”ჯარისკაცის ამბავი”

სულხან-საბას იგავი ”მეფე და ავსიტყვა” ალბათ ყველამ იცით. მოგეხსენაბათ აბიტურიენტი ვარ და წელს ამ იგავმა კიდევ ერთხელ შემახსენა თავი. და უცბად წარმოვიდგინე რომ მეფის ჯარის ერთ-ერთი წევრი ვიყავი და დავინტერესდი როგორ მივიღებდი ავსიტყვას მონათხრობს.გავითავისე ჯარისკაცობა და დავიწყე:

დიდი ხანია მეფის ჯარში ვმსახურობ. მამაჩემი დიდი მეომარი ყოფილა, ომში მოწამლული ისარი მოხვდა და იქვე გარდაიცვალა. მაშინ მე სულ ორი წლისა გახლდით.დედა ნერვიულობან იმსხვერპლა და დავრჩი ახლა უკვე დედითაც ობოლი.მეფეს როგორც ჩანს შევებრალე და თავისთან წამიყვანა. უფლისწულის გვერდით ვიზრდებოდი და მასთან ერთად ვსწავლობდი საბრძოლო ხელოვნებას.როგორც ჩანს მამაჩემის გენებმა იმძლავრეს და დღეს წარმატებულ ჯარისკაცად მომიხსენებენ. მეფეს ჩემი დიდი იმედი აქვს. არ არსებობს ბრძოლა, რომ მე მის გვერდით არ ვიყო. ხმლებს ერთად ვიქნევთ და მტერსაც ადვილად ვუმკლავდებით.

მეფე ხუთი წლით სალაშქროდ აპირებს წასვლას.მეც თან უნდა წავყვე.ხვალ,დილით ადრე გავემართებით სალაშქროდ.
მზე ამოსვლას აპირებს.მთელი ღამე არ მაძინებდა იმაზე ფიქრო რომ ოჯახი უნდა დავდოვო.ვინ იცის დავბრუნდები კი ცოცხალი?ჩემ შვილს დავხედე. ვაჟკაცი მეზრდება ვაკოცე და გამოვბრუნდი.ჩემმა ცოლმა ჩანთა ჩამილაგა და გამაცილა. ცრემლიანი თვალები დამალა, არ უნდოდა რომ მენერვიულა.
იქ მისულს, მეფის ახლო ნათესავი დამხვდა.როგორ არ მინდოდა ეხლა მისი ნახვა. ბიჭები ყიამყრალს ვეძახით. მიდი პირიდან ერთ კარგ სიტყვას ვერ გაიგონებთ. თუმცა ძალიან უყვარს მეფე და მისი ერთგულიც გახლავთ. მეფეც თავის მხრივ დიდ პატივს სცემს და მისგან კარგი სიტყვის გაგონებას მოუთმენლად ელის. აი კაბასაც კი დაპირდა ოღონდ ცუდს ნურაფერს მეტყვიო. მაგრამ ავსიტყვას გამოსწორება არ იქნება,კუზიანს მხოლოდ სამარე თუ გაასწორებს, ის მუდამ ყიამყრალად დარჩება.
ორი წელი გავიდა. ჩვემი საქმეები სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს. იმედი მაქვს რომ შინ იმაზე ადრე დავბრუნდებით ვიდრე მეფე ვარაუდობდა.
საბრძოლველად წასვლას ვაპირებდით რომ ვეზირმა მეფეს აცნობა ყიამყრალი მოდისო. მაინც და მაინც მაშინ გამოჩნდა როცა გულში რაღაც იმედი დამებადა. ვეღარ გაძლო მეფის გარეშე. მართლაც როგორი სიყვარული სცოდნია,თუმცა თავისებური. მეფემ ვეზირი დაარიგა არაფერი კითხო, მხოლოდ ჩემი გოშიის ამბავი იკითხეო და თავი დაანებეო. ძაღლის ამბავს აქლემის ამბავი მოყვა. ავსიტყვამ მთელი ოჯახი გაიწყვიტა თავისი სიტყვით. იცის მეფემ რომ ეს ყველაფერი ტყუილია,მაგრამ მაინც ნერვიულობს. როგორ მინდა ეხლა ამ კაცს ენა ამოვაცალო.მეც ბევრჯერ მიწვნევია მისი ბოროტი სიტყვები.მეფემ ძალიან განიცადა ეს ამბავი.მოგეხსენებათ სიტყვას. მითუმეტეს ავს დიდი ზემოქმედების ძალა აქვს. ამ ერთმა პატარა კაცმა მთელი ლაშქარი ჩაგვაფიქრა.მეც უნებურად უბედურებაზე დავიწყე ფიქრო. მომინდე ჩემი ოჯახის და შვილის ამბები გამეგო და მზად ვიყავი მეფე ამ შუა ბრძოლაში მიმეტოვებინა.თუმცა გონს უცბად მოვედი და გავბრაზდი საკუთარ თავზე. ორი წუთის წინ მეფეზე ვჯავბრობდი როგორ დაიჯერა ამ კაცის მონათხორბითქო და თავად ორივე ფეხით ავღმოჩნდი მახეში.
ცოტა დაწყნარდა ჯარი,მეფეც.იცისნის კიდეც. ფაქტია რომ ყიამყრალი ძალიან უყვარს,თორემ სხვა უსათუოდ სიცოცხლეს გამოასალმებდა.
მიუხედავად ყველაფრის მაინც საოცრად მომინდა შინ დაბრუნება.ნეტავ მალე გავიდეს ეს სამი წელიც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s