ჩემი ოცნება,სურვილი,ინტერესი

ბავშვობაში მინდოდა, რომ ექთანი ვყოფილიყავი. მსიამოვნებდა ხალხის მოვლა და პატრონობა. როცა წამოვიზარდე სადღაც მერვე კლასში და რამდენიმე დეტექტივი წავიკითხე ძალიან დავინტერესდი იურისპრუდენციით. მინდოდა ამ დარგში მოღვაწეობა. ოღონდ არ ვიცოდი რა განხრით. ადვოკატი ვყოფილიყავი,მოსამართლე,პროკურორი თუ უბრალო ნოტარიუსი. ადვოკაობა ჩემი ხასიათიდან გამომდინარე არ გამომივიდოდა. როდესაც მეცოდინებოდა, რომ ესა თუ ის ბრალდებული დამნაშავეა ვერაფრით ვერ გავამართლებდი. ეგ კი არა და შეიძლება უარესიც ვუქნა და წლები მოვუმატო. მოსამართლეობა არ მინდა. სხვის ბედს ვერ გადავწყვიტავ. მითუმეტეს ზუსტად თუ არ მეცოდინება, რომ ის დამნაშავეა. ნოტარიუსობა არ მაინტერესებდა. კიდევ გავიდა ორი სამი წელი და კიდევ ბევრი წავიკითხე დეტექტივები. განსაკუთრებით მოქმედებდა უსამართლოდ მიმდინარე გამოძიება. სხვისი დახმარების მიზნით კვალის დაფარვა დეტექტივების მიერ. და დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა, რომ ამ დარგში მიმეღწია სამართლისთვის და ყველა წესების და კანონების დაცვით დასჯილიყო. ამიტომ მომინდა პროკურორობა. თანაც სისხლის სამართლის დარგში. ვოცნებობ სერიული მკველობის გამოძიებაზე. უბრალო წვრილ-წვრილი ქურდობები და ადმინისტრაციული დარღვევები არ მიზიდავს. კიდევ ძალიან მინდა, რომ პროკურატურაში ვიმუშავო. მთავარი პროკურორი თუ არა ერთ-ერთი მნშვნელოვანი მაინც, რომ ვიყო.

შეილება ბევრს გაგიკვირდეთ, მაგრამ ჩემზე გავლენა გოჩა მანველიძის ”მგლებმაც” მოახდინეს. ვისაც წაკითხული აქვს იმს ემახსოვრება პირველ ნაწილში უსამართლოდ დასჯილი ლუკა გეგეშიძე. თქვენ იმ დროს ჩემი რეაქციები უნდა გენახათ. ამ წიგნის წაკიტხვის მერე სულ უფრო და უფრო დავრწმუნდი, რომ ეს ჩემი საქმეიყო. რომ ეს მინდოდა და აქ უნდა მიმეღწია წესრიგისთვის

6 thoughts on “ჩემი ოცნება,სურვილი,ინტერესი

  1. Marr

    ყველაფერი აგისრულდება გენაცვალეე. მე მჯერა შენი :* :*

    Reply
  2. kevana

    კრიმინალისტიკა არ გიზიდავს? ეგ საშინლად საინტერესოა.. ცარიელი კანონები კიარაა, არამედ მეცნიერულ ცოდნას იყენებ დანაშაულის გამოძიებისას, ლაბორატორიების და ა.შ. საშუალებით.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი მაგრამ მეცნიერებაში (ქიმია ფიზიკა) ნული ვარ. და რომც მოვინდომო არაფერი გამომივა. ამიტომ ისევ გამოძიება მინდა =)))

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s