რას ნიშნავს წითელი კვერცხი?

დღეს წითელი პარასკევია…

სააღდგომოდ ჩვენ, ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ალბათ უკვე ყველამ შეღებეთ კვერცხები. ან თუ არ შეგიღებავთ გამზადებული მაინც გაქვთ. მაგრამ იცით კი რას ნიშნავს წითელი კვერცხი? აღდგომის დღეს კვერცხებს ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: ქრისტე აღსდგა”. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არსებობს გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვა და ხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი ადღგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა mკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმინდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტo დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: ქრისტე აღსდგა”. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: ”როგორ შეეძლი მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ეხლა ეს კვერცხი გაწითლდესო”. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

საერთოდ, კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმინდა და აკურთხა.

ესეც ჩემი კვერცხები გაპრიალების მომენტში. ძალიან საყვარლები გამოვიდა და კარგი ფორმები აქვს =)) მომწონსავით. ჩემთვისაც შევარჩიე ერთი. ძმრით ჩემი სახელი უნდა დავაწერო. მერე განახებთ =))

Advertisements

6 thoughts on “რას ნიშნავს წითელი კვერცხი?

  1. Marr

    ე სახელს როგორ აწერ ძმრით? მე არასოდეს გამიკეთებია ეგრე

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      როგორ დააა. აი ყურის ჩხირები როა დაასველე ძმარში და მერე უკვე შეღებილ კვერცხზე დააწერე შენი სახელი და ეგრე =))
      და ასანთითაც ეწერება მშვენივრად =))

      Reply
  2. »♥» ana «♥«

    ჯეჯილში ჩაწყობილი წითელი კვერცხები,როგორ ულამაზესად გამოიყურებაა ხოლმე.. 🙂

    და დაწერა მეც არასდროს მიცდია.. 🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s