ჭიაკოკონობა

აღდგომის მარხვის ბოლო კვირას, ვნების კვირას, ოთხშაბათ დღეს მგონი ღამის 12 საათზე დიდ ცეცხლს ანთებენ ყველგან. სოფელში. ქალაქში. ნებისმიერ უბანში სიცილ- ხარხარი, გართობა, ვისაც გული ერჩის, ცეცხლზე გადატხომა-გადმოხტომაში ერთმანეთს ეჯიბრება და საკუთარი „ვაჟკაცობისა“ და „გულადობის“ დემონსტრირებას ახდენს. ასეთია ჭიაკოკონობის ხალხური დღესასწაული. ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ამ ე.წ  ”დღესასწაულს” ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ან იცის და უწყინარ გართობად მიაჩნია.  საქართველოს ზოგიერთ კუთხეში გავრცელებული რწმენა, თითქოს ჭიაკოკონობის ღამეს ის ადგილები, სადაც კოცონია დანთებული, კუდიანებისგან იწმინდება, მხოლოდ სახეცვლილი, ქრისტიანული ელემენტებით გამდიდრებული გვიანდელი ვარიანტია. ამ ტრადიციის ფესვები უფრო შორს მიდის და წარმართულ პერიოდს სწვდება.

ცეცხლთაყვანისმცემლობა, იგივე მაზდეანობა, ირანსა და მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იყო გავრცელებული. მაზდეანებისათვის ცეცხლი ღვთაება გახლდათ, ადამიანი კი, რაღა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ცოდვილი. პიროვნება ღმერთისთვის მისაღები რომ გამხდარიყო, ცეცხლით უნდა განწმენდილიყო. ეს აქტი ცეცხლში გავლით – კოცონზე გადაბიჯებით, გადახტომით – აღესრულებოდა.

ყველა ვინც გადახტომ-გადმოხტომით ერთმანეთს ეჯიბრება, მიიჩნევს, რომ არაფერს არ აშავებს.ეშმაკის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, ადამიანი ყოფიერების ჭაობში ჩაეფლოს, იფიქროს ყველაფერზე, დაწყებული საყოფაცხოვრებო წვრილმანებით და დამთავრებული ტექნიკის მიღწევებით, ოღონდ დაივიწყოს მთავარი – ჭეშმარიტი ღმერთი.

ბავშვობაში ყოველთვის მწყინდა როდესაც მამა არ მიშვებდა ხოლმე. ადრე დიდ ეზოში ვცხოვრობდი სადაც ბავშვები ერთად ანთებდნენ ხოლმე სიმწრით ნაშოვნ საბურავებს, ფიჩხს მე და ჩემი და კი შორიდან ვუყურებდით ხოლმე. იყო შემთხვევა როდესა დაგვრთეს ნება ჩვენს გადავმხტარიყავით და უდიდესი სიამოვნება მივიღე თუმცა მაშინ არ მესმოდა ამ ”დღესასწაულის” შონაარსი და მხოლოდ გართობას წარმოადგენდა. მაგრამ დღეს უკვე ვთვლი, რომ საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის, რომ გავარჩიო უწყინარი გართობა და უნებურად ტაყვანის ცემა ცრურწმენებისადმი. ასე, რომ დღეს საღამოს გული საერთოდ არ დაწმყდება როდესაც დაბლიდან გავიგებ ბავშვების (რაღა დროს მაგათი ბავშვობაა) მხიარულებას დასიცილ- ხარხარს.

ქრისტიანული სამყარო ვნების კვირაში ყველაზე უფრო ახლოსაა უფალთან, მასთან ერთად განიცდის მის ტანჯვას და, რაც მთავარია, ელის უფლის ბრწყინვალე აღდგომას. ჭიაკოკონობა ბოროტ ძალთა უკანასკნელი უსუსური გალაშქრებაა დიდი მისტერიის წინააღმდეგ – დგება ბრწყინვალე დღესასწაული და აჰურამაზდა, ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი ღვთაება, ბელზებელი თუ ეშმაკი ფარ-ხმალს ყრის მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე.

6 thoughts on “ჭიაკოკონობა

  1. Marr

    აუ ბავშვობაში რაც მე მაგ ცეცხლზე მიხტუნავია… მერე გამურული ავდიოდი სახლში და დედაჩემი ეგრევე აბაზანაში შემაგდებდა ხოლმე. რატომღაც მეორე დღეს სკოლას ყოველთვის ვაცდენდი.
    აუ რა საშინელი ტრადიციაა და მიკვირს როგორ შემოგვრჩა აქამდე. ერთხელ ეზოში შორიდან ვუყურებდი როგორ დახტუნავდნენ ბავშვები მაგ ცეცხლზე და მასეთი ამაზრზენი სანახაობა არასოდეს მინახავს.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნამდვილად ამაზრზენია. მაგრამ კიდე უფრო ამაზრზენი თვითონ მათი რეაქციაა როდესაც ეტყვი რას ნიშნავს და სიცილს, რომ იწყებენ რა მოხდა გავერთეთო

      Reply
      1. Marr

        ნუ მასე ძირითადად ბავშვები ერთობიან და არ იციან. ეხლა მე და შენ რომ ჩავიდეთ და ჭიაკოკონა მოვაწყოთ მართლა საშინელება იქნება.

      2. siyvarulovna Post author

        ნუ ჩემთან 15 წლიდან დაწყებული მგონი 25 წლამდე დამტავრებული ყველა დაბლა არის ხოლმე და დახტუნაობს აქეთ-იქით. ნუ შარშან ეგრე იყო და წელს რა იქნება არ ვიცი =)) ვაფშე თუ იქნება

      3. Marr

        ეხლა ანთია ჩემს გვერდით ეზოში. სურათიც კი გადავუღე მეექვსე სართულიდან 😀

  2. sunwaited

    ჩემთან სულ ინთებოდა ცეცხლი, მაგრამ უკვე კაი ხანია მე აღარ ჩავდივარ.
    არადა ბავშვობიდანვე ახტაჯანა ვიყავი და ბიჭებზე წინ მივრბოდი ასეთ ამბებში :დ
    მაღალი ვიყავი და ჯერ კიდევ სანამ ცეცხლი ჩაიწვებოდა ყველაზე პირველი მე ვხტებოდი გრძელი ფეხების და უშიშრობის გამო. ეს თავის დროზე მისწორდებოდა მაგარი გოგოს როლი მარა მერე რაც “ასაკში შევედი და დავქალდი ” 😀 😀 😀 😀 მას მერე უკვე აღარ მიზიდავდა ასე ქაჯობა და თან გავიგე რასაც ნიშნავდა და აღარც გული მიმიწევდა ცეცხლისკენ : ))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s