ძმები გრიმები, ზღაპრების სამყაროში

ყველას (პატარებს) უყვარს ზღაპრები ძილის წინ. უფლისწულზე და მზეთუნახავზე, წითელ ქუდაზე, სამ გოჭზე

18-წლის ვარ და დღემდე შემიძლია დავჯდე და ზღაპრების წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხო და თან დიდი სიამოვნება მივიღო

გუშინ შემთხვევით აღმოვაჩინე ძმები გრიმების ზღაპრების წიგნი და გამახსენდა დედა როგორ მიკითხავდა ხოლმე ძილის წინ, ან მე როგორ ვუკითხავდი ხოლმე ჩემ ძმას. დიდი სიხარულით მოვკალათდი სავარძელზე და კითხვას შევუდექი. მეგონა დიდ სიამოვნებას მივიღებდი

პირველი ზღაპარი მეფეზე იყო, რომელმაც 12 ვაჟიშვილი მოსაკლავად გაიმეტა მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონა ეყოლა და საახლე და კაი ცხოვრება მას დარჩენოდა.

შემდეგი ზღაპარი წითელ კაცზე იყო, რომელმაც ორი ძმა დახოცა მხოლოდ იმიტომ, რომ გული მოუვიდათ. სამაგიეროდ ამ ძმების უმცროსმა ძმამ ამ წითელ კაცს, რომელსაც ქოსა ერქვა ჯერ ძაღლი მოუკლა, მერე ხარები, მერე დედა, მერე შვილი და ბოლოს ეს კაციც ზედ დააკლა.

მესამე ზღაპარი ჰანსზე იყო, რომელმაც არაფერი არ იცოდა და საცოლე გაექცა.

შემდეგი ყველაფრის მცოდნე ექიმი იყო, რომელმაც ტყუილით და მოხერხებულობით ბევრ ფულს გამოკრა ხელი

კიდევ რამდენიმე იყო და ყველაში ვიღაცა ვიღაცას კლავდა, აჭრიდა გულს, უკლავდა დედას შვილს და ამ ყოველივეს მერე ზღაპარი მთავრდება სიტყვებით – ”ისინი ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად”. ლოგიკურია გამოიტანო დასკვნავიღაცის მოკვლით, წამებით, გაქურდვით შესაძლებელია იცხოვრო ტკბილად და ბედნიერად. თან ისე, რომ სინდისი სულ არ შეგაწუხებს პირობას გაძლევთ. პატარა ალბათ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ გუშინდელი წაკითხვის მერე ნათლად გავაცნობიერე, რომ ამ ზღაპრებს სასარგებლო არაფერი მოაქვთ და არც მოიტანენ. არანაკლებია იმ საშინელებათა ფილმებზე, რომლებსაც ასე კრძალავენ მეცნიერები ბავშვს ფსიკიკას უზიანებსო. მოიცათ და ეს ზღაპრები არ უზიანებს ფსიქიკას? დილით რომ ავდექი ისევ ამ ზღაპრებზე ვფიქრობდი. იმედი გამიცრუვდა რადგან მეგონა, რომ სიამოვნებას მივიღებდი. და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩემს შვილს არასოდეს, არასოდეს წავუკითხავ ანალოგიური შინარსის ზღაპრებს!!!

 

15 thoughts on “ძმები გრიმები, ზღაპრების სამყაროში

  1. »♥» ana «♥«

    მეც მაქვს გრიმები ზღაპრები,მაგრამ ის სხვა გამოშვებაა..🙂

    თანაც ისინი ყოველთვის კარგად მთავრდება და შენს წიგნში მოხვედრილი ზღაპრები რატომ ასე ცუდად?😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა დამთავრებით ყველა გადასარევად მთავრდება. ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად, მაგრაამ თვითონ სანამ ტკბილ სიბერემდე მიაღწევდნენ ყოველი გმირი ვიღაცას კლავდა.

      Reply
  2. Marr

    მეც მაქვს ზუსტად ესეთი წიგნი. ეს პირველი წიგნია რაც ჩემით წავიკითხე. ის ჰანსის ამბები არ მომწონდა მხოლოდ. ბრემენის მოხეტიალე მუსიკოსებზე ბევრჯერ წავიკითხე ძაან

    Reply
  3. Maka Asatiani

    სხვათაშორის ძმები გრიმების ზღაპრები ახლა უფრო მსიამოვნების. რაც შეეხება პატარებს ფაქტია, რომ არა მხოლოდ ზღაპრები, არამედ თითოეული სიტყვა უნდა შეირჩეს ბავშვთან ურთიერთობისას.

    პ.ს ათასი წვრილმანია… ისე კი კარგი აღმოჩენა გაგიკეთებია საკუთარი თავისთვის.

    Reply
  4. siyvarulovna Post author

    Marr

    არც ჰანსები მომწონდა და არც ერთი მათგანი რაც მანდ წავიკითხე. ძაან გამიტყდა, რომ როდესაც ჩემი საყვარელი ბავშვობის წიგნი აღმოვაჩინე ათასი უაზრობა ეწერა. უაზრობა რა ადამიანის მკვლელობებზე. კიდევ ვერ ვინელებ ამას როგორ ვკითხლობდითქო. თან რა არის იცი? პატარა როდესაც კითხულობ ძალიან გიხარია როდესაც ბოროტ ადამიანს კლავენ და შენც ბუნებრივია გრჩება შეგრძნება, რომ ამ ქვეყანაზე ბარიერები მკვლელობებით უნდა გადალახო. არ მომწონს ეს წიგნი რა. უფრო სწორად აღარ მომწონს

    Maka Asatiani

    სიამოვნებით ნამდვილად აღარ მესიამოვნა. პატარას უფრო მსიამოვნებდა რატომღაც. ხო მართლა უნდა შეირჩეს თითოეული სიტყვა პატარასთან მიმართებაში. მისი ფსიქიკა დაუცველი და ადვილად დეგრადირებადია

    Reply
  5. sunwaited

    მშვენივრად დაგიფიქსირებია ყველაფერი.
    ეხლა დავფიქრდი და მართლა მასე ხდებოდა ზღაპრებში უმეტეს შემთხვევაში.
    მერე იტყვიან, კომპიუტერი და ტელევიზორი რყვნის პატარებსო და თურმე ზღაპრების ბრალი ყოფილა ყველაფერი :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მთლად ყველაფერი არა მაგრაამ…😀
      ეგეც სერიოზულ გავლენას ახდენს მემგონი

      Reply
  6. Marr

    ისე ჰარი პოტერზე იყო ერთი ამბავი ატეხილი და ზღაპრებში ისეთები წერია, მიმიქარავს ნებისმიერი საშინელებათა ფილმი😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო რაა… ჰარი პოტერი ფანტაზია იყო და ის მაინც იცოდი, რომ მფრინავი ცოცხები არ არსებობენ😀

      Reply
  7. kevana

    მე მიყვარს ზღაპრები. რავიცი, მეც წამიკითხავს ეგეთი “სასტიკი” შინაარსის, მაგრამ რა, მკვლელი გამოვედი თუ რა?

    ამიტომ არა, მე წავუკითხავ, წავუკითხავ წიქარასაც, ძმები გრიმების ზღაპარსაც, ანდერსენის ზღაპრებსაც (სხვათაშორის ანდერსენი სულ სხვაა) და ასე…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არც მე გამოვსულვარ სასტიკი მაგრამ მაინც არ მინდა, რომ ჩემს შვილს მსგავსი უაზრობები წავუკითხო.

      Reply
  8. faifuris angelozi

    ქართულ ზღაპრებში ნაკლები სისხლი და ბოროტებაა?) უბრალოდ ყველგან არის კეთლი და ბოროტი სადაც ყველა შემთვევაში ბავშვისთნის კეთილი იმარჯვებს და ბედნიერად აგრძელებს ცხოვრებას.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ქართულ ზღაპრებშიც ძალიან ბევრი სისხლი და ბოროტეებაა და ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ გავაანალიზე, როცა დიდი გავხდი

      Reply
  9. karamelka

    გრიმებს განსაკუთრებით სასტიკი ზღაპრები აქვთ მართლაც. აი ქართულ ზღაპრებში ცოტა სხვანაირადაა საქმე, ჯერ ბოროტი ‘როჟები იჩითებიან’,რომელსაც რაღა თქმა უნდა მოხერხებული და კეთილი ‘როჟა’ ამარცხებს. ბავშვი სწავლობს რომ უნდა იყოს კეთილი,აბა!😉

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s