Monthly Archives: February 2010

გოგოა გოგოოო…!!!

დემეტრაშვილი – დაიძახეს ქირურგიული განყოფილებიდან და ყველა ვინც მოუსვენრად ვიჯექით სკამებზე იქით გავექანეთ და გვითხრეს რომ პატარა სალომე დაიბადაოო… დედაც კარგად იყო და პაწაწუნაც. 2.700 და 48 სმ დაიბადა. პაწაწუნაა… ერთი ბეწოო… გვითხრეს რომ ორი საათის შემდეგ დედას ბლოკიდან პალატაში გადაიყვანდნენ და კარებიდან მათ ნახვას შევძლებდით. იქვე ერთი შამპანურებზე გაიქცაა და ვადღეგრძელეთ სალომე. ღმერთმა დიდი და ჯანმრთელი გაუზარდოს დედიკოს და მამიკოს.

სანამ დაიბადებოდა მოვკვდით ლოდინით.ინგლისურიდან ახალი მოსული ვიყავი გვანცამ რო დამიმესიჯა დედაჩემი 10-წუთის წინ შეიყვანესო. რა თქმა უნდა ეგრევე გავიქეცით მე და მამაჩემი. გზათ მეორე მამიდა და გიორგი წავიყოლეთ და როგორც იქნა მივედით გაგუას კლინიკაში. გვანცა და მამაისი ლევანი ისხდნენ და ერთმანეთს  ეჭუკჭუკებოდნენ. ექიმებიც არაფერს ამბობდნენ სადღაც 6-იყო იქ რო მივედით. მაიას ტელეფონი ქონდა შეტანილი კიდევ კაი და ისე ვიგებდით მის ამბებს. ძვლები იყო დარბილებული და შეილება საკეისრო დასჭირდესოო… მაგრამ 8-ხდებოდა მაიამ რომ დაგვირეკა უკვე ძაან მტკივა და ტელეფონი უნდა გამოვრთოვოო… 9-ის ნახევარზე ექიმიც გამოვიდა და გვითხრა დაიბადოო… ძალიაააააან მაგარია პატარა ოჯახში რაა… დედაჩემმა გამომიცხადა ნათია შვილიშვილი მინდაოო… რა თქმა უნდა უახლოესი 10-წელი არ უნდა ელოდოს მაგრამ უნდა და ჰა…  მერე ორ საათს ველოდეთ იმ ბლოკიდან პალატაში რომ გადაეყვანათ. ძლივს გავიდა ორი საათი, ცუდი ყოფილა ლოდინი რაა. ერთი ბეწო იყო სალომე. დიდი შავი თმა ააქქვს. და ბრდღვიალა თვალები. არა და როგორც წესი პატარეებს დახუჭული აქვთ ხოლმე თვალები, თურმე მეც გახელილი მქონიაა და ძალიან ლამაზიც ვიყავი 😛

დღეც გვანცას ვკითხე აღიქვამ რომ და გყავსთქო და ჯერ ვერაო, რომ გამოიყვანენ მერე უფრო შევძლებ გაცნობიერებასო. გიორგი უბედნიერესია მე უნდა გავზარდოვოო იძახიის. მოკლედ ერთმა პატარა სალომემ მთელი ოჯახი გაგვახარა. ღვთის წყალობა და შემწეობა არ მოკლებოდეს =))

ეს დღევანდელი სურათია. უსაყვარესიააა. თან როგორ იღიმიის

ნახეეთ რამხენა და რა შავი თმა ააქვს…

უნივერსიტეტები

მოკლედ რამდენიე უნივერსიტეტზე მჭირდება ინფორმაცია. როდის დაარსდა და ეგეთები ყველგან წერია.რეგისტრაციისთვის 7-მათგანი შევარჩიე, ანუ დაახლოებით ამეების ჩაწერას ვაპირებ. მაგრამ მაინტერესებს თვითონ შიგნით ჩემს მიერ არჩეულ უნივერსიტეტებში რა სიტუაციაა და ა.შ. იურიდიულ ფაკულტეტზე მინდა ჩაბარება და კარგი იქნება ვინმე თუ დამეხმარებით ან რაიმე ინფორმაციას მომაწვდით თოთოეულ მათგანზე 😛 აი ესენია:

1) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თ.ს.უ. ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მჭირდება.

2) თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინივერსიტეტი (თეუსუ)  ვიცი რომ კარგია და სწავლაც ასე თუ ისე მაღალ დონეზეა.

3) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – რატომღაც დამაინტერესა ამ უნივერსიტეტმა და როდესაც ინფორაციას ვეძებდი ძვირფასი გუგლის საშვალებით დიდი ვერაფერი გავიგე.

4)თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი

5)თბისის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი

6) სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი

7) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ამას ისე უბრაოდ ვწერ იმედია აქ არ მოვხვდები =))

ხო და ე.ი. 3,4,5,6 ამ უნივერსიტეტებზე არაფერი ვიცი. ვინმე თუ სწავლობთ ან უბრალოდ გაგიგიათ, ყური მოგიკრავთ რამე საინტერესო ინფორმაციისთვის გთხვოთ დამეხმარეთ:P მაინტერესებს რა პროგრამებია როგორ სწავლება…

ნარუტო

ამ ანიმეზე ვგიჟდებიიიიიიიი…

ყოველ შაბათს მოუთმენლად ველოდები ხოლმე რომ ვუყურო, რომ ვკვდებოდე და მეძძინებოდეს ნარუტოსთვის მაინც ავდგები.

