“სიკვდილი ნიშნავს გარდაცვალებას”

სიკვდილი-საშინელი და ცივი გრძნობა გვეუფლება ამ სიტყვის გაგონებისას.თითქოს ტანშიც გაჟრჟოლებს,თითქოს სიკვდილით ყველაფერი მთავრდება. გლოვა,ტირილი-ეს ყველაფერი იმდენად მძიმეა, რომ ჩვენ ადამიანეს გვავიწყდება, რომ სიკვდილი ნიშნავს გარდაცვალებას. ამით სიცოხლე არ მთავრდება,მთავრდება მხოლოდ ამქვეყნიური ყოფა. “ჭუჭყიანი ჭურჭლიდან” ანუ ხორციდან სული თავისუფლდება და ახალ ცხვორებას იწყევს, ოღონდ სხვა სამყაროში. ეს არის ერთი სამყაროდანნ მეორეში გადასვლა. თუმცა არც ისე შორს. მას მაინც აქვს დედამიწასთან შეხება, თუნდაც ის ადამიანები ვინც აქ დატოვა. ვიცით, რომ ორმოცი დღის განმავლობაში მიცვალებულის სული კვლავ ცოცხლებში ტრიალებს, მაგრამ არ ვიცით რა ხდება ყოველივე ამის შემდეგ, ამიტომ აქ, ცოცხლად დარჩენილებს ლოცვის გარდა არა დაგვრჩენია რა. ადამიანის სული გადადის იქ სადაც, ყოველი სხვა სილამაზე ფერმკრთალდება, მხოლოდ აქ არის ღმრთის მადლის ბოლომდე შეგრძნება შესაძლებელი. მხოლოდ აქ გაიგონებ ანგელოზთა გალობას და მხოლოდ აქ გექნება პატივი იყო ანგელოზთა შორის- ეს სასუფეველია.

სიკვდილით ადამიანი ამთავრებს ამ ქვეყნიურ ცხოვრებას, მაგრამ ის გრძნობების ვერ ცვლის. რადგან გრძნობები გულს ეკუთვნის, გული კი სულს. ის არ იცვლება, ისევ ის არის და აქ, დედამიწაზე დარჩენილი ადამიანებიც ისევ ის არიან. ამიტომ ტირილი და ცრემლთა დენა საჭირო არ არის. სიცოხლე ისევ ის არის და იმასვე ნიშნავს რასაც ადრე ნიშნავდა. გარდაცვლილი ადამიანი არასდროს იქნება შენგან შორს თუ მას შენს ფიქრებში და გულში შემოუშვებ.თუ ისე ქღიქვამ როგორც ადრე. მართალია შეუძლებელია მიცვალებულის დანახვა, მაგრამ სამაგიეროდ მისი გრძნობაა შესაძლებელი. ის დაგელოდება იქამდე სანამ სიკვდილი შენც არ აგყრის ბორკილებს. გადახსნილი სასუფეველი, საუკუნო სამყოველი, ახალი ბილიკი, ახალი სიცოცხლე და ის, რომელიც შენ გელოდე იმავე გულით და იმავე გრძნობით, ოღონდ უფრო გაწმენდილით.
სიკვდილი არა არის რა… ამის აღქმა არც ისე ადვილია, განსაკუთრებით მაშინ როცა სიცოცლისთ ტკბები და სული კბილით გიჭირავს. მასზე უტკბესი არაფერია. თუმცა არავინ იცის რა ხდება სიკვდილის შემდეგ.
(“ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ”-ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით)

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s