უტიფარი შემოჭრა

დღეს ძალიან ბოროტად ვსარგებლობ მეგობარი ბლოგერების სტუმართმოყვარეობით. ვეკოს მერე ნათიას ბლოგს დავადგი თვალი. ჯერ გარედან შევათვალიერე და რომ არსად ეწერა “ბლოგზე ავი ძაღლიაო” თამამად გადმოვბობღდი ნათიას ტერიტორიაზე. ერთი იმ ეკლიანმა მავთულმა შემიშალა ხელი, თორემ სხვა მხრივ ადვილად შემოვაღწიე 😀

უკვე ორი წელია ნათიას ვიცნობ. ოღონდ მხოლოდ ვირტუალურად. ისიც ევას ფორუმის ერთ-ერთი ვეტერენი წევრია. თავიდან მასზე ბევრი არაფერი ვიცოდი. არც ასაკი, არც სახელი და გვარი. მას მერე უკვე ბლოგერიც გახდა და ახლა აქ მასზე უფრო მეტს ვგებულობ, ვიდრე მისმა რეალურმა მეგობრებმა იციან. რამდენიმე დღეში უკვე მეც რეალური ნაცნობი გავხდები მისთვის.

ამ ბლოგის მკითხველებმა იციან რომ ნათია წელს აბიტურიენტია და რთული წელი აქვს. ამის მიუხედავად მაინც ახერხებს ფორუმზე და ბლოგზე აქტიურობას. ნათია ძალიან ჭკვიანი და გულახდილი ადამიანია. ასევე სამართლიანი და ზოგჯერ მკაცრიც. არ უჭირს თავისი პოზიციების დაცვა, თუ საჭიროა ჯიუტადაც.  ყველა ამ თვისებასთან ერთად, მაინც ინარჩუნებს თავის ბავშვურ და საყვარელ ხასიათს. მიხარია როცა მის პოსტებს ვხედავ ფორუმზეც და აქაც. არ ახასიათებს დეპრესიული შემოტევები. ყოველ შემთხვევაში მე არ შემიმჩნევია. საინტერესოა მასთან დისკუსიაში ჩაბმაც. ერთხელ არ მახსოვს ფორუმზე რამდენი გვერდი გავავსეთ რასიზმის თემაზე დისკუსიით 😀

მალე ნათია სტუდენტი გახდება და მე და ვეკოსთან უნივერსიტეტიც დააკავშირებს. მერე ვნახავ ხოლმე გამოცდებზე მაღლივში რომ ამოვა ბუზღუნით (იქ ამომსვლელი ყველა ბუზღუნებს ). მერე კი ძალიან წარმატებული ადამიანი გახდება.

წარმატებებს გისურვებ ნათ, და იმედია მალე გნახავ :*

P.S. სამწუხაროდ პოსტის გაფორმების საშუალება არ მაქვს (სტატუსის გამო), ამიტომ მზოლოდ ტექსტიტ შემოვიფარგლები.

5 thoughts on “უტიფარი შემოჭრა

  1. siyvarulovna

    ვაიმე გენაცვალე მაარ :* :*
    ძალიან ძალიან გამიხარდა ეს პოსტი :* მესიამოვნა =))
    მართლა იმაზე მეტის გაგება შეგიძლია ვიდრე ჩემმა მეგობრებმა იციან =))
    ისა და მეც მაღლივში მომიწევს გამოცდები?? |(

    Reply
  2. sunwaited

    ვა, მარი აღარ ხუმრობს უკვე 😀 😀 😀
    ძაან დაჩემდა ხო იცი სხვის ბლოგებზე ბოდიალი :პ კარგი პოსტია, ეტყობა ქალს კარგად წერდა ქართულში შედარებით დახასიათებებს :D:D:D

    ვერაფერს დავამატებდი , მშვენიერი გოგო ხარ ნათი და ერთი სული მაქვს როდის წავალთ სამშაბათს : )))

    Reply
    1. Marr Post author

      არაფერ შედარებით დახასიათებებს არ ვწერდი 😛 😛

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s