Daily Archives: March 24, 2010

ვეკო ვნახე…=]]

დღეს გამწარებული სახით მივდიოდი ინგლისურზე, თან მაგვიანდებოდა, და უცბად უკნიდან ვიღაც მომეპარა. ძაან უხეშად მივტრიალდი ვინ არის რა უნდათქო და ვეკო და აჩო შემრჩნენ. დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვერ მოვახერხე ნახვა და დღეს სრულიად შემთხვევით ისევ თვითონ მნახა. ძააან ძააან ძააან გამიხარდა, რომ როგორც იქნა ვნახე. ორივეს გვაგვიანდებოდა და დიდხანს არ გაგრძელებულა ჩვენი საუბარი მაგრამ მაინც ძაან ნასიამოვნები დავრჩი…. =]]]

დნნ დშნ-დან მაჩუქე ღიმილამდე

არა მაინც რა საოცრად ნიჭიერები ვართ ეს ქართველები!

ჩვენში უამრავისახეობისადამიანს ადვილად იპოვი

ალბათ სწორედ ამიტომ ვართ განსაკუთრებული ერი და თავიც მოგვაქ

მთელი შემოდგომა საქართველოს 90% ჯეოსტარის შესარჩევი კონკურსის მონაწილეზე კაიფობდავაიმე ეს ვინ ოყოვო”. თუმცა ესვაიმეიყო რომ გააპიარეს. მიიწვიეს სხვა და სხვა გადაცემებში და ღველა მის სიმღერას ღიღინებდა. ბევრს მობილურშიც ქოდა ჩაწერილი და ძმაბიჭებში ,რომ ჩაჯდებოდა აახრიალბდა და დიდი სიამოვნებით უსმენდადნნ დშნ, დნნ დშნ ფელიჩიტა… ” და რა თქმა უნდა თვითონაც ყვებოდა.

რამდენიმე თვე გავიდა და აგერ უკვე მეორე დიდი მარსკვლავიმაჩუქე ღიმილი ამობრწყინდა. ხალხმაც რა თქმა უნდა ეგრევე აიტაცა სიმღერა და ქუჩაში, სახლში, ავტობუსსში თუ მაღაზიაში ყველგან მაგ სიმღერას ღიღინებენ და + უსმენენ. თან სიცილსაც არ იშურებენ. ეს ახალგაზრდაც გაპიარდა

ამ ორივარსკვლავისიქით ჩვენი გონება ვეღარ მიდის, ვეღარ ვხედავთ მართლა ვინც კარგად მღერის იმას, (სახელების ჩამოთვლა მეზარება,თუმცა ნიჭიერში ბევრი ბავშვი იყო, რომლებიც ძალიან მაგრად მღეროდნენ). ვაფასებთ და მზე და მთვარე ამოგვდის ამათზე. ამათ ჩრდილში მოქცეულები კი უპატრონოდ იკარგებიან. ჩვენი პრობლემა ეს არის, რომ არ შეგვიძლია დავაფასოთ, მოვისმინოთ და შურის გარეშე შევაფასოთ ესა თუ ის ნომერი,გამოსვლა და ცეკვა. კარგები უბრალოდ იკარგებიან, სამაგიეროდ ცხოვრობენ დნნ დშნდამაჩუქე ღიმილი