თითქოს უაზრო სერიალია, ისეთი არც არაფერი ხდება მაგრამ თვითონ ნარუტოს სწავლის პერიოდი და ეს პერსონაჟი მაგიჟებს. არის რაღაც საინტერესო და ის რისი სწავლაც და ცხოვრებაში გამოყენებაც შეიძლება.საოცრად მონდომებულია. თუ რამეს ვერ აკეთებს დაუღალავად შრომობს და იბრძვის მიზნის მისაღწევად. თან ამავდროულად მხიარული ტიპია. მოკლედ მიყვააააააააარს ძალიააააააააან.

ნარუტო (იაპონ. ナルト) — მანგა, რომელის ავტორია მასასი კისიმოტო. ის ამავე სახელწოდების ანიმე-სერიალის მთავარი პერსონაჟია. სერიალი შექმნამდე, 1997 წელს გამოქვეყნდა მანგას პირველი ტომი, რომელიც მალევე მსოფლიო ბესტ−სელერად გადაიქცა. სიტყვა ნარუტო იაპონურად შეიძლება აღმოცენებას ნიშნავდეს, ან იაპონური მცენარის კამაბოკას ერთ−ერთ ჯიშს,  რომელსაც დახვეული, სპირალისებრი ფორმა აქვს. სპირალისებრი ფორმა სერიალში მრავალჯერ გვხვდება.

ნარუტო უზუმაკი−სერიალის მთავარი გმირი, მეოთხე ჰოკაგეს შვილია. მამამისმა ახალდაბადებული ბავშვის სხეულში ცხრაკუდიანი დემონი დაამწყვდია, რომელიც მის მშობლიურ სოფელს(კონოჰა) გაანადგურებდა, რომ არა მამის ამგვარი საქცილი. ამ დგეს დაიღუპნენ ნარუტოს მშობლები.

უფროსებს ნარუტო სძულთ, რადგან მასში მუდმივად ხედავენ დემონს, რომელმაც თითქმის გაანადგურა მათი სოფელი. ასეთი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებსაც, რომლებიც ასე ყოველგვარი ახსნა−განმარტებების გარეშე იქცევიან, რამეთუ არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის თანახმად არც ნარუტოსთან და არც მის თანატოლებთან, რომ არაფერი ვთქვათ მასზე უმცროსებზე არ შეიძლება საუბარი მასში არსებულ დემონზე. ნარუტომ არ იცოდა წარსულში მომხდარი ამბების შესახებ, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდა ამგვარი საქციელის მიზეზს. პირველი ადამიანი, რომელმაც ნარუტო აღიარა და შეიყვარა იყო მისი მასწავლებელი ირუკა უმინო. შემდეგ იყვნენ საკურა ჰარუნო და სასკე უჩია–მისი მეგობრები კაკაში ხატაკე მისი მასწავლებელი -სენსეი და ჯირაიამ რომელმაც მას ბევრი რამ ასწავლა. დროთა განმავლობაში ადამიანებმა ნამდვილი ნარუტო აღმოაჩინეს და მიიღეს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

ანიმე იწყება იმით, რომ ნარუტო kage bushin jutsu’s ანუ კლონის დიუცუს ვერ გააკეტებს და ამის გამო იგი ვერ მიიღებს გენინის წოდებას მაგრამ შემდეგ სპეციალური სკროლით ისწავლის და მიზუკის დაამარცხებს და ამის შემდეგ გენინის წოდება აქ. ის ხვდება გუნდში ორ მის თანატოლთან ერთად, სასკე უჩია და საკურა ჰარუნო, რომლის ხელმძღვანელიაჯონინი კაკაში ხატაკე. ნინძების გუნდები ასრულებენ მისიებს ჰოკაგეს დავალებით

გარეთ დავრჩი =((

ახალი ჩანთა მაქვს, ძველი ნევებს მიშლიდა. ნივთები გადავაწყვე და სახლის გასაღები დამავიწყდა. სკოლიდან მოსულს იმედი მაქვს რომ ვინმე დამხვდება სახლში და შენც არ მომიკვდე. ჩემი და ექიმთან იყო მშობლებითურთ ჩემი ძმა კიდევ სკოლაში. ორი ვარიანტი მქონდა ან ბებიაჩემთან უნდა წავსულიყავი ან ჩემ ძმას დავლოდებოდი 50წთ სადრბაზოში და ეს უკანასკნელი ვამჯობინე, წასვლა დამეზარა.

ყველა დავიწყებვული მეგობარი გავიხსენე და ეს 50 წუთი უქმად არ დამიკარგავს 100-მესიჯი მივაფშვენი, აბა რა მეკეთებინა? კიდევ კაი შევივსე ანგარიშზე თორემ რა მეშველებოდა.

