აღდგომის ღამე…

პირველი რაც მინდა ვთქვა ის არის, რომ ეს რასაც ვწერ ჩემი საქმე არ არის…

მაგრამ უბრალოდ მთელი დღე თავს ვიკავებდი დაწერისგან და ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე.

აღდგომის ღამე უდიდესი დღესასწაულია სრულიად მსოფლიოსთვის.

საქართველოშიც შესაბამისად ხვდებიან.

99% ეკლესიაში მიდის.

80% კი სამების საკათედრო ტაძარში. აი სამებაში ხალხის წასვლაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. არასდროს გამჩენია სურვილი, რომ დღესასწაულს იქ შევხვედროდი, მაგრამ გუშინ გარკვეული მიზეზების გამო იქ მომიწია წასვლა. ხალხის უსაზღვრო რაოდენობა იყო. ხალხის რა, ბრბოსი. რისთვის მიდიოდა ნახევარზე მეტმა არ იცოდა. იდგნენ და ყაყანებდნენ, თითქოს ბაზარში იყვნენ. ზოგი გარეთ აბირჟავებდა და სანახაობას უყურებდასავით. იმიტომ იყვნენ იქ, რომ ხალხი მიდოდა და წაყვნენ ესენიც ალბათ. ეს ერთი, მერე მეორე. როცა იცი, რომ გული ცუდად გიხდება და მოსასულიერებელი უნდა გახდე, სად ეკვეტები?? არ იცი, რომ სამებაში ყოველთვის იმდენი ხალხი იქნება, რომ სუნთქვას ვერ შეძლებ??? არა და, ყველა უბანში, კუთხეში არის ეკლესია, სადაც გაცილებით ადვილად შეხვალ, ნორმალურადაც მოუსმენ და აღარც გული გაგიხდება ცუდად. არა, მაინც და მაინც სამებაში უნდა წავიდნენ და იქ მოიკლან თავები. და რისთვის? მაგაზე პასუხი თვითონაც არ აქვთ.

ხო და ასე ნასიამოვნები, ნერვებ მოშლილი, გაოგნებული, გაბრაზებული დავბრუნდი შინ.

და ბოლოს კიდე იმის თქმა მინდა, რომ მართალია ეს ჩემი საქმე არ არის, და მე ვინ მეკითხება, მაგრამ ამიცნ ვერ მოვითმინე და თავი ვერ შევიკავე.

Advertisements

2 thoughts on “აღდგომის ღამე…

  1. Marr

    გუშინ მთავაზებდა მეგობარი წავიდეთ სამებაშიო და ზუსტად მაგიტომ არ წავედი. იმ ჭყლეტვაში მაინც ვერაფერს ვერ გავიგებდი და მაინც დამავიწყდებოდა რისთვის მივედი.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მართლა არაფერი არ ისმოდა. როცა არაფერი გესმის შესაბამისად ლაპარაკს იწყებ. ერთის, ორის, ათის ლაპარაკი კი უკვე ყაყანად გადაიქცევა ხოლმე. მაგრამ 2-3 საათისთვის უკვე დაიფანტა ხალხი და დგომაც შესაძლებელი გახდა.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s