wordpress-ის თემები

ორ თვეზე ოდნავ მეტია რაც wordpress.com-ზე დავრეგისტრირდი და რამდენჯერ შევცვალე თემა უკვე თავგზა ამებნა. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მაინც ვერ დავკმაყოფილდი. არ მომწონს ეს თემები. ვერ ვგუობ. არ არის ლამაზი და მოსახერხებელი. არ აქვს ისეთი ვიდი ერთხელ რო შეხვალ და მეორეჯერაც, რომ მოგინდება შეხვიდე. შენს ნებაზე ვერ აკეთებ ვერაფერს და მოკლედ ნერვებს მიშლის რა…

რა იქნება უფრო ბევრად საინტერესო და ლამაზი და მოსახერხებელი თემებიც გაჩნდეს ჰა?

Advertisements

11 thoughts on “wordpress-ის თემები

  1. Marr

    ნათ, შენ კიდევ ვერ შეეგუე ამ ამბავს? ისე რამდენიმე თემა არის, რომლის დაყენებაც შეიძლება

    Reply
  2. Here Comes The Sun

    ვაიმეე ჩემს გულში ზიხარ.. გეთანხმები,,,,

    რამდენი ვიწვალე და ვიცვალე თემები… ეხლა რომ გავცერდი იმას მგონი არა უშავს… მაგრამ ეგეც დიდი წვალების მერე 🙂 🙂 ნახე ერთი თუ მოგეწონა

    Reply
  3. sunwaited

    ნაათ, თემების მწირი არჩევანია, მაგრამ სამაგიეროდ სხვა რამე ბევრი შეგიძლია.

    ისე, შენ თემას რას უყურებ, მთავარია საიდბარების წყობა შეარჩიო როგორც მოგეწონება ისეთი თემის რა.

    და მერე ჰედერსაც სასურველს დააყენებ, ფერსაც შენ გემოზე შეცვლი და ვიჯეტებით სასურველ “ვიდს” მისცემ. : ))

    Reply
  4. siyvarulovna Post author

    Marr

    ვერ მივეჩბიე =(( და ალბათ ვერც მივეჩვევი.მგონი ყველა თემა ვნახე და ვსინჯე მაგრამ ნაკლს ყველას ვუძებნი 😀 ზოგან წვრილად იწერება და თვალები მეთხრება, ზოგან კომენტარებს რომ სათაურთან აჩვენებს ეგ არ მომწონს. წინა ტემას ეგ რომ შევამჩნიე მაშინვე გამოვცვალე არა და მომწონდა. მოკლედ ნერვებზე მოქმედებს რა

    Here Comes The Sun

    ვნახე შენი თემა და რაღაც საყვარლად გაქვს დალაგებული. რომ ვარჩევდი მეც ვცადე მაგის დაყენება, მაგრამ რაღაც უფრო ღია ფერის თემა მინდა.მხიარული. ადრე შავი მეყენა და მეორე დღესვე გამოვცვალე.

    sunwaited

    რისი ფერის შეცვლა შეიძლება?

    Reply
  5. »♥» ana «♥«

    ეს თემები,რო მიშლიდა ნერვებს ამიტომ ავიღე ერთი ყველაზე სადა და ის დავიყენე.. 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სულ სულ თავიდან მეც ეგ მეყენა რაც შენ გიყენია. ჰედერი მეც შეცვლილი მქონდა და თითქოს მომწონდასავით. მაგრამ მომბეზრდა =((

      Reply
  6. kevana

    ეჰ, შენს ნებაზე ვერ აწყობ, მაგრამ არის ზოგი თემა რომელიც გახალისების საშუალებას იძლევა. ასე ავარჩიე ჩემი თემა და ჰედერს ვუცვლი მხოლოდ, მაკმაყოფილებს ჯერ : )

    Reply
  7. Here Comes The Sun

    მე იმდენი ხანი ვეძებდი ამ თემას არა მგონია შევცვალო… ეხლა იმაზე ვათენებ და ვაღამებ უკან რა ფონი დავაყენო.. მერე მთელი თემა უკან დაყენებული ფერის მიხედვით იცვლება….

    მაგრამ მომბეზრდება ესეც მალე 🙂

    Reply
  8. piccolopicco

    კარგი ბლოგი გაქვს. დიზაინზე გეთანხმები, მაგრამ წერის დროს თუ “ვიდს” და მსგავს სიტყვებს არ გამოიყენებ უკეთესი იქნება 🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s