ქეიფი,დალევა,არეულობა…

ჩემთვის წყნარად ვიწექი ჩემს ოთახში წიგნს ვკითხულობდი, პარალელურად ჩემს დას ვეჭორავებოდი და სადარბაზოდან ისმიდის სიცილ-ხარხარის ხმა. გამახსენდა რომ ჩემი მშობლები სახინკლეში იყვნენ წასულები. ეგრევე ”მოვწვი”, რომ იქიდან აქეთ გადმოინაცვლეს. შემოლაგდნენ. ერთი-ორი ვუსაყვედურე ამ მთვრალ ხალხს და მერე აღაზიაში ჩამგზავნეს =( დავფაცურდით, გაიშალა სუფრა და მიუსხდნენ მაგიდას. დალიეს,მოუსმინეს ”კაი საქეიფო სიმღერებს”, იმღერეს, არ უცეკვიათ, იყაყანეს რასიზმზე და პოლიტიკაზე, გაიხსენეს ისტორია – თამარი, აღმაშენებელი, ბაგრატ მესამე, ურარტო. იმსჯელეს დამწერლობაზე – ლურსმული იყო თუ არა ქართული. ჯერ ერთი წავიდა. მეორე მიყვა. დარჩენილებმა ყავა მოითხოვეს. ეხლა 2-ის ნახევარია, ღამის, და მამაჩემი და ჩემი ნათლულის მამა სხედან და განიხილავენ ვინმე ალიკას ნათქვამს და პრეტენზიებს. შიგა და შიგ დედაჩემი ჩაერთვება ხოლმე. გამოყოფს თავს სამზარეულოდან მილანძღავს ერთი ორს და შეყოფს ისევ განაგრძობს მაგიდის ალაგება/დალაგებას.

არა და წესით ერთი წყნარი, მშვიდი საღამო უნდა ყოფილიყო. ჩემთვის ვიმეცადინებდი და ეხლა უკვე მეძინებოდა…

7 thoughts on “ქეიფი,დალევა,არეულობა…

  1. Here Comes The Sun

    მე მიყვარს ხოლმე ეგეთი ამბები.. მერე ეგ აყალმაყალი ყოველთვის იმით მთავრდება რომ მამაჩემი ჩემი შეწუხებისთვის დიდსულოვნად იღებს ჯიბიდან 5 ლარიანს რომელიც მეორე დღეს ჩემს სატელეფონო ანგარიშს ამშვენებს ხოლმე 🙂 :): )

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კიდევ კაი არ მიწევს დათმობა ჩემი ოთახის ხოლმე. ძირითადად ჩემს ძმას აძევებნ ხოლმე 😀 კიდევ კაი ბევრი ადგილი მაქვს რომ სტუმრები დავაძინო

      Reply
  2. zurriuss

    ჰეჰეეე… ასეთ მშობლბებს არ მოველოდი.
    მალადეც თქვენ! :)))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s