ბავშვობა

მთელი დღეა ვფიქრობ დღეს რა დავწერო.

ხან რა მომაფიქრდა ხან რა… მაგრამ ბოლოს ჩემს ბავშვობაზე შევჩერდი…

დავიწყოთ სულ სულ თავიდან. ანუ დაბადებიდან

დავიბადე 1991 წლის 20 ნოემბერს, პირველ საავადმყოფოში. დიდი ვერაფერი მახსოვს ამ დღეზე, ესეც გადმოცემით ვიცი.სადღაც ერთ წელში დაიბადა ჩემი და მარიამი. არც ეს ფაქტი მახსოვს დაწვრილებით. ვცხოვრობდით დიდუბეში. პატარა, საყვარელ ბინაში. სურათებიდან მახსოვს რომ შეშის ღუმელი გვქონდა.

ამ პერიოდის მეგობრები არ მახსოვს. მხოლოდ სურათებით თუ მეტყვიან რომ იცი ეს შენი მეგობარი იყოვოო.. ჩემი გასართობი ისევ ჩემი და იყო. ძირითაად ვაწვალებდი ხოლმე (პრინციპში ეხლაც ეგრეა)  ვსარგებლობდი რომ ჩხუბში ვერ მერეოდა.

ჩვენი ტოლები იყვნენ ჩემი მამიდაშვილებიც, რომლებიც ბებიასთან (გვერძე სახლში ცხვორობდა) შაბათ-კვირას ჩამოდიოდნენ ხოლმე. ერთი სული გვქონდა როდის ჩამოვიდოდნენ.ვიკლებდით  მთელ სახლს. მახსოვს ერთ ოთახში სკამებზე ადიელას ვაფარებდით, შიგნით შეშებით ”სახლს” ვაწყობდით და იქიდან აღარც გამოვდიოდით მთელი დღე.

ბებიასთან გასვლა კიდე იმიტომ მიყვარდა, რომ იქ სერიალებს ვუყურებდი (რა ცოდო ვიყავი) მამაჩემი არ მაყურებინებდა, არ შეილებააოო ესე მეუბნებოდა. ხო და ყოველ 8-საათზე ბებიაჩემთან ვეგდე ხოლმე, ნეტა რას ვუყურებდი.

ასევე ჩემი და ჩემი დის ტოლები არიან ჩემი დეიდაშვილები. სოფელში ცხოვრობენ და ამიტომ განსაკუთრებულად მიყვარდა მათთან სტუმრობა, დეიდაჩემი შეაბავდა დედაჩემს და რამდენიმე დღე გვტოვებდნენ ხოლმე. ესე დაგვტოვეს რამდენიმე დღე, და ჩემი და ლამის დაიღუპა. ჭაში ვარდებოდა, მაშინ ამოშენებული არ ქონდათ, და ფეხის თითებით ეჭიდებოდა მიწას. ძალიან გასაკვირია მაგრამ ეგრე იყოვოო რო გიპოვეთო ბიძაჩემმა და რავიცი მჯერა. თან იმ დროს ჩემი და უაზროდ, ავადმყოფივით გამხდარი იყო.

კიდევ უფრო საინტერესო ისტორები, ვისაც დაგაინტერესებთ  ”მეტში” წაიკიტხეთ…

როცა სახლში რემონტი დავიწყეთ დედიდაჩემთან ვცხოვრობდით სადღაც ერთი თვე (ბედნიერი ბავშვობა) ყველაფერს ვაკეთებდი რაც მინდოდა. ერთ საღამოს მე და ჩემმა დეიდაშვილმა ბექამ თურბოზე (გახსოვთ ალბათ)გავაცხელეთ ფანრები (ვერცხლისფერები რომ არის, მრგვალი ძირი რომ აქვს)და ვეჯიბრებოდით ვინ დიდხანს დაიდებდა შუბლზე. მე მოვუგე და ეხლა მრგვალი, მთლად მრგვალიც არა რკალად დამრჩა ნაიარები.მახსოვს ახალ წელს თოვლის ბაბუა გამოიძახეს. როგორ ველოდებოდიიი… არ დამავიწყდება ეგ. დეგემერატი 3 საათზე მოვიდა. ქათმის ხორცი ხეთქა და წავიდა.

ხო კიდე ბაღში დავდიოდი რაღა თქმა უნდა, აქვე ჩემთან მაუდის ბაღი იყო (ეხლა დაცვის პოლიცია გახსნეს =(((). ეზოში გასასვლელად გვამზადებდნენ მასწავლებლები. ამ დროს დრო ვიხეკთე და სკამიდან სკამზე ვხტებოდი, ძაან გამიტკბა ეს ”ხტუნაობა” და ჩამოვარდი, თან ისე რომ შუბლი მეორე სკამის წვეტს დავარტყი. მეტკინათქო ვერ ვიტყვი, არ მახსვს. მარა სისხლი მომდიოდა ბეეეეეეევრი. თეთრ პირსახოცებს მადებდნენ და ძლივს შემიწყვიტეს. მერე გვერძე მოზარდთა პოლიკნილინიკაა და იქ გამაქანეს ორი ნაკერი დამადეს =(( მამიკო მინდა მეთქი ვტიროდი.

კიდევ მახსოვს… გამოფენაზე ვსეირნობდი ველოსიპედით (დღესაც სიამოვნებით ვსეირნობ), ხო და უცბად საიდანღაც გამჩნდა მანქანა, ვიწრო გზა იყო საითკენაც მე ვუხვევდი იქითკენ უხვევდა ისიც დავიბენი და ველოზიპედიც მომისრიალდა. ხებში, ბარძაყში ხელის ტორმუზი შემერჭო. თან ღმად მქონდა. ტირილი არ დამიწყია სხვათაშორის. უბრალოდ რომ მოვედი ეზოში ყველა მეკითხებოდა – ვაიმე რა მოგივიდაო, ხომ იცით ეს როგორ მოქმედებს და დავიწყე ტირილი. გამაქანეს საავადმყოფოში და დამადეს 3 ნაკერი.

ერთხელ, უკვე სადღაც 9-10 წლის ვიყავი, სოფელში დაგვტოვეს მე და ჩემი და. არ მახსოვს როგორ მოხდა მაგრამ ღობეზე ჩამოვეხიე. დიიიდიიი შრამი მადევს მუხლს ზემოთ.ასევე სოფელში იყო ჩემ დას კინაღამ ვენები რომ გადაეჭრა. ვწუწაობდით დაა წყალი შევავსხი, ამ დროს ხელში შუშის გრაფინი ეჭირა, ფეხი აუსრიალდა და წაიქცა იმ გრაფინზე. მაჯაში ქონდა შუშები შერჭობილი. გააქანეს სოფლის ექიმთანმ, იმ დეგენერატმაც ”ურჩია” სტრეპტოციტი დააყარეთო, მეც კი ვიცოდი რომ ღრმა ჭრილობაზე არ შეილებოდა მარა რას გააგებინებ, ამ დიდებს ხომ ტავი ყოველთვის მართალი გონიათ. ექიმი ერქვა ქალს და…  ნუ გავატარეთ, მტელი საღაო სტრეპტოციტს აყრიდნენ. საღამოს დედიკო და მამიკოც ჩამოვიდნენ. ხელი რომ ნახეს გაგიჟდნენ. გააქანეს მცხეთაში (უფრო ახლის საავადმყოფო არ იყო) და იქ ექიმმა ჯერ ეს სოფლის ვითომ და ექიმი გამოლანძღა და მერე ჩემს მშობლებს ეუბნებოდა ბედი ტქვენი მალევე მიყვანეთ თორემ დარხეული ექნებოდაოოო… რამდენიმე შუშა ამოუღეს. ძვალი უჩანდა თურმე ისე ღრმად ქონდა. შრამი დღესაც აქვს.

უკანასკნელი შრამი ამ ზაფხულს ავიკიდე. გაზთან მისაშვები არ ვარ რა. კარტოფილს ვწვავდი და ცხეელ გახურებულ ტაფას ხელი მივადე. ვაიმე რო ციოდეთ როგორ ამეწვაააა… კივილი მინდოდა მარა ტეხავდა იმდენი ხალხი იყო. მერე ზეთი მისვეს, ხან რარაც მაზი მარა შრამი კიდე მეტყობა =(((

ხო ამ ზაფხულს კიდე, ბათუმის აკვა-პარკში ვიყავი. ვინც ნამყოფია უკანა დიდი შავი ჩამოსასრიალებელი ეცოდინება. ხო და პირველივეზე მან ავედი, დამევასა რა. ცამოვსრიალდი და არ ვიცი რა იყო ესეთი საზიზღრობა. მოსახვევებში ჯერ ერთი მხარე მივარტყვი და თავი, მერე მეორე მხარე. ვლოცულობდი რომ მალე ჩავსულიყავი. ლავიწის ძვალი ვიღრძე. გაბზარულივით მქონდა. ზღვაზე გამაწამა =(( ხანდახან ეხლაც ამტკივდება ხოლმე თუ მძიმე ავწიე რამე….

არ ვიცი ამდენი რამ მაწერინა მაგრამ დავიღალე.თუმცა სახალისო იყო ჩემი ბავშვობის გახსენბა. კაია უდარდელობა =))

Advertisements

5 thoughts on “ბავშვობა

  1. sunwaited

    გოგოოოო 😀 რა ხიფათა ყოფილხაააარ 😀 😀

    და ერთი კითხვა მაქვს, ორივე ყური და ორივე ცხვირი ადგილზე გაქვს? 😆

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კიიიიიიი ჯერჯერობით ადგილზეააააა 😀
      ოღონდ ერთი ცხვირი მაქ ვეკო და შენი არ ვიცი 😀

      Reply
  2. Marr

    უი ეს რეები მოგსვლია.. მაგრამ მაინც საინტერესო ბავშვობა გქონია. 🙂 ეხლა მომაფიქრდა, მეც უნდა დავწერო ჩემს ხიფათებზე. 😀

    Reply
  3. anna

    აუ ლოლ :დ შენი შუბლის ისტორია მოსმენილი მქონდა :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s