დაკარგული დავბრუნდიიი =)))

რამდენიმე დღეა ჩემს ბლოგს ერთი პოსტიც არ შემატებია 🙂  ეს ნაწილობრივ სიზარმაცის და ნაწილობრივ კომპიუტერის ბრალია =(( ისეთი ვირუსი დაბინავდა კოპიუტერში რომ ვეღარ ვრთავდი. სანამ გადასაყენებლად წავიღე რამდენიმე დღეც გავიდაა.რომ გადავაყენე მერე მეზარებოდა, თან არც ვიცოდი რაზე უნდა დამეწერა. იმდენად ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება, რომ ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყოდი და ამ შემთხვევაში სიჩუმე საუკეთესო გამოსავალი იყო. თანაც ისეთი მოცლილი აღარც ვარ, ჩემს პატარა მამიდაშვილთან,სალომესთან, მივდივარ ხოლმე მასწავლებლების შემდეგ და გვიანობამდე ვრჩები =)) თანაც გვანცა (მამიდაშვილი) ჩემთან ცხოვრობს და ერთად მშვენივრად ვერთობით. ოღონდ ერთი პრობლემაა- ერთად გვძინავს და ერთმანეთს ვავიწროვებთ 😀 ხან მე მაქვს საბანი გადახდილი ხან გვანცას და ვკანკალებთ ხოლმე, თუმცა დილით გულს არ ვიტეხთ და ორივე ვიძახით, რომ მშვენივრად გვეძინა.

გაზაფხული დადგა… მიყვარს წელიწადის ეს დრო. ოღონდ აპრილი =)) მარტში საზიზღარი ამინდებია ხოლმეე =(( მიყვარს გაყვავებული ხეები, სასიამოვნო სუნი, სითბო… მოკლედ ყველაფერი. სამმა მარტმა ჩაიარა,დედის დღემ და დაგვიანებით თუმცა ყველას გილოცავთ დედიკოეებოოო. მრავალს დაესწარით თქვენს შვილიკოებთან და კიდე 1-2 შეგემატებინოთ ოჯახში =)))   იმედი მაქვს რომ აღარ დავიკარგები და ამ დღეებში რამდენიმე პოსტს კიდევ დავწერ =)) ნეტავ ვინმე თუ კითხულობს მაინც ამ პოსტებს? ეს დღეები იმასაც ვფიქრობდი ხომ არ გავაუქმოთქო. არ ვიცი რაზე ვწერო და უაზროდ წერას სულ გაუქმება სჯობს მგონი 😛

Advertisements

2 thoughts on “დაკარგული დავბრუნდიიი =)))

  1. sunwaited

    მშვენიერი პოსტია, რა გინდა : )))

    ნაათ, გაზაფხული მართლა მაგარია : ) მე მარტიც და დეკებერიც ერთნაირად მიყვარს, როცა მზე და სითბოა : ) ამიტომაც მქვია მზის მომლოდინე 😛

    არ მჯერა რომ არაფერი ხდება გარშემო, უბრალოდ კარგად დააკვირდი, თუნდაც იმ აფეთქებულ ყლორტებს და ამბავი აუცილებლად დაიბადება : )

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s