“ცოტა რამ ჩემი წარსულიდან”

იმისათვის, რომ უკეთ გაგეცანით გადმოვალაგე ჩემი ძველი დღიურები, გადავშალე და პირველი რაც იყო გადავწყვიტე ის დამეწერა.მეორე დღიურია 2007 წლის 4 მაისსაა დაწერილი ხო და სიტყვა სიტყვით გადმოვწერ…
დღეს კლასის ნახევარი ოთოს (კლასელია) კონცერტზე ვიყავით.მმაგარი კაცი იყო ოთო ძაან.შარვალ-კოსტუმში და ძააან მაგრად დაუკრა. არა კი ვიცოდი რომ ეს ბავშვი ნიჭიერი იყო მარა ასეც თუ გაიგიჟებდა თავს არ მეგონა. მოკლედ, მე უვიცცს ფორტეპიანოში და სონატებში და ასე შემდეგ, მაინც მაგრად მომეწონა მაგის დაკრული.ეგ კი არა და ამაყად ვიტყვი რომ ავღფრთოვანდი. არა და ნაუშნიკები მქონდა წაღებული (თავი ძერსკი მეგონა ისეთი ტელ რო მქონდა რომელსაც ნაუშნიკები მოყვებოდა 😀 ) მაინც არ მომეწონება და რამე ხო უნდა გავაკეთოთქო.

კონცერტის მერე, როგორც ყველაზე ჭკვიანს თავში მომივიდა რომ მოდი მთაწმინდაზე ფეხით ავიდეთთქო (მაშინ მთაწმინდის რეკონსტრუქტურა მიმდინარეობდა)და ისინიც დამეთანხმენ. აუ როგორ ვინანე. გზით მაინც ავსულიყავით დავადექით კლდეს და მიდიიი ავედით. ტყეში კლდეებზე ტალახში სად აღარ ვიარეთ. თან არც ბილიკი იყო. აუ დავიღალე მაგრად რაა მარა მაინც მაგარი მუღამი ქონდა. როგორც იქნა ავედით და ანძის ფეხთან ამოვყავით თავი.იქიდან ვიღაც კაცი და ქალი გამოგვირდა შვილო ხო არ გაგიჟდით აქ რა გინდათო, მერე რო გაიგეს ღობე გავარღვიეთ და ისე შევედით ხო სულ გაგიჟდნენ.კიდევ კაი წყალი მაინც დაგვალევინეს. და გამოგვაბრუნეს უკან. არა ამჯერად გზით ჩამოვედით და ჩვენდა საბედნიეროთ იქ ახლად გამოჩეკილი ყვითელი ავტობუსებიც დადიოდა. ბევრი სურათი გადავიღეთ (ნეტა შენახულო მქონოდა კომპში ხომ დავდებდი)და ეხლა ვათვალიერებ და უბედნიერესი ვარ. ვსო ეგ იყო რა. წავედი დავიძინე.

აი ესეთი იყო ჩემი ერთი დღე… მომავალში კიდევ დავწერ რამეს… ამჯერად სხვა დღიურიდან ან ისევ აქედან ვნახოთ რა მომივა თავში.

One thought on ““ცოტა რამ ჩემი წარსულიდან”

  1. Marr

    ჰეჰე რა მაგარი დღეა 😀 რამდენი ხანია მასეთი დღეები არ მქონია.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s