მეცნიერებმა გასახდომი შოკოლადი გამოიგონეს

ბირმინგემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლებმა, შესაძლოა, ტკბილი კვალი დატოვონ სიმსუქნის წინააღმდეგ კაცობრიობის ბრძოლის ნახევარსაუკუნოვან ეპოპეაში. მათ გამოიგონეს შოკოლადი, რომელშიც საერთოდ არ არის ცხიმი.

ცნობილია, რომ დასავლეთის საზოგადოება ჭარბი წონისგან მეტისმეტად არის შეწუხებული. უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ორჯერ გაიზარდა მსუქანი ბავშვების რაოდენობა, ხოლო მოზრდილებში ეს პრობლემა ყველა მეოთხეს აწუხებს. ამიტომ მეცნიერები თავს იმტვრევენ დაბალკალორიული პროდუქტების შექმნის ამოცანაზე.

უცხიმო შოკოლადის 60 პროცენტი  წყლისგან შედგება – ის იკავებს კაკაოს ცხიმის ადგილს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით – სუნით, გემოთი და ფერით ახლადშექმნილი პროდუქტი ძნელად გაიჩევა ჩვეულებრივისაგან . ის ისეთივე ნაზი იქნება, როგორც საყვარელი “ბატონჩიკი’’.

მთელი საიდუმლო მომზადების ტექნილოგიაშია. თხევადი შოკოლადი შეიძლება ისე შევურიოთ წყალს, ჰაერს და სპეციალურ გელს, რომ მათი მოლეკულები შეცვლიან კაკაოს ცხიმის მოლეკულებს. ასევე შეიძლება მომზადდეს 5 პროცენტიანი მაიონეზი.

ახალი ტექნოლოგიით შეიძლება შეიქმნას პროდუქტები მარილის მცირე შემცველობით ისე, რობ გემო არ შეიცვალოს. ასეთი მეთოდით მარილის რაოდენობის შემცირება შეიძლება 80 პროცენტით.

მეცნიერები თვლიან,  ამგვარად შეიძლება ერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სიმსუქნის პრობლემის დაძლევა.

თუმცა, ჩვენი  “გაუნათლებელი” გონება თვლის, რომ ეს პროდუქტები უგემურია, ხოლო სიმსუქნეს უნდა ვებრძოლოთ არა ტახტზე წოლით ამ შოკოლადით ხელში, არამედ მეტი მოძრაობით, ვარჯიშით, ბევრი ხილით და ბოსტნეულით.

from: www.eva.ge

Advertisements

One thought on “მეცნიერებმა გასახდომი შოკოლადი გამოიგონეს

  1. sunwaited

    გასახდომია თუ გასასუქებელი, ჩემთვის სულ ერთია, მთავარია უგემრიელესი იყოს : ))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s