Daily Archives: March 7, 2010

როგორც იქნა გავიცანი…

კიდევ ერთი გაზაფხულის მშვენიერი დღე მიიწურა. არაჩვეულებრივი ამინდი, სითბო და სიმშვიდე სუფევდა ჩემს გარშემო =)) დღე ჩვეულებრივად დაიწყო, დილით ადრე მასწავლებლებთან მერე ცოტა ხანი შესვენება და მერე ისევ სწავლა =) სამაგიეროდ საღამო იყო ძალიან მშვიდი და სასიამოვნო. გლდანში ვიყავი, ლიკუნასთან ვიჭორავეთ და თითო ჭიქა ყავაც მივირთვით. არა და პატარა ლაზარეს სანახავდ გავედი მაგრამ სახლში არ დამხვდა =(( ბიცოლასთან წაუყვანიათ.ნახევარ საათში ჩემი და მარიამი მოვიდა სოსოთურთ. ჩემი დის შეყვარებულია. ძალიან კარგი ბიჭი და ადამიანი. ჯერჯერობით ამ ადამიანზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. დღეს გავიცანი როგორც იქნა. ვერ ვაბავდი თავს რომ გამეცნო და ბოლოს ისევ თვითონ მომადგა ლიკასთან =))მართლა კაი ადამიანია, სხვებისგან გამორჩეული და ჩემი დის შესაფერისი 😛 იმედია ერთად კიდევ ძალიან დიდხანს იქნებიან, სანამ სიკვდილი არ დააშორებთ 100 წლის მერე =) ბევრიც ვიჭორავეთ და წამოვედით. გზაში მძღოლმა კინაღამ ერთი კაცი იმსხვერპლა მაგრამ დიდუბემდე მშვიდობით მოვაღწიეთ =)) სალომეს გავუარეთ, ძილში იღიმებოდა ძალიან ძალიაან საყვარელი იყო და ბოლოს სახლამდეც მოვაღწიე.

ესეთი იყო კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღე =))

პ.ს ეს პოსტი გუშინ დავიწყე უბალოდ დამთავრება არ დამცალდა შესაბამისად საუბარიც გუშინდელ დღეზე მაქვს =))