ბრძენი ქალის მცნებები – ნახევრად ხუმრობით

ყველა იმედი რეალისტური უნდა იყოს.

არასდროს დაივიწყო ის, რაც შენთვის ძვირფასია ცხოვრებაში და ნუ დაკარგავ ღირსებას.

ნუ ეცდები მამაკაცის გულის მოგებას, მისთვის ამებას იმაზე მეტად, ვიდრე ის ცდილობს ამას.

თუ მამაკაცი პაემანზე აგვიანებს, ძალიან დიდხანს ნუ დაელოდები, ყოველ შემთხვევაში, იმაზე დიდხანს არა, ვიდრე თვითონ გელოდება ხოლმე.

ნუ გადააჭარბებ და მაინცდამაინც დიდ სიბეჯითეს ნუ გამოიჩენ მამაკაცის პრობლემებითა და დრამებით გამსჭვალვაში; არ ღირს მისი გამართლების ძებნა, თუკი ამ გამართლებას არ იმსახურებს.

ღვთაებად ნუ აქცევთ მოკვდავ მამაკაცს.

ადამიანზე საქმეებით იმსჯელეთ და არა ტკბილხმოვანი და დათაფლული სიტყვებით.

არ ღირს შეურაცხყოფისა და წყენის მოთმენა, რა ფორმითაც არ უნდა მჟღავნდებოდეს ისინი.

ნუ დაგავიწყდება, რომ პიროვნება ხარ, ნუ დაფლავ შენს ტალანტებს, შეეცადე, შენს უნარებსა და ნიჭს გამოყენება მოუძებნო, და შინაგანი დამოუკიდებლობა არ დაკარგო.

ყოველთვის სამართლიანი იყავი მამაკაცებთან მიმართებაში და ისე მოიქევი, რომ პატივი გცენ.

ბრძენმა ქალებმა იციან: რომ იყო ბრძენი, ადვილი არ არის, მაგრამ ეს დაბრკოლება არაა, თუკი ჭკუაზე მოსვლა გადაწყვიტეთ.

თვრამეტი წლის ქალიშვილმა უნდა იცოდეს მარტივი ჭეშმარიტება – მამაკაცები უნდა დასდევდნენ ქალს და არა – პირიქით. არც ერთი ჭეშმარიტად თავმოყვარე ქალი უფლებას არ მისცემს საკუთარ თავს, უკან აედევნოს მამაკაცს და საშუალება მისცეს, მისი გრძნობებით ითამაშოს. მაგრამ, ჭეშმარიტმა ქალმა ისიც იცის, რომ თუკი ოსტატურად შენიღბავს ზრახვებს და საწადელს ისე მიაღწევს, მამაკაცი დარწმუნებული იქნება, რომ მან მოინადირა ქალი და არა – პირიქით.

პრინციპი ”მამაკაცი მონადირეა, ქალი კი – ნადავლი”, არ უნდა დაირღვეს. მამაკაცს მოსწონს როცა ნადირობს, მიეცით ამის საშუალება. მოიქეცით ისე, როგორც იქცევა ველური მხეცი, რომელსაც კვალში მონადირე ჩასდგომია. დაიმალეთ, გაიქეცით, იეშმაკეთ, მაგრამ ძალიანაც ნუ მოინდომებთ, ისე არ დაიმალოთ, რომ ვეღარავინ გიპოვოთ.

ურთიერთობის დაწყებისას ყველა მამაკაცი თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწულია, მაგრამ ხშირად ეს მხოლოდ მირაჟია, რომელიც მალევე  ქრება. იმედგაცრუებიდან სასოწარკვეთამდე კი ნახევარი ნაბიჯია. შეიყვარეთ – მაგრამ მოახერხეთ ისე, რომ ბედნიერებისაკენ სავალი გზა ეკლებით მოფენილი არ იყოს. რა თქმა უნდა, მამაკაცმა თქვენგან სითბოც უნდა იგრძნოს, მაგრამ თქვენი დაკარგვის შიშიც უნდა ჰქონდეს. ცოტას თუ აეჭვიანებთ, ეს თქვენს ურთიერთობას მხოლოდ წაადგება.

* * *
ყველა თეორია და რჩევა გასათვალისწინებელი და მისაღებია, სანამ ნამდვილად არ შეგიყვარდებათ. როცა სიყვარული მოდის, გონება გულის ტყვეობაში ექცევა და ძნელია, სიტუაცია შენს სასარგებლოდ მართო. არავინ გეუბნებათ, რომ საერთოდ არ უნდა შეიყვაროთ, მაგრამ ეცადეთ, ამ სიყვარულში თავით არ გადაეშვათ, თორემ შესაძლოა კისერიც მოიტეხოთ.

from: www.eva.ge

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s