ლაზარეს შაბათი

ლაზარეს შაბათი აღინიშნება ბზობის წინა შაბათს.

გუშინ რატომღაც ძალიან ბევრისგან გავიგე კითხვა:  ”კი მაგრამ, რას ნიშნავს ლაზარეს შაბათი?”

თავიდან გადავწყვიტე ეს ისტორია ჩემი სიტყვებით დამეწერა მაგრამ ბოლოს ისევ ინტერნეტიდან ამოღება ვამჯობინე

ლაზარეებრაული სახელია და ქართულადღვთის წყალობასნიშნავს. მართასა და მარიამის ძმა, მართალი ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. მიწიერი ცხოვრების დროს უფალი იესო ქრისტე ხშირად სტუმრობდა წმიდანთან, ძლიერ უყვარდა იგი და თავის მეგობარს უწოდებდა წმინდა მამათა განმარტებით, პირველი წყალობა უფლისაგან ღირსი ლაზარეს მიმართ ის გახლდათ, რომ მას იესო ქრისტე თავის მეგობრად მიიჩნევდა. მაშინ კი, როდესაც უფალმა იხილა ლაზარეს გარდაცვალების გამო გულშეძრული მისი დის მარიამის ცრემლები, თავადაც ატირდა.

~იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა: სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე. მაშინ აცრემლდა იესო~ . (იოანე, 11.3.11) მაცხოვარი მივიდა ოთხი დღის წინ დაფლული ლაზარეს საფლავთან და მიმართა მას: ლაზარე, გამოდი გარეთ! და მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარით შემოსილი. ოთხი დღის წინ დაკრძალული მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. იუდეველმა მღვდელმთავრებმა, კაიაფას მეტაურობით, სწორედ ამ სასწაულის ხილვის შემდეგ გადაწყვიტეს იესო ქრისტეს შეპყრობა და მოკვდინება, ვინაიდან მათში აღიძრა შური და ბოროტება განკაცებული უფლის მიმართ, რომლიც მათთვის დაუჯერებელ სასწაულებს ახდენდა. ღირსი ლაზარე წმიდა სახარებაში კიდევ ერთხელ იხსენიება: როცა ჯვარცმამდე ექვსი დღით ადრე მაცხოვარი კვლავ ჩავიდა ბეთანიაში, „მოუმზადეს მას მუნ სერი. ხოლო ლაზარე იყო ერთი მეინახეთაგანი მის თანა“ (ინ. 12; 1-2, 9-11). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ ოცდაათი წელი იცხოვრა. ღვთის ნებით, იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა. გადმოცემით, ლაზარე კუნძულზე სტუმრად ჩასული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან მისივე ნახელავი ომოფორის ბოძების ღირსიც გამხდარა. უფლის რჩეული კვიპროსზე მიიცვალა მშვიდობით. ეპისკოპოს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები კიტეაში იქნა დასვენებული. ისინი ჩაბრძანებული იყო მარმარილოს ლუსკუმაში წარწერით: „ლაზარე, ოთხთა დღეთა საფლავად მდებარე, მეგობარი ქრისტესი“. ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ბრძენის (886-911) ბრძანებით, 898 წელს სიწმიდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ლაზარეს შაბათს საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესია განსაკუტრებულად ზეიმობს. 1985 წლიდან ამავე დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ზოსიმესქებაი და დიდებაისიხსენებს, რომელშიც მითითებულია, რომ სახარებაში ქართველ ერს ლაზარე ჰქვია. საეკლესიო წესით ლაზარეს შაბათი და ბზობის დღესასწაული თევზით ხსნილია.

საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია

http://www.ertsulovneba.ge

5 thoughts on “ლაზარეს შაბათი

    1. siyvarulovna Post author

      აბა მე, რომ დამეწერა ასეთი საინტერესო და არ იქნებოდა. სულ ხუთიოდე ინადადებით შემოვიფარგლებოდი 😛

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s