Monthly Archives: April 2010

just photos

შიო მღვიმე. 2006 წლის მაისი

ანტალია. 2007 წელია აგვისტო

Continue reading

ოდნავ არეულ საბანაო პოსტი

საერთოდ ჩემთვის დასვენების საუკეთესო ”ირაღი” ძილია. მაგრამ ამ უკანასკნელს საღამო ჟამს ვერ მივმართავ ხოლმე. წყალი ყოველთვის მიყვარდა, ამიტომ გამოსავალიც ადვილად ვიპოვე. 1-საათი დუშის ქვეშ გაჩერება საკმარისია და მე დასვენებულ-ნასიამოვნები გამოვდივარ აბაზანიდან.

მაგრამ,ვისაც სახლში დიდიიიი,კომფორტული ვანა და ცხელი წყალი აქვს ჩათვალოს რომ ბედნიერების ვარსკვლავებს ეთამაშება = )))

პირველ რიგში სანამ აბაზანის მისაღებად გავეშურებით უნდა მოვიმზადოთ 1) პირსახოცი (იქნება და დაგჭირდეთ) 2) ხალათი 3) შეამოწმოთ აბაზანაში ყველაფერი ადგილზეა თუ არა, რომ მერე არ დაგჭირდეთ იქიდან ყვირილი დედა ეს შემომაწოდე დედა ის შემომაწოდეო. უკვე მზად ხართ შხაპის მისაღებათ? მაშინ წავედით…

დუშის ქვეშ მყარად იდექით ფეხი არ აგისრიალდეთ თორემ სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს.წყალი კარგად გადაანელეთ და ”მიეცით სრულ ნეტარებას” . მართლაც დიდი ნეტარებაა, გრძნობ როგორ გეხსნება ”ტვირთი” მხრებიდან, სუფთავდები (რაც არ უნდა სუფთა იყო). დუშ გელით ვიბანთ სხეულს, და კიდევ უფრო ვგრძნობთ კანი როგორ რბილდება =)). ხო კაი გეყოს მაგდენი ბანაობა და გამოდი ეხლა. მაგრამ სანამ გამოხვალ და სანამ წყას დაკეტავ ნელ-ნელა შენი კარგად გადანელებული სასიამოვნოდ თბილი წყალი გააციეე… ნელ-ნელა მოუმატე სიცივეს. გიჟი ხარო ალბათ ზოგმა გაიფიქრეთ, მაგრამ ესეთ ამინდებში ცივი წყლის გადავლება აუცილებელია ტქვენივე ჯანმრთელობისთვის. თანაც ცივი წყლის გადავლებისას იგრნობთ რომ სხეული უფრო გიხურდებათ, ეს იმას ნიშნავს რომ სისხლმა აქტიური მოძრაობა დაიწყო… იქამდე გააციეთ სადამდეც გაუძლებთ. მთლად ყინულებსაც კი ნუ ითხოვთ.

სანამ აბაზანიდან გამოვარდებით ჯერ კარგად გაიმშრალეთ წინასწარ მომარჯვებული ფირსახოცით. დააკვირდით, რომ თითებს შორის სველი არ დაგრჩეთ, სოკო იცის 😀 თუ დარწმუნდით, რომ უკვე მშრალი ხართ, მაშინ ეგ პირსახოცი თავზე მოიხვიეთ რომ თმიდან წუწები არ ჩამოვიდეს და ბანაობის შემდეგ წასასმელი კრემი წაისვით,სასურველია იგივე არომატისა, როგორიც დუშ გელი იყო. და ტქვენთითონვე დარწმუნდებით, რომ კანი მართლაც აბრეშუმივით ნაზია და შეხებისას ტქვენთითონვე ისიამოვნებთ = )) სწორედ ასეთი ნაზი კანი მაქვს ეხლა (დაე გშურდეთ :D). ამის მერე შეგიძლიათ ჩაიცვათ (თუ გნებავთ) რაც გინდათ, მოისხათ ფუნფულა ხალათი თუ სიცივეა, თუ არა და აბრეშუმის თხელი, ოდნავ გამჭვირვალე ხალათი და წადით იქითკენ საითკენაც გელოდებიან…

რაღაცა ვერა ვარ ჩემს ჭკუაზე დღეს მგონი 😀 😀

ეს ხალხი სულ გამოშტერდა

ეს ხალხი სულ გამოდებილდა რა..

აზროვნების კოეფიციენტი 0-ზე ქვემოთ აქვს ბევრს …

არა გაბრაზებული არ ვარ მაგრამ, ისეთი გაკვირვებული ვარ პირი მაქვს კლავიატურამდე დარებული…

ვიღაცა დაძვრება ”ოდნოში” და ხალხს სთხოვს პაროლს და იდდ-ს, თანაც მისი მეგობრის სახელით,ამ მეგობრის სურათიც უყენია. მერე ტეხავს და ახლა სხვა ”მსხვერპლს” ეძებს სხვისი სურათებით…

ჩემ დამდეც მოაღწიეს. არ მოტყუვდა არ მისცა პაროლი და იდდ, მაგრამ გადმოწერა ამისი სურათები, დაიწერა სახელი და გვარი ჩემი დის, სურათებზე საშინელი კომენტარები, დაწერაც არ ღირს აქვ, ჩემს ბლოგს ვერ წავბილწავ, და ეხლა ჩემი დის მეგობრებს სთხოვს პაროლს და იდდ-ს.

მოკლედ, იმდენი ვიბოდიალე, რომ მეთვითონ ავიბენი დავიბენი.

მტავარი ის არის, რომ ეს ხალხი მართლა დადებილდა. კი არა და ჭკვიანები არც არასპდეს ყოფილან. იპოვეს საინტერესო გასართობი და ერთობიან ეხლა.

ვერც ვიფიქრებდი

ვერც ვიფიქრებდი, რომ ჩემი ბლოგი სწრაფად მზარდ ბლოგებს შორის მოხვდებოდა, და მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი ჩემი პოსტი საუკეთესოთა სიაში იქნებოდა. მიხარიაააააააა თან ძალიაააააან = )))))

მესამე თვე იწურება უკვე რაც ”მოღვაწეობა” დავიწყე  და ფეხი ავიდგი ჩემთვის უცნობ სფეროში.დღესაც ბევრი რამ არ მესმის. მხოლოდ პოსტებს ვწერ და კომენტარებს ვკითხულობ =)) თუმცა ნელ-ნელა წინ მივიწევ და ვგრძნობ და მიხარია =)) მკითხველთა რაოდენობა რამდენიმე დღის წინ ასცდა 200-ს, დღეს კიდევ 270 იყო და მოკლედ დილა არაჩვეულებრივად დავიწყე =))

ამოჩემებული ბლოგები

ყველა ახალი ბლოგერი იწყებს თავის ”მოღვაწეობას” იმის ახსნა განმარტებით თუ რა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე სვითის,თინის,ლანდიშას,დოდკას და ა.შ ბლოგებმა. რა თქმა უნდა უდაოდ საინტერესო ბლოგები აქვთ და ცუდის თქმას არც ვაპირებ, მაგრამ ძალიან ბევრი ბლოგია რომლის წაკითხვაც ღირს. ის, რომ ესენი უკვე საქვეყნოდ არიან განთქმულები არ ნიშნავს, რომ ყველამ მათ უნდა მიბაძოს და ისე აიდგას ფეხი ჯერ კიდევ უცნობ სამყაროში. ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგანნ როცა სულ ”ცინცხალ-ცინცხალი” ხარ, მაგრამ ზუსტად ანალოგიურად შეუძიათ დახმარება ბევრ ბლოგერსაც. რა იცით ეს ამოჩემება და მერე უაზროდ იმის ძახილი, რომ აი დედა სვითი რა მაგარია. მაგარი, რომ არის ისედაც ეტყობა და იქნებ გასცდეთ და გაიხედოთ გვერძე სადაც არსებობს უამრავი საინტერესო ბლოგი, რომლებიც ასევე საკუთარ ცხოვრებაზე წერენ და რომლებიც ხშირ შემთხვევაში ბევრად აქტიურნი და საინტერესო არიან? არ ვიძახი, რომ შეწყვიტეთ ამათი კიტხვა და სხვაზე გადადითქო, მაგრამ როდესაც ამბობთ სვითზე მაგარი არავინ არისო წაკითხული გავქთ სხვისი ბლოგები?

პ.ს   სვით,თინი,დოდკა,ლანდიშა ტქვენზე ცუდს არ ვამბობ, უბრალოდ პირველი ტქვენი სახელები გამახსენდა და ისე აეწყო პოსტიც, რომ თითქოს მოვითხოვ მკითხველებო შეწყვიტეთ კითხვათქო. =))

მიყვარდა?ვუყვარდი?

შემთხვევით ვნახე მისი ფოტო…

უფრო სწორად ვეძებდი და ვიპოვე…

არა და ორი წელი გავიდა. თითქოს უნდა დამევიწყებინა…

თითქოს უცნაური გრძნობა არ უნდა მქონოდა როცა მის სურათს ვნახავდი საცოლესთან ერთად

შეცვლილა. პრინციპში ორ წელზე მეტი გავიდა და შეიცვლებოდა აბა რა. თავიდან ვერც ვიცანი. მაგრამ ერთი ძველი სურათი ედო … დაკაცებულა და თითქოს ისეთი აღარ არის, როგორიც მაშინ იყო.

დღემდე მიჭირს იმის გარკვევა მიყვარდა თუ არა. ვუყვარდი თუ არა. მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ცოცხლობს ჩემში. მასთან მინდა ლაპარაკი, მაგრამ ვიცი შეუძლებელია… მალე მისი დაბადების დღე მოვა. მივულოცო? რომ ვერ მიცნოს? მაგრამ ორი წელი არც ისე ბევრია, რომ ვერ მიხნოს. თანაც არსებობს სიტყვა რომლითაც მხოლოდ მე მივმართავდი და ძალიან უყვარდა. ეხლაც, წერის დროსაც გული უცნაურად მიცემს…

Fისტაშკა და ერთი ბაკალი ლუდი

მაგიდაზე, ჩემს წინ, უხვად ყრია თურქეთიდან ახლახანს ჩამოტანილი Fისტაშკა. დედაჩემს ყოველთვის ჩამოქავს ხოლმე და საუკეთესო ვარიანტში ერთ დღეში ვათავებ. უგემრიელესი და უმაგრესი ”თხილია”. და თუ სახლში, მაცივარში ჩაცივებული კარგი ლუდიც მოგეპოვებათ ჩათვალეთ, რომ ბედმა გაგიღიმათ და არაჩვეულებრივ საღამოს გაატარებთ ჩემს სავით =))