“პირველი პოსტი”

ბევრს ვფიქრობდი ამ ნახევარი საათის განმავლობაში პირველი პოსტი რა უნდა ყოფილიყო ისეთი რომ ხალხი დაინტერესებულიყო და ხვალაც შემოსულიყო, და ერთი თვის მერეც.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა დოკუმენტებში ჩემს საყვარელ მოთხრობას გადავაწყდი. ცოტა არ იყოს და დასაფიქრებელია. მოთხრობა ადამიანზეა რომელიც გაურკვეველი მიზეზების და გამო საზღვრებს მიღმა დარჩა და ჩამოსვლას ვერ ახერხებს. ”ათასი სენით არის ავადო”-თქვა ექიმმა და ეს ალბათ ნოსტალგია იყო. სამშობლოს უზომო მონატრება და სიყვარული და ის რუკა რომელმაც ჩაილაპარაკა ”მე დავაჭკნეო” საქართველოსი უნდა ყოფილიყო, ხოლო სურათი ქალის. ორი აშკარა და ნათელი შესაძლო მიზეზი მონატრებისაა რომელსაც სიკვდილის მოტანა შეუძლია.

გული
ნიკო ლორთქიფანიძე

მოკვდა.

დის ნაზს ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები.

მოკვდა უცხოეთში.

– ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, – იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი.

ცხედარი გაჭრეს.

პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა:

– შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?!

ერთმანეთს შესცქეროდენ.

– ბატონებო, გული, გული, სადღაა?

გულის მაგიერ ფერფლი-ღა დარჩენილიყო.

დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებულ ოთახში. ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და უით რომ ჩაგიდგი საგულეში?

კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი:

– მე დავაჭკნე!

– მე დავწვი! – გახმაურდა სურათი მაგიდაზე.

სიტყვები არავის გაუგონია.

1908 წ.

One thought on ““პირველი პოსტი”

  1. sunwaited

    კეთილი იყოს შენი პოსტი სრულიად ბლოგოსფეროში :*

    ბევრ და ბევრ მკითხველს გისურვებ საინტერესო პოსტების შესაჭმელად 😛

    მიყვარდა ეს მინიატურა … 🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s