პირველი თოვლი

მთელი ზამთარი მოუთმენლად ველოდებოდი თოვლს. ხან ვწუწუნებდი რატო არ მოდისთქო და გუდაურში წასვლას ვნატრობდი. ხანაც უბრალოდ ველოდებოდი.

დღეს, დილის 7 საათზე ტაშის კვრით და ხმაურით და წივილ-კივილით – თოვლი მოვიდაო, ჩემს ოთახში შემოვარდნენ დედაჩემი და მამაჩემი.ჩქარა ადექი, ნახე როგორი თოვლიაო.თითქოს რო გავიღვიძებდი არ დამხვდებოდა. საბანი გადამხადეს, როგორ შემცივდა… მარა მაინც ვერ ავდექი.თავებიც კი ვერ გავახილე.ისინი კიდე იდგნენ და ყვიროდნენ ნახე როგორ ბარდნისო 😀

როგორც იქნა გამეღვიძა. სადღაც 9-იყო ალბათ და გამახსენდა რომ თოვლი იდო. ძალიაააააან გამიხარდა. მომინდა ავმდგარიყავი, წავსულიყავი, მეგუნდავა,თუნდაც მარტო (ჩემი და ვერ გავაღვიძე, ძილს არ ღალატობს), მაგრამ არ შემეძლო.იმიტო რომ უნდა დავმჯდარიყავი და მემეცადინა. და თან გარედან ბავშვების ხმა ისმოდა, ერთობოდნენ, გუნდაობდნენ, ზოგი ტიროდა კიდეც (ალბათ თოვლი აჭამეს).პირველად იყო როცა ნერვები მომიშალა ამ ფაქტმა. მთელი ერთი წელი თოვლს ველოდებოდი და ეხლა მხოლოდ ფანჯრიდან ვუყურებ და კიდე უფრო მემატება სიბრაზე.

აი ესეთია ხედი ჩემი აივდინად 😛  დილის 9-საათზე.

ერთადერთი საღამოს შემიძლია წამოგორება თოვლში და გართობა მაგრამ ”სადა ბანაობ”, (როგორც იტყვიან)… ჩემი დის ნათლულის დაბადების დღეა და როგორ იქნება იქ რომ არ წავიდე. არა და სულაც არ მინდა. მაგრამ ჩამოშვებული ცხვირების ყურებას, დედაჩემის საყვედურებს მირჩევნია იმედი დავიტოვო, რომ ხვალ დილით, როცა თვალს გავახელ და ფანჯარასთან რომ მივალ თოვლი დამხვდება და დღევანდელი საღამო მოსაწყენ სუფრაზე გავატარო.

ძალიან ლამაზია ყველაფერი. განსაკუთრებით დილით. როცა ფეხი არავის დაუდგამს,სულ თეთრია იქაურობა, ნაზი, წმინდა. სიტყვები არ მყოფნის იმის აღსაღწერად რასაც განვიცდი თოვლის ყურებისას… ძალიან მიყვაარს…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s