი და მოვთქვამდი ბევრი ფული მინდა, რომ ბევრი წიგნი ვიყიდო-მეთქი. ყველაზე ძალიან რაც მომინდა ამოვარჩიე და ჩემთვის შევინახე ლინკებითურთ. სულ 16 წიგნი გამოვიდა და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მათ ყიდვას შევძლებ.

Capture

 

სხვათაშორის, დღეს მივხვდი რომ სწავლის პერიოდში უფრო მეტ წიგნს ვკითხულობ, ვიდრე მაშინ როცა სახლში ვარ. აი, კვირა დღეს მაგალითად, მთელი დღე სახლში ვარ და ვცდილობ ჩემი თავი ვაიძულო, რომ ვიმეცადინო ან წიგნი წავიკითხო, მაგრამ სანაცვლოდ ფეისბუქის სქროლვის მეტს არაფერს ვაკეთებ და ასე მეორდება ყოველ დასვენების დღეს.
სწავლის დღეებში კი უფრო მეტი დრო და სურვილი მაქვს იმის რომ რაღაც წავიკითხო, ამ დღეებში “დაჟე” ფეისბუქზე ყოფნაც მეზარება ხოლმე და თავს წიგნით ვიქცევ. ძილის წინ შუქის ჩაქრობმდე 2-3 გვერდს ჩავიკითხავ და ტკბილად მიმეძინება ხოლმე. რისი ბრალია რომ ასე ვიქცევი არ ვიცი -_-

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა რომ დღეს “ტიპი მეზობელი საფლავიდან” ვიყიდე და გავბედნიერდი ^_^  ამ დღეებში “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრეს” მოვრჩები და ახალ წიგნზეც გადავალ. იმედია რამდენადაც მოკლე აღწერით მოვიხიბლე, იმდენად მომხიბლავს წიგნიც ^_^

tipi mezobeli saflavidanP.S დასაწიყისის წაკითხვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.

 

 

Things I’m Happy About – Timha 14.03

დოდკამ ბლოგი გააცოცხლა და მშვენიერი პროექტი, Things I’m Happy About – Timha, წამოიწყო. მარტივად რომ ავხსნა, Timha-ს აზრი მდგომარეობას იმაში, რომ ყოველდღე უნდა იპოვო რაღაც ისეთი რაც გაბედნიერებს, რასაც კარგ ხასიათზე მოჰყავხარ და ა.შ. ხოდა, გუშინ დოდის პოსტებს რომ ვკითხულობდი ძალიან მომეწონა იდეა და ვიფიქრე აპრილიდან დავიწყებ-მეთქი. მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი ეს “შემდეგი თვიდან” ჩვეულებრივი “შემდეგი თვიდან” იქნებოდა, ან მორიგი “ორშაბათიდან” გახდებოდა. სწორედ ამიტომ დღესვე გადავწყვიტე დავიწყო და ყოველდღე შევეცადო რაიმე ბედნიერების მარცვალი ვიპოვო ჩემს რუტინულ ყოფა-ცხოვრებაში : )

Timha 14.03

ჯერ კიდევ გუშინ შევუთანხმდი ლილაქს, რომ დღეს უნდა მენახა სადღაც შუადღისკენ. ლილაქს უამრავი ბლოგი ჰქონდა, ნუ მთლად უამრავიც არა მაგრამ ბევრი : )) მგონი მისი ყველა ბლოგი მყავდა რიდერში და შესაბამისად ყველა პოსტს ვკითხულობდი ხოლმე. ბოლო ბლოგი ცოტა ხნის წინ გააკეთა და თავს დებს სულ სულ ბოლოაო და მორჩაო, ხოდა სწორედ ამ ბოლო ბლოგზე ვიყავი 50-ე დამკომენტარებელი და შედეგად საჩუქარიც მერგო. იმისათვის რომ ჩემთვის საჩუქარი აერჩია ძალიან დიდხანს მოუწია ჩემი ვოლის სქროლვა :D თუმცა, საბოლოოდ გენიალური გადაწყვეტილება მიიღო.

1-2 კვირის წინ ბიბლუსის ფეისბუქ გვერდზე წავაწყდი ბლოკნოტებს, რომლებიც ძალიან მომეწონა და ვიფიქრე აუცილებლად ვიყიდი-მეთქი. საერთოდ ბლოკნოტები ძალიან მიყვარს, უჯრაში მიწყვია, კვირაში ერთხელ ამოვიღებ, დავხედავ, მოვეფერები, აღვფრთოვანდები ხოლმე და ისევ ვინახავ :)) სამწუხაროდ თავი ვერ მოვაბი რომ მეყიდა ეს ბლოკნოტი, ხან ფული არ მქონდა, ხან ბიბლუსის მაღაზიასთან ახლოს არ ვიყავი და შესაბამისად ის ფულიც მეხარჯებოდა.

მოკლედ, ლილაქმა ძალიან კარგად მიაგნო იმას, თუ რა გამიხარდებოდა და დღეს შუადღისკენ გადმომცა <3

296516_480615768654912_1702602843_n

ძალიან ლამაზი და კომფორტულია :3 მთელი დღე ბედნიერი დავდიოდი, რომ ჩანთაში ახალი ბლოკნოტი მედო, რომელიც იმით დავიმსახურე რომ ერთგული მკითხველი ვარ ^_^

Tsu VOL6

VOL6 იმიტომ, რომ მეექვსე სემესტრია თსუ-ში ვარ, მეექვსე სემესტრია საგნებს ვირჩევ კისრის ტეხვით, მეექვსე სემესტრია ყოველი სემესტრის დასაწყისში ვილანძღები და ვიგინები, მეექვსე სემესტრია სემესტრის დასაწყისში მიმკვდარი ვარ კომპიუტერს, მეექვსე სემესტრია მძულს ის სერვერი რომელზეც sms.tsu.ge-ა განთავსებული.

თუმცა, წინა 5 სემესტრისგან განსხვავებით, ამ სემესტრში გაცილებით კარგად და ორგანიზებულად იყო ყველაფერი:

1.იურისტებს ცალკე გაგვეხსნა ბაზა და შესაბამისად უფრო ნაკლებად ჭედავდა. ანუ, თუ მანამდე მჭირდებოდა 1 საათი, რომ როგორმე შემეღწია ბაზაში, ამ სემესტრში მხოლოდ 20 წუთი დამჭირდა.
2. ფეისბუქზე დეკანის მოადგილემ გააკეთა გრუფი, სადაც შეძლებისდაგვარად ხშირად წერდა ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას. მაგალითად, წერდა  რომ ადგილების დამატება მოხდებოდა სისტემატიურად 12-საათიდან 5-საათამდე, ან ადგილები საგნებზე დაემატებოდა 3-საათზე. და წინა 5 სემესტრისგან განსხვავებით არ მიწევდა უნივერსიტეტიდან სახლში და სახლიდან უნივერსიტეტში სირბილი იმის გასარკვევად დაემტებოდა თუ არა ადგილები ამა და ამ საგნებს.
3. შეძლებისაგვარდ ყველა ჩვენს კითხვაზე ეცემოდა პასუხი. თუ უშუალოდ დეკანის მოადგილე არა, სხვ სტუდენტები, რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ ჩართულნი აკადემიურ რეგისტრაციაში, გვეხმარებოდნენ.
4. ბაზაში გაკეთდა სპეციალური ველი, საიდანაც შეგვეძლო მიგვეწერა აკადემიურ რეგისტრაცისთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მოგვეთხოვა ადგილების დამატება ამა თუ იმ საგანზე და ა.შ. ჩვენი ეს წერილები დღის ბოლოს იკითხებოდ და მეორე დღეს ამატებდნენ ადგილებს. თუმცა, ჩემი ერთადერთი მოთხოვნა, დაემატებინათ ადგილები იმ ლექტორთან რომელთანაც მინდოდა არ გაუთვალისწინებიათ და ჯიბრზე ამატებდნენ მეორე ლექტორთან :)

აღარ მახსენდება ის პლიუსები რაც ამ სემესტრში იყო. რისფექთ თსუ რომ ამჯერად ყველაფერი შედარებით ორგანიზებულად გაკეთდა, ვიყავით ბოლომდე ინფორმირებულები და ა.შ

თუმცა, მაინც მინდა, რომ თსუ-ს ბავშვებმა ლარ-ლარი შევაგროვოთ და ახალი სერვერი ვიყიდოთ sms.tsu.ge-სთვის.

პ.ს უბრალოდ წუწუნი იმაზე, რომ ბაზა გვიან გამეხსნა და შესაბამისად ვერ ავირჩიე  რომელი ლექტორიც მინდოდა და საშინელი ცხრილი მაქვს მეზარება და ჯერჯერობით იმითაც კმაყოფილი ვარ, რაც ამ სემესტრში გაკეთდა.

ორშაბათი

7:30 სთ. მაღვიძარა რეკავს. რაც ტელეფონს ჩიპი ამოვაცალე და ჩემს ძმას ვაჩუქე, მაღვიძარას ზარიც ბუნებრივია შეიცვალა. მთელი 4 წელი გერმანული მარშის ხმაზე ვიღვიძებდი, თანაც სასწრაფოდ, რომ რაც შეიძლება მალე გამომერთო. ბოლო 2 თვეა ძალიან წყნარი და ჩუმი ზარი რეკავს, უბრალოდ ჩემს ტელეფონში მეტი ხმაურიანი ვერაფერი ვიპოვე. მაგრამ, ყველა ზარი რომელიც დილით მაღვიძებს საშინელება და კატასტროფაა. სასწრაფოდ გადავყავი ხელი გვერდზე მდგომი ტუმბოსკენ, ტელეფონი ხელის ფათურით ძლივს ვიპოვე. საერთოდ, რთულია ისეთი პაწუკა ტელეფონის პოვნა ჩემ ტუმბოზე როგორიც ნოკია 5310-ია, განსაკუთრებით მაშინ თუ იგი ტანსაცლის, წიგნის, ლეპტოპის და დიდი ჩანთის ქვეშაა. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და როგორც არ უნდა გაუბედურდეს ჩემი ჯართი ნოკია, მაინც ყველაფერს მირჩევნია. ამდენი წელია ერთად მოვდივართ ბოლო-ბოლო. მაღვიძარა გამოვრთე. ვინებე და თვალებიც გავახილე რამოდენიმე წამით. აივანთან ახლოს მძინავს, ფარდებს ძილის წინ არ ვწევ და ახალ გაღვიძებულს ახლად ამოსული მზე მეგებება ხოლმე. არ მიყვარს დილით მზე. 5 წუთი მჭირდება რომ საკუთარი თავი დავარწმუნო და თვალები საბოლოოდ გავახილო. მთავარი ეგაა, მერე ადგომაც გაცილებით ადვილია.

7:45 სთ. სულ 15 წუთი მჭირდება იმისთვის, რომ უნივერსიტეტში წასასვლელად მზად ვიყო. რა თქმა უნდა ამ 15 წუთში ჩანთის ჩალაგება არ შედის. ჯერ კიდევ დადებილებული სახით ლეპტოპს ვრთავ, 2 წუთი, არც კი, სჭირდება რომ ჩაირთოს და მე ამასობაში სამზარეულოში გასვლას და ყავის გაკეთებას ვასწრებ. დილით მიყვარს ყავა, იმიტომ არა რომ მივეჩვიე და უკოფეინოდ ვერ ვძლებ. არა, უბრალოდ ყავა მიყვარს. ნახევარი საათი, იმაზე ორჯერ მეტი ვიდრე ჩაცმა-დახურვაში მჭირდება, აუცილებელია დილის ფეისბუქისთვის. ვთვლი, რომ მსზე უკეთესი ადგილი გამოსაფხიზლებლად არ არსებობს. ფეისბუქი განსაკუთრებით საინტერესო ხდება როცა გუშინ ძალიან ადრე დაწექი.

8:20 წთ. გაჩერებაზე ვარ და ავტობუსს ველოდები. ვაკის მიმართულებით 2 ავტობუსი დადის, 21 და 51. რა თქმა უნდა ორივე სავსე და ორივე გატენილი. არსებობს ალტერნატიული გზაც. გაცილებით კომფორტული, გაცილებით სწრაფი და გაცილებით ძვირი. სამწუხაროა, მაგრამ უმუშევარ სტუდენტს 80 თეთრის “მარშუტკაში” გადახდა ძალიან მენანება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მირჩევნია ამ წამს ავტობუსში შეტენვას მაინც ავტობუსს ვუცდი და “მარსუტკას” სევდიანი თვალებით ვაცილებ.

8:50 სთ. უნივერსიტეტში ვარ. უფრო სწორად, უნივერსიტეტთან. მიყვარს დილით მეორე კორპუსის კიბეებზე დგომა და მოწევა, თუნდაც მაშინ როდესაც ვინმეს ველოდები. ასე მგონია მაგ დროს ჰაერი სუფთაა, ქუჩაში ბევრად ნაკლები მანქანა, უნივერსიტეტთან მაქსიმუმ 5 კაცი, მზე ნახევრად ამოსული. დამლაგებლები ჩამოყრილ ფოთლებს გვიან და სიგარეტის ბიჩოკებს აგროვებენ. რატომღაც ყველა ვინც ეწევა ბიჩოკს ძირს აგდებს და მე თავი სრული იდიოტი მგონია ხოლმე, როცა ნაგვის ურნასთან მივდივარ, ვაქრობ ანთებულ სიგარეტს და ვაგდებ ნაგვის ურნაში.

9:00 სთ. ლექცია იწყება. სისხლის სამართლის კერძო ნაწილი. სისხლს ძალიან დიდ პატივს ვცემ. მიყვარს ეს საგანი, გაცილებით საინტერესო, გაცილებით ადვილი, გაცილებით მრავალფეროვანია. ვისთვის როგორ პრინციპში. რაც სწავლა დაიწყო სისხლის ლექციაზე ჯერ არ ვყოფილვარ. 17-ში ბათუმში ვიყავი, 24-შიც ბათუმშიც ვიყავი, 1-ში არჩევნები იყო და 8-ში მეც მივაღწიე ფდა-მდე. ლექციის თემა მკვლელობა (108-ე მუხლი) და მკვლელობა დამამძინებელ გარემოებებშია (109-ე მუხლი). მსიამოვნებს მოსმენა, გაგება და აღქმა. მხოლოდ იურისტი თუ გამიგებს.

11:00 სთ. ლექცია მორჩა. მთელი დღე თავისუფალი მაქვს. მაგრამ ვინაიდან წიგნები ძალიან ძვირი ღირს და + ამას სახლში ვერ ვმეცადინეობ ბიბლიოთეკაში ვრჩები. იმას, რასაც ბიბლიოთეკაში 1 საათში ვსწავლობ, სახლში მთელ დღეს ვუნდები. იმიტომ რომ სახლში ფეისბუქია, წყალია, ტუალეტია, საჭმელია და უამრავი 1000 ნივთი და ხელსაწყო რაც ხელს გიშლის მეცადინეობაში. ბიბლიოთეკაში მეცადინეობა ძალიან პროდუქტიულია და ამას წინა სემესტრში მივხვდი.

13:00 სთ. ვარჯიშს თავი დიდი ხანია დავანებე. დღეს კი როგორც იქნა მივაღწიე. კარების კოდიც კი დამვიწყნია იმდენი ხანია არ ვყოფილვარ. მიხარია ვარჯიშის დაწყება, მიხარია რომ 2 თვის ფული წინასწარ გადავიხადე. ასე ის ფული აღარ დამეხარჯება და მეც ორი თვე ყველა ვარიანტში მომიწევს სიარული. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო-ბოლო ის ფული დამენანება რომელიც უკვე გადავიხადე.

15:00 სთ. სახლის კარი მამაჩემმა გამიღო. გაუკვირდა, ასე ადრე სახლში რატომ მოხვედიო. ლექციები მომირჩა, ვიმეცადინე კიდეც და ვარჯიშზეც ვიყავი-მეთქი. მაგ ყველაფრის მერე არსად არ წახვედიო? ან ვინმე არ გყავდა სანახავი ან “რაღაც” არ გქონდა გასაკეთებელიო? თავი დამნაშავეთ ვიგრძენი, ასე ადრე სახლში აღარ დავბრუნდები.

19:00 სთ. უსაქმურობისგან რა გამეკეთებინა არ ვიცოდი. მაცივარს მივადექი და საყინულეში თევზი ვიპოვე. გავალღვე მიკროტალღოვან ღუმელში. გავასუფთავე, გავრეცხე და შევწვი. ძალიან გემრიელად გამოიყურებოდა. თითებს რომ ჩაიკვნეტდი ისე. ვარჯიშთან ერთად დიეტაც დავიწყე, უფრო სწორად გავაგრძელე, და ვიფიქრე ასეთ დროს ჭამა ცუდი იდეაა და ხვალისთვის იდეალური სადილი გამომივიდა-მეთქი. ფუტურამას ყურება დამშვიდებული და კმაყოფილი სინდისით გავაგრძელე. მომწონს ფუტურამა, ძალიან სახალისო და ტონკი იუმორით გაჯერებული სერიალია. ერთ-ორ საათში სამზარეულოში გავლასლასდი და ის თეფში, რომელზე იდეაში თევზი დავტოვე, ცარიელი და გასარეცხი დამხვდა. თუკი ჩემთვის გვიანი აღმოჩნდა ასეთ დროს ჭამა, ჩემი ძმისთვის და მამაჩემისთვის იმდენი თევზი საკმარისიც არ აღმოჩნდა. მე ხომ მშვიდი და წყნარი ნერვები მაქვს, ხოდა არაფერი დამილეწია სიბრაზისგან.

23:00 სთ. დავიღალე, მეძინება და ერთი სული მაქვს ლოგინში შევძვრე. საბანში გახვევა ერთი სიამოვნებაა. ვიფიქრე ცოტას წავიკითხავ-მეთქი, ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა” დავიწყე. დროის უქონლობის და ფეისბუქის გამო მხოლოდ ძილის წინ ვახერხებ წაკითხვას, ისიც 3-5 ფურცლისა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ნაკლებადაა დიალოგები და ბლომად უუუზარმაზარი აბზაცები, მაინც ადვილად და საინტერესოდ იკითხება. დღეს 3 ფურცლამდეც ვერ გავქაჩე, ჩემს დას შუქის ჩაქრობა და თავისი ნეთბუქის გამორთვა ვთხოვე, ძილში ხელს მიშლის-მეთქი და 5 წუთში ისე ჩამეძინა სინათლე და ნეთბუქი არ გაუთიშავს.

დილით ისევ დარეკავს საშინელხმიანი მაღვიძარა.