ზედმეტი წონა და ჩემი მონდომება

როგორც დედაჩემი ამბობს, როცა 3 წლის ვიყავი პირველად სოფელში იქიდან კარგად გაბუშტული ჩამომიყვანეს. აქედან დაიწყო ჩემი გასუქების ამბავიც. ყოველ წელს ვიმატებდი. როდესაც 6-8 წლის ვიყავი, ზუსად არ მახსოვს, ექიმთან მიმიყვანეს. ზედმეტი 10კილოგრამი მქონდა. დიეტაზე დამსვეს. პატარა ბავშვს რა მესმოდა. ხან შოკოლადებს ვიპარავდი და ჩუმათ ვჭამდი ხანაც ფულს და იმით ვყიდულობდი. თავი დამანებეს. გაიზრდება თვითონ მიხედავს თავსო. მაგრამ ეს ტავის დანებება დიდხანს არ გარძელებულა. ხან ვინ დიეტოლოგთან მიმიყვანეს ხან ვისთან. ყველგან საკმაოდ დი თანხას ტოვებდა დედაჩემი მაგრამ მე იმდენი შეგნება არ მქონდა რომ ეს შანსი გამომეყენებინა.

დედაჩემმა საბოლოოდ აიღო ხელი. ყველაზე საინტერესო ის არის რომ ის პრობლემები რაც ჭარბ წინიანებს აქვთ არასდროს მქონია. ანუ პრობლემებში ვგულისხმობ: კომპლექსებს, უმოძრაობას, უიმედო სიყვარულობანას. კომპლექსი არასოდეს მქონია. ზოგს უტყდება შარვლის ჩაცმა იმიტომ, რომ ტანს ისეთს აჩენს როგორც არის. მე კიდევ პირიქით. არასდეს გამტყდომია და ხშირად ტანზე საკამოდ მომდგარი შარვლითად გავსულვარ ქუჩაში. არასოდეს მქონია პრობლემები ზღვაზე, როდესაც გარშემო ყველა მე მიყურებს და თავისთვის ჩურჩულებს ნახე რამხელაოო. აუზზეც თავისუფლად დავდივარ და საცურაო კოსტუმებსაც მშვენივრად ვირგებ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი მაქვს ზედმეტი წონა მოქნილად მივიჩნევ მაინც თავს. ბევრ გამდარზე მეტად მოქნილიც შეილება ვიყო. რაც შეეხება უიმედო სიყვარულობანას არც მანდ მქონია პრობლემები. შეყვარებული მყავდა და თაყვანისმცემლებიც. მოკლედ არაფერს შევუწუხებივარ ისე, რომ მდომოდა ვყოფილიყავი გამხდარი.

ეს ზაფხულშია გადაღებული

უკვე 18-წლის ვარ და იმდენი შეგნებაც მაქვს რომ მივხვდე, რომ ზედმეტი წონა მარტო სილამაზეს არ უქმნის პრობლემას. საკმაოდ მოქმედებს ჯანმრთელობაზეც და უშვილობასაც იწვევს. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა. შვილზე ვოცნებობ და ნამდვილად ვერ ავიტან იმას, რომ ჩემი უნებისყოფლობის გამო უშვილო დავრჩე. ორი თვის წინ ჟორდანიას კლინიკაში მივედი. 20-მდე ანალიზი ჩამიტარეს. და საბედნიეროდ დარღვევები არ აღმომაჩნდა. ექიმი გაკვირვებული იყო ამ სისქეს არაფერი გაქო. დიეტაც გამომიწერა და იმის მერე ერთი თვე გავიდა და 7 კილოც დავიკელი. დედაჩემის ძალიან ბედნიერია. ყველას ეუბნება 7 კილო დაიიკლოო და ჩემით ამაყობს. ბავშვობაში შემთვევით გავიგონე როგორ ელაპარაკებოდა დეიდაჩემს ჩემს ბედნიერებას მხოლოდ ნათიას წონა უშლის ხელსო და ეს სიტყვები არ მავიწყებია.

იმედი მაქვს, რომ დაწყებულ საქმეს ეხლა მაინც მივიყვან ბოლომდე და ჩემთვის თუ არა დედაჩემისთვის მაინც ვიბრძოლებ, რომ ბედნიერბაში ხელს აღარაფერი უშლიდეს.

სხვათაშორის, ის წონა რაც რეალურად მაქვს არ მეტყობა. ყველას 80-90 კოლო ვგონივარ. სინამდვილეში 1თვის წინ 111.6 ვიყავი. ეხლა 104.5. მოკლედ, შედეგი არის.  და იმედიც რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია.

18 thoughts on “ზედმეტი წონა და ჩემი მონდომება

  1. rockyourbaby

    nateeelll,exlac ulamazesi xar da rom daikleb mere sul gaagijeb bichebs!!:):) :p :p,zarmatebebi sixarulovna.

    Reply
  2. Marr

    ყოჩაღ ნათ, ეგრე გააგრძელე. და მანც ნუ გეშინია წონის. ეგ უშვილობას მაშინ იწვევს, თუ რაღაც დარღვევის გამო მოიმატე.
    მე მყავს მეგობარი, ისიც შენსავით ფუმფულაა და ეხლა ისიც დიეტაზე ზის. თანაც იმასაც ნათია ქვია და იმის დას მარი ქვია🙂 მართლა გეუბნები ოღონდ. მოკლედ გგულშემატკივრობთ ორივეს. :* :* :*

    Reply
  3. sunwaited

    ყოჩაღ ნათი : ))) ისე იქცევი, რომ შენით ვამაყობთ ვინც გიცნობთ : ))
    ისე, ამდენი კილო–გრამი არ გეყობოდა ქალო :დ ამას გვიმალავდი? :დ

    შენ ისეთი მოტივირებული და ისეთი მიზანდასახული ხარ, რომ ყველაფერს შეძლებ :*

    მარწყვივით ტუჩები რომ გაქვს, მალე წელსაც ლერწამივით გაიხდი :* მართლა მჯერა ამისი :)))

    Reply
  4. siyvarulovna Post author

    Here Comes The Sun

    კომპლექსები ძირს!!! უნდა გადადო აბა რააა =)))

    sunwaited

    ხო და თან ეხლა ამ პოსტის გამოქვეყნების მერე გამიტყდება თუ არ გავხდი და ამიტომ უფრო მოვინდომებ😀😀

    Reply
  5. vasasi

    ძალიან კარგია, რომ იკლებ..

    მე 60 კილო ვარ, 55-ზე მინდა ჩამოსვლა და ვდიეტობ თუ ვსექტანტობსავით..

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვიდეოში გნახეე და შენ თუ კიდე დაკლება გინდა სუ გაქრები დამიჯერეეე =))

      Reply
  6. Sophie 'Sunny' Golden

    პირველ რიგში, არავითარ შემთხვევაში არ იბრძოლო დედაშენისთვის. გასაგებია, რომ მისი გახარება გინდა.
    საკუთარ თავზე იფიქრე, შენ რა გინდა.
    თუ მოინდომებ, აუცილებლად გახდები. საკუთარ თავთან “დადე” ხელშეკრულება, რომ კუჭზე ძლიერი იქნები და იმას მიაღწევ, რაც შენს გსურს. აი ასე!
    მე ასე ვდიეტობ ხოლმე, შევალ სამზარეულოში, პურს დავსუნავ :ლოლ: და ჩემს თავს ვეუბნები, სოფი, გეყოფა, დაასვენე მუცელი და აჯობე ჭამის ინსტინქტებს🙂 ჩემზე მუშაობს და აბა, შენც სცადე.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      პურს თუ დავსუნავ მერე გემოსაც გავუსინჯავ😀
      მირჩევნია სხვისთვის ვიბრძოლო იმიტომ, რომ უფრო პასუხიმგებლობით ვიქნები.
      ჩემთვის, რომ ვიბრძოლო ფეხებზე დავიკიდებ😀

      Reply
  7. nikusha_marx

    ar vici:) me mdzime wonis matarebeli adamiani var, 5 wlis win davikeli da kargad maxsovs chkviani da saintereso tipidan uceb gadaviqeci simpatiurad da martla kargi pediodi iyo, shemdeg samsaxurma da stresebma es wyalshi chamiyara magram mainc imedia isev shevdzleb odesme:)

    gisurveb warmatebas:)

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      მთავარია ბრძოლის სურვილი და მიზანი რისთვისაც გინდა რომ ეს ”ბარიერი” გადალახო = ) მეც გისურვებ წარმატებებს. ფარ-ხმალი არ დაყაროოო = )))

      Reply
  8. izabellaanuki

    შენ ჩემს სუსტ წერტილსაც შეეხე ჩემო კარგო, ისე ძალიან კარგია ასეთი მიზანდასახული რომ ხარ, აი მე 63 კილო ვარ, არადა 2 თვის წინ 60 მდე შევძელი დასვლა, მერე ავუშვი და ვაგრძელებ მომატებას… ეეჰ მაგ ყველაფერს ნებისყოფა უნდა, და ნერვებზეც მოქმედებს… წარმატებები

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნებისყოფა აღარ მყოფნის😦
      ძალიან მიჭირს უკვე…
      მადლობა მაინც :*

      Reply
      1. izabellaanuki

        ზუსტად არ ვიცი როგორ დიეტას იცავ მაგრა, მე ერთ კვირიანებს ვცდი ხოლმე, 3-4 დღე ყველაზე მეტად მიჭირს, ამ დღეებს თუ გადალახავ მერე უკვე აღარ ჭირს იმდენად ყველაფერი ფსიქოლოგიის ამბავია, ისე სასაცილოდ ჟღერს, უნდა დაიმახსოვრო რომ საკუთარი თავი და ჯანმრთელობა უფრო გიყვარს ვიდრე ხინკალი, მერე ყველაფერს შეძლებ… კიდევ ერთხელ წარმატებები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s