27.06.09

ანუ კიდევ ერთი პოსტი წარსულიდან, თან არც თუ ისე შორეულიდან.

წინ ჩემი დღიური მიდევს და ყველაზე დასამახსოვრებელ ადგილას გადავშალე.

სკოლაში რაღაც კონკურსი ტარდებოდა. გამარჯვებული გუნდები 3 დღით ყაზბეგში წავიდოდნენ. მე სოფო და ლიკა ვწერდით, გავმარჯვეთ და ეს ”საგზურიც ავირტყვით” ხო და ეხლა ვიყებ წერას ჩემი დღიურიდან…

დღეს დილით 7-საათზე გამეღვიძა. ბარგს თვალი გადავავლე და სააბაზანოში შევედი. წყალი გადავივლე და სკოლისკენ გავწიე. ბავშვები უკვე შეკრებილები იყვნენ და მარშუტკას ველოდებოდით. როგორც იქნა ეღირსად და გამოჩნდნენ. ორი იყო სულ. მარშუტკაში არაჩვეულებრივად გადავნაწილდით. ყველა მხიარული და გამრთობი ჩემთან დანარჩები იქით. მასწავლებლებიც ეგრე. როგორც იქნა დავიძარით.

ვისაც დაგაინტერესათ ”მეტში” გააგრძელეთ კითხვა 😛

გზათ ანანურიც ვინახულეთ

მერე მლეთაში გავჩერდით,აქ ერთი ისეთი ფრესკა იყო აქამდე რომ არსად მინახავს. თურმე ასეთი მითი ყოფილა რომ ეკლესიას სამჯერ უნდა შემოუარო თან სურვილი ჩაგისრულდება და აუცილებლად აგიხდებაო. რამდენად სინამდვილე არ ვიცი, მარა არც ჩამიფიქრებია სურვილი და ვერც გავიგებ ამ მითის ჭეშმარიტებას. სნო და სიონიც ვნახეთ.  სიონში ბერმა გაგვლანძღა. ექსკურსიაზე შარვლებით ვიყავით (რა თქმა უნდა) გამოგვირდა ეს კაცი და დაგვიწყო: თქვენნაირებს გამოვექეცი და ტქვენ აქ მომაკითხეთ, თქვენნაირების ბრალია ეხლა ომი რომ არის… და აღარ მახსოვს კიდე. ნუ ნერვები მომეშალა ფაქტია მარა მოდი და უთხარი რამე. როგორც იქნა ყაზბეგსაც მივაღწიეთ. მანამდე გუდაურში გავჩერდით. ხედები იყო ულამაზესი, თან მყინვარიც ჩანდა.როგორც იქნა სასტუმრომდე მივაღწიეთ. ორი სასტუმრო იყო და როგორც მარშუტკაში აქაც ეგრე გადავნაწილდი. სადილი დაგვახვედრეს. მოხევური ხინკალი, მომეწონათქო ვერ ვიტყვი, ეგ კი არა ყველას კუჭი აუშალა 😀 ოთახში მე ვიცი და ლიკა ვიყავით, ბიჭები ერთად და 5 გოგო ერთად. ცოტა დავისვენეთ და მერე დარიალის ხეობისკენაც გავწიეთ. საბაჟოს იქით არ გადაგვიშვეს, არ შეილებაო. ჩვენ კიდე დავდექით და საქართველოს ჰიმნი შევასრულეთ. რაღაცნაირი გრძნობაა როცა საზღვარზე დგეხარ და ჰიმნს მღერი. რა თქმა უნდა არც ერთს სმენა არ გვქონდა.ბოლოს სანამ სასტუმრომდე მივაღწევდით მაღაზიაში შევიარეთ. სასმლის ყიდვა გვინდოდა მაგრამ აასრულწლოვნებზე არ ვყიდითო. ამ დროს მარინა მასწ. გადმოვი და სამაგიეროდ ნე ვარ 5-ჯერ სრულწლოვანიო და არაყიც გვაყიდინა. როგოროც იქნა მივაღწიეთ. აბაზაში რიგირ იდგა. მოვიდა ჩემი ჯერიც და სულ დავკარგე სურვილი ბანაობისა. წყალი წვეთ-წვეთად მოდიოდა ოღონდ მართლა. ონკანიდან ვიბანდი ჩაკუზული. დუშში საერთოდ არ აღწევდა წყალი. მაგრამ ბანაობაზე ძაან მაინც არაფერი მიყვაარს.

ის ღამე მაგრად დავთვერით. მასწავლებლებიც ჩვენთან ერთად სვავდნენ, ზოგი არაყს გადაკრავდა ხოლმე ზოგიც ღვინოს წრუპავდა. ერთი სიტყვთ გვიანობამდე მაგიდასთან ვიჯექით. ბოლოს ოთახებში ჩამოვრიგდით. დავწეიქით კიდეც მაგრამ არ გვეძინებოდა. ცოტა ხანში ბიჭებმა გიორგიმ და ირაკლიმ კარზე დააკაკუნეს თუ არ გძინავთ ჩვენთან გამოდითო. მე ვივის და ლიკას მეტი რა გვინდოდა. ჩვენი ლოგინებიანად გავედით. ტან ჩუმათ, ისე რომ მასწავლებლებს არ გაღვიძებოდათ. როგორც იქნა შევტენეთ კარებში ლეიბები და ძირს დავალაგეთ. გირგიმ ივაჟკაცა და ლიკას ლოგინს ლუდი გადაასხა, ხო და მთელი ღამე მოუწია იმ აყროლებულში წოლა. არ დაგვიძინია. ”გულახდილი საუბრები” მოვაწყვეტ. პატარ-პატარა ინტრიგები გავურიეთ და… (ეს ნაწილი საინტერესო არ არის თანაც ლიკას და გიორგის ეხბათ). ნუ დაგვათენდა თავზე. დილით, 6 საათზე გერგეთს ვუყურებდით ნელ-ნელა რომ მზე ამოდიოდა ულამაზესი იყო.

ყველა გავაღვიძეთ მერე და წავედი ყაზბეგის მუზეუმში. ღრუბლიანი ამინდი იყო. წვმდასავით მაგრამ უძალიანესად მაგრად გვინდოდა თრუსოს ხეობაში წასვლა. გიდები გვეუბნებოდნენ რომ ვერ ივლითო, მაგრამ რამდენიმე ბავშვი ავტყდით და წაგვიყვანეს მაინც. ბევრი დარჩა. 5 საათი დავდიოდით თერგის ნაპირას. ზემოდან კლდე დაგვცქეროდა. აი ულამაზესი იყო უბრალოდ… მართლა ”რბოდა და ღრიალებდა თერგი” . ბოლოს მივაღწიეთ იქამდე სადამდეც შეიძლებოდა

იქ კიდევ ერთი ტბა იყო. უძირო. თან რაღაც ბუშტუკები ამოსდიოდა. ჩიი თუ ახლოს გადაუფრენდა ეს ტბა იზიდავდა და მერე ჩიტები იქ იხრჩობოდნენ. მაგრამ მართლა ულამაზესი ადგილია ღირდა ამდენი საათი სიარული

როგორც იქნა ამ დღემაც ჩაირა. ემოციებით დატვირთულები მივედით ყველანი. ტადიცია არ დავარღვიეთ და დასალევად კიდევ დავჯექით. ოღონდ აქ ვეღარ გავუძელი და რამდენიმე ჭიქამ ძაან დამათრო. თან წინა ღამის უძილო რომ ვიყავი იმოქმედა ალბათ. თავი დავდე თუ არა ეგრევე ჩამეძინა. ბავშვები მეხვეწებოდნენ ადექი საწოლში დაწექიო.ბოლოს სადღაც ლეიბები იდოე რთმანეთზე და იმაზე დავიძინე რამდენიმე საათი.

როგორც იქნა გათენდა. ამ დღეს გერგეთზე უნდა ავსულიყავით. აუ ფეხით სიარული სასტიკად მეზარება, თან აღმართზე როგორია?! მოკლედ გული მისკდებოდა რა. მზე გამოვიდა და ჩვენც შევდექით ასვლას. ტყეში დავდიოდით. კარგად მაგრად დავიზაგრე. (დღემდე მაქვს) არ მეგონა ესე თუ გავშავდებოდი. როგორც იქნა ავაღწიე, ბოლო არა მაგრამ არც პირველი მივსულვა. ულამაზესიაააააა… სურათები კი მქონდა ნანახი მაგრააამ შენი თვალით რომ ნახავ მაინც სულ სხვა ეფექტი ააქვს. 

ესეთი სურათი უამრავი გინახავთ მაგრამ მაინც დავდე ყოველი შემთხვევისთვის. კაი ხანი გავჩერდით იქ, სკოლისთვის ვიდეოც ჩავწერეთ, ვიტლიკინეთ და წამოვედით. ამ დღესვე დავბრუნდით სახლში. მართლა არაჩვეულებრივი 3 დღე გავატარე =)))

Advertisements

2 thoughts on “27.06.09

  1. karamelka

    ასეთ ექსკურსიაძე არასდროს ვყოფილვარ და მინდა,მინდა,მინდააა 😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s