შიდა ქალის წნევა გაქო …

ბავშვობიდან სუსტი კაპილარები მქონდა და ცხვირიდან ყოველთვის მომდიოდა სისხლი. ხშირად უმიზეზოდ. პატარა წკლიპურტიც საკმარისია რომ მე სისხლი წამსკდეს. მაგრამ არასდროს შევუწუხებივარ. თუმცა ერთი ფაქტი მწარედ დამამახსოვრდა. ბანაობის დროს დამეწყო ცხვირიდან სისხლის დენა და მინუმიმ ერთი საათი ვანაში ვიწექი ცივი წყლის ქვეშ, რომ როგორმე შემწყდარიყო. თან ყველას ეძინა. მე ვერ ვდგებოდი. როგორც კი თავს ოდნავ ავწევდი მთელი ტანი სისხლით მესვრებოდა. გადავწყვიტე ღამეც აქ გამეთენებინა. მაგრამ საბედნიეროდ ჩემ დას გაეღვიძა და შემოვიდა. ბამბები მომიტანა, მარიალ წყალში დასველებული. მოკლედ საშინელი ღამე იყო. ხო და დღესაც ჩემთვის წყნარად მივდიოდი ისტორიაზე და გაჩერებაზე ავტობუსის მოლოდინში, რომ ვიყავი წამომივიდა სისხლი. თავიდან ვიფიქრე როგორც დანარჩენები ესეც მალე გამივლისთქო. მაგრამ როცა ამას ჩემი ერთ ჯერადი სალფეტკების მთელი შეკვრა შეეწირა მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე. მაგრამ ავტობუსში მაინც ავედი. ვიღაცამ ადგილი დამითმო, ვიღაცამ მითხრა ფეხები წინ გამოწიე და თავი გადახარეო. მაგრამ ერთმა მოულოდნელად მკითხა შიდა ქალის წნევა გაქო? ძალიან დავიბენი. არ ვიცოდი რა მეპასუხა და იქით დავუწყე დამშვიდება არაფერია ესე ვიცი ხოლმეთქო. ხოო ესეიგი შიდა თავის წნევა გაქო, წადი ექიმითან და იმკურნალეო, მეც ეგრე ვიყავი და დიდი ხანი დამჭირდა მკურნალობაო. ჩამოვედი ავტობუსიდან ჩემს გაჩერებაზე ვიყავი უკვე. მაგრამ საკმაოდ დაბნეული. დავიჯერო მართლა შიდა ქალის წნევა მაქვს და ეს მხოლოდ ცხვირიდან სისხლის დენით გამოიხატება? და სხვა სიმპტომები არ მეტყობა? ან პრინციპში არც ვიცი რას იწვევს და რა სიმპტომები აქვს და ალბათ არც მიმიქცევია ყურადღება. ყოველთვის სუსტ კაპილარებს ვაბრალებდი და არასდროს მომსვლია აზრი ექიმთან წავსულიყავი. ან რომელ ექიმთან მივსულიყავი და რა მეთქვა? იცით მე ცხვირიდან სისხლი ხშირად მომდისთქო? მერე ხო ვიცი გადამაყრევინებდნენ უამრავ ფულს და ბოლოს გამომიშვებდნენ და მეტყოდნენ არაფერი გჭირსო. მაგრამ დღეს რაღაც დავფიქრდი წავიდე? თუ არ ღირს?

Advertisements

4 thoughts on “შიდა ქალის წნევა გაქო …

  1. Bella Ragazza

    aucileblad cadi ekimtan… pirvel righsi, unda gamoikvlio risi bralia. sheizleba martlac dzviri dagijdes gamokvlevebi, magram mercmune, sheni janmrteloba amad girs. hoda kide, cxviridan roca sisxli cagskdeba, civ cyalshi daasvele cxvirsaxoci da marcxena xelis majaze shemoixvie.effekturi metodia, maleve acherebs sisxldenas. da arvitar shemtxvevashi tavi ukan ar gadacio, am dros sisxli cin agar modis magram saylapavi an sasuntki milit miedineba organizmis shignit.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ე.ი სერიოზული ამბავია ის ფაქტი, რომ დღე არ გავა სისხლი არ წამოვიდეს?
      ხო და რაც შეეხება ციფ საფენებს და ა.შ არ მშველის თუ იმენა მაგრად წამომივიდა. ყინულებიანი ცხვირსახოცები და მარილიანი ბამბები და მტელი პროცედურა მჭირდება ხოლმე, რომ ნახევარი საათის მერე შემიწყდეს. რავიცი. მივხედავ მაგ ამბავსაც.

      Reply
  2. Jun!or.

    aucileblad cadi ekimtan , me piradat roca vmcardebi an rameze gamcarebuli var sisxli momdis tvalebidan yurebidan da cxviridan , nagdi vtkva ekimebic verapers mixvdnen ra mchirs !!!! mara bavshobashi ar mkonia da rac tovlze amovyiravdi kisrit ragacaze daveci agar maxsovs . isev sjobia cadi ekimtan !!!

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s