ოცნება ამიხდა

ე.ი. დღეს დილიდან იმდენი ვიწუწუნე თოვლი ძლივს მოვიდა და მე ვერ ვგუნდაობთქო რომ როგორც იქნა შეისმინეს ჩემი თხოვნაც 😀

დღეს მთელი დღეა სახლში ვარ, თითქმის. უნარებიც გავაცდინე ქართულიც და ჩემი დის ნათლულის დაბ.დღეზე წავცუნცულდი ოჯახითურთ.ბულაჩაურში ვიყავით. მეგონა თოვლი იქნებოდა და იქ მაინც ავიხდენდი სურვილს მაგრამ ბებიაჩემისამ რა 😀 თბილისში უფრო ბევრი თოვლი იყო ვიდრე იქ და ტალახში გორაობის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. ასე თუ ისე ვიქეიფეთ იქ და დავადექით შინისკენ გზას. ჩემთან ახლოს ერთი დიიიიდი პარკია, გამოფენას ეძახიან, ხო და ვიცოდი რომ იქ თოვლი დამხვდებოდა და ეგრევე რაზგონით წავედი იქ. ჩემებიც გამომყვნენ დაა ვიგუნდავეთ. ვინ სად გორაობდა არ ვიცი. სურვილი მაინც ავიხდინეეეე… რამდენი ხანი მინდოდა თოვლში  გორაობა 😀  თითქმის ერთი წელი…  ბოლოს სახლში გაყინული გათოშილი ამოვედი. ყველგან თოვლი მქონდა მიყინული, ხელებს, უფრო სწორად თითებს ვერ ვამოძრავებდი, მერე  ძაან გამიხურდა და ეხლა დარეგულირდა ტემპერატურა 😀

სურათებისთვის ნახეთ – ”მეტი”  

ამ ქვებზე ძლივს ავფოფხდი. თან მოყინული იყო და მისრიალებდა ფეხი. აქ არ ცანს თორე სუ სუ მაღლა ვზივარ. ქვების გროვა იჯდა და ჯერ მე გადავიღე სურათი,, მერე ჩემმა დამ, და მერე ჩემმა ძმამ. არც ერთს არ მოგვიკლია ეგ სიამოვნება 😀

ჩემი ძმა და ჩემი და. ნუ რა დღეშიც არიან ხო ხედავტ ტქვენც. დაიმხეს მთელი გამოფენა. ჩემი ძმის სიფათს არ ვიმჩნევთ განწირული ყვირის.

ესეც ჩვენ სამივე ერთად. იშვიათია ესეთი სურათი და შემთხვევით ვისარგებლე და დავდე.

ესეც მამიკოსთან ერთად =))) დედიკო არ ჩანს ციფრულის უკანაა:P

მე და დედიკო. და ჩემი ძმაც.

მე და ჩემი გადარეული ძ№ა. რო გამოვდიოდით გამოფენიდან ეს ადგილი მერე შევამჩნიე ძალიან ლამაზი იყო. ორი ეკლიანი ბუჩქისავით რაღაცა და შუაში თოვლი. თან ისეთი ფეხი რო არავის დაუდგამს. და მე და ჩემმა ძმამ გავთელეთ იქაურობა.

ესეც ჩემი თოვლი. უბედნიერესი ვწერ ეხლა ამ პოსტს. პატარა ბავშსვივით მიხარია.

Advertisements

3 thoughts on “ოცნება ამიხდა

  1. Marr

    აუ რა მაგარია… მე კი ჩამშხამდა ეს თოვლი.

    მერვე კლასში ვიყავი ბოლოს რომ ვიგუნდავე ეზოში 😛

    Reply
  2. D@niko

    მაგარია გუბდაობა… წელს ცოთათი გავიხსენე ბავშვობა… მაგრამ ახლა ეგრე ვეღარ აღვიქვამ 😦 😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა რატო… გუნდაობა ყოველთვის ასწორებს :ჵ დიდობაშიც და ბავშობაშიც. კაი კაი თოვლის ჭამას რა სჯობს 😀

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s