რა არის ბარამბო?

ალბათ ყველას ჩაგესმით ეს კითხვა როცა ტელევიზორს უყრებთ.

მინიმუმ ორი რეკლამის შემდეგ მაინც ისმის კითხვა: – რა არის ბარამბო? და როცა იმედი მაქვს რომ პასუხიც იქვე იქნება შენც არ მომიკვდა. ინტრიგას თესავენ. არა და რა მოსაბეზრებელია 1-წუთში ერთხელ ბარამბო. თან რა საზიზღარი მუსიკა აქვს.

მოკლედ დავინტერესდი რა იყო ბარამბო. და იცით რა აღმოჩნდა?  ნერვული სისტემის დაავადების სამკურნალო მცენარე.  ესეც ძვირფასი ბარამბოს ფოთლები.

აქედან სავარაუდო დასკვნა გამოვიტანე რომ სამედიცინო წამლის მაგვარი რაღაც უნდა ყოფილიყო.თუმცა აქაც შევცდი (ალბათ), რადგან დღეს ერთმა მითხრა რომ ბარამბო შოკოლადიაოო,თანაც უგემრიელესიო.დავეჭვდი, რადგან ისეთი შოკოლადი არ მეგულება რომ არ გამისინჯავს. თუმცა გაყიდვაში ჯერ არისო და ალბათ მალე გამოჩნდებაო. სად მოახერხა ამ ბავშვა გასინჯვა არ ვიცი.

თუმცა ფაქტია რომ კიდევ უცნობი დარჩა ჩემთვის რა არის ბარამბო.

ვინმემ ხომ არ იცით?

25 thoughts on “რა არის ბარამბო?

  1. თინი

    მეც მასე ვიცი, რომ შოკოლადის რეკლამაა :პ
    მაგრამ რისიც გინდა იყოს, ნერვებს მიშლის :დ

    Reply
  2. ანუშკებიიიიიიიიიი

    მე ზუსტად ვიცი რომ ბარამბო არის საკრავი ინსტრუმენტი რომელიც კეთდება ბამბუკისგან! უეჭველი ინფორმაციაა

    Reply
  3. საკუ

    არა ანუშკები შენ ცდები ბარამბო არის ველური ხილი რომელიც მოიპოვება აფრიკაში და ახლა ხდება მისი იმპორტირება საქართველოში და მალე გაყიდვაშიც შემოვა.. უგემრიელესია როგორც ამბობენ ზღმარტლი მიმიქარავს ისეთი გემოსია თითებს ჩაიკვნეტ !

    Reply
  4. siyvarulovna Post author

    ოთხი სავარაუდო პასუხია 😀 ზოგისთვის ხილია ზოგისთვის შოკოლადი ზოგიშთვის წამალი და მაინც არავინ ვიცით რაა რის ბარაბო.
    ნეტა როდის გაგვიმხელენ? ვკვდები ინტერესით.

    Reply
  5. siyvarulovna Post author

    პ.ს
    ბარამბო (Melissa officinalis), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ტუჩოსანთა ოჯახისა. ღერო და ფოთოლი შებუსული აქვს. თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილები ფოთლის იღლიაში ყვავილედადაა შეკრებილი. კვერცხისებრი ფოთლის ორივე მხარე დაფარულია ეთეროვანი ზეთის შემცველი მბრწყინავი ჯირკვლებით, რომელიც მცენარეს ლიმონის სუნს აძლევს. ველურად იზრდება ევროპის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ აფრიკაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. გვხვდება აგრეთვე უკრაინაში, კავკასიასა და შუა აზიაში. საქართველოში – მთის ქვედა სარტყელში ტყის პირებსა და ბუჩქნარებში. ეთერზეთოვანი და თაფლოვანი მცენარეა. კულტივირებულია ძირითადად უკრაინაში. იყენებენ პარფიუმერიასა და ხალხურ მედიცინაში.
    ფრომ ვიკიპედია

    Reply
  6. busx

    ჩემს ეზოში ხარობდა, სოფელში 🙂 მაგის ჩაის ვსვამდით. ლიმონიანი ჩაის გემო აქვს, როგორც პიტნა ისე უნდა დააყენო 🙂 მაგარი რამეა, მე ძალიან მიყვარს 🙂

    მარა რელკამა რატო მიდის არ ვიცი 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო უმეტესობა ლიმონს ადარებს. მაგრამ შოკოლადდათნ ან ხილთან მაშინ რა შუაშია?

      Reply
  7. »♥» ana «♥«

    😀 მოკლედ მიხარია ამდენ დაინტერესებულს რომ გავუმხელ თუ რა არის ეს გულისშემაწუხებელი ”ბარამბო” .. 🙂

    მოკლედ ეს არის საქართველოში სააკაშვილის მიერ გახსნილი,შოკოლადის ქარხნის სახელწოდება ანუ ქართული შოკოლადია ”ბარამბო”..

    და რატომ ”ბარამბო” ეგ უკვე სააკაშვილს კითხეთ.. 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ანუ საბოლოო პასუხი შოკოლადი?
      დაველოდოთ ვნახოთ რა იქნება სინამდვილეში 😛
      აუ ძააან გულის გამაწყალებელი რეკლამა აქვს და თანაც დიდი უაზრო კითხვის ნიშნით.

      Reply
  8. ჯუნა

    რაც არ უნდა იყოს ეს ბარამბო დიდი ნერვებისმომშლელი რეკლამა აქვს

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო საერთოდ მცენარეა მაგრამ საქართვლოში ბარამბო არის ახალი ქართული გემრიელი შოკოლადი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენს მაღაზიებში:P

      Reply
  9. teona

    ეგ სულაც არ არის ბარამბო:) არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი:) თუ გაინტერესებთ,რა არის ბარამბო სინამდვილეში,აი პასუხიც: http://lib.ge/body_text.php?8650

    Reply
  10. 13thCinnamon

    რა რეკლამაზეც საუბრობთ, არ მინახავს საერთოდ. მაგრამ გუშინწინ ვიყიდე ქართული წარმოების შოკოლადი “ბარამბო” და აღვფღთოვანდი. განსაკუთრებით კარამელიანი ბატონჩიკი მომეწონა.
    მიხარია, როდესაც სამამულო წარმოების პროდუქტი ამართლებს და გემრიელია. 🙂 იმედია არ გააფუჭებენ, როგორც ჩვევიათ ხოლმე.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კიი, მეც გავუსინჯე გემო ოღონდ პლიტკას და უდაოდ გემრიელია. თუმცა ალპენ გოლდს ვერ ჯობია 😛 და ფასიც შედარებით მაღალი აქვს. რაც არასწორია ჩემი აზრით.საქართველოში მზადდება და გაცილებით დაბალი ფასი უნდა ქონდეს ალბათ

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      კორონასი რა მოგახსენო, მაგრამ ალპენ გოლდი მართლა უგემრიელესია

      Reply
  11. Pingback: Learn to Play Accordion

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s