მერე ერთი ორმა მეზობელმა აიარ ჩაიარა შემომთავზე წამო ჩვენთანო მაგრამ გარეთ ყოფნა ერჩივნა. ერთი კაცი კიდე სადღაც 50-60 წლის სულ ფურთხვა ფურთხვით ჩამოდიოდა ზევიდან ლამის გული ამერია ფუუფ ამოიგო ყველაფერი რა… მერე მამაჩემმა დამირეკა და მაგარი დამცინა გასაღები როგორ დაგრჩაოო… ჩემი ბრალი ხომ არ იყო არა??

პატიოსნად ვიყავი აყუდებული კარებს და ველოდებოდი ჩემს ხანდახან ძვირფას ძმას რა საწყალი სახე მაქვს. ასე იდექით აბა მთელი თითქმის ერთი საათი. თან ამ დროს ტუალეტშიც მომინდა 😀 სულზე მომისწრო გიორგიმ თორე სერიოზულად დამერხეოდა =))  მისი ესე დანახვა ჯერ არ გამხარებია. რო დამიანახა კიბეებზე ვიდექი სიცილ-ხარხარით ამოვი დაა ამის დაცინვაღა მაკლდა.

საბედნიეროდ ეხლა სახლში ვარ და ამ პოსტსაც სიამოვნებით ვწერ =))

თავის გადაპარსვა მინდა.. =)))

ცოტა ხნის წინ პოსტი დავწერე გრძელი თმის შესახებ და მოვლის მეთოდებზე.თუმცა რამდენიმე დღეა მე პირადად თავის გადაპარსვა მომინდა. ბავშვობაში მქონდა გადახოტრილი ვმკურნალობდი (უაზროდ თხელი თმა მქონდა), მაგრამ საშველი არ ჩანდა.ამიტომ თავი დავანებე და შევეგუე იმას რომ კანი უნდა მიჩანდეს =)) მაგრამ ეხლა მინდა რომ თავზე სულ არ მქონდეს თმა.თავის ფორმა ნორმალური მაქვს, არც გრძელი უფრომო ცხვირი მაქვს რომ ცუდად გამოჩნდეს. მხოლოდ ერთი დაბრკოლებაა- 3 თვეში ბანკეტი უნდა მქონდეს და იქამდე არამგონია ისე გამეზარდოს რომ რამე სამიგინაური ვარცხნილობა გავიკეთო. ამიტომ მომიწევს ოცნების დროებით შეწყვეტა. და ზაფხულში ამ რისკზე აუცილებლად წავალ. და სურათებსაც დავდებ. იმედია არ გადავიფიქრებ =)))

გრძელი თმა

გოგონების უმეტესობა გრძელ თმას ნატრობს, თანაც კარგად მოვლილს. ბიჭებსაც ხიბლავთ გრძელ თმასთან თამაში და ქალს გრძელი თმის გარეშე ვერ აღიქვავენ.

ჯანმრთელი, მოვლილი თმა ხაზს უსვამს ადამიანის სილამაზეს.ბევრი თვენგანი ალბათ სწორედ ასეთ ”უნაკლო” თმას ნატრულობს, თუმცა დამეთანხმეთ შედეგის მიღწევა არც ისე ადვილია. თმის სწორად მოვლისათვის საჭიროა მის შესახებ გარკვეული ცოდნა.

Continue reading

ანხელის საიდუმლო

ე.ი ეს სერიალი დღითიდღე პოპულარული ხდება. ამჯერად არა მარტო ქალები და  უსაქმურები, ამჯერად ბევრი მამრობითი სქესის წარმომადგენელიც კი მოუთმენლად ელოდება 8-საათს რომ სანატრელი მანუელა და ანხელი გამოჩნდნენ და მათ ცხოვრებას ადევნონ თვალი. სიმართლე გითხრათ ძალიან მიკვირს რადგან ესეც ჩვეულებრივი მორიგი ტელემუნდოს სერიალი მგონია. მართალია არის რაღაც განსხვავება მაგრამ მთლად ერთნაირებიც ხომ არ იქნება ეს სერიალები არა?

ნუ გაუგებარი რჩება რატომ ჩაითრია ამდენი მაყურებული მაგრამ როგორც ჩანს ქვს რაღაც განსაკუთრებული. ალბათ უფრო მსახიობების კონკრეტულად კი მანუელას მომხიბლავი ვიზუალური მდგომარეობა. ან მარინას არაჩვეულებრივი ცეკვა.

როლებში:
გაბი ესპინო———————მანუელა დავილა
ჯენკარლოს კანელა————ანხელ სალვადორი
მიგელ ვარონი——————მარტინ ასერო “რკინა”
კარლა მონროიგი—————ვირხინია დავილა
კარლოს უმბერტო კამაჩო—–ორასიო გარსია
რობერტო მატეოსი————-ლეონ ბელტრანი
ხორხე ლუის პილა————-ჯიმი კარდონა

სერიალის შესავალი მუსიკიტ წარწერებით მაღალ ხარისხში

სერიალის მეორე შესავალი