Daily Archives: March 14, 2010

რუსული ტერორის იმიტაცია

გუშინ საღამოს იმედის ეთერში ”რუსული ტერორის იმიტაციაგავიდა რამაც ხალხში სრული პანიკა გამოიწვია

დედაჩემსაც რაღაც მომენტში ეჭვი შეეპარა (გადაცემისთვის არ უყურებია) და რომ ვუთხარი სისულელეათქო ერთი მარტივი კითხვა დამისვამაშინ ეს ხალხი ყველა ერთად დადებილდაო? მოდი და ნუ იტყვი, რომ ხო, როცა მთელი ერთი კვირის მანძილზე რეკლამა ტრიალებდა, რომ უნდა გასულიყო სპეციალური რეპოსრტაჟი, რომლის მიზანი იქნებოდა რუსული აგრესიისგან თავდაცვა (როგორი თავდაცვა არ ვიცი) , მაგრამ ფაქტია, რომ გაფრთხილებდნენ. ამ რუსთავი ორმა ხომ ნახევარი საათის განმავლობაში ამუქა და ამუქა სიტუაცია. თანაც იმას იმეორებდნენ, რომ გადაცემაში ნათქვამი იყო, ქართული ჯარის ნაწილებმა გვიღალატს და მტრის ბანაკში გადავიდნენომოიცათ და ვინმეს გაგიკვირდათ? მე არა. იმიტომ, რომ საქართველოს მოღალატეები არასდროს აკლდა და ადვილი წარმოსადგენია ანალოგიორი სიტუცაია თუ კი იქნება უამრავი ადამიანი გვიღალატებს. თქვენ გგონიათ 2008 წლის ზაფხულში ყველა პირწმინდათ ასრულებდა საკუთარ მოვალეობას? რატომღც ეჭვი მეპარება, შეურაცყოფას არავის ვაყენებ მაგრამ, ასეთია საქართველის ხვედრიყველა ბრძოლაში თუ ომში მოღალატე, მშიშარა და უკან დახეული ყოველთვის იქნება. ან ფრონტის ხაზიდან (ცოტა გაზვიადებული ნათქვამია) როცა გენერალი გამორბის ღალატის ტოლფასი არ არის?

საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ მშვენიერი გადაცემა იყო. ადვილი მოსალოდნელია ზუსტად ესე განვითარდეს მოვლენები.