თავისუფალი

თავისუფალიპირველი რასაც ამ სიტყვის გაგონებისას ვგრძნობ არის სრული დაუმორჩილებლობა და სურვილი ვაკეთო ყველაფერი რაც მინდა და რაც გამისწორდება. არ გავითვალისწინო ცუდი იქნება, კარგი, მოეწონებათ არ მოეწონებათ, ვაშავებ თუ არა. მოკლედ ჩემს ჭკუაზე ვიტრიალო. თუმცა როცა საქმეში უკვე გონებაც ჩაერთვება ადვილად ვაანალიზებ, რომ ,,შენი თავისუფლება თავდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება“. აქედან გამომდინარე ცოტა რთული ხდება საკუთარი სურვილების 100%-ით ასრულება და ამ ეტაპზე იმ 50%-საც ვჯერდები და მაკმაყოფილებს.მაგრამ შინაგანად მაინც მიჩნდება პროტესტის გრძნობასხვის გამო რატომ უნდა დავწიო ჩემი თავისუფლება უკან, ამ შემთხვევაში კი სურვილები. დარწმუნებული ვარ ამ დროს ის სხვაც ანალოგიურად მსჯელობს და იმასაც ვერ გაუგია თუ თავისუფლები ვართ მაშინ რატომ ხდება, რომ ძალიან ხშირად ისევ რაღაცით ვარ შებოჭილები.

ანუ ბოლომდე თავისუფლების მწვერვალამდე მიღწევა რთულია, კი არა და მე ვიტყოდი შეუძლებელიც. ყოველთვის იქნება ის ვისი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინო, ყოველთვის იარსებებს კანონი რომელიც აგიკრძალავს რაიმეს ჩადენას. თავისუფლებას ჩარჩოები აქვს. მაშინ ჩიხში შევდივარ და ვეღარ ვხვდები რატომ არსებობს სიტყვა თავისუფალი, როდესაც არ შეგწევს ადამიანს ძალა შენს თავზე მაღლა დადგე და გადალახო ის ზღვარი რომელიც გაცილებს უკადრებელის კადრებასთან.

ეს ყველაფერი კი ალბათ მაინც ადამიანზეა დამოკიდებული და ინდივიდზე. შეილება მე ვთვლი, რომ თავისუფალი პოროვნება ვარ, თუმცა სხვა ჩემს ადგილზე შებოჭილი და პატიმარი იქნებოდა საკუთარ ცხოვრებაში. ისევ ადამიანი წყვეტს ყველაფერს.

სიტყვა თავისუფ ორი სიტყვისგან შედგება. თავი და უფალი. თუ ამ მსჯელობას მივყვებით თავისუფლება სულაც არ ნიშნავს იმას რაც მე ზემოთ ჩამოვთვალე.ანუ უნდა შეგწევდეს ძალა რომ იყო საკუთარი თავის უფალი და აკონტროლო ყველა შენი სურვილი და ამბიcია. და თუ ამას შეძლებ მაშინ თამამად იტყვი რომ შენ ხარ თავისუფალი. თავისუფლება ,,პირველი სიკეთეა კაცისა“.is ქადაგებს – ,,სხვას არ გაუკეთოს ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ

Advertisements

One thought on “თავისუფალი

  1. Marr

    თავისუფლების ზედმეტად ძეიებით ადამიანი სეილებასაკუთარი თავის მონა გახდე. ყველაფერი იმის გაკეთება, რაც თავში დაგარტყამს, თან იცი რომ ვერავონ დაგიშლის.. მეტი არაფერია თუ არა საკუთარი თავის მონობა. როცა “თავისუფლება” სისულელეებისაკებ გიბიძგებს, ეს უკვე აღარაა თავისუფლება.